,,საქართველოს გენერალური პროკურატურის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2019 წლის 29 ოქტომბრის №7 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№028
სარეგისტრაციო კოდი
110060010.70.082.016041
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/05/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

 

საქართველოს გენერალური პროკურორის

ბრძანება №028

2020 წლის 6 მაისი

ქ. თბილისი

 

,,საქართველოს გენერალური პროკურატურის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2019 წლის 29 ოქტომბრის №7 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„საქართველოს გენერალური პროკურატურის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2019 წლის 29 ოქტომბრის №7 ბრძანებით (ვებგვერდი, 30/10/2019, სარეგისტრაციო კოდი: 110060010.70.082.016007) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. საქართველოს გენერალური პროკურატურის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის საქართველოს გენერალური პროკურატურის (შემდგომში – გენერალური პროკურატურა) სტრუქტურული დანაყოფი, რომელიც თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას წარმოადგენს გენერალურ პროკურატურას.

2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით,  „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებით და  სხვა სამართლებრივი  აქტებით.

3. დეპარტამენტი თავის საქმიანობას წარმართავს კანონიერებისა და სამართლიანობის, ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის, პროკურატურის ორგანოების ერთიანობისა და ცენტრალიზაციის, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვის პრინციპებიდან გამომდინარე.

4. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს გენერალური პროკურორის (შემდგომში – გენერალური პროკურორი) წინაშე.“.

2. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:

„დ1) იღებს გადაწყვეტილებას პროკურორის ანდა გამომძიებლის კონკრეტული სისხლის სამართლის საქმიდან ჩამოცილების შესახებ;“;

ბ) „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) ისმენს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო დანაყოფების ხელმძღვანელებისა და სხვა თანამშრომელთა ინფორმაციებს როგორც კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით, ასევე ზოგად თემატურ საკითხებზე, იღებს ზომებს არსებულ ნაკლოვანებათა აღმოსაფხვრელად;“;

გ) „პ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,„პ1“  და „პ2“ ქვეპუნქტი:

„პ1) ექვს თვეში ერთხელ გენერალურ პროკურორს წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

2) ყოველი წლის ბოლოს გენერალურ პროკურორს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტის საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, მომავალში გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე;“.

3. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:

ა) უზრუნველყოფს დეპარტამენტის მუშაობის ორგანიზაციას, კონტროლს უწევს სამსახურებრივი და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას;

ბ) გამოითხოვს საგამოძიებო ორგანოებისაგან, ასევე საქართველოს პროკურატურის ორგანოებიდან და სტრუქტურული დანაყოფებიდან  სისხლის სამართლის საქმეებს, მასალებს, დოკუმენტებს, ინფორმაციას, ახორციელებს გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობას და მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას სასამართლოში;

გ) აუქმებს დეპარტამენტის თანამშრომელთა უკანონო ანდა დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებებს სისხლის სამართლის საქმეებსა და მასალებზე;

დ) დეპარტამენტის უფროსთან შეთანხმებით გენერალური პროკურორის წინაშე აყენებს საკითხს დეპარტამენტის თანამშრომლების წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;

ე) აკონტროლებს გენერალური პროკურორის ბრძანებების, მითითებების, დავალებების შესრულებას;

ვ) ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;

ზ) დეპარტამენტის უფროსის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.“.

4. მე-5 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დეპარტამენტში შრომით საქმიანობას ეწევიან:

ა) დეპარტამენტის უფროსი პროკურორები;

ბ) დეპარტამენტის პროკურორები;

გ) მრჩეველი – მოწმისა და დაზარალებულის უფროსი კოორდინატორი;

დ) დეპარტამენტის სპეციალისტი.“;

ბ)  მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დეპარტამენტის  თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი.“;

გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დეპარტამენტის უფროსი პროკურორები და პროკურორები:

ა) მონაწილეობენ გენერალური პროკურატურის სამუშაო გეგმით გათვალისწინებული საკითხების მომზადებაში;

ბ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ  სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოძიების  საპროცესო ხელმძღვანელობასა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე საპროკურორო ზედამხედველობას;

გ) აანალიზებენ და განაზოგადებენ სტატისტიკურ მონაცემებს გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობის შესახებ, დეპარტამენტის ხელმძღვანელობის წინაშე აყენებენ წინადადებებს მუშაობის გაუმჯობესების მიზნით;

დ) აანალიზებენ მოქალაქეთა კანონიერი უფლებების დაცვის მდგომარეობას ადგილებზე გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის წარმოებისას;

ე) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის თანხმობით, შესასწავლად და შესამოწმებლად გამოითხოვენ სისხლის სამართლის საქმეებს, მასალებს და სხვა მონაცემებს დანაშაულის ჩადენის, გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე;

ვ) იძლევიან წერილობით მითითებებს საქმეთა გამოძიების დროს დანაშაულის გახსნის, დამნაშავეთა დადგენის და გამოძიების პროცესში;

ზ) განიხილავენ დეპარტამენტში შემოსული შუამდგომლობების საფუძვლიანობას და თავიანთ დასკვნებს წარუდგენენ დეპარტამენტის ხელმძღვანელობას;

თ) განიხილავენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან შემოსულ წერილობით წინადადებებს;

ი) განიხილავენ განცხადება-საჩივრებს გამოძიების საკითხებზე, ორგანიზებას უწევენ მათ შემოწმებას. წარმოებაში არსებულ საქმეებთან დაკავშირებით პირადად იღებენ წარმომადგენლებს;

კ) აწარმოებენ გაწეული მუშაობის აღრიცხვას და დეპარტამენტის ხელმძღვანელობას წარუდგენენ ანგარიშს;

ლ) ასრულებენ დეპარტამენტის ხელმძღვანელობის ცალკეულ დავალებებს, წარუდგენენ მათ წინადადებებს დაქვემდებარებულ უწყებაში გამოძიების ეფექტიანობისა და სრულყოფის შესახებ;

მ) მონაწილეობენ სხვადასხვა სასამართლო ინსტანციაში სისხლის სამართლის საქმეთა განხილვაში, მხარს უჭერენ სახელმწიფო ბრალდებას სასამართლოში;

ნ) წარადგენენ საჩივრებს სასამართლო გადაწყვეტილებებზე;

ო) ასრულებენ ხელმძღვანელობის ცალკეულ დავალებებს;

პ) ახორციელებენ კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა ფუნქციებს.“.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გენერალური პროკურორიირაკლი შოთაძე