„საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს საკუთრებაში არსებული სპეციალური დანიშნულების მქონე მცურავი საშუალების ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების წესის დამტკიცების“ შესახებ

მიღების თარიღი 30.04.2020
გამომცემი ორგანო საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
ნომერი №07
სარეგისტრაციო კოდი 310020000.55.067.016116
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/05/2020
matsne.gov.ge 732 სიტყვა · ~4 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი თამარ იოსელიანი სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

სახელმწიფო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული სახელმწიფო საჰაერო ხომალდების რემონტის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 90% 22.09.2023 ნაყარი ტვირთის გადამზიდავ გემებზე ტვირთის უსაფრთხო ჩატვირთვასა და გადმოტვირთვასთან დაკავშირებული წესებისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 90% 05.10.2021 საქართველოს საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტებისა და სახელმწიფო სასაზღვრო რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებული საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის ჩამოყალიბებისა და ინფორმაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 89% 26.10.2018 „სამოქალაქო ავიაციის სფეროში საავიაციო უშიშროების საკითხებში მომზადების პროგრამის“ დამტკიცების შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 88% 12.03.2024 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება 87% 25.09.2015

დოკუმენტის ტექსტი

„საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს საკუთრებაში არსებული სპეციალური დანიშნულების მქონე მცურავი საშუალების ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების წესის დამტკიცების“ შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება №07 2020 წლის 30 აპრილი ქ. ბათუმი „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს საკუთრებაში არსებული სპეციალური დანიშნულების მქონე მცურავი საშუალების ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის, „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს საზღვაო კოდექსი“ 38-ე მუხლისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს საკუთრებაში არსებული სპეციალური დანიშნულების მქონე მცურავი საშუალების ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების წესი”.  მუხლი 2🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორითამარ იოსელიანი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს საკუთრებაში არსებული სპეციალური დანიშნულების მქონე მცურავი საშუალების ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებება 1. „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს საკუთრებაში არსებული სპეციალური დანიშნულების გემის ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების წესი“ (შემდეგში – წესი) განსაზღვრავს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს (შემდეგში – სააგენტო) საკუთრებაში არსებული მცურავი საშუალების ტექნიკური ზედამხედველობის სტანდარტს. 2. ამ წესის მიზნებისთვის სააგენტოს საკუთრებაში არსებული გემის ტექნიკურ ზედამხედველობას ახორციელებს სააგენტო. 3. ტექნიკური ზედამხედველობის ქვეშ აყვანამდე მცურავ საშუალებას უნდა გააჩნდეს შემდეგი საბუთები: ა) გემის საერთო განლაგების ნახაზი; ბ) ინფორმაცია მდგრადობასთან დაკავშირებით; გ) გემზე არსებული მექანიზმების და მოწყობილობების ჩამონათვალი; დ) კორპუსის ნახაზები; ე) ელექტრომოწყობილობების სქემები; ვ) არსებული სხვა ტექნიკური დოკუმენტები. 4. მცურავი საშუალების ტექნიკური ზედამხედველობისას ხორციელდება შემდეგი სახის შემოწმება/დათვალიერება, კერძოდ: ა) მცურავი საშუალების კორპუსის ვიზუალური დათვალიერებისას მოწმდება: ა.ა) ზედნაშენი; ა.ბ) ღია გემბანი; ა.გ) ავარიული გასასვლელები; ა.დ) ბორტის ილუმინატორები; ა.ე) გემის ტრაპები; ა.ვ) შპიგატები და სხვა დამხმარე მექანიზმები; ა.ზ) სავენტილაციო მილები; ა.თ) გარე განათების  შუქები; ა.ი) სანავიგაციო შუქები. ბ) მცურავი საშუალების ხიდურის დათვალიერებისას მოწმდება: ბ.ა) სანავიგაციო ხელსაწყოები; ბ.ბ) არსებული სერტიფიკატები; ბ.გ) პუბლიკაციები (არსებობის შემთხვევაში). გ) გემის მოწყობილობის, დანადგარების და აღჭურვილობის დათვალიერებისას მოწმდება: გ.