საქართველოში მძღოლთა წინასარეისო შემოწმების მიზნით სახაზინო საწარმო „ტრანსმედის“ ფუნქციონირების დაწყების შესახებ

მიღების თარიღი 29.09.1998
გამომცემი ორგანო ტრანსპორტის სამინისტრო
სარეგისტრაციო კოდი 110.012.003.376
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, -, 29/09/1998
matsne.gov.ge 674 სიტყვა · ~3 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (5)
მატერიალური დანახარჯები (მედიკამენტები და სამედიცინო დანიშნულების საქონელი) (60×75)
შრომის ანაზღაურების ფონდი (ძირითადი ხელფასი და დანარიცხები) (1x70x75x1,31x12)
დანადგარების და სათანადო ავეჯის შეძენა 800×75:5 (წ)
კომუნალური ხარჯები 100×12×75
სამეურნეო და საკანცელარიო ხარჯები 80 ×12×75

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოში მძღოლთა წინასარეისო შემოწმების მიზნით სახაზინო საწარმო „ტრანსმედის“ ფუნქციონირების დაწყების შესახებ საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროს ბრძანება №67 1998 წლის 29 სექტემბერი ქ თბილისი საქართველოში მძღოლთა წინასარეისო შემოწმების მიზნით სახაზინო საწარმო „ტრანსმედის“ ფუნქციონირების დაწყების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 19 მაისის №258 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის 1.6 და 3.9 პუნქტებით, საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 სექტემბრის №528 „საქართველოს სატრანსპორტო კონცეფციის შესახებ“  ბრძანებულების მე-5 მუხლით, ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის 1997 წლის 8 სექტემბრის №336-ა „მძღოლთა წინასარეისო სამედიცინო შემოწმების შესახებ“ ბრძანებით და საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის 1998 წლის 10 ივლისის №42 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის წესებით“ გათვალისწინებული ღონისძიებების, კერძოდ, სატრანსპორტო საშუალებათა ექსპლოატაციის პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობის განსაზღვრის, მგზავრთა სამედიცინო, სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური მომსახურების უზრუნველყოფის, მძღოლთა წინასარეისო და პერიოდული სამედიცინო შემოწმების განხორციელება ეკისრება ტრანსპორტის სამინისტროს საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტთან შექმნილ სახაზინო საწარმოს „ტრანსმედს“. დაკისრებული ფუნქციების სრულყოფილად განხორციელების მიზნით: 1. საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტმა (დ. ძოწენიძე) უზრუნველყოს სახაზინო საწარმო „ტრანსმედის“ მიერ მძღოლთა წინასარეისო სამედიცინო შემოწმების ქსელის ფორმირების და მისი 1998 წლის 1 ოქტომბრიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ამოქმედების ორგანიზება და კოორდინაცია. 2. მძღოლთა წინასარეისო შემოწმების დამადასტურებელ დოკუმენტად შემოღებულ იქნეს თანდართული ფორმის „მძღოლთა წინასარეისო  სამედიცინო შემოწმების ბარათი“. 3. დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან შეთანხმებული თანდართული „მძღოლთა წინასარეისო სამედიცინო შემოწმების ტარიფი“. 4. ცნობად იქნეს მიღებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მზადყოფნა, უზრუნველყოს სპეციალური ღონისძიებების ჩატარება „მძღოლთა წინასარეისო შემოწმების სამედიცინო ბარათის“ გარეშე ავტოტრანსპორტის ექსპლუატაციის ფაქტების გამოსავლენად (წერილი №10/1-81, 1998 წლის 10 მარტი). 5. საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ავტოსადგურებისა და ავტოსატრანსპორტო  საწარმოების, განურჩევლად მათი დაქვემდებარებისა და საკუთრების ფორმისა, ხელმძღვანელებმა ხელი შეუწყონ სახაზინო საწარმო „ტრანსმედს“ მძღოლთა წინასარეისო სამედიცინო შემოწმების ორგანიზებაში. 6. საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტმა (დ. ძოწენიძე) უზრუნველყოს სისტემატური ზედამხედველობა სახაზინო საწარმო „ტრანსმედის“ საქმიანობაზე. 7. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს ტრანსპორტის მინისტრის მოადგილეს ბატონ რ. გიორგაძეს. მინისტრი                                                                                                                                     მ. ადეიშვილი წინასარეისო შემოწმების სამედიცინო ბარათი                                         წინასარეისო შემოწმების სამედიცინო ბარათი სერია „თბ“ მძღოლი -------------------------------------------------- ავტომობილის მარკა------------------------------------ სახელმწიფო ნომერი ----------------------------------- მარშრუტი ----------------------------------------------- გაცემის თარიღი ---------------------------------------- დასკვნა -------------------------------------------------- ბარათი ძალაშია ----------------------------------------- გაიცა ------------------------------------------------მიერ (დაწესებულების დასახელება) ექიმის ხელმოწერა-----------------------                                                ბ.ა. სერია „თბ“ მძღოლი -------------------------------------------------- ავტომობილის მარკა------------------------------------ სახელმწიფო ნომერი ----------------------------------- მარშრუტი ----------------------------------------------- გაცემის თარიღი ---------------------------------------- დასკვნა -------------------------------------------------- ბარათი ძალაშია ----------------------------------------- გაიცა ------------------------------------------------მიერ (დაწესებულების დასახელება) ექიმის ხელმოწერა-----------------------                                                   ბ.ა. საქართველოს ტრანსპორტის სამინისტრო საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტი საქართველოს ტრანსპორტის სამინისტრო საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტი მძღოლთა წინასარეისო სამედიცინო შემოწმების ტარიფის გაანგარიშება (ლარი) მატერიალური დანახარჯები (მედიკამენტები და სამედიცინო დანიშნულების საქონელი) (60×75) ლარი 4500 შრომის ანაზღაურების ფონდი (ძირითადი ხელფასი და დანარიცხები) (1x70x75x1,31x12) 82530 დანადგარების და სათანადო ავეჯის შეძენა 800×75:5 (წ) 12000 კომუნალური ხარჯები 100×12×75 90.000 სამეურნეო და საკანცელარიო ხარჯები 80 ×12×75 72.000 სულ ხარჯები 261030 მოგება, 8% 20882 291912 საგზაო გადასახადი, 1% 2819 ადგილობრივი გადასახადი, 1% 284731 (მატერიალური დანახარჯების გამოკლებით დღგ (განთავისუფლებულია, საგადასახადო კოდექსის მუხლი 101🔗) 2802 სულ დანახარჯები 287533 ერთიანი ტარიფი 365x75x17=465375 0.6 საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის სერია ოდა № 0577 დანართი ლიცენზიანტს ---  თბილისის საქ. საავტომობილო ტრანსპ. დარგში სამედ. საქმიან. უზრუნვ. სახაზ. საწ. „ტრანსმედი“-ს ამბულატორიას                               თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. №12 მისამართი  ------------------------------------------------------- მიეცა უფლება საქართველოს ტერიტორიაზე განახორციელოს შემდეგი სახის სამედიცინო საქმიანობა:------4.9------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- განსაკუთრებული პირობები: 1. ლიცენზირებული სახეობების სამედიცინო საქმიანობა ლიცენზიის ასლით ხორციელდება  შემდეგ მისამართზე----------------------------------------------------------- 2. ლიცენზიანტს მიეცა სალიცენზიო ბარათები: N -5735 – 4.9--------------------------------------------------------------------------------------------------- (სამედიცინო საქმიანობის სახეობა) N ---------------------------------------------------------------------------------------------------- N ---------------------------------------------------------------------------------------------------- 3. დამატებითი პირობები: ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ სალიცენზიო საბჭოს თავმჯდომარე 1998 წლის 24 მარტი ლიცენზიის გარეშე დანართს ძალა არ აქვს. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო სალიცენზიო ბარათი №5736 საქართველოს კანონმდებლობისა და სამედიცინო საქმიანობის ლიცენზირების დებულების თანახმად ლიცენზიანტს თბილისის საქ. საავტომობილო ტრანსპ. დარგში სამედ. საქმ. უზრუნვ. სახაზ. საწ. „ტრანსმედი“-ს ამბულატორიას ლიცენზია სერია ოდა №0577, ეძლევა სალიცენზიო ბარათი, რომლის თანახმადაც 4.9 ------------------------------------------------------------------------------------------------------ თერაპიის ---------------------------------------------------------------------------------------------------- (სამედიცინო საქმიანობის სახე) პასუხისმგებელი შემსრულებელია -------------------------------------გ. ჩაჩიბაია (გვარი, სახელი, მამის სახელი) რომლის კვალიფიკაცია შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს. სალიცენზიო ბარათი ძალაშია 1999 წ. 24 მარტამდე. სალიცენზიო საბჭოს თავმჯდომარე ა. გამყრელიძე 1998 წ. 24 მარტი ლიცენზიისა და მისი დანართის გარეშე სალიცენზიო  ბარათს ძალა არ აქვს. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო სერია ოდა                                                                                  N0577 საქართველოს კანონმდებლობისა და სამედიცინო საქმიანობის ლიცენზირების დებულების თანახმად თბილისის საქ. საავტომობილო ტრანსპ. დარგში სამედ. უზრუნვ. სახაზ. საწ. „ტრანსმედის“ ამბულატორიას ----------------------------------------------------------------------------------------------------- მისამართი თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 12 ---------------------------------------------------------------------------------------------------- მიეცა უფლება საქართველოს ტერიტორიაზე განახორციელოს სამედიცინო საქმიანობა დანართში მითითებულ სახეობათა ნუსხის შესაბამისად. ხსენებული სამედიცინო საქმიანობები უნდა ხორციელდებოდეს საქართველოს კანონმდებლობისა და საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი წესებისა და ნორმატიული აქტების შესაბამისად. ლიცენზია ძალაშია 1999 წლის 24 მარტამდე. საქართველოს  ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი ა. ჯორბენაძე ბ.ა. 1998 წლის 24 მარტი