„საქართველოს სარკინიგზო ტრანსპორტის მუშაკთა დისციპლინური დებულების დამტკიცების შესახებ“

მიღების თარიღი 21.08.1998
გამომცემი ორგანო ტრანსპორტის სამინისტრო
ნომერი №59
სარეგისტრაციო კოდი 180.012.003.354
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, -, 21/08/1998
matsne.gov.ge 2,835 სიტყვა · ~14 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (15)
დისციპლინის დარღვევის სახეობა
1. ამკრძალავი ნიშნის გავლა, რასაც შედეგად მოყვა მარცხი, ავარია.
2. მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება, რასაც მოჰყვა მარცხი, ავარია.
3. ავტომუხრუჭების მოსინჯვის და გზაში მსვლელობისას მათი მოქმედების გასინჯვის წესის დარღვევა, რასაც მოჰყვა მარცხი, ავარია.
5. მატარებლის გაშვება სამუხრუჭე მაგისტრალის ბოლო გადაკეტილი ონკანებით
6. სალიანდაგო სამუშაოების ადგილის გაჩერების სიგნალებით შემოუზღუდაობა, რასაც შედეგად მოჰყვა ადამიანთა ტრავმირება ან სიკვდილი, მარცხი, ავარია.
7. მოწყობილობის უწესივრობით ან გადასავალის მორიგის მიერ თავისი მოვალეობების დარღვევის შედეგად ავტომატური გადასავალის სიგნალიზაციითა და ავტოშლაგბაუმით აღჭურვილ გადასარბენზე მომხდარი დატაკება.
9. ბუქსის კვანძის გაუმართაობით გამოწვეული წყვილთვალების ღერძის ყელის გატეხა, რასაც მოჰყვა მარცხი, ავარია.
10. ტვირთის დამაგრების ტექნიკური პირობებისა და წესების დაუცველობით გამოწვეული უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევა, რამაც გამოიწვია მარცხი, ავარია.
11. სამგზავრო ვაგონებში ხანძრის დაშვების შემთხვევების მოვალეობისადმი გულგრილი დამოკიდებულების გამო.
12. თავისუფალი ადგილების გადამალვა, უბილეთო მგზავრების გადაყვანა, და აგრეთვე ჩასხდომაზე უარის თქმა გაფორმებული სამგზავრო დოკუმენტების არსებობისას.
13. ბუქსის გადახურების საკონტროლო სიგნალიზაციის გამორთვა.
14. სამგზავრო ვაგონის დეტალების ვარდნა, რამაც გამოიწვია მატარებლის მარცხი ან ავარია.
15. სამგზავრო მატარებლის გადასარბენზე გაჩერებისას შემოღობვის წესების დარღვევა, რამაც გამოიწვია მატარებლის მარცხი, ავარია.
16. ტვირთის დაცვის საგუშაგოს, სახანძრო ქვედანაყოფის ობიექტებისა და საბრძოლო ჯგუფეულის თვითნებური მიტოვება.

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს სარკინიგზო ტრანსპორტის მუშაკთა დისციპლინური დებულების დამტკიცების შესახებ“ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; line-height:107%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:.5in; line-height:107%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:107%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:107%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:.5in; line-height:107%; font-size:11.0pt; } .MsoChpDefault {} .MsoPapDefault {margin-bottom:8.0pt; line-height:107%;} @page WordSection1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.0in 1.0in 1.0in;} div.WordSection1 {page:WordSection1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს ტრანსპორტის მინისტრი ბრძანება № 59 1998 წლის 21 აგვისტო ქ. თბილისი საქართველოს სარკინიგზო ტრანსპორტის მუშაკთა დისციპლინური დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროს 1996 წლის 30 ოქტომბრის დებულების მეხუთე მუხლის 5.6. ქვეპუნქტის თანახმად: 1. დამტკიცდეს საქართველოს სარკინიგზო ტრანსპორტის მუშაკთა თანდართული დისციპლინური დებულება. 2. დებულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან. მ. ადეიშვილი დებულება საქართველოს სარკინიგზო ტრანსპორტის მუშაკთა დისციპლინის შესახებ თავი 1 ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗. დებულების ამოცანები 1. სარკინიგზო ტრანსპორტი ერთიანი სატრანსპორტო სისტემის ნაწილია და მოწოდებულია დააკმაყოფილოს მოსახლეობის, სახელმწიფო და არასახელმწიფო სექტორის საწარმოთა და ორგანიზაციათა მოთხოვნები შიდა და საერთაშორისო მომოსვლაში გადაყვანა–გადაზიდვასა და სხვა მომსახურებაზე. 