“სახელმწიფო სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა №1-ინვესტი “ანგარიში მნიშვნელოვანი ინვესტიციების შესახებ” და მისი შევსების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელის ბრძანება და ეროვნული კომისიის დადგენილება მოქმედი სასჯელაღსრულება
მიღების თარიღი 21.09.1998
გამომცემი ორგანო სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი
ნომერი №136-ს
სარეგისტრაციო კოდი 100.013.003.371
გამოქვეყნების წყარო სსმ, 1, 03/09/1998
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.09.1998 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
“სახელმწიფო სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა №1-ინვესტი “ანგარიში მნიშვნელოვანი ინვესტიციების შესახებ” და მისი შევსების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:"Geo ABC";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:63.8pt 1.0in 1.0in 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.013.003.371
საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი
ბრძანება №136-ს
1998 წლის 21 სექტემბერი
ქ. თბილისი
სახელმწიფო სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა №1 – ინვესტი „ანგარიში მნიშვნელოვანი ინვესტიციების შესახებ“ და მისი შევსების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 14 აგვისტოს №375 განკარგულების„საქართველოს ეკონომიკის ფუნქციონირების და სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 1997 წლის პირველი ნახევრის ძირითადი შედეგებისა და უახლოესი ამოცანების შესახებ" მე-6 პუნქტით სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტს დაევალა:
– გააქტიუროს მუშაობა კაპიტალური მშენებლობის ანგარიშგების ძირეული გაუმჯობესების მიზნით უცხოური ინვესტიციებისა და კერძო სექტორის სრული მოცვის უზრუნველყოფის გათვალისწინებით;
– დააჩქაროს წინადადებათა შემუშავება და წარდგენა მომსახურების სფეროში სტატისტიკური აღრიცხვა – ანგარიშგების მოწესრიგებისა და მისი საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს სახელმწიფო სტატისტიკური ანგარიშგება ფორმა №1-ინვესტი „ანგარიში მნიშვნელოვანი ინვესტიციების შესახებ“ და მისი შევსების ინსტრუქცია.
2. აღნიშნული ბრძანება გატარდეს რეგისტრაციაში იუსტიციის სამინისტროში „ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონის მოთხოვნის შესაბამისად.
თ. ბერიძე
ინვესტიციების შესახებ სტატისტიკური ანგარიშის ფორმა №1-ინვესტის შევსების
ი ნ ს ტ რ უ ქ ც ი ა
სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა №1-ინვესტის მონაცემებს წარადგენენ იურიდიული პირები (როგორც კომერციული, ისე არაკომერციული ორგანიზაციები) მათი ფილიალები და წარმომადგენლობები, რომლებიც ახორციელებენ მნიშვნელოვან ინვესტირებას ან ღებულობენ ინვესტიციებს სხვა იურიდიული პირებისაგან (100 ათას ლარზე მეტი).
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ინვესტიციად მიიჩნევა ყველა სახის ქონებრივი და ინტელექტუალური ფასეულობა ან უფლება, რომელიც დაბანდდება მოგების მიღების მიზნით საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებულ სამეწარმეო საქმიანობაში.
ასეთი ფასეულობა ან უფლება შეიძლება იყოს:
ა) ფულადი სახსრები, წილი, აქციები და სხვა ფასიანი ქაღალდები;
ბ) უძრავი და მოძრავი ქონება – მიწა, შენობა-ნაგებობები, მოწყობილობები და სხვა მატერიალური ფასეულობა;
გ) მიწით ან სხვა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის უფლება (მათ შორის კომპესაცია), პატენტი, ლიცენზია, ნოუ-ჰაუ, გამოცდილება და სხვა ინტელექტუალური ფასეულობა;
დ) კანონით აღიარებული სხვა ქონებრივი ან ინტელექტუალური ფასეულობა. ინვესტიციები იყოფიან ფინანსურ დაბანდებებად და ინვესტიციებად არაფინანსურ აქტივებში.
