საქართველოს გენერალური პროკურატურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 06.05.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს გენერალური პროკურორი
ნომერი №026
სარეგისტრაციო კოდი 110060000.70.082.016039
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/05/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.05.2020 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე | საქართველოს გენერალური პროკურორი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გენერალური პროკურატურის პროგრამული უზრუნველყოფის, უსაფრთხოებისა და ტექნიკური მხარდაჭერის ცენტრის (სამმართველო) დებულების დამტკიცების შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გენერალური პროკურატურის იუსტიციის სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გენერალური პროკურატურის იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს გენერალური პროკურატურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს გენერალური პროკურორის
ბრძანება №026
2020 წლის 6 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს გენერალური პროკურატურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებისა და მე-18 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს გენერალური პროკურატურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს გენერალური პროკურორიირაკლი შოთაძე
საქართველოს გენერალური პროკურატურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტი)
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. საქართველოს გენერალური პროკურატურის ადმინისტრაცია (დეპარტამენტი) (შემდგომში – ადმინისტრაცია) არის საქართველოს გენერალური პროკურატურის (შემდგომში – გენერალური პროკურატურა) სტრუქტურული დანაყოფი და თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას წარმოადგენს გენერალურ პროკურატურას.
2. ადმინისტრაცია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, ამ დებულებით და სხვა სამართლებრივი აქტებით.
3. ადმინისტრაცია ანგარიშვალდებულია საქართველოს გენერალური პროკურორის (შემდგომში – გენერალური პროკურორი) და გენერალური პროკურორის უფლებამოსილი მოადგილის წინაშე, რომელიც ახორციელებს მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონით დადგენილი წესით.
4. ადმინისტრაციის მუშაობა წარიმართება საქართველოს პროკურატურის (შემდგომში – პროკურატურა) ორგანოებთან და გენერალური პროკურატურის სხვა სტრუქტურულ დანაყოფებთან კოორდინაციის პრინციპის საფუძველზე.
მუხლი 2🔗. ადმინისტრაციის ფუნქციები და ამოცანები
ადმინისტრაციის ამოცანები და ფუნქციებია:
ა) პროკურატურის საორგანიზაციო საქმიანობის უზრუნველყოფა;
ბ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, საქართველოს პარლამენტის აპარატთან, საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან, სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებასთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან გენერალური პროკურატურის ურთიერთობების კოორდინაცია იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც სცილდება გენერალური პროკურატურის სხვა სტრუქტურული დანაყოფების უფლებამოსილებათა ფარგლებს;
გ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, გენერალური პროკურორის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა;
დ) გენერალური პროკურორის, გენერალური პროკურორის პირველი მოადგილის და მოადგილეების საქმიანობის პროტოკოლური უზრუნველყოფა;
ე) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, გენერალურ პროკურატურაში მოქალაქეთა მიღების პროცესის ორგანიზება, მათ მიერ წარმოდგენილი განცხადებების და საჩივრების მიღება-რეგისტრაცია, სისტემატიზაცია და მათზე რეაგირება;
ვ) გენერალურ პროკურატურაში შემოსული კორესპონდენციის დამუშავება, რეგისტრაცია, სისტემატიზაცია და გენერალური პროკურატურის ხელმძღვანელობისათვის წარდგენის ორგანიზება;
ზ) პროკურატურაში საქმისწარმოების ერთიანი წესის დამკვიდრება და საქმის წარმოების საკითხებზე ნორმატიული და მეთოდური დოკუმენტების შემუშავება და დანერგვა;
თ) საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება და საიდუმლო დოკუმენტბრუნვის სისტემატიზაცია;
ი) პროკურატურის არქივის მუშაობის ორგანიზება.
მუხლი 3🔗. ადმინისტრაციის სტრუქტურა:
1. ადმინისტრაციის სტრუქტურული დანაყოფებია:
ა) საქმისწარმოების სამმართველო;
ბ) ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველო.