2. სარკინიგზო ტრანსპორტის შეუფერხებელი და ზუსტი მუშაობის აუცილებლობა, მგზავრების, ტვირთის, ტვირთბარგისა და მინდობილი ქონების დროული და უდანაკარგო გადაყვანა-გადაზიდვა დანიშნულების პუნქტებში, აგრეთვე მატარებელთა მოძრაობისა და სამანევრო სამუშაოთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა მოითხოვს მუშაკთა მაღალი შეგნებასა და ორგანიზებულობას, სარკინიგზო ტრანსპორტის ყველა სამსახურის, საწარმოს, ორგანიზაციის, დაწესებულების გამართულ და ოპერატიულ ურთიერთმოქმედებას, ყოველი მუშაკის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშო შესრულებას. 3. დისციპლინის ცალკეული დარღვევების შემთხვევები სარკინიგზო ტრანსპორტზე საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, სამანევრო სამუშაოებსა და მატარებელთა მოძრაობის უსაფრთხოებას, გადასაზიდი ტვირთის, ბარგისა და მინდობილი ქონების დაცვას, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობასა და აგრეთვე სახელშეკრულებო ვალდებულებათა შესრულებას. მუხლი 2🔗. დებულების საფუძველი აღნიშნული დებულება ეფუძნება მოქმედი შრომის კანონმდებლობას და განსაზღვრავს სარკინიგზო ტრანსპორტის მუშაკების მიერ დისციპლინის დაცვის განსაკუთრებულ პირობებს. მუხლი 3🔗. დებულების მოქმედების არე ეს დებულება ვრცელდება სარკინიგზო ტრანსპორტის დეპარტამენტი საწარმოების, დაწესებულებებისა და გაერთიანებების ყველა მუშაკზე, მიუხედავად მათი ორგანიზაციული და სამართლებრივი ფორმისა, მათ შორის დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის თანამშრომლებზეც, გარდა საპროექტო, დამხმარე მეურნეობების, სამედიცინო და სასწავლო დაწესებულებების, ბიბლიოთეკების, კულტურულ-საგანმანათლებლო, საბავშვო, ფიზკულტურისა და სპორტის დაწესებულებების თანამშრომლებისა. მუხლი 4🔗. დისციპლინის უზრუნველყოფა დისციპლინა უზრუნველყოფილი იქნება მოქმედი კანონმდებლობის, სარკინიგზო ტრანსპორტზე გამოყენებული ნორმატიული აქტების, დადგენილი წესებისა და ნორმების დაცვის, სარკინიგზო ტრანსპორტის საწარმოთა, დაწესებულებათა, გაერთიანებათა და ორგანიზაციათა ხელმძღვანელების ბრძანებების, განკარგულებებისა და მითითებების შესრულების, ხელმძღვანელობის მომთხოვნელობით, დარწმუნების, წახალისების მეთოდებისა და დისციპლინური სასჯელების სწორი და გონივრული შერწყმის, აგრეთვე შრომის ხელშეკრულებით გათვალიწინებული ვალდებულებების შესრულების შედეგად. მუხლი 5🔗. რკინიგზის მუშაკის მოვალეობები რკინიგზის მუშაკი მოვალეა: ა) უზრუნველყოფდეს მატარებელთა მოძრაობისა და სამანევრო სამუშაოთა უსაფრთხოებას, მგზავრთა და ტვირთის დროულ გადაყვანა-გადაზიდვას, მოძრავი შემადგენლობის მოცდენების შემცირებას, მატარებელთა მოძრაობის გრაფიკის შესრულებას; ბ) უფრთხილდებოდეს სარკინიგზო ტრანსპორტის ტექნიკურ საშუალებებს (ლოკომოტივები, ვაგონები, ლიანდაგი, კავშირგაბმულობის საშუალებები და სხვა), მოწყობილობებს, მასალებსა და რკინიგზის საკუთრების სხვა ობიექტებს, ახორციელებდეს გამაფრთხილებელ და აღმკვეთ ღონისძიებებს გადასაზიდი ტვირთის, ბარგისა და ტვირთბარგის დატაცების აღსაკვეთად; გ) განუხრელად იცავდეს შრომის, უსაფრთხოების ტექნიკისა და გარემოს დაცვის წესებსა და ნორმებს; დ) მზრუნველობასა და ყურადღებას იჩენდეს მგზავრების მიმართ, უზრუნველყოფდეს მათი მომსახურების მაღალ კულტურას; ე) კარგად ფლობდეს თავის სპეციალობასა და მინდობილ საქმეს, ზუსტად და დროულად ასრულებდეს მისთვის დაკისრებულ მოვალეობებს, ავლენდეს საქმისადმი ინიციატივიან და შემოქმედებით დამოკიდებულებას, სისტემატურად იმაღლებდეს პროფესიული ოსტატობას და კვალიფიკაციას; ვ) განუხრელად იცავდეს ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ წესებს, ნორმებს, ინსტრუქციებს, დებულებებს და სხვა ნორმატიულ აქტებს, აგრეთვე საქართველოში მოქმედი ნორმატიული აქტების საფუძველზე გამოცემული სარკინიგზო ტრანსპორტის დეპარტამენტის ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს ბრძანებებს, განკარგულებებს, მითითებებს, ინსტრუქციებს: მატარებელთა მოძრაობის გრაფიკის, მატარებელთა მოძრაობის უსაფრთხოების კომერციული მუშაობის გაუმჯობესების, სარკინიგზო ტრანსპორტის საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციების სტრუქტურული ცვლილებების შესახებ და სხვა ნორმატიული აქტებს, ზუსტად და დროულად ასრულებდეს