განყოფილება 1. ფინანსური დაბანდებები
1.1. ფინანსური დაბანდებები წარმოადგენენ ფულადი სახსრების დაბანდებებს,მატერიალურ და განსხვავებულ ფასეულობებს, სხვა იურიდიულ პირთა ფასიან ქაღალდებს, სახელმწიფო და ადგილობრივი ანაბრების პროცენტიან ობლიგაციებს, ქვეყნის ტერიტორიაზე ან მის ფარგლებს გარეთ სხვა იურიდიულ პირთა მიერ შექმნილ საწესდებო კაპიტალს, აგრეთვე სხვა იურიდიულ პირებზე გაცემულ სესხებს. პირველი განყოფილების 01-20 სტრიქონებზე მითითებულია მოცემული იურიდიული პირის მიერ განხორციელებული ფინანსური დაბანდებები. ცნობები აისახებიან ორგანიზაციის შესაბამისი უფლებების დამადასტურებელი დოკუმენტების არსებობის შემთხვევაში (აქციები, ობლიგაციები, საწარმოში ჩადებული ანაბრების სიდიდის მოწმობა და მათი მსგავსი).
01-20 სტრიქონების პირველ სვეტში მიეთითება საანგარიშო წლის დასაწყისიდან იურიდიული პირის მიერ წარმოებული ფინანსური დაბანდებები. აქციები და ობლიგაციები აისახებიან ნასყიდობის ღირებულებით.
01-20 სტრიქონების მეორე სვეტში მიეთითება ფინანსური დაბანდებების დაგროვილი მოცულობა მათი დაბანდებიდან დაწყებული საანგარიშო პერიოდის ბოლოსათვის.ობლიგაციები და სხვა ანალოგიური ფასიანი ქაღალდები ამ სვეტში აისახებიან შესასყიდ და ნომინალურ ღირებულებებს შორის სხვაობის გათვალისწინებით, რომელიც ჩამოიწერა იურიდიული პირის მიერ წლის ბოლოსათვის.
1.2. 01 სტრიქონზე აჩვენებენ გრძელვადიან ფინანსურ დაბანდებებს. გრძელვადიან ფინანსურ დაბანდებებად ითვლებიან ის დაბანდებები, რომლებიც განხორციელებულია შემოსავლების (დივიდენდების) მიღების განზრახვით, ერთ წელზე მეტი ხნით. მათ მიეკთვნებიან ასევე დაბანდებები ფასიან ქაღალდებში, რომელთა მიხედვით დაფარვის (გამოსყიდვის), ვადა არ არის დადგენილი (მაგ.: აქციები), მაგრამ არსებობს შემოსავლების მიღების განზრახვა ერთ წელზე მეტი ხნით.
1.3. 02 სტრიქონზე აჩვენებენ მოკლევადიან ფინანსურ დაბანდებებს (არაუმეტეს ერთი წლის ვადით).
01 და 02 სტრიქონებში გათვალისწინებული ფინანსური დაბანდებების საერთო მოცულობა ნაწილდება 03-14 სტრიქონებში საწარმოთა დარგობრივი კუთვნილების მიხედვით, რომლებშიც ჩაიდება სახსრები. დარგის კოდს საწარმოები არ ავსებენ.
1.4 15-16 სტრიქონებზე აისახება გრძელვადიანი და მოკლევადიანი ფინანსური დაბანდებების საერთო მოცულობიდან ინვესტიციები საზღვარგარეთ. საზღვარგარეთ ფინანსურ დაბანდებებში იგულისხმება ფინანსური ინვესტიციები ქვეყნის საზღვრებს გარეთ განლაგებულ საწარმოებსა და ორგანიზაციებში.
ყველა ფინანსური დაბანდებები თავისუფლად კონვერტირებადი ვალუტით აისახება ათას ლარში და ათას აშშ დოლარში. უცხოურ ვალუტაში გამოსახული დაბანდებები ლარებში გადაიყვანება იმ კურსით, რომელიც დადგენილია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ინვესტირების მომენტისათვის.
1.5. 17-20 სტრიქონებზე აისახება ინვევტიციები მოცემულ საწარმოში. ამასთან, იურიდიული პირის მიერ მიღებული ანაბრებისა და კრედიტების დაფარვის ვადიდან გამომდინარე ისინი ნაწილდებიან გრძელვადიან (ერთ წელზე მეტი ხნით) და მოკლევადიან (ერთ წელზე ნაკლები ხნით) ფინანსურ დაბანდებებად. მოცეული იურიდიული პირის მიერ გამოშვებული აქციები (დამატებულ კაპიტალში ჩარიცხული საემისიო შემოსავლის ჩათვლით), აგრეთვე მოცემული იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალში სხვა იურიდიული პირების დაბანდებები აისახებიან მე-16 სტრიქონში როგორც გრძელვადიანი ფინანსური დაბანდებები.
