„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის შს მთავარი სამმართველოს ადმინისტრაციული პოლიციის საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“
მიღების თარიღი 03.09.1998
ძალის დაკარგვა 28.01.2022
გამომცემი ორგანო შინაგან საქმეთა სამინისტრო
ნომერი №463
სარეგისტრაციო კოდი 370.012.003.362
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, -, 03/09/1998
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- „პოლიციის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის თაობაზე საქართველოს პარლამენტის დადგენილება 27.07.1993
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის შს მთავარი სამმართველოს ადმინისტრაციული პოლიციის საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
ბრძანება №463
1998 წლის 3 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის შს მთავარი სამმართველოს ადმინისტრაციული პოლიციის საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში განხორციელებულ რეფორმასთან დაკავშირებით:
ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს დებულება ქ. თბილისის შს მთავარი სამმართველოს ადმინისტრაციული პოლიციის საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სამსახურის შესახებ (თან ერთვის).
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სამსახურის შესახებ ადმინისტრაციული პოლიციის უფროსის მიერ 1996 წლის 2 დეკემბრის №59/6-536 დამტკიცებული დებულება.
3. ბრძანება ძალაში შედის ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში მისი გამოქვეყნებისთანავე.
4. ბრძანება დაიგზავნოს კუთვნილებისამებრ.
5. წინამდებარე ბრძანება გამოიცემა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 27 ივლისის კანონის შესაბამისად და მის შესასრულებლად.
მინისტრი
პოლიციის გენერალ-ლეიტენანტი კ. თარგამაძე
ქ. თბილისის შს მთავარი სამმართველოს ადმინისტრაციული პოლიციის საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სამსახურის
დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗. საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სამსახურის ცნება:
საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სამსახური ქ. თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს ადმინისტრაციული პოლიციის სტრუქტურული დანაყოფია.
მუხლი 2🔗. საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სამსახურის ხელმძღვანელობა.
ა) საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელიც ემორჩილება საქმეთა მინისტრს და სამინისტროს შესაბამის სამსახურებს, ქ. თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს უფროსს, ადმინისტრაციული პოლიციის ხელმძღვანელობას. საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სამსახურის უფროსი და მოადგილეები ინიშნებიან - ქ. თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს წარდგინებით შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ;
ბ) საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სამსახურის სტრუქტურა და შტატები მტკიცდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ.
მუხლი 3🔗. საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები
საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სამსახური და მასში შემავალი დანაყოფები თავიანთ საქმიანობაში ხელმძღვანელობენ:
საქართველოს კონსტიტუციით;
საქართველოს კანონით „პოლიციის შესახებ“;
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით;
შინაგან საქმეთა მინისტრის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით;
დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებებით.
მუხლი 4🔗. საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სამსახურის საქმიანობის პრინციპები. საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სამსახურის საქმიანობა ეფუძნება კანონიერების, საჯაროობის, პიროვნების პატივისა და ღირსების დაცვის, სოციალური სამართლიანობის, დემოკრატიისა და ჰუმანიზმის პრინციპებს.
მუხლი 5🔗. საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სამსახურის განმასხვავებელი ნიშნები. საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სამსახურს გააჩნია გერბიანი ბეჭედი და შტამპი.
თავი II
საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სამსახურის სტრუქტურა
მუხლი 6🔗. საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სამსახურის სტრუქტურული ერთეულები.
1. საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სამსახურის სტრუქტურაში შედიან:
ა) ქუჩებისა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში დანაშაულის აღკვეთის განყოფილება;
ბ) სპეციალური დაწესებულებების ხელმძღვანელობის, მასიური უწესრიგობების წინააღმდეგ ბრძოლის და სანებართვო სისტემის განყოფილება;
გ) საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სამსახურის და პროფილაქტიკის განყოფილება;
დ) გამოსწორებულ სამუშაოთა ინსპექცია;
ე) სამედიცინო გამოსაფხიზლებელი;
ვ) ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფ პირთა მოსათავსებელი სპეციალური მიმღები;
ზ) დაკავებული და პატიმრობაში აყვანილ პირთა დაცვის და ბადრაგირების პოლიციის სპეციალური ასეული.