ხელმძღვანელობის ბრძანებებსა და განკარგულებებს; ზ) იცოდეს და ასრულებდეს ამ დებულების მოთხოვნებს. მუხლი 6🔗. ხელმძღვანელის მოვალეობები ხელმძღვანელი მოვალეა: ა) სწორად წარმართავდეს დაქვემდებარებული მუშაკების მუშაობას, იძლეოდეს მკაფიო ბრძანებებსა და მითითებებს, აკონტროლებდეს მათ სწორ და დროულ შესრულებას, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდეს მატარებელთა უსაფრთხო მოძრაობასა და სამანევრო მუშაობის წარმოებას, უზრუნველყოფდეს შრომის მეცნიერული ორგანიზაციისა და მართვის პროგრესული მეთოდების დანერგვას; ბ) უზრუნველყოფდეს მომჭირნეობის რეჟიმის დაცვას, მატერიალური რესურსების რაციონალურ და ეფექტიან გამოყენებას, გადასაზიდი ტვირთის, ბარგისა და მინდობილი ქონების დაცვას, ავლენდეს და აღკვეთდეს მათი დაკარგვის, გაფუჭებისა და მიტაცების ხელისშემწყობ მიზეზებსა და პირობებს; გ). ზუსტად იცავდეს მოქმედ კანონმდებლობას, შროშის დაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკას, საწარმოო სანიტარიის, სახანძრო უსაფრთხოების და გარემოს დაცვის დადგენილ წესებსა და ნორმებს; დ). იძლეოდეს სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერი შესრულების და ღირსეული ქცევის მაგალითს როგორც სამსახურში, ისე მის გარეთ; ე). პასუხისმგებელია ხელქვეითებს შორის დისციპლინის მდგომარეობისა და მათთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულების უზრუნველყოფისათვის. მუხლი 7🔗. ფორმის ტანსაცმლის ტარების წესი ხელმძღვანელი შემადგენლობა და მგზავრების, ტვირთგამგზავნებისა და ტვირთმიმღებების მომსახურებასთან, მატარებელთა მოძრაობასთან და სამანევრო სამუშაოებთან დაკავშირებული მუშაკები, რომლებიც ფორმის ტანსაცმელს ღებულობენ შეღავათიანი პირობებით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას უნდა ატარებდნენ ფორმის ტანსაცმელს, თუ მათთვის დაწესებული არ არის სხვა სპეციალური საწარმოო ტანსაცმელი. თავი II წახალისებები მუხლი 8🔗. სარკინიგზო ტრანსპორტის მუშაკთა წახალისება სარკინიგზო ტრანსპორტის მუშაკები წახალისდებიან შრომითი ვალდებულებების სანიმუშო შესრულებისათვის, შრომის ნაყოფიერებისა და წარმოების ეფექტიანობის ამაღლებისათვის, სამუშაოს ხარისხის გაუმჯობესების, ნოვატორობის, ინიციატივისა და  საზრიანობისათვის, დეპარტამენტის საკუთრების, გადასაზიდი ტვირთის, ბარგისა და მინდობილი ქონების დაცვის, ყაირათიანი და მზრუნველი დამოკიდებულებისათვის, აგრეთვე მარცხისა და ავარიის დროს ხალხის, ტვირთისა და სხვა ქონების გადარჩენისას გამოჩენილი მამაცობისა და თავგანწირვისათვის. მუხლი 9🔗. მუშაკების წახალისების სახეობები მუშაკების წახალისებისათვის გამოიყენება შემდეგი სახეობები: ა) მადლობის გამოცხადება; ბ) პრემიის გაცემა; გ) ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება; დ) კოლექტიური ხელშეკრულებით (სატარიფო შეთანხმებით) გათვალისწინებული წახალისებანი; ე) „საპატიო რკინიგზელის“ სამკერდე ნიშნით დაჯილდოება; დასაშვებია ერთდროულად რამდენიმე სახეობის ჯილდოთი წახალისება. მუხლი 10🔗. სარკინიგზო ტრანსპორტის მუშაკთა სახელმწიფო ჯილდოების მოსაპოვებლად წარდგენის წესი შრომაში მიღწეული განსაკუთრებული წარმატებებისათვის მუშაკები, არსებული წესით, შეიძლება წარდგენილ იქნენ სახელმწიფო ჯილდოების მოსაპოვებლად. მუხლი 11🔗. მუშაკების წახალისების წესი მუშაკების წახალისება წარმოებს შემდეგი წესით: ა) მადლობის გამოცხადება, პრემიის გაცემა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოება ხდება იმ ხელმძღვანელის მიერ, რომელიც სამუშაოზე ღებულობს მუშაკს და განკარგავს ამ მიზნებისათვის გამოყოფილი სახსრებს პროფკავშირის შესაბამის კომიტეტთან შეთანხმებით; ბ) „საპატიო რკინიგზელს“ სამკერდე ნიშნით დაჯილდოება წარმოებს დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით; გ) წახალისება, გარდა სიტყვიერი მადლობისა, ცხადდება ბრძანებით და შეიტანება შრომის წიგნაკში. მუხლი 12🔗. წახალისების უფლებამოსილება ზემდგომ ხელმძღვანელს სრული მოცულობითი შეუძლია ისარგებლოს წახალისების იმ უფლებით, რომლითაც სარგებლობს ქვემდგომი ხელმძღვანელი. მუხლი 13🔗. შუამდგომლობა მუშაკის წახალისების შესახებ თუ მუშაკის