„ტექნიკური რეგლამენტის − ბირთვული და რადიაციული ავარიებისათვის მზადყოფნისა და მათზე რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 24 დეკემბრის №640 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№279
სარეგისტრაციო კოდი
300160070.10.003.021991
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/04/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №279

2020 წლის 29 აპრილი

   ქ. თბილისი

 

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის − ბირთვული და რადიაციული ავარიებისათვის მზადყოფნისა და მათზე რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 24 დეკემბრის №640 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 27/12/2019, 300160070.10.003.021667) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის − ბირთვული და რადიაციული ავარიებისათვის მზადყოფნისა და მათზე რეაგირების გეგმის“ მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 15. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ ფუნქციები

ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ (შემდგომში − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“) ფუნქციებია:

ა) ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციების შესახებ შეტყობინების მიღება, დამუშავება და უფლებამოსილი სუბიექტებისთვის შემდგომი რეაგირების მიზნით გადაცემა;

ბ) ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის სხვა შემთხვევების მართვის მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში, უფლებამოსილ სუბიექტებთან კოორდინირებული საქმიანობის უზრუნველყოფა;

გ) ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის სხვა შემთხვევების აღრიცხვა, ანალიზი და შესაბამისი სტატისტიკის წარმოება;

დ) ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციებსა და გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის შემთხვევებზე რეაგირების განმახორციელებელი უფლებამოსილი სუბიექტის მისვლამდე, კომპეტენციის ფარგლებში, კონსულტაციის გაწევა და პირისთვის აუცილებელი პირველადი ინფორმაციის მიწოდება;

ე) ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის შემთხვევაში, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ისთვის“ შეტყობინებისა და შესაბამისი მოქმედების განხორციელების წესების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება;

ვ) გადაუდებელ შემთხვევაში, მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა ევაკუატორით ან თავისი სვლით გადაადგილების უზრუნველყოფა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ტექნიკური რეგლამენტის − ბირთვული და რადიაციული ავარიებისათვის მზადყოფნისა და მათზე რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 24 დეკემბრის №640 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 29.04.2020.
როდის იქნა მიღებული „ტექნიკური რეგლამენტის − ბირთვული და რადიაციული ავარიებისათვის მზადყოფნისა და მათზე რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 24 დეკემბრის №640 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„ტექნიკური რეგლამენტის − ბირთვული და რადიაციული ავარიებისათვის მზადყოფნისა და მათზე რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 24 დეკემბრის №640 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 29.04.2020. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №279. სარეგისტრაციო კოდი — 300160070.10.003.021991.
რამდენი მუხლისგან შედგება „ტექნიკური რეგლამენტის − ბირთვული და რადიაციული ავარიებისათვის მზადყოფნისა და მათზე რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 24 დეკემბრის №640 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ტექნიკური რეგლამენტის − ბირთვული და რადიაციული ავარიებისათვის მზადყოფნისა და მათზე რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 24 დეკემბრის №640 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ტექნიკური რეგლამენტის − ბირთვული და რადიაციული ავარიებისათვის მზადყოფნისა და მათზე რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 24 დეკემბრის №640 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.04.2020 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის − ბირთვული და რადიაციული ავარიებისათვის მზადყოფნისა და მათზე რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 24 დეკემბრის №640 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №279, 29.04.2020, სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.021991 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.04.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4860147/