„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში საჯარო სერვისებისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების განხორციელების განსხვავებული წესების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №184 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№256
სარეგისტრაციო კოდი
120160030.10.003.021968
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/04/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №256

2020 წლის 22 აპრილი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში საჯარო სერვისებისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების განხორციელების განსხვავებული წესების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №184 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში საჯარო სერვისებისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების განხორციელების განსხვავებული წესების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №184 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 23/03/2020; 120160030.10.003.021896) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-14 პუნქტი:

„14. ამ მუხლით განსაზღვრული ღონისძიებების აღსრულების მიზნით, შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურმა საუნივერსიტეტო კლინიკამ“ (ს/კ: 205165453) არსებული ლიცენზიის/ ნებართვის საფუძველზე უზრუნველყოს №43.10.42.174 მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდზე (მისამართი: ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, სოფელი რუხი) რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის (მასზე განთავსებული/დამაგრებული შენობა-ნაგებობის ჩათვლით) გამოყენება ახალი  კორონავირუსით  (SARS-CoV-2-ით)   გამოწვეული  ინფექციის (COVID-19-ის) სამართავად. ამ პუნქტის მიზნებისათვის შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა“ უფლებამოსილია, გამოიყენოს  მის ბალანსზე არსებული აქტივები, ძირითადი საშუალებები და სხვა რესურსი.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-15 პოზიცია და მომდევნო პირველი პოზიცია ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„

15

სამეგრელო-ზემო სვანეთი

რუხი

205165453

შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა“

სოფელი რუხი

ჩაერთვება უძრავ ქონებასთან დაკავშირებით სამინისტროსთან ხელშეკრულების გაფორმებისთანავე

 

 

1

აჭარა

ბათუმი

245428880

შპს „ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო“

ქალაქი ბათუმი, პუშკინის  ქ. №164/ ტბელ აბუსერიძის ქ. №2

ჩაერთვება შესაბამისი ქონების   სარგებლობის ხელშეკრულების დადგენილი წესით გაფორმებისთანავე

 

.“.    

მუხლი 2
1. დაევალოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს №43.10.42.174 მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის (მასზე განთავსებული/დამაგრებული შენობა-ნაგებობის გათვალისწინებით) მხარეთა შორის შეთანხმებული ვადით ახალი  კორონავირუსით (SARS-CoV-2-ით) გამოწვეული ინფექციის (COVID-19-ის) მართვის მიზნით შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკისათვის“ უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემა.  

2. ეთხოვოს აჭარის ა/რ მთავრობას, უზრუნველყოს შპს „ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს“ (ს/კ: 245428880) მიერ ქ. ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქ. №2-ში მდებარე ქონების (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №05.27.09.011) გამოყენების მიზნით საჭირო ღონისძიებების გატარება, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში საჯარო სერვისებისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების განხორციელების განსხვავებული წესების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №184 დადგენილების შესრულების უზრუნველსაყოფად. ამასთანავე, შპს „ქ. ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოს“ მიეცეს უფლება, მითითებულ მისამართზე საქმიანობა აწარმოოს არსებული ლიცენზიის/ნებართვის საფუძველზე.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე; დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტისა და მე-2 მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2020 წლის 5 აპრილიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე, ხოლო დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2020 წლის 14 აპრილიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში საჯარო სერვისებისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების განხორციელების განსხვავებული წესების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №184 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 22.04.2020.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში საჯარო სერვისებისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების განხორციელების განსხვავებული წესების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №184 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში საჯარო სერვისებისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების განხორციელების განსხვავებული წესების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №184 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 22.04.2020. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №256. სარეგისტრაციო კოდი — 120160030.10.003.021968.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში საჯარო სერვისებისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების განხორციელების განსხვავებული წესების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №184 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში საჯარო სერვისებისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების განხორციელების განსხვავებული წესების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №184 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში საჯარო სერვისებისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების განხორციელების განსხვავებული წესების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №184 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.04.2020 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში საჯარო სერვისებისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების განხორციელების განსხვავებული წესების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №184 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №256, 22.04.2020, სარეგისტრაციო კოდი 120160030.10.003.021968 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.04.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4853818/