⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.02.2021)
გაუქმებულია:

ანგარიშვალდებული პირის მიერ პრევენციული ღონისძიებების ელექტრონულად განხორციელებისას ინფორმაციის სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში გადამოწმების შესახებ

მიღების თარიღი 23.04.2020
ძალის დაკარგვა 01.02.2021
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №74/04
სარეგისტრაციო კოდი 220020040.18.011.016454
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/04/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 258 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.04.2020 მიღება
01.02.2021 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ანგარიშვალდებული პირის მიერ პრევენციული ღონისძიებების ელექტრონულად განხორციელებისას ინფორმაციის სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში გადამოწმების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება  №74/04 2020 წლის 23 აპრილი ქ. თბილისი ანგარიშვალდებული პირის მიერ პრევენციული ღონისძიებების ელექტრონულად განხორციელებისას ინფორმაციის სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში გადამოწმების შესახებ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 48-ე მუხლის პირველი პუნქტის და 4​3  პუნქტის, ასევე, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის და მე-16 მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული ანგარიშვალდებული პირი (შემდგომში -–ანგარიშვალდებული პირი) ვალდებულია საქმიანი ურთიერთობის დამყარებისას ან ერთჯერადი გარიგების დადებისას (თანხის ოდენობის მიუხედავად) „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებების, უშუალო კონტაქტის გარეშე, ელექტრონულად განხორციელებისას, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში, მონაცემთა სუბიექტის თანხმობის გარეშე გადაამოწმოს კლიენტის, მისი სახელით მოქმედი პირის ან/და ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ შემდეგი ინფორმაცია:   ა) სახელი და გვარი; ბ) დაბადების თარიღი და ადგილი; გ) პირადი ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); დ) პირადობის ან/და მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი და მოქმედების ვადა/სტატუსი; ე) რეგისტრაციის  მისამართი; ვ) მოქალაქეობა; ზ) ფოტოსურათი; თ) სქესი. მუხლი 2🔗 ანგარიშვალდებული პირი უფლებამოსილია ამ ბრძანების პირველი მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ინფორმაციის გადამოწმების მიზნით მიმართოს სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, თუ საქართველოს ეროვნული ბანკისგან მიღებული აქვს წერილობითი თანხმობა „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებების, უშუალო კონტაქტის გარეშე, ელექტრონულად განხორციელების თაობაზე. მუხლი 3🔗 აღნიშნული ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და იმოქმედოს 2020 წლის პირველ აგვისტომდე.ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე