წყალტუბოს მუნიციპალტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის გადახდაზე საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის შეღავათის დაწესების შესახებ
მიღების თარიღი 29.04.2020
გამომცემი ორგანო წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №10
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.122.016575
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/04/2020
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.04.2020 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი პაატა ახალაძე | წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
წყალტუბოს მუნიციპალტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის გადახდაზე საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის შეღავათის დაწესების შესახებ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და იურიდიული პირების დასუფთავების მოსაკრებლისაგან დროებით გათავისუფლების თაობაზე სიღნაღის მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოწყვლადი მომხმარებლისა და მისი ხელშეწყობის ღონისძიებების განსაზღვრის მიზნით განსახორციელებელი
ღონისძიებების თაობაზე ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და მისი გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
წყალტუბოს მუნიციპალტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის გადახდაზე საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის შეღავათის დაწესების შესახებ
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №10
2020 წლის 29 აპრილი
ქ. წყალტუბო
წყალტუბოს მუნიციპალტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის გადახდაზე საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის შეღავათის დაწესების შესახებ
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 ბრძანების, კომუნალური გადასახადების სუბსიდირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 აპრილის №220 დადგენილების, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ'' საქართველოს კანონის მე-4 მუხლისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გადახდის ინსტრუქციის, დაგვა-დასუფთავების და ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ'' წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 ნოემბრის №70 დადგენილებით დამტკიცებული №2 დანართის მე-3 მუხლის მე-11 პუნქტის ,,ა'', ,,ბ'' და ,,გ'' ქვეპუნქტების საფუძველზე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დაწესდეს საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, მოსახლეობის დახმარების მიზნით, შეღავათი ადგილობრივ მოსაკრებელზე საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის და განთავისუფლდნენ სრულიად 2020 წლის მარტის, აპრილის და მაისის თვის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისაგან წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ფიზიკური პირები (მათ შორის იძულებით გადაადგილებული პირები და სოციალურად დაუცველი ოჯახები).
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიპაატა ახალაძე