მიმართ საჭიროა გამოყენებულ იქნეს წახალისება, რომლის უფლებაც ხელმძღვანელს არ გააჩნია, მაშინ იგი ამის შესახებ შუამდგომლობს ზემდგომი ხელმძღვანელობის წინაშე. თავი III დისციპლინური სასჯელები მუხლი 14🔗. დისციპლინური გადაცდომა 1. დისციპლინურ გადაცდომას წარმოადგენს: ა) სამსახურებრივ მოვალეობათა ბრალეული შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება; ბ) საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება, ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების ბრალეული შექმნა; გ) ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან მუშაკისა და საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი (ბრალეული ქმედება), განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ. 2. მუშაკთა კატეგორიის ნუსხას, რომლებსაც ეკისრებათ დისციპლინური პასუხისმგებლობა დადგენილი ქცევის წესების დარღვევისათვის არასამუშაო დროს, სარკინიგზო ტრანსპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით (პროფკავშირის საგზაო კომიტეტთან "მეთანხმებით) ამტკიცებს საქართველოს ტრანსპორტის მინისტრი. 3. ყოველი დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ერთი სასჯელი. მუხლი 15🔗. დებულებით გათვალისწინებული სასჯელის სახეობები 1. დისციპლინური გადაცდომისათვის მუშაკის მიმართ, გარდა საქართველოს შრომის კანონთა კოდექსით გათვალისწინებული სასჯელებისა, გამოიყენება შემდეგი სახეობის დისციპლინური სასჯელები: ა) მემანქანეებისათვის "ლოკომოტივის მართვის უფლების მოწმობის (ძრავავაგონიანი მოძრავი შემადგენლობის), არამოხსნადი ტიპის ძრავრელსიანი ტრანსპორტის მძღოლისათვის მართვის უფლების მოწმობისა, ხოლო ლოკომოტივის (ძრავავაგონიანი მოძრავი შემადგენლობის), მემანქანის თანაშემწისათვის - მემანქანის თანაშემწის მოწმობის ჩამორთმევა სამი თვის ვადით ან ერთ წლამდე სხვა სამუშაოზე გადაყვანა იმავე ვადით მუშაკის თანხმობით, ამ დებულების მე-16 მუხლით გათვალისწინებული საფუძველითა და წესით. ბ) იმ პირთა თანამდებობიდან განთავისუფლება, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია სარკინიგზო ტრანსპორტისა და მის სახელმწიფო სამრეწველო საწარმოთა საექსპლუატაციო მუშაობასთან ან მატარებელთა მოძრაობის უსაფრთხოებასა და გადასაზიდი ტვირთის, ბარგისა და მინდობილი ქონების დაცვის უზრუნველყოფასთან, სხვა სამუშაოზე გადაყვანა პროფესიის (სპეციალობის) გათვალისწინებით, ამ დებულების მე-17 პუნქტის შესაბამისად; გ). ამ დებულების მე-18 პუნქტის საფუძველზე გათვალისწინებულ შემთხვევებში. 2. თუ მუშაკი უარს ამბობს გააგრძელოს მუშაობა ახალ პირობებში, რომლებიც წარმოიქმნა მუშაკის ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დასჯისას, შრომითი ხელშეკრულება (კონტრაქტი) მასთან წყდება საქართველოს შრომის კანონმდებლობის შესაბამისად. 3. არ დაიშვება მუშაკის გადაყვანა დისციპლინური სასჯელის სახით ისეთ სამუშაოზე, რომელიც სამედიცინო დასკვნის თანახმად ეწინააღმდეგება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას. მუხლი 16🔗. მოძრავი შემადგენლობის მართვის უფლების მოწმობისა და მოწმობის ჩამორთმევის წესი 1. დისციპლინური სასჯელი მემანქანეებისათვის ლოკომოტივის მართვის უფლების მოწმობის (ძრავავაგონიანი მოძრავი შემადგენლობის), არამოხსნადი ძრავარელსიანი ტრანსპორტის მძღოლისათვის მართვის უფლების მოწმობის, ხოლო ლოკომოტივის (ძრავავაგონიანი მოძრავი შემადგენლობის) და მემანქანის თანაშემწისათვის მემანქანის თანაშემწის მოწმობის სამი თვის ვადით ჩამორთმევის სახით შეიძლება გამოყენებული იქნეს მემანქანის, არამოხსნადი ტიპის ძრავარელსიანი ტრანსპორტის მძღოლის ან მემანქანის თანაშემწის მიმართ გადაცდომისათვის, რომელიც ქმნიდა მარცხის ან ავარიის საფრთხეს. 