1.6. 19-20 სტრიქონებზე აისახებიან გრძელვადიანი და მოკლევადიანი ფინანსური დაბანდებების საერთო მოცულობიდან ინვესტიციები საზღვარგარეთიდან. ამ სახის ინვესტიციებში იგულისხმება უცხოელ ინვესტორთა ფინანსური დაბანდებები საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე ორგანიზაციებში შემდგომი შემოსავლის მიღების მიზნით.
განყოფილება 2. მოცემული საწარმოს მიერ განხორციელებული ინვესტიციები არაფინანსურ აქტივებში
2.1. მე-2 განყოფილებაში აისახება ინვესტიციები არაფინანსურ აქტივებში ძირითად კაპიტალში (ძირითად საშუალებებში), არამატერიალურ აქტივებში, ფასეულობებში, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ობიექტებში, მიწებში. ამ განყოფილებაში აისახება დანახარჯები შენობების, ნაგებობების, მანქანების და მოწყობილობების კაპიტალურ შეკეთებაზე და საქონლის შეძენაზე მარაგების შესაქმნელად. ლიზინგური კომპანიები და სხვა იურიდიული პირები – ლიზინგოგამცემები წარადგენენ ორ ანგარიშს ფორმა N 1-ინვესტით: ერთს – სალიზინგო ქონებაზე აღნიშვნით "ლიზინგი" (მე-2 და მე-3 განყოფილებები) და მეორეს – საკუთარი საჭიროებისათვის განხორციელებულ ინვესტიციებზე (1-3 განყოფილებები). ლიზინგით გამცემი -ის იურიდიული პირია, რომელიც ახორციელებს სალიზინგო საქმიანობას, ანუ ხელშეკრულებით სპეციალურად შექმნილი ქონების ლიზინგში გადაცემას.
მენაშენე – ორგანიზაციები, რომლებიც ინვესტიციებს ძირითად კაპიტალში ახორციელებენ ორი ან მეტი რეგიონის ტერიტორიაზე, ფორმის ცალკეულ ბლანკზე მე-2 მე-3 განყოფილებებში ასახავენ ინფორმაციას ცალკეული ასეთი ტერიტორიის მიხედვით. ამასთან ანგარიშის თითოეულ ბლანკზე ჩაიწერება: „მათ შორის ------ ტერიტორიაზე“ (მიეთითება დასახელება).
წილობრივი წესით ობიექტების მშენებლობის რამოდენიმე იურიდიული პირის მიერ განხორციელების შემთხვევაში, ასეთ ობიექტზე ინვესტიციების მონაცემებს მთლიანად წარადგენს ტიტულის მფლობელი საწარმო (მეთაური მენაშენე).
2.2. მე-2 განყოფილების პირველ სვეტში აისახება განსახორციელებელი ინვესტიციების წლიური მოცულობა საანგარიშო წლის მოქმედ ფასებში.
2.3. მეორე სვეტში ფაქტიური მონაცემები აისახება საანგარიშო პერიოდის ფასებში, ხოლო მესამე სვეტში – გასული წლის შესაბამისი პერიოდის ფასებში. თუ შესრულებული სამუშაოს (მომსახურების) გაანგარიშება ხდებოდა უცხოურ ვალუტაში, მაშინ ეს მოცულობები გადაიანგარიშება ლარებში იმ კურსით, რომელიც დადგენილია ეროვნული ბანკის მიერ სამუშაოს (მომსახურების) შესრულების მომენტისათვის; ხოლო მანქანების, მოწყობილობების, სხვა ძირითადი საშუალებების შეძენის ხარჯები უცხოურ ვალუტაში გადაიანგარიშება იმ კურსით, რომელიც დადგენილი იყო სატვირთო საბაჟო დეკლარაციის მიღების თარიღისათვის ან საზღვარზე გადმოსვლის მომენტისათვის.
2.4. 21-ე სტრიქონზე აისახება ინვესტიციები ძირითად კაპიტალსა და არამატერიალურ აქტივებში(„საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ დებულების მე-8 თავის შესაბამისად), რომლებიც ხორციელდებიან ფინანსირების ყველა წყაროდან, ბიუჯეტის დაბრუნებადი და დაუბრუნებადი სახსრების, კრედიტების, ტექნიკური და ჰუმანიტარული დახმარებების ჩათვლით. 21-ე სტრიქონის მონაცემები 22-ე, 25-ე, 26-ე სტრიქონების ჯამის ტოლია.