თავი III
საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სამსახურის ძირითადი ამოცანები
მუხლი 7🔗. საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სამსახურის ამოცანები:
1. საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სამსახურის ძირითადი ამოცანებია:
ა) ქუჩებში, ეზოებში, პარკებში, სკვერებში, სტადიონებზე, ბაზრებსა და ბაზრობებზე, ვაგზლებსა და მეტროს სადგურებთან, ავტომანქანებისა და ტაქსების სადგომებთან, სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ორგანიზაცია. მოსალოდნელი დანაშაულის აღკვეთა-აცილებისათვის გამიზნული მუშაობა, მომხდარი დანაშაულის გახსნაში საპატრულო-საგუშაგო განწესებათა, პოლიციის უბნის ინსპექტორების აქტიური მონაწილეობა;
ბ) პოლიციის საპატრულო-საგუშაგო სამსახურის, მათ შორის მუნიციპალური პოლიციის დანაყოფების მუშაობის ორგანიზაცია და ხელმძღვანელობა. მასობრივი უწესრიგობის და საზოგადოებრივი წესრიგის ჯგუფური დარღვევების წინააღმდეგ ბრძოლის ორგანიზაცია;
გ) მასობრივი ღონისძიებების (საზოგადოებრივ-პოლიტიკური, კულტურულ-სანახაობითი, სპორტული, მიტინგების, მსვლელობების, სხვა მასობრივი აქციების) ჩატარების დროს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფის ორგანიზაცია;
დ) საზაფხულო-საკურორტო სეზონის დროს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა;
ე) საქართველოში საპატიო სტუმრების, სხვა დელეგაციების ჩამოსვლის დროს, გამოფენის, კონფერენციების, სიმპოზიუმების, სხვა ღონისძიებების ჩატარების დროს შინაგან საქმეთა ორგანოების მუშაობის ორგანიზაცია საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველსაყოფად;
ვ) სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის დროს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა, რესპუბლიკის სამხედრო კომისარიატთან მჭიდრო კონტაქტის დამყარება წვევამდელთა დროულად გაწვევის მიზნით;
ზ) მთავარი სამმართველოს ცალკეული საბადრაგო ასეულის მუშაობის სწორი ორგანიზაცია განსასჯელთა ბადრაგირების დროს და მათზე კონტროლი. სპეციალური დაწესებულებების (სამედიცინო გამოსაფხიზლებელი, ადმინისტრაციული წესით დაკავებულ პირთა სპეციალური მიმღები) მუშაობის სწორი ორგანიზაცია და კონტროლი;
თ) შინაგან საქმეთა ორგანოების მუშაობის სწორი ორგანიზაცია სანებართვო სისტემის ხაზით;
ი) უზრუნველყოფს პოლიციის უბნის ინსპექტორების მუშაობის ორგანიზაციას ისეთი დანაშაულის აცილებაში, რომლებიც შეიძლება მოხდეს საყოფაცხოვრებო სამართალდარღვევის ნიადაგზე, ლოთების, ფსიქიკურად დაავადებული პირების, ნარკომანების, ტოქსიკომანების, აგრეთვე თავისუფლების აღკვეთის ადგილებიდან დაბრუნებულ პირთა მხრიდან. მათ შორის ახორციელებს კრიმინალური სიტუაციის ანალიზსა და პროგნოზირებას;
კ) შეიმუშავებს საერთო და ინდივიდუალური პროფილაქტიკის საკითხებთან დაკავშირებული წინადადებების პროექტებს და ახსენებს ადმინისტრაციული პოლიციის უფროსს;
ლ) განავრცობს და ნერგავს მუშაობის ყველაზე უფრო ეფექტურ ფორმებსა და მოწინავე გამოცდილებებს;
მ) ორგანიზაციას უკეთებს მოქალაქეთა საჩივრებისა და განცხადებების შემოწმებას, ატარებს სამსახურებრივ მოკვლევებს ადმინისტრაციული ზედამხედველობის ქვეშ მყოფ პირთა მიერ ჩადენილი დანაშაულის ფაქტებთან დაკავშირებით;
ნ) უზრუნველყოფს განაჩენის დროულად აღსრულებას იმ პირთა მიმართ, რომელთაც სასჯელის ზომად არ შეეფარდათ თავისუფლების აღკვეთა;
ო) შეისწავლის და აანალიზებს გამასწორებელ სამუშაოთა ინსპექციის მუშაობას მსჯავრდებულთა და ნასამართლევ პირთა აღრიცხვასა და შრომით მოწყობაში. აგრეთვე კონტროლს უწევს მათ მოქმედებას სასჯელის მოხდის პერიოდში;