2. იმ გადაცდომის შემთხვევაში, რომელსაც შედეგად მარცხი ან ავარია მოჰყვა, აგრეთვე სამუშაოზე ნასვამ, ნარკოტიკული ან ტოქსიკური გაბრუების მდგომარეობაში გამოცხადებისათვის მემანქანეს, არამოხსნადი ტიპის ძრავრელსიანი ტრანსპორტის მძღოლს ან მემანქანის თანაშემწის სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერება ხდება ამ სამუშაო დღით (ცვლით) და მათ მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს დისციპლინური სასჯელი მართვის უფლების ჩამორთმევის სახით ერთ წლამდე ვადით. მუხლი 17🔗. დისციპლინური სასჯელი თანამდებობიდან განთავისუფლების სახით დისციპლინური სასჯელი თანამდებობიდან განთავისუფლების სახით, სხვა სამუშაოზე გადაყვანით შესაბამისი პროფესიის (სპეციალობის) გათვალისწინებით, შეიძლება გამოყენებულ იქნეს იმ მუშაკის მიმართ, რომელმაც დაუშვა ისეთი დარღვევა, რომელიც საფრთხეს უქმნის მატარებელთა მოძრაობისა და სამანევრო სამუშაოთა უსაფრთხოებას, ადამიანთა ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, გადაყვანა-გადაზიდვის, მგზავრთა მომსახურების, ტვირთის, ბარგისა და მინდობილი ქონების დაცვა-შენახვის არსებული წესების დარღვევების და თანამდებობრივი მოვალეობების შეუსრულებლობისათვის. მუხლი 18🔗. დისციპლინური სასჯელი თანამდებობიდან დათხოვნის სახით 1. დისციპლინური სასჯელი თანამდებობიდან დათხოვნის სახით, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს შრომის მოქმედი კანონმდებლობით, შეიძლება აგრეთვე გამოყენებულ იქნეს იმ მუშაკების მიმართ, რომლებმაც დაუშვეს დისციპლინის უხეში დარღვევა, რამაც საფრთხე შეუქმნა მატარებელთა მოძრაობას, სამანევრო სამუშაოებს, ადამიანთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ან ტვირთი, ბარგი და მინდობილი ქონება მიიყვანა დაუცველობის მდგომარეობამდე. 2. დისციპლინის უხეშ დარღვევათა ნუსხას, რომელთა გამოც შეიძლება გამოყენებულ იქნეს მითითებული დისციპლინური სასჯელები და მუშაკთა კატეგორიები, რომლებიც შეიძლება დაისაჯონ ამგვარი დისციპლინური სასჯელებით, ამტკიცებს საქართველოს ტრანსპორტის მინისტრი, საქართველოს რკინიგზელთა და სატრანსპორტო მშენებელთა პროფკავშირის საგზაო კომიტეტთან შეთანხმებით. 3. მუშაკის განთავისუფლება ხდება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. მუხლი 19🔗. დისციპლინური სასჯელის გამოყენების უფლებამოსილება დისციპლინური გადაცდომისათვის მუშაკის დასჯის უფლებამოსილება აქვთ იმ ხელმძღვანელებს, რომლებიც მუშაკის სამუშაოზე მიღების უფლებით სარგებლობენ. მუხლი 20🔗. ზემდგომი ხელმძღვანელის მიერ დისციპლინური სასჯელის გამოყენების უფლებამოსილება 1. ყოველ ზემდგომ ხელმძღვანელს შეუძლია მთლიანად განახორციელოს ის დისციპლინური უფლებები, რომლებიც აქვთ ქვემდგომ ხელმძღვანელებს, იმ მუშაკების მიმართ, რომლებიც მის ქვემდგომ საწარმოებს, დაწესებულებებს, გაერთიანებებსა და ორგანიზაციებს მიეკუთვნებიან. 2. ამ დებულების მე-15 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სასჯელის გამოყენების უფლება აქვს სარკინიგზო ტრანსპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარეს, რკინიგზის ტერიტორიული სამმართველოს, ელმავალსაშენებელი და ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნების ხელმძღვანელებს. მუხლი 21🔗. ხელმძღვანელის რეაგირება დისციპლინურ დარღვევაზე 1. ხელმძღვანელის შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს დისციპლინური დარღვევის უკლებლივ ყველა შემთხვევას. 2. ხელმძღვანელი, რომელიც არ იყენებს ან აჭარბებს მისთვის მინიჭებული დისციპლინურ უფლებებს, პასუხს აგებს არსებული წესით. მუხლი 22🔗. მუშაკის თანამდებობიდან გადაყენების წესი 1. მუშაკი, რომელმაც დაუშვა დისციპლინური გადაცდომა, რამაც საფრთხე შეუქმნა მატარებელთა უსაფრთხოებასა და სამანევრო მუშაობას, ადამიანთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, უნდა გადააყენოს სამუშაოდან ამ სამუშაო დღით (ცვლით) თანამდებობის პირმა, რომელიც ამ უბანზე ახორციელებს განმკარგულებელი ან საკონტროლო-საინსპექციო ფუნქციებს,  და ამის შესახებ დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია შესაბამისი ხელმძღვანელს. შეტყობინებაში დეტალურად უნდა იყოს ჩამოყალიბებული თანამდებობიდან გადაყენების მიზეზები და გარემოებები. 