2.5. 22-ე სტრიქონზე აჩვენებენ შენობების და ნაგებობების შეძენაზე, მშენებლობასა და რეკონსტრუქციაზე გაწეულ ინვესტიციებს; 23-ე 24-ე სტრიქონებზე აისახება ინვესტიციები, შესაბამისად, საცხოვრებლების, სხვა შენობებისა და ნაგებობების მშენებლობაზე.
შენობებისა და ნაგებობების მშენებლობაზე გაწეული ხარჯები შედგება შესრულებული სამშენებლო სამუშაოებისა და სხვა კაპიტალური დანახარჯებისაგან, რომლებიც ობიექტის ექსპლოატაციაში შესვლისას ჩაირთვებიან შენობის (ნაგებობის) საინვენტარო ღირებულებაში (საპროექტო-საძიებო სამუშაოები, მიწის ნაკვეთების გამოყოფის სამუშაოები და მათი მსგავსნი).
ამასთან შენობის მშენებლობის დანახარჯებში ჩაირთვება დანახარჯები შენობის შიდა კომუნიკაციებზე, რომლებიც აუცილებელია მისი ექსპლოატაციისათვის (გათბობისა და კანალიზაციის მთელი სისტემა შენობაში, გაზისა და წყალგაყვანილობის. ძალური და განათების ელექტროგაყვანილობის, სატელეფონო ელექტროგაყვანილების შიდა ქსელების, საერთო სანიტარული დანიშნულების სავენტილაციო მოწყობილობები, ამწეები და ლიფტები და მათი მსგავსი).
სამშენებლო და საპროექტო-საძიებო სამუშაოებზე დანახარჯები შეიტანება ფაქტიურად შესრულებული მოცულობის თანხით (მათი განაღდების მომენტის მიუხედავად) დამკვეთისა და შემსრულებელი ორგანიზაციის მიერ ხელმოწერილი შესრულებულ სამუშაოთა მოცულობის დოკუმენტის (ცნობის) საფუძველზე.
2.6. 23-ე სტრიქონზე აისახება ინვესტიციები საცხოვრებლებში, ანუ არადროებით საცხოვრებლად განკუთვნილ შენობებში: საბინაო ფონდში შემავალი საცხოვრებელი შენობები (საერთო დანიშნულების, საერთო საცხოვრებლები, სკოლა-ინტერნატების საძილე კორპუსები, ობოლ ბავშვთა სახლები, მოხუცთა და ინვალიდთა სახლები), საბინაო ფონდში არშემავალი საცხოვრებელი შენობები (სადგომები).
2.7. 24-ე სტრიქონზე აისახება შენობებისა და ნაგებობების (გარდა საცხოვრებლის) მშენებლობაზე გაწეული ხარჯები.
– დანახარჯები მრავალწლიანი კულტურების დანერგვასა და გამოყვანაზე; - კაპიტალური დანახარჯები მიწების გაუმჯობესებაზე, რომლებსაც მიეკუთვნება არასაინვენტარო ხასიათის დანახარჯები;
– დანახარჯები მუშა, პროდუქტიული და საჯიშე ჯოგის ფორმირებაზე: მოზრდილი მუშა, პროდუქტიული და საჯიშე პირუტყვის ღირებულება:
– ზემოთ ჩამოუთვლელი სხვა ხარჯები და დანახარჯები ძირითად საშუალებებში.
2.10. 27-ე სტრიქონზე 21-ე სტრიქონიდან გამოიყოფა დანახარჯები სამშენებლოსამონტაჟო სამუშაოებზე, ანუ შენობებისა და ნაგებობების აგების სამშენებლო სამუშაოები და ენერგეტიკული, ტექნოლოგიური და სხვა მოწყობილობების მონტაჟის სამუშაოები.
2.11. 28-ე სტრიქონზე 21-ე სტრიქონიდან გამოიყოფა მოცემული საწარმოს მიერ საზღვარგარეთიდან მიღებული ინვესტიციები.
2.12. 30-ე სტრიქონზე 21-ე სტრიქონიდან აჩვენებენ ბუნების დაცვის ობიექტებსა და ბუნებრივი რესურსების რაციონალურ გამოყენებაზე მიმართულ ინვესტიციებს.