2. საქმისწარმოების სამმართველო უზრუნველყოფს:
ა) გენერალურ პროკურატურაში შემოსული დოკუმენტების დროულ განხილვას, დახარისხებას, დამუშავებას, რეგისტრაციას, გადაგზავნას და შესაბამის ადრესატებთან წარდგენას;
ბ) გენერალურ პროკურატურაში შემოსულ წინადადებებზე, განცხადებებსა და საჩივრებზე შესრულებული კორესპონდენციების ადრესატებთან დროულად გაგზავნას;
გ) დოკუმენტების დადგენილ ვადაში შესრულების, დოკუმენტებზე მუშაობის დადგენილი წესების დაცვაზე კონტროლის განხორციელებას და შედეგების თაობაზე ხელმძღვანელობის ინფორმირებას;
დ) პროკურატურაში საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელებას და საიდუმლო დოკუმენტბრუნვის სისტემატიზაციას;
ე) პროკურატურაში სახელმწიფო საიდუმლოების დაცვასა და შიდაინფორმაციულ წესრიგს;
ვ) გენერალურ პროკურატურაში შემოსული და გასული საიდუმლო კორესპონდენციის რეგისტრაციას, კლასიფიცირებას, გენერალური პროკურატურის ხელმძღვანელი თანამდებობის პირთათვის და თანამშრომლებისთვის დროულ მიწოდებას და გაგზავნას;
ზ) სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულების მიზნით, საიდუმლო დოკუმენტებთან/სამუშაოზე პროკურატურის თანამშრომელთა დაშვების უზრუნველსაყოფად, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას;
თ) მოთხოვნის შემთხვევაში დაცული საიდუმლო დოკუმენტების მოძიებას, გაცნობის უზრუნველყოფას, ასლის დამზადებას და გაცემას კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ი) თანამშრომელთა თანამდებობრივი ნომენკლატურების მომზადებას, რომლებიც ექვემდებარება განსაკუთრებული მნიშვნელობის, სრულიად საიდუმლო, საიდუმლო და შეზღუდული სარგებლობის ცნობებთან დაშვებას;
კ) საიდუმლო დოკუმენტებზე/სამუშაოზე დაშვებულ პირთათვის შესაბამისი ინსტრუქტაჟის ჩატარებას;
ლ) სტრუქტურული დანაყოფების მიერ არქივისათვის ჩასაბარებელი საქმეების ფორმირებისა და გაფორმების სისწორის კონტროლის განხორციელებას;
მ) გენერალური პროკურატურის ადმინისტრაციულ შენობაში მოქალაქეთა მიღებასა და მოქალაქეთა მისაღების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფას;
ნ) გენერალური პროკურატურის ადმინისტრაციულ შენობაში მოქალაქეთა შესვლა-გასვლის ორგანიზებას და საშვთა ბიუროს ელექტრონული პროგრამის ადმინისტრირებას;
ო) საშვთა ბიუროს ორგანიზაციულ-ტექნიკური საკითხების უზრუნველყოფას;
პ) გენერალური პროკურორის მიერ გამოცემული ბრძანებების (გარდა საკადრო საკითხებთან დაკავშირებული ბრძანებებისა) რეგისტრაციას და სისტემატიზაციას.
3. ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველო:
ა) გენერალური პროკურორის, გენერალური პროკურორის პირველი მოადგილის და მოადგილეების, უშუალო დავალებით, უზრუნველყოფს საპროტოკოლო ღონისძიებების გატარებას;
ბ) ორგანიზებასა და კონტროლს უწევს საზღვარგარეთის ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციების ოფიციალური დელეგაციების ვიზიტებს, ღონისძიებებს, მათ შორის, მოსამზადებელ ღონისძიებებს (ტრანსპორტირება, ოფიციალური სადილი, განთავსება, ოფიციალური დასაჩუქრება);
გ) ორგანიზაციულად უზრუნველყოფს საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში საქართველოს პროკურატურის მიერ გასამართ ვიზიტებსა და ღონისძიებებს;
დ) ახორციელებს უცხოეთის ქვეყნებში საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლების სამსახურებრივი მივლინების ვიზიტების დაგეგმვას, ორგანიზებას, ვიზებითა და სამსახურებრივი პასპორტებით უზრუნველყოფას;
ე) საპროტოკოლო ღონისძიებების გატარების უზრუნველსაყოფად თანამშრომლობს სხვადასხვა დაწესებულებებთან, საქართველოში უცხო ქვეყნების დიპლომატიური მისიების შესაბამის სამსახურებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან;
ვ) გენერალური პროკურატურის შესაბამის სტრუქტურულ დანაყოფებთან კოორდინირებით, საჭიროებიდან გამომდინარე, ახორციელებს საპროტოკოლო ღონისძიებების ორგანიზებისათვის სატრანსპორტო და სხვა ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფას;
ზ) ახორციელებს საქართველოს პროკურატურასა და სადაზღვევო კომპანიას შორის საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევასთან დაკავშირებულ საკითხებზე თანამშრომლობის კოორდინაციას;
თ) უზრუნველყოფს პრევენციული შინაარსის სოციალური, საზოგადოებრივი პროექტების და სპორტული ღონისძიებების დაგეგმვას, ორგანიზებას, განხორცილებას და მონიტორინგს;
ი) ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ბანკის ინფორმაციულ რესურსებთან საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა დაშვების საკითხის შეთანხმებას, უზრუნველყოფასა და მონიტორინგს;
კ) უზრუნველყოფს გენერალური პროკურორის მიერ კონტროლზე აყვანილ დოკუმენტებსა და სამსახურებრივ დავალებებზე წერილების მომზადებას და შემსრულებელთათვის გადაცემას, აღნიშნულ დოკუმენტაციასა და სამსახურებრივი დავალებების შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მეთოდური და პრაქტიკული დახმარების გაწევას;
ლ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საქართველოს პროკურატურის ოფისებში ოფიციალური სამუშაო შეხვედრების, კონფერენციების დაგეგმვასა და ორგანიზებას;
მ) უზრუნველყოფს გენერალურ პროკურორთან ჩატარებულ თათბირებზე მიღებული დავალებების შესრულების კონტროლს;
ნ) ახორციელებს გენერალური პროკურორის, გენერალური პროკურორის პირველი მოადგილის და მოადგილეების შეხვედრების ორგანიზაციულ-ინფორმაციულ უზრუნველყოფას;
ო) უზრუნველყოფს საქართველოში უცხო ქვეყნის ოფიციალურ წარმომადგენლობებთან, მისიებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან ურთიერთობის პროტოკოლურ უზრუნველყოფას;
პ) უზრუნველყოფს ანალიტიკურ მუშაობას სამმართველოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე.