პ) შინაგან საქმეთა რაიონულ სამმართველოებში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და პროფილაქტიკის დანაყოფების მუშაობის ორგანიზაციული საფუძვლების ფორმირებისა და მეთოდების სრულყოფა, მათ საქმიანობაში მეცნიერებისა და ტექნიკის მიღწევების, მოწინავე გამოცდილებების დანერგვა, აღნიშნულ დანაყოფში თანამშრომელთა პროფესიული ცოდნის დონის ამაღლების ორგანიზაცია;
ჟ) ქ. თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს კადრებთან ერთად ორგანიზაციას უკეთებს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის და პროფილაქტიკის ხაზით მომუშავე თანამშრომლების მომზადებას, გადამზადებას, ატესტირების, სამსახურში თანამდებობაზე დანიშვნის, გადაადგილების, თანამდებობიდან გათავისუფლების და სხვა საკადრო საკითხების გადაწყვეტას, მონაწილეობს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და პროფილაქტიკის დანაყოფების სტრუქტურებისა და შტატების სრულყოფაში.
თავი IV
საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სამსახურის ფუნქციები
მუხლი 8🔗. საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სამსახურის ფუნქციები
1. საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სამსახურის ფუნქციებია:
ა) საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სამსახურში შემავალი დანაყოფების საქმიანობის კოორდინირება და ურთიერთშეთანხმებული მუშაობის უზრუნველყოფა;
ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრძანებების, განკარგულებების, ოპერატიული მდგომარეობიდან გამომდინარე ახორციელებს ორგანიზაციულ და სხვა ღონისძიებებს საპატრულო-საგუშაგო სამსახურის მუშაობის სრულყოფის, მათ მიერ დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლის შედეგების გაუმჯობესების მიზნით;
გ) აანალიზებს დამნაშავეობის მდგომარეობას და მუშაობის მაჩვენებლებს, მდგომარეობის შემცვლელ ან გამამწვავებელ ფაქტორებს, იღებს ზომებს ნეგატიური პროცესების აღსაკვეთად, პრაქტიკულ დახმარებას უწევს შესაბამის სამმართველოებს;
დ) არსებული ინფორმაციის პროგნოზირების და ანალიზის საფუძველზე განსაზღვრავს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის დანაყოფების განვითარების და მიმართულების პერსპექტივებს. ამ საკითხებთან დაკავშირებით შეიმუშავებს მიმდინარე და პერსპექტიულ გეგმებს და შესაბამის წინადადებებს ქ. თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს გეგმაში შესატანად, ამზადებს რეკომენდაციებს ადგილებზე დანაყოფების სამსახურებრივი საქმიანობის გასაუმჯობესებლად;
ე) ნერგავს და ავრცელებს ადგილებზე დანაყოფების ცალკეული მუშაკებისა და ხელმძღვანელი პირების საქმიანობის მოწინავე მეთოდებს, უწევს სათანადო პრაქტიკულ დახმარებას აუცილებელ შემთხვევაში, მუშაობის ახალი ფორმების დანერგვის მიზნით ატარებს ექსპერიმენტს დადგენილი წესის მიხედვით;
ვ) აანალიზებს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის დანაყოფების საქმიანობაში კანონიერების მდგომარეობას და იღებს აუცილებელ ზომებს კანონიერების დარღვევის ხელშემწყობი პირობებისა და მიზეზების აღმოსაფხვრელად. იხილავს მოქალაქეთა საჩივრებსა და განცხადებებს, პრესის, დაწესებულებების, ორგანიზაციის მონაცემებს, რომლებიც ეხება მთავარი სამმართველოს მოღვაწეობის სფეროს. ახორციელებს კონტროლს საჩივრებისა და განცხადებების, წინადადებების დროულად შესრულებაზე, ამზადებს ამ ხაზით წინადადებებს მუშაობის გასაუმჯობესებლად;