2.13. 29-ე სტრიქონზე აისახება ძირითადი ფონდების შეკეთების ხარჯები, ანუ მანქანა-დანადგარებისა და შენობა-ნაგებობების კაპიტალური შეკეთების ხარჯები. მანქანების, მოწყობილობების, სატრანსპორტო საშუალებების კაპიტალურ შეკეთებაში იგულისხმება მისი ის სახეობა, რომლის დროსაც, როგორც წესი, ხდება აგრეგატის სრული დაშლა, ყველა გაცვეთილი დეტალისა და კვანძის შეცვლა ან აღდგენა, საბაზო და სხვა დეტალებისა და კვანძების შეკეთება, აგრეგატის აკრეფა, რეგულირება და გამოცდა. შენობებისა და ნაგებობების კაპიტალური შეკეთების დროს ხდება გაცვეთილი კონსტრუქციებისა და დეტალების შეცვლა შედარებით მყარით და ეკონომიურით, რომლებიც გააუმჯობესებენ შესაკეთებელი ობიექტის საექსპლუატაციო შესაძლებლობებს.
ძირითადი საშუალებების შეკეთების ხარჯები გამოკვლევის ფორმაში აისახება დამკვეთისა და სამუშაოთა შემსრულებელი ორგანიზაციის მიერ შესრულებულ სამუშაოთა ღირებულების ხელმოწერილი დოკუმენტის (ცნობის) საფუძველზე.
2.8. 25-ე სტრიქონზე აისახება დანახარჯები მანქანა-დანადგარებისა და მოწყობილობების, სატრანსპორტო საშუალებების, ინსტრუმენტის და ინვენტარის (მშენებლობის ხარჯთაღრიცხვაში შემავალი და არშემავალი) შეძენაზე, აგრეთვე ყველა სახის მოწყობილობის მუდმივი ექსპლოატაციის ადგილზე მონტაჟის დანახარჯები, მონტაჟის ხარისხის შემოწმების და ინდივიდუალური და კომპლექსური გამოცდის დანახარჯები (ცალკეული სახის მანქანების და მექანიზმების ინდივიდუალური გამოცდა და ყველა სახის მოწყობილობების კომპლექსური გამოცდა უქმ მდგომარეობაში). ამავე სტრიქონზე ასევე აისახება დანახარჯები მცირეფასიანი და სწრაფცვეთადი საგნების შეძენაზე, რომლებიც შედიან მშენებლობის ხარჯთაღრიცხვაში პირველი კომპლექტის სახით მშენებარე საწარმოსათვის.
მოწყობილობის, ინსტრუმენტის და ინვენტარის შეძენის ხარჯები აისახება ფაქტიურ ფასებში, რომელიც ითვალისწინებს მათ შეძენას, სატრანსპორტო და დამამზადებელ-სასაწყობო ხარჯებს დანიშნულების ადგილზე მათი შემოსავლის და დამკვეთის (მიმღების) მიერ ბალანსზე აყვანის შემდეგ.
მოცემულ სტრიქონზე არ აჩვენებენ:
– გაყიდვის მიზნით შეძენილ მანქანებს და მოწყობილობას;
– შენობის ღირებულებასთან დაკავშირებულ სანიტარულ-ტექნიკურ და სხვა მოწყობილობას;
– გასაცემ ხარჯებს: ექსპლოატაციაში შესვლისათვის ახალი წარმოებების, საამქროების და აგრეგატების მზადყოფნის შემოწმება ყველა მანქანებისა და მექანიზმის კომპლექსური გამოცდის გზით პროექტით გათვალისწინებული პროდუქციის საცდელი გამოშვებით, მოწყობილობის გამართვა, რომლებიც შედიან პროდუქციის (სამუშაოების, მომსახურების) თვითღირებულებაში.
2.9. 26-ე სტრიქონზე აისახება სხვა ინვესტიციები ძირითად კაპიტალში, რომლებიც არ არიან ჩამოთვლილნი 23-24 სტრიქონებში:
– დანახარჯები, რომლებიც არ ზრდიან მშენებარე ობიექტების საინვენტარო ღირებულებას;
– დანახარჯები ნავთობის, გაზისა და თერმული წყლების საექსპლოატაციო და სიღრმისეულ ბურღვაზე;
2.14. 31-ე სტრიქონზე აისახება ინვესტიციები არამატერიალურ აქტივებში – პატენტები, ლიცენზიები, მიწის ნაკეთობათა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ობიექტებით სარგებლობის უფლებები, საავტორო უფლებები, ორგანიზაციული ხარჯები, სავაჭრო მარკები, სასაქონლო ნიშნები, პროგრამული პროდუქტები, ნოუ-ჰაუ და ა.შ. მონაცემები შეივსება გამყიდველების მიერ გადახდილი და გადასახდელი ანგარიშების საფუძველზე არამატერიალური აქტივების აღრიცხვაზე აყვანის შემდეგ.