მუხლი 4🔗. ადმინისტრაციის უფროსი
1. ადმინისტრაციას ხელმძღვანელობს ადმინისტაციის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი.
2. ადმინისტრაციის უფროსი:
ა) ახორციელებს ადმინისტრაციის საქმიანობის საერთო ხელმღვანელობას;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს ადმინისტრაციის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
გ) განიხილავს და ხელს აწერს ადმინისტრაციაში მომზადებულ დოკუმენტებს;
დ) აკონტროლებს ადმინისტრაციის თანამშრომლების მიერ მათთვის დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებასა და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას;
ე) გენერალური პროკურორის წინაშე აყენებს საკითხს ადმინისტრაციის თანამშრომელთა სამსახურებრივი წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ვ) პასუხისმგებელია ადმინისტრაციისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ზ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა ადმინისტრაციის ამოცანების შესასრულებლად;
თ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, იხილავს ადმინისტრაციაში შემოსულ წერილებს, განცხადებებსა და საჩივრებს; აწარმოებს მოქალაქეთა მიღებას;
ი) ასრულებს გენერალური პროკურორის, გენერალური პროკურორის პირველი მოადგილის და მოადგილეების ცალკეულ დავალებებს, აგრეთვე ახორციელებს „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებულ ფუნქციებს;
კ) ადმინისტრაციის კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს გენერალური პროკურორის ბრძანებების, მითითებების, დავალებების პროკურატურის თანამშრომლებისთვის გაცნობას და შესრულების უზრუნველყოფას;
ლ) ექვს თვეში ერთხელ გენერალურ პროკურორს წარუდგენს ანგარიშს ადმინისტრაციის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; ყოველი წლის ბოლოს გენერალურ პროკურორს წარუდგენს წინადადებებს მომავალში განსახორციელებელი ძირითადი ღონისძიებების შესახებ:
მ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. ადმინისტრაციის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი.
მუხლი 5🔗. სამმართველოს უფროსი
1. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი.
2. სამმართველოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს თანამშრომლებს შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზებას;
გ) აკონტროლებს სამმართველოს თანამშრომლების მიერ სამსახურებრივ და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას;
დ) განიხილავს და ხელს აწერს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;
ე) სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს გენერალური პროკურორის ბრძანებების და ადმინისტრაციის უფროსის მითითებების შესრულებას;
ვ) ეწევა ანალიტიკურ მუშაობას სამმართველოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე და ადმინისტრაციის უფროსს წარუდგენს წინადადებებს სამმართველოს კომპეტენციაში შემავალი საკითხების მოწესრიგებისა და გაუმჯობესების მიზნით;
ზ) იხილავს ადმინისტრაციაში შემოსულ წერილებს, განცხადებებს, საჩივრებს და საჭიროების შემთხვევაში აწარმოებს მოქალაქეთა მიღებას;
თ) ასრულებს ადმინისტრაციის უფროსის ცალკეულ დავალებებს;
ი) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 6🔗. ადმინისტრაციის თანამშრომლები
1. ადმინისტრაციაში შრომით საქმიანობას ეწევიან:
ა) მრჩევლები;
ბ) სპეციალისტი;
გ) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი.
2. ადმინისტრაციის თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი.
3. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი უზრუნველყოფს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფუნქცია-მოვალეობების შესრულებას.
4. ადმინისტრაციის თანამშრომლების საქმიანობის კონკრეტული მიმართულებები, ადმინისტრაციის ამოცანათა შესაბამისად, განისაზღვრება ადმინისტრაციის უფროსის ზეპირი ან წერილობითი დავალებით.