ზ) საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და სამართალდარღვევების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მოსახლეობაში ატარებს პროპაგანდისტულ მუშაობას;
თ) საზოგადოებრივ-პოლიტიკური, კულტურულ-სანახაობითი, სპორტული და სხვა მასობრივი ღონისძიებების ჩატარების დროს ორგანიზაციას უკეთებს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას;
ი) უზრუნველყოფს არჩევნებსა და რეფერენდუმების ჩატარების დროს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას;
კ) ორგანიზაციას უკეთებს და აკონტროლებს სანებართვო სისტემის სამსახურის მუშაობას. უზრუნველყოფს ცეცხლსასროლი იარაღების, საბრძოლო მასალების, ცივი იარაღის, ფეთქებადი ნივთიერებების შეძენაზე, შენახვაზე და გადატანაზე ნებართვების გაცემას მოქმედი კანონის თანახმად;
ლ) ორგანიზაციას უკეთებს სასროლო ტირების, საიარაღო-სარემონტო დაწესებულებების, ცეცხლსასროლი იარაღით მოვაჭრე მაღაზიების ზედამხედველობას, აკონტროლებს იარაღის, ფეთქებადი ნივთიერებების გადაზიდვას, ზედამხედველობას უწევს ბეჭდებისა და შტამპების დამზადებას.
თავი V
საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სამსახურის უფროსის მოვალეობანი და უფლებანი
მუხლი 9🔗. საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სამსახურის უფროსის მოვალეობანი და უფლებანი
1. საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სამსახურის უფროსი პერსონალურად პასუხისმგებელია დებულებაში აღნიშნული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე, კადრების შერჩევაზე, გადანაწილებასა და აღზრდაზე, კანონიერების, დისციპლინის და საიდუმლოების რეჟიმის დაცვაზე.
2. მას უფლება აქვს:
ა) მის კომპეტენციასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ მითითებებს აძლევს რაიონული სამმართველოების საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სამსახურებს, მოითხოვს მათგან აუცილებელ მონაცემებსა და ცნობებს;
ბ) ქ. თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს სახელით წარმოადგენს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სამსახურების საკითხებს სხვა უწყებებში, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში;
გ) განსაზღვრავს თავისი მოადგილეების თანამდებობრივ მოვალეობებს, განყოფილებების სტრუქტურული ქვედანაყოფების ამოცანებსა და ფუნქციებს, ამტკიცებს მათი თანამშრომლების თანამდებობრივ მოვალეობებს;
დ) ატარებს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მთავარი სამმართველოს იმ თანამშრომელთა ატესტაციებს, რომელთაც აქვთ სპეციალური წოდებები. უკეთებს მათ წარდგინებას სამსახურში თანამდებობაზე გადაადგილებისა და მორიგი წოდების მისანიჭებლად;
ე) მინიჭებული უფლებებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, აანალიზებს თანამშრომლების საქმიანობას და შესაბამის წინადადებებით შედის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს ადმინისტრაციული პოლიციის უფროსთან;
ვ) დადგენილი წესის შესაბამისად თანამშრომლებს უშვებს შვებულებაში.
ქ. თბილისის შს მს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის
სამსახურის უფროსი, პოლიციის პოლკოვნიკი: ვ. კაციტაძე
„ვეთანხმები“ „ვეთანხმები“
ქ. თბილისის შს მთავარი ქ. თბილისის შს მს შტაბის
სამმართველოს ადმინისტრაციული პოლიციის უფროსი, პოლიციის პოლკოვნიკი:
უფროსი, პოლიციის პოლკოვნიკი:
მ. სალაძე ა. გიორგიძე
„ვეთანხმები“
ქ. თბილისის შს მთავარი სამმართველოს უფროსი,
პოლიციის გენერალ-მაიორი: ი. ალავიძე