ახალი კორონავირუსი COVID 19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობის მოქმედების განმავლობაში საავიაციო საქმიანობის ზედამხედველობის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
მიღების თარიღი 17.04.2020
გამომცემი ორგანო სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
ნომერი №76
სარეგისტრაციო კოდი 310050000.54.066.016179
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/04/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
17.04.2020 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი ლევან კარანაძე | სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ახალი კორონავირუსი COVID 19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით სააგენტოს ზოგიერთი უფლებამოსილების შეჩერების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციაში „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის N1 დეკრეტის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სამართალდაღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების განსაზღვრის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ბლანკების ნიმუშების დამტკიცების შესახებ საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრები პირების რეგისტრაციის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემის საკითხის განხილვისას სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით საქმისათვის მნიშვნელოვანი და შესაბამისი დოკუმენტის გაცემისათვის დამაბრკოლებელი გარემოებების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ახალი კორონავირუსი COVID 19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობის მოქმედების განმავლობაში საავიაციო საქმიანობის ზედამხედველობის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
სსიპ –
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის
ბრძანება
№76
2020 წლის 17 აპრილი
ქ. თბილისი
ახალი კორონავირუსი COVID 19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობის მოქმედების განმავლობაში საავიაციო საქმიანობის ზედამხედველობის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
„საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის, „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილების და „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
საგანგებო მდგომარეობის მოქმედების განმავლობაში სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ საავიაციო საქმიანობის მუდმივი ზედამხედველობა განხორციელდეს შემდეგი წესით:
1. საგანგებო მდგომარეობის მოქმედების განმავლობაში არ განხორციელდეს:
ა) საზღვარგარეთ ბაზირებული ავიაკომპანიების, საბაზო ობიექტებისა და სხ-ის ინსპექტირება;
ბ) სხ-ის ბაქანზე ინსპექტირება;
გ) უფროსი პილოტ-ინსტრუქტორის შემოწმება;
დ) ავიაკომპანიის ეკიპაჟის მარშრუტზე შემოწმება;
ე) საავიაციო სატვირთო ტერმინალების, დანიშნული საფოსტო ოპერატორისა და ტვირთგამგზავნების შემოწმება.
2. შესაბამისი ავიასპეციალისტის მოწმობის მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით:
ა) საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრი, თუ მას არ გააჩნია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული სამედიცინო სერტიფიკატი, ვალდებულია სააგენტოში წარადგინოს უცხო ქვეყნის სერტიფიცირებული სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული და შესაბამისი საავიაციო უწყების მიერ დადასტურებული სამედიცინო სერტიფიკატი;
ბ) პილოტის საკვალიფიკაციო შემოწმება (LPC) შესაძლებელია ჩატარებულ იქნეს საჰაერო ხომალდზე (ნაცვლად საწაფისა, „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №
150 ბრძანების მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ.ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის შესაბამისად).
3. საგანგებო მდგომარეობის განმავლობაში საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი გათავისუფლდეს „თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის №
203 ბრძანების 82-ე მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პრაქტიკული მომზადებისა და 87-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისგან.
4. შემოწმების ოპერატორის სერტიფიკატს, რომლის მოქმედების ვადა იწურება საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში, მოქმედების ვადა გაუგრძელდეს 3 თვის ვადით.
5. საზღვარგარეთ ბაზირებული სხ-ის ვარგისობის სერტიფიკატს, რომლის ვადა იწურება საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში, მოქმედების ვადა გაუგრძელდეს 3 თვის ვადით, ექსპლუატანტის მიერ საფრენად ვარგისობის შენარჩუნების დამადასტურებელი დოკუმენტაციის და ტექნიკური პერსონალის მიერ ჩატარებული შემოწმების ანგარიშის საფუძველზე.
6. საქართველოს შესაბამისი სამოქალაქო აეროპორტ(ებ)ის კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონაში პიროვნების და ავტოსანტრაპორტი საშუალების საშვებს, რომელთა მოქმედების ვადა იწურება საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში, მოქმედების ვადა გაუგრძელდეს 3 თვის ვადით.
7. შეჩერდეს „საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 16 ივნისის №
98 ბრძანების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოქმედება 2021 წლის პირველ ივლისამდე.
8. საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სერტიფიკატი, რომლის მოქმედების ვადა იწურება საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში, ჩაითვალოს მოქმედად 3 თვის განმავლობაში.
მუხლი 2🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორილევან კარანაძე