ა) საჭის მოწყობილობა – მთავარი და დამხმარე საჭის ამძრავის მოქმედებაში შემოწმება გემის სვლის და დგომის დროს;   გ.ბ) საჭის მოწყობილობებში შემავალი მექანიზმები; გ.გ) ცხვირის სამართავი მოწყობილობა (Bow thruster). დ) საღუზე მოწყობილობების შემოწმება  მოიცავს: დ.ა) ღუზების და ჯაჭვების დათვალიერებას; დ.ბ) კლუზების დათვალიერებას; დ.გ) სამუხრუჭე ლენტის შემოწმებას; დ.დ) საღუზე მოწყობილობებში შემავალი მექანიზმების, სისტემების და ელექტრომოწყობილობების დათვალიერებას. ე)  გემმისაბმელი და საბუქსირო მოწყობილობების დათვალიერებისას მოწმდება: ე.ა) კნეხტები, კლუზები, თოკსაჭერი დოლი, თამასები, გარე გვარლები; ე.ბ) კნეხტების მოქმედებაში შემოწმების შემდეგ უნდა მოხდეს მათი მარკირება შესაბამისი თარიღით და ტესტირების სიძლიერის აღნიშვნით; ე.გ) საბუქსირე მოწყობილობა, მოწყობილობასთან ერთად საბუქსირე ჯალამბარები. ვ) ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის დათვალიერებას ექვემდებარება:  ვ.ა) სახანძრო სიგნალიზაციის სისტემა; ვ.ბ) ხანძარსაწინააღმდეგო აღჭურვილობა; ვ.გ) ხანძარსაწინააღმდეგო ტიხრები; ვ.დ) ხანძარსაწინააღმდეგო კარები. ზ) მექანიკური დანადგარების შემოწმება მოიცავს: ზ.ა) მექანიკური დანადგარების ტექნიკური მდგომარეობის დათვალიერებას; ზ.ბ) მთავარი და დამხმარე მექანიზმების დათვალიერებას; ზ.გ) გენერატორების, ტუმბოების, ტურბოსაჭირხნების, ეჟექტორების, კომპრესორების, ვენტილატორების, ქვაბების, ჰაერსაჭირხნების, ბრუნვის სიხშირის რეგულატორების ამძრავი ძრავების დათვალიერებას; ზ.დ) კავშირგაბმულობის, ტელეგრაფების, საშუქე და ხმოვანი სიგნალიზაციის მოწყობილობების დათვალიერებას; ზ.ე) საკონტროლო-საზომი მოწყობილობების შემოწმებას (მანომეტრი, მანოვაკუმეტრი, თერმომეტრი, ტაქომეტრი, გადახრის ხელსაწყოს, წყლის და საწვავის მრიცხველების). თ) ელექტრომოწყობილობების შემოწმება მოიცავს: თ.ა) ენერგიის, აკუმულატორების, ტრანსფორმატორების, გარდამქნელების ძირითადი და ავარიული წყაროების ვენტილაციის დათვალიერებას; თ.ბ) გამანაწილებელი მოწყობილობების დათვალიერებას (მთავარი განმანაწილებელი ფარი, სექციური, და სხვა); თ.გ) ძირითადი და ავარიული განათების, სასიგნალო განმასხვავებელი ფარნების დათვალიერებას; თ.დ) საკაბელო ტრასების, წყალგაუმტარ და ხანძარსაწინააღმდეგო ტიხრებში კაბელების გატარების დათვალიერებას; თ.ე) საკონტროლო-საზომი მოწყობილობების შემოწმებას. ი) გემზე ეკიპაჟის წევრების შემოწმება მოიცავს: ი.ა) ეკიპაჟის წევრების სერტიფიკატების შემოწმებას; ი.ბ) ეკიპაჟის წევრების სამუშაო აღწერილობას; ი.გ) ეკიპაჟის წევრების ინსტრუქციების შემოწმებას. 5. გემზე  რადიო და სამაშველო აღჭურვილობის შემოწმება/დათვალიერება განხორციელდეს სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 17 მარტის №01 „არაკონვენციური მცურავი საშუალების რადიოაღჭურვილობისა და გემებზე სამაშველო აღჭურვილობების მინიმალური მოთხოვნების“ დამტკიცების შესახებ“ ბრძანების შესაბამისად. 6. ამ წესის მიზნებისთვის შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს საერთაშორისო საკლასიფიკაციო საზოგადოებების ასოციაციის No.99 რეკომენდაცია (Recommendations for the Safety of Cargo Vessels of less than Convention Size). 7. მცურავი საშუალების შემოწმება ხორციელდება სააგენტოს დროშის კონტროლის ინსპექტორის მიერ. 8. პირველადი სადოკო რემონტი უნდა ჩატარდეს  ყოველ 5 წელიწადში ერთხელ. 9. შუალედური სადოკო რემონტი უნდა ჩატარდეს კლასის მინიჭების შემდეგ ყოველ 2 წელიწადსა და 6 თვის ინტერვალში ± 6 თვე; ან მცურავი საშუალების წყალქვეშა დათვალიერება ყოველ 2 წელიწადსა და 6 თვის ინტერვალში ± 6 ინტერვალში. 10. ტექნიკური ზედამხედველობის დროს შესაძლებელია მოწვეულ იქნეს სააგენტოს მიერ აღიარებული საკლასიფიკაციო საზოგადოების წარმომადგენელი. 11.  24 მეტრ და  ნაკლებ მცურავ საშუალებაზე არ გაიცემა სერტიფიკატი. დროშის ინსპექტორის მიერ  გაიცემა  დასკვანა მცურავი საშუალების ტექნიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით. 12. მცურავი საშუალების ტექნიკური მდგომარეობის  დასკვნაში აღნიშნული უნდა იქნეს შემდეგი მონაცემები; ა) სიგრძე; ბ) ტონაჟი; გ) ნაოსნობის რაიონი; დ) ქარის სიმძლავრე; ე) აღჭურვილობა; ვ) ძრავას ტიპი და მონაცემები; ზ) მაქსიმალური პერსონალის რაოდენობა; თ) სხვა. 13. 24 მეტრ და მეტ მცურავ საშუალებაზე გაიცემა „ზღვაოსნობაუნარიანობის“ სერტიფიკატი, სადაც მითითითებული უნდა იყოს  ტონაჟის და სატვირთო მარკის მონაცემები.