2. მუშაკის თანამდებობიდან საფუძველმოკლებული გადაყენება იწვევს არსებული წესით თანამდებობრივი პირის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას. მუხლი 23🔗. ხელმძღვანელის არყოფნისას დისციპლინური სასჯელის გამოყენების წესი შესაბამისი ხელმძღვანელების არყოფნისას დისციპლინურ სასჯელს ადებენ ის თანამდებობის პირები, რომლებიც ასრულებენ მათი მოვალეობას. მუხლი 24🔗. დისციპლინური სასჯელის გამოყენების წესი და ვადები 1. ხელმძღვანელი მოვალეა სასჯელის დადებამდე ყოველმხრივ და ობიექტურად გაერკვეს ჩადენილი დარღვევის მიზეზებსა და მოტივებში,  წინასწარ მოითხოვოს მუშაკისაგან, რომელმაც ჩაიდინა ეს დარღვევა,  წერილობითი ახსნა-განმარტება. 2. ახსნა-განმარტებაზე უარის თქმა არ ათავისუფლებს დამნაშავე მუშაკს. დისციპლინური პასუხისმგებლობისაგან. 3. დისციპლინური სასჯელი უნდა შეესაბამებოდეს ჩადენილი გადაცდომის დონესა და სიმძიმეს, გარემოებებს, რომელთა დროც იგი იყო ჩადენილი, მუშაკს გადაცდომის სიმძიმეს. 4. დისციპლინური სასჯელის სახეობის განსაზღვრისას ხელმძღვანელმა უნდა გაითვალისწინოს ამ გადაცდომის ხასიათი, მისგან მიყენებული ზარალი, გარემოებები, როდესაც იგი იყო ჩადენილი, აგრეთვე გადაცდომის ჩამდენი მუშაკის წინა სამსახური. 5. დისციპლინური სასჯელის დადებისას ხელმძღვანელმა უნდა დაიცვას სამსახურებრივი ეთიკა და არ დაუშვას ხელქვეითის პირადი ღირსების შელახვა. 6. დისციპლინური სასჯელი გამოიყენება გადაცდომის გამოვლენიდან არა უგვიანეს ერთი თვისა, მუშაკის სამგზავრო და სატვირთო მატარებელში ყოფნის, ავადმყოფობის, შვებულებაში ყოფნის დრო და აგრეთვე მუშაკის მიერ ჯამური დასვენების დღეების გამოყენების ჩაუთვლელად. 7. მოკვლევისა და წინასწარი გამოძიების ორგანოებისათვის მასალების გადაცემის შემთხვევაში დისციპლინური სასჯელი გამოიყენება არა უგვიანეს ერთი თვისა სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე ან მის შეწყვეტაზე ურის თქმის დღიდან. 8. ყოველ შემთხვევაში დისციპლინური სასჯელი არ შეიძლება დადებული იქნეს არაუგვიანეს ექვსი თვისა, ხოლო საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის რევიზიის შედეგების მიხედვით - გადაცდენის ჩადენის დღიდან არა უგვიანეს ორი წლის ვადის გასვლისა, ამ ვადაში არ ჩაითვლება სისხლის სამართლის საქმის წარმოების დრო. მუხლი 25🔗.  დისციპლინური სასჯელის გამოყენებისას სხვა პასუხისმგებლობა დისციპლინური სასჯელის გამოყენება არ ათავისუფლებს გადაცდომის ჩამდენ მუშაკს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა პასუხისმგებლობისაგან. მუხლი 26🔗. ზემდგომი ხელმძღვანელის რეაგირების უფლებამოსილება, ქვემდგომის მიერ გამოყენებულ დისციპლინურ სასჯელებზე 1. ზემდგომ ხელმძღვანელს მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში უფლება აქვს გააუქმოს, შეამსუბუქოს ან გაამკაცროს ქვემდგომი ხელმძღვანელის მიერ დადებული დისციპლინური სასჯელი, თუ აღმოაჩენს საკმარის საფუძველს ასეთი გადაწყვეტილებისათვის. 2. დისციპლინური სასჯელის გამკაცრება არ დაიშვება, თუ დასჯის საკითხი განიხილება დამნაშავის საჩივრის საფუძველზე. მუხლი  27🔗. დისციპლინური სასჯელის გასაჩივრების წესი 1. მუშაკს დისციპლინური სასჯელით მისი დასჯის შესახებ ბრძანების გაცნობიდან სამი თვის განმავლობაში, ხოლო მისი განთავისუფლების შესახებ ბრძანების ჩაბარებიდან ერთი თვის განმავლობაში უფლება აქვს არსებული წესით გაასაჩივროს ასეთი ბრძანებები. 2. გასაჩივრება არ აჩერებს დისციპლინური სასჯელით დასჯის ბრძანების შესრულებას. მუხლი 28🔗. დისციპლინური სასჯელის მოხსნა 1. თუ მუშაკს, სასჯელის დადების დღიდან წლის განმავლობაში ახალი დისციპლინარული სასჯელი არ მიუღია, იგი დისციპლინური სასჯელ დადებულად არ ითვლება, მაგრამ ეს არ ეხება იმ მუშაკების თანამდებობაზე აღდგენას, რომლებიც განთავისუფლებული ან დათხოვნილი არიან თანამდებობიდან ამ დებულების მე–15 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. 2. თუ მუშაკმა გამოავლინა  შრომისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება და ამასთან არ დაუშვა შრომის დისციპლინის ახალი დარღვევა, მაშინ მის მიმართ გამოყენებული დისციპლინური სასჯელი შეიძლება მოხსნილ იქნეს ერთი წლის გასვლამდეც. 