საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 06.05.2020
ძალის დაკარგვა 04.03.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს გენერალური პროკურორი
ნომერი №027
სარეგისტრაციო კოდი 110060000.70.082.016040
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/05/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე | საქართველოს გენერალური პროკურორი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება 04.03.2022
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს გენერალური პროკურორის
ბრძანება №027
2020 წლის 6 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებისა და მე-18 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს გენერალური პროკურორიირაკლი შოთაძე
საქართველოს გენერალური პროკურატურის
ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველო (შემდგომში – სამმართველო) არის საქართველოს გენერალური პროკურატურის (შემდგომში – გენერალური პროკურატურა) სტრუქტურული დანაყოფი, რომელიც თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას წარმოადგენს გენერალურ პროკურატურას.
2. სამმართველო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ამ დებულებით და სხვა სამართლებრივი აქტებით.
3. სამმართველო თავის საქმიანობას წარმართავს კანონიერებისა და სამართლიანობის, ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის, პროკურატურის ორგანოების ერთიანობისა და ცენტრალიზაციის, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვის პრინციპებიდან გამომდინარე.
4. სამმართველო ანგარიშვალდებულია საქართველოს გენერალური პროკურორისა (შემდგომში – გენერალური პროკურორი) და უფლებამოსილი მოადგილის წინაშე.
მუხლი 2🔗. სამმართველოს ამოცანები
სამმართველოს ამოცანებია:
ა) პროკურატურის ორგანოებში, ასევე დაკავების ადგილებსა და პატიმრობის, თავისუფლების აღკვეთისა და სხვა დაწესებულებებში, რომლებიც აღასრულებენ სასჯელს ან სასამართლოს მიერ დანიშნულ სხვა იძულებით ღონისძიებებს, ადამიანის უფლებათა სავარაუდო დარღვევის ფაქტებზე შემოსულ შეტყობინებებზე შესაბამისი რეაგირება და მონიტორინგი, წამების, ღირსების შემლახავ და არაჰუმანური მოპყრობისა და დასჯის ფაქტების გამოვლენა და სათანადო რეაგირება;
ბ) გენერალური პროკურატურისა და მისი სტრუქტურული დანაყოფების თანამშრომლობა ადამიანის უფლებათა დამცველ სახელმწიფო ორგანოებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
გ) გენერალურ პროკურატურაში ადამიანის უფლებათა დამცველი სახელმწიფო ორგანოებიდან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან შემოსული რეკომენდაციების, განცხადება-საჩივრების და მასალების შესწავლა და მათზე სათანადო რეაგირება;
დ) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და განჩინებების შესწავლა, ანალიზი და პროკურორებისათვის რეკომენდაციების შემუშავება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საპროკურორო საქმიანობისას გამოვლენილი დარღვევების მომავალში თავიდან აცილების მიზნით;
ე) შემოსული რეკომენდაციების, განცხადება-საჩივრების და მასალების შესწავლის საფუძველზე, ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში გამოვლენილი დანაშაულების და სხვა სამართალდარღვევების წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანად წარმართვის მიზნით, კონკრეტული წინადადებების შემუშავება და გენერალური პროკურატურის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
ვ) ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საზღვარგარეთის ქვეყნების პროკურატურების გამოცდილების შესწავლა, გაანალიზება და საქართველოს პროკურატურის საქმიანობაში უახლესი მიღწევების დანერგვა;
ზ) სამმართველოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეებზე სასამართლოში გენერალური პროკურატურის წარმომადგენლობა.
მუხლი 3🔗. სამმართველოს უფროსი
1. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი.
2. სამმართველოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს თანამშრომელთა შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზაციას; აკონტროლებს სამმართველოს თანამშრომელთა მხრიდან სამსახურებრივი და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას;
გ) ხელს აწერს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;
დ) სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს გენერალური პროკურორის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, აგრეთვე გენერალური პროკურორის მოადგილეების დავალებების შესრულებას;
ე) გენერალური პროკურორის ან მისი უფლებამოსილი მოადგილის დავალებით უშუალოდ მონაწილეობს სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებაში; აუცილებლობის შემთხვევაში პირადად ატარებს ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებს, სრული მოცულობით აწარმოებს საქმის გამოძიებას;
ვ) იხილავს სამმართველოში შემოსულ წერილებს, განცხადებებსა და საჩივრებს, აწარმოებს მოქალაქეთა მიღებას;
ზ) ექვს თვეში ერთხელ გენერალურ პროკურორს წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს კომპეტენციას მიკუთვნებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების, საჩივარ-განცხადებების განხილვის შედეგებისა და გატარებული ღონისძიებების შესახებ;
თ) ყოველი წლის ბოლოს გენერალურ პროკურორს წარუდგენს წინადადებებს სამმართველოს საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდისა და მომავალში გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე;
ი) ასრულებს პროკურატურის ზემდგომ თანამდებობის პირთა ცალკეულ დავალებებს;
კ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 4🔗. სამმართველოს თანამშრომლები
1. სამმართველოში შრომით საქმიანობას ეწევიან სამმართველოს პროკურორები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი.
2. სამმართველოს პროკურორთა საქმიანობის კონკრეტული მიმართულებები, სამმართველოს ამოცანათა შესაბამისად, განისაზღვრება სამმართველოს უფროსის ზეპირი ან წერილობითი დავალებით.