„საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების დროებითი კლასიფიკატორის დამტკიცების და სამოქმედოდ შემოღების შესახებ“
აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელის ბრძანება და ეროვნული კომისიის დადგენილება მოქმედი სასჯელაღსრულება
მიღების თარიღი 21.08.1998
გამომცემი ორგანო სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი
ნომერი №128-ს
სარეგისტრაციო კოდი 100.013.003.356
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, -, 21/08/1998
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.08.1998 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების დროებითი კლასიფიკატორის დამტკიცების და სამოქმედოდ შემოღების შესახებ“
საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის
ბრძანება №128-ს
1998 წლის 21 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების დროებითი კლასიფიკატორის დამტკიცების და სამოქმედოდ შემოღების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტის 1995 წლის 20 ნოემბრის №488 ბრძანებულებით საქართველოს მოსახლეობის 1999 წლის საყოველთაო აღწერის მომზადება, მეთოდოლოგიური ბაზის შექმნა და მოწყობა დაევალა |ჩვენს დეპარტამენტს. აქედან გამომდინარე, აღწერის მასალების დამუშავებისათვის შემუშავებულ იქნა ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების დროებითი კლასიფიკატორი.
აღნიშნულიდან გამომდინარე ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს და სამოქმედოდ იქნეს შემოღებული საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების დროებითი კლასიფიკატორი, რომელიც სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოყენებული იქნება აღწერის მასალებისა და სტატისტიკური ანგარიშების კოდირებისათვის.
2 აღნიშნული ბრძანება წარდგენილ იქნას საქართველოს იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაციისათვის.
დეპარტამენტის თავმჯდომარე თ. ბერიძე