3. მუშაკის სამუშაოზე აღდგენამდე, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია მატარებელთა მოძრაობასა და სამანევრო მუშაობასთან, მან უნდა ჩააბაროს დაწესებული გამოცდები. იმ შემთხვევაში, თუ მუშაკი ორჯერ ვერ ჩააბარებს ამ გამოცდებს, იგი მისივე თანხმობით გადაყვანილ იქნება სხვა სამუშაოზე კვალიფიკაციის გათვალისწინებით, ხოლო გადაყვანაზე უარის თქმის შემთხვევაში იგი შეიძლება დათხოვნილ იქნეს სამსახურიდან მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. იმ შემთხვევაში, თუ ჩამოქვეითების პერიოდი სამ თვეს არ აღემატება, მუშაკისათვის, რომლის საქმიანობაც დაკავშირებულია მატარებელთა მოძრაობასა და სამანევრო მუშაობასთან, გამოცდა არ ტარდება. მუხლი 29🔗.  დისციპლინურ სასჯელებზე შრომის დავის განმხილველი ორგანოები 1. მუშაკთა შრომითს დავას, მათ მიმართ დისციპლინური სასჯელების გამოყენების საკითხებზე განიხილავენ შრომის დავის საკითხების კომისიები და რაიონული (საქალაქო) სასამართლოები. 2. ამ დებულების მე-15 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესით გამოცხადებული დისციპლინური სასჯელი შეიძლება გასაჩივრებულ იქნეს უშუალოდ რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში. „შეთანხმებულია“ საქართველოს რკინიგზელთა და სატრანსპორტო მშენებელთა პროფკავშირის საგზაო კომიტეტის პრეზიდიუმის 1998 წლის 30 ივნისის N26/14 დადგენილებით პროფესიული კავშირის თავმჯდომარე რ. ბუგიანიშვილი   „ვამტკიცებ“   საქართველოს ტრანსპორტის მინისტრი   მ. ადეიშვილი   1998 წლის 14 აგვისტო ნუსხა № 1 დისციპლინის უხეში დარღვევებისა, რომელთა ჩადენის დროსაც შეიძლება გამოყენებული იქნეს დისციპლინური სასჯელები, რომლებიც გათვალისწინებულია დისციპლინური დებულების 15 პუნქტით საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 37-ე და 37​1 მუხლების შესაბამისად იმ კატეგორიის მუშაკებისათვის, რომლებმაც პასუხი უნდა აგონ ამ დარღვევებისათვის და არ საჭიროებენ შეთანხმებას პროფკავშირულ ორგანიზაციასთან № დისციპლინის დარღვევის სახეობა მუშაკთა კატეგორია 1. ამკრძალავი ნიშნის გავლა, რასაც შედეგად მოყვა მარცხი, ავარია. ლოკომოტივის, ძრავა ვაგონიანი მოძრავი შემადგენლობის მემანქანე, არამოხსნადი ტიპის ძრავარელსიანი ტრანსპორტის მძღოლი. 2. მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება, რასაც მოჰყვა მარცხი, ავარია. ლოკომოტივის, ძრავავაგონიანი მოძრავი შემადგენლობის მემანქანე, არამოხსნადი ტიპის ძრავარელსიანი ტრანსპორტის მძღოლი. 3. ავტომუხრუჭების მოსინჯვის და გზაში მსვლელობისას მათი მოქმედების გასინჯვის წესის დარღვევა, რასაც მოჰყვა მარცხი, ავარია. ლოკომოტივის, ძრავავაგონიანი მოძრავი შემადგენლობის მემანქანე, არამოხსნადი ტიპის ძრავარელსიანი ტრანსპორტის მძღოლი. 4. დაკავებულ გადასარბენზე მატარებლის გაშვება ან დაკავებულ ლიანდაგზე მატარებლის მიღება:  მატარებლის მიღება ან გაშვება მოუმზადებელ მარშრუტზე;  ისრის  გადაყვანა მატარებლის ქვეშ; მატარებლის მიღების ან გაშვების მარშრუტებზე და გადასარბენზე მოძრავი შემადგენლობის გაქცევა; მახარისხებელ გორაკზე ფეთქებადი და საშიში ტვირთით დატვირთული ვაგონების ულოკომოტივოდ გაშვება, რომელთაც გადაზიდვის საბუთებში აქვთ აღნიშვნა „გორაკიდან არ ჩაუშვათ“; გადააზიდვის საბუთებში და სანატურო ფურცლებში შტემპელის დაუსმელობისათვის, რომელსაც მოჰყვა ადამიანთა ტრავმირება ან სიკვდილი, მარცხი, ავარია, მოძრავი შემადგენლობის ან სარკინიგზო ტრანსპორტის სხვა მოწყობილობების დაზიანება, რომელთაც ესაჭიროება კაპიტალური შეკეთება სადისპეტჩერო სიგნალიზაციით აღჭურვილი უბნების სამატარებლო დისპეტჩერი,  სადგურის მორიგე საისრე საგუშაგოს უფროსი მორიგე (მორიგე), მატარებლის შემდგენელი, კონდუქტორი, სიგნალისტი, ვაგონების მოძრაობის სიჩქარის უფროსი დამრეგულირებელი (დამრეგულირებელი), სიგნალიზაციის, ცენტრალიზაციისა და ბლოკირების ელექტრომექანიკოსი (უფროსი ელექტრომექანიკოსი), მახარისხებელი გორაკის მორიგე, გორაკის ოპერატორი,  მატარებლების შემდგენელის თანაშემწე. სატვირთო მოლარე. 5. მატარებლის გაშვება სამუხრუჭე მაგისტრალის ბოლო გადაკეტილი ონკანებით მატარებლის გამსინჯველი 6. სალიანდაგო სამუშაოების ადგილის გაჩერების სიგნალებით შემოუზღუდაობა, რასაც შედეგად მოჰყვა ადამიანთა ტრავმირება ან სიკვდილი, მარცხი, ავარია. სამუშაოს ხელმძღვანელები: სამუშაოთა მწარმოებელი, უფროსი საგზაო ოსტატი, საგზაო ოსტატი, საგზაო ბრიგადირი, რომლებსაც დადგენილი წესით უშუალოდ ეკისრებათ სამუშაოთა ადგილის სიგნალებით შემოზღუდვა. 