„საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი თევზსაჭერი გემების მიმართ წაყენებული დამატებითი მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 25 აპრილის N02 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№06
სარეგისტრაციო კოდი
310040010.55.067.016115
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/05/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სა მინისტრ ო ს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №06

2020 წლის 30 აპრილი

ქ. ბათუმი

„საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი თევზსაჭერი გემების მიმართ წაყენებული დამატებითი მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის –  საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 25 აპრილის №02 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №672 დადგენილების „თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №423 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ ამოქმედებასთან დაკავშირებით, ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 25 აპრილის №02 ბრძანება „საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი თევზსაჭერი გემების მიმართ წაყენებული დამატებითი მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის 01 მაისიდან. 

სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორითამარ იოსელიანი