2.15.32-ე სტრიქონზე აისახება ინვესტიციები სხვა არაფინანსურ აქტივებში.მათ შორის 33-ე სტრიქონზე გამოიყოფა მიწებისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ობიექტების შესყიდვის ხარჯები. ეს უკანასკნელი ანგარიშში აისახება მიწის რესურსებისა და მიწათმოწყობის სახელმწიფო ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტების საფუძველზე გადახდილი ან გადასახდელად მიღებული ანგარიშების თანახმად.
2.16. 34-ე სტრიქონზე აისახება ინვესტიციები საქონლის შეძენაზე მარაგების შესაქმნელად.
2.17.35-ე 37-ე სტრიქონებზე საქმიანობის სახეების მიხედვით გაიშიფრება 21-ე სტრიქონში მოცემული ინვესტიციები ძირითად კაპიტალში.
განყოფილება 3. ინვესტიციის წყაროები
3.1. მე-3 განყოფილებაში მოცემულია ინფორმაცია ფინანსირების წყაროების მიტიციების განაწილების შესახებ.
1 სვეტში წყაროების მიხედვით ნაწილდება გრძელვადიანი ფინანსური დაბანდებები, რომლებიც განხორციელებულია იურიდიული პირის მიერ საანგარიშო პერიოდში; მე-2 სვეტში – მოკლევადიანი ფინანსური დაბანდებები; მე-3 სვეტში ინვესტიციები ძირითად კაპიტალში, მე-4 სვეტში – სხვა ინვესტიციები, ე. ი. ინვესტიციები არამატერიალურ აქტივებში, სხვა არაფინანსური აქტივები, აგრეთვე დანახარჯები ძირითადი საშუალებების შეკეთებაზე.
ამრიგად, საჭიროა გავითვალისწინოთ, რომ
სტრ. 38 სვ.1 + სტრ. 42 სვ.1 = სტრ. 01 სვ.1;
სტრ. 38 სვ.2 + სტრ. 42 სვ.2 = სტრ. 02 სვ.1;
სტრ. 38 სვ.3 + სტრ. 42 სვ.3 = სტრ. 21 სვ.2;
სტრ. 38 სვ.4 + სტრ. 42 სვ.4 = სტრ. 30 სვ.2 +
სტრ. 31 სვ.2 + სტრ. 32 სვ.2
3.2. 38-ე სტრიქონზე აისახება იურიდიული პირის საკუთარი სახსრები, რომლებიც მიმართულია ინვესტირებაზე და ძირითადი საშუალებების შეკეთებაზე (მოგება, ძირითადი საშუალების სრული აღდგენისათვის ამორტიზაცია, დაზღვევის ორგანოების მიერ გადახდილი სახსრები ავარიების, სტიქიური უბედურებების და მათი მსგავსი საზღაურის სახით). 39-ე სტრიქონზე გამოიყოფა მოგების ხარჯზე წარმოქმნილი ინვესტიციები.
3.3. 42-ე სტრიქონზე აისახება საწარმოს მიერ მოზიდული სახსრები, რომლებიც მოიცავენ უცხოურ ინვესტიციებს, ბანკების სესხებს (კრედიტებს), საბიუჯეტო სახსრებს და სხვა, რომლებიც შესაბამისად ნაწილდება 43-45-ე სტრიქონებზე.
3.4. 43-ე სტრიქონზე აისახება უცხოური ინვესტიციები.
3.5. 44-ე სტრიქონზე აისახება ბანკების კრედიტები.
3.6. 45-ე სტრიქონზე აისახება სხვა ორგანიზაციებიდან აღებული სესხები.
3.7. 46-ე სტრიქონზე აისახება ბიუჯეტის სახსრების ხარჯზე განხორციელებული ინვესტიციები, ხოლო 47-48-ე სტრიქონებზე გამოიყოფა, შესაბამისად, ცენტრალური და ტერიტორიული ერთეულების სახსრები. ამ სტრიქონებზე შეიტანება ბიუჯეტის დაუბრუნებადი სახსრებიც.
3.8. 49-ე სტრიქონზე აისახება სხვა დანარჩენი სახის ფინანსირების წყარო, აქედან 50-ე სტრიქონზე გამოიყოფა აქციების ემისიიდან მიღებული სახსრები.