7. მოწყობილობის უწესივრობით ან გადასავალის მორიგის მიერ თავისი მოვალეობების დარღვევის შედეგად ავტომატური გადასავალის სიგნალიზაციითა და ავტოშლაგბაუმით აღჭურვილ გადასარბენზე მომხდარი დატაკება. გადასავალის მორიგე. 8. 8. საგზაო შუქნიშანზე ნებადამრთველი სიგნალის მცდარი გამოჩენა ამკრძალავის მაგივრად, სცხ-ს მოწყობილობის, მომსახურების და რემონტის ტექნოლოგიის დარღვევის მიზეზით, რამაც გამოიწვია მარცხი, ავარია ან მოძრავი შემადგენლობის ლიანდაგიდან აცდენა. სიგნალიზაციის, ცენტრალიზაციისა და  ბლოკირების ელექტრომექანიკოსი (უფროსი ელექტრომექანიკოსი). 9. ბუქსის კვანძის გაუმართაობით გამოწვეული წყვილთვალების ღერძის ყელის გატეხა, რასაც მოჰყვა მარცხი, ავარია. ვაგონების გამსინჯველი, ვაგონების გამსინჯველ-შემკეთებელი, მოძრავი შემადგენლობის შემკეთებელი ზეინკალი. 10. ტვირთის დამაგრების ტექნიკური პირობებისა და წესების დაუცველობით გამოწვეული უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევა, რამაც გამოიწვია მარცხი, ავარია. სადგურის უფროსი; სადგურის უფროსის მოადგილე; გამგე; სატვირთო რაიონის საკონტეინერო განყოფილების (მოედნის),  პაკჰაუსის (საწყობის); ტვირთისა და ბარგის უფროსი მიმღებ-ჩამბარებელი (მიმღებ-ჩამბარებელი); მოსაზღვრე სადგურების ტვირთის გადაცემის აგენტი; დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების დისტანციის საწარმოო უბნის ოსტატი (ბრიგადირი), რომლებსაც დადგენილი წესით უშუალოდ ევალებათ ტვირთის დამაგრების პირობებისა და წესების შესრულება. 11. სამგზავრო ვაგონებში ხანძრის დაშვების შემთხვევების მოვალეობისადმი გულგრილი დამოკიდებულების გამო. სამგზავრო მატარებლის უფროსი, მატარებლის ელექტრომექანიკოსი, სამგზავრო მატარებლის გამყოლი. 12. თავისუფალი ადგილების გადამალვა, უბილეთო მგზავრების გადაყვანა, და აგრეთვე ჩასხდომაზე უარის თქმა გაფორმებული სამგზავრო დოკუმენტების არსებობისას. სამგზავრო მატარებლის უფროსი, სამგზავრო მატარებლის გამყოლი. 13. ბუქსის გადახურების საკონტროლო სიგნალიზაციის გამორთვა. სამგზავრო მატარებლის გამყოლი, მატარებლის ელექტრომექანიკოსი. 14. სამგზავრო ვაგონის დეტალების ვარდნა, რამაც გამოიწვია მატარებლის მარცხი ან ავარია. ვაგონების გამსინჯველი. 15. სამგზავრო მატარებლის გადასარბენზე გაჩერებისას შემოღობვის წესების დარღვევა, რამაც გამოიწვია მატარებლის მარცხი, ავარია. მატარებლის უფროსი, სამგზავრო ვაგონის გამყოლი. 16. ტვირთის დაცვის საგუშაგოს, სახანძრო ქვედანაყოფის ობიექტებისა და საბრძოლო ჯგუფეულის თვითნებური მიტოვება. განყოფილების, ჯგუფის უფროსი; უფროსი მეხანძრე, მეხანძრე, ოსტატი, სახანძრო  ავტომობილის მძღოლი. „შეთანხმებულია“ საქართველოს რკინიგზელთა და სატრანსპორტო მშენებელთა პროფკავშირის საგზაო კომიტეტის პრეზიდიუმის 1998 წლის 30 ივნისის № 26/14 დადგენილებით პროფესიული კავშირის თავმჯდომარე რ. ბუგიანიშვილი „ვამტკიცებ“ საქართველოს ტრანსპორტის მინისტრი მ. ადეიშვილი 1998 წლის 14 აგვისტო ნუსხა № 2 მუშაკთა კატეგორიისა, რომელთაც ეკისრებათ დისციპლინური პასუხისმგებლობა დადგენილი ქცევის წესების დარღვევისათვის არასამუშაო დროს, სარკინიგზო ტრანსპორტის დეპარტამენტის დისციპლინური დებულების მე-14 პუნქტის შესაბამისად 1. თანამდებობის პირები. 2. სალოკომოტივო, სამგზავრო და რეფრიჟერატორული მატარებლების (სექციების) თანმხლები, მატარებლებსა და სადგურებში ტვირთის დამცველი ბრიგადის მუშაკები; სალოკომოტივო ბრიგადების მემანქანე–ინსტრუქტორები; აღმდგენი მატარებლების, სასამსახურო, სპეციალური საბარგო და შემკრებ-სარიგებელი ვაგონების მუშაკები, ვაგონ-რესტორნის მუშაკები: ჰოპერ-დოზატორული და დუმპკარული მარშრუტების, შეუღლებული ტიპის ვაგონ-ტრანსპორტიორების მუშაკები; ელექტრომომარაგების დისტანციის მუშაკები, დრეზინის მძღოლები, ავტომატრიცის, საკონტაქტო ქსელის ელექტრომონტიორი, წევის ქვესადგურების, ელექტროგადამცემი საჰაერო ხაზის შემკეთებელი, საკონტაქტო ქსელის რაიონების უფროსი ელექტრომექანიკოსები (ელექტრომექანიკოსები), ელექტრომომარაგების, წევის ქვესადგურების, სარემონტო-სარევიზიო უბნის მუშაკები.