საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 06.05.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს გენერალური პროკურორი
ნომერი №012
სარეგისტრაციო კოდი 110060000.70.082.016024
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/05/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,095 სიტყვა · ~5 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე საქართველოს გენერალური პროკურორი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს გენერალური პროკურატურის კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება 97% 27.06.2025 საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება 96% 06.05.2020 საქართველოს გენერალური პროკურატურის იუსტიციის სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება 96% 27.06.2025 საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება 96% 06.05.2020 საოლქო პროკურატურის ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება 96% 06.05.2020

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება №012 2020 წლის 6 მაისი ქ. თბილისი საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებისა და მე-18 მუხლის  შესაბამისად,  ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. საქართველოს გენერალური პროკურატურის (შემდგომში – გენერალური პროკურატურა) შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის გენერალური პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფი, რომელიც თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას წარმოადგენს გენერალურ პროკურატურას. 2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ამ დებულებით და სხვა სამართლებრივი აქტებით. 3. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს გენერალური პროკურორის (შემდგომში – გენერალური პროკურორი) და გენერალური პროკურორის უფლებამოსილი მოადგილის წინაშე, რომელიც ახორციელებს მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონით დადგენილი წესით. მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ამოცანები დეპარტამენტის ამოცანებია: ა) შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობა და სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება; ბ) შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციისა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული გამოძიების ობიექტურად და სრულყოფილად ჩატარებაზე ზედამხედველობა; გ) შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციისა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოებში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა. მუხლი 3🔗. დეპარტამენტის უფროსი 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი. 2. დეპარტამენტის უფროსი: ა) ახორციელებს დეპარტამენტის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას; ბ) ანაწილებს მოვალეობებს მის მოადგილესა და დეპარტამენტის თანამშრომელთა შორის; გ) აკონტროლებს დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ მათთვის დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებასა და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას; დ) ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს; ე) გენერალური პროკურორისა და გენერალური პროკურორის უფლებამოსილი მოადგილის წინაშე აყენებს საკითხებს დეპარტამენტის თანამშრომელთა სამსახურებრივი წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ; ვ) გენერალური პროკურატურის ხელმძღვანელობასთან შეაქვს წინადადებები გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის, სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის სრულყოფის ღონისძიებათა და სხვა აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით; ზ) აუქმებს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციისა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მუშაკთა უკანონო და დაუსაბუთებელ დადგენილებებს, გამოითხოვს ქვემდგომი პროკურორების უსაფუძვლო სააპელაციო და საკასაციო საჩივრებს; თ) იღებს გადაწყვეტილებას პროკურორის ანდა გამომძიებლის სისხლის სამართლის საქმიდან ჩამოცილების შესახებ; ი) წყვეტს საკითხს სხვადასხვა სასამართლო ინსტანციაში სისხლის სამართლის საქმეთა განხილვაში პროკურორის მონაწილეობის შესახებ; კ) გასცემს წერილობით მითითებებს სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების, ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების, დანაშაულის ჩამდენ პირთა ძებნის თაობაზე; ლ) უშუალოდ მონაწილეობს სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებაში, პირადად ატარებს ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებს, საჭიროების შემთხვევაში სრული მოცულობით აწარმოებს საქმის გამოძიებას; მ) განიხილავს პროკურორების დასკვნებს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტიდან წარმოდგენილ შუამდგომლობებზე; ნ) ამოწმებს ქვემდგომი პროკურორების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებას და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს, შეაქვს საჩივრები სასამართლოს გადაწყვეტილებებზე; ო) აკონტროლებს გენერალური პროკურორის ბრძანებების, მითითებების, დავალებების შესრულებას; პ) ისმენს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციისა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელების, გამომძიებლებისა და სხვა ოპერატიული თანამშრომლების ინფორმაციებს, როგორც კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით, ასევე ზოგად თემატურ საკითხებზე, იღებს ზომებს არსებულ ნაკლოვანებათა აღმოსაფხვრელად; ჟ) ექვს თვეში ერთხელ გენერალურ პროკურორს წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში გატარებული სისხლის სამართლის პოლიტიკისა და კრიმინოგენური ვითარების შეფასების შესახებ, მათ შორის, გავრცელებული დანაშაულების, მათი კატეგორიებისა და ტენდენციების მითითებით, დეპარტამენტის საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებების, მოქალაქეთა საჩივარ-განცხადებების განხილვის შედეგებისა და გატარებული პრევენციული ღონისძიებების შესახებ; რ) ყოველი წლის ბოლოს გენერალურ პროკურორს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში საპროკურორო საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდის, კრიმინოგენული მდგომარეობის გათვალისწინებით განსახორციელებელი სისხლის სამართლის პოლიტიკის, პრიორიტეტული მიმართულებებისა ა და დანაშაულის პრევენციის მიზნით მომავალში გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე; ს) ასრულებს გენერალური პროკურორის და მისი მოადგილეების ცალკეულ დავალებებს; ტ) ახორციელებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობითა და „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით მინიჭებულ ფუნქციებს. მუხლი 4🔗. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე 1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი. 2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე: ა) ორგანიზებას უწევს დეპარტამენტის თანამშრომელთა პროფესიულ მომზადებას; ბ) უზრუნველყოფს საშემსრულებლო დისციპლინის დაცვის კონტროლს, დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას; გ) დეპარტამენტის უფროსის წინაშე აყენებს საკითხებს დეპარტამენტის თანამშრომელთა სამსახურებრივი წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ; დ) დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს წინადადებებს ცალკეული პროკურორების და გამომძიებლების კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებიდან ჩამოცილების შესახებ; ე) გასცემს წერილობით მითითებებს სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების, ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების, დანაშაულის ჩამდენ პირთა ძებნის თაობაზე; ვ) უშუალოდ მონაწილეობს სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებაში; პირადად ატარებს ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებს; საჭიროების შემთხვევაში სრული მოცულობით აწარმოებს საქმის გამოძიებას; ზ) ამოწმებს ქვემდგომი პროკურორების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებას და იღებს ზომებს გამოვლენილ დარღვევათა აღმოსაფხვრელად; თ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, შეაქვს საჩივრები სასამართლოების მიერ მიღებულ უკანონო და დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებებზე; ი) დეპარტამენტში ხელმძღვანელობს ანალიტიკურ მუშაობას; კ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს გენერალური პროკურორის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, გენერალური პროკურორის მოადგილეების, დეპარტამენტის უფროსის დავალებების შესრულებას; ლ) იხილავს დეპარტამენტში შემოსულ წერილებს, განცხადებებსა და საჩივრებს, აწარმოებს მოქალაქეთა მიღებას; მ) ასრულებს გენერალური პროკურორის, მისი მოადგილის და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებს; ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას მისი არყოფნის შემთხვევაში; ნ) ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს; ო) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 5🔗. დეპარტამენტის თანამშრომლები 1. დეპარტამენტში შრომით საქმიანობას ეწევიან: ა) დეპარტამენტის უფროსი პროკურორები; ბ) დეპარტამენტის პროკურორები; გ) დეპარტამენტის სტაჟიორი; დ) დეპარტამენტის სპეციალისტი. 2. დეპარტამენტის თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი. 3. დეპარტამენტის უფროსი პროკურორები და პროკურორები: ა) მონაწილეობენ გენერალური პროკურატურის სამუშაო გეგმით გათვალისწინებული საკითხების მომზადებაში; ბ) აანალიზებენ და განაზოგადებენ სტატისტიკურ მონაცემებს გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობის შესახებ, დეპარტამენტის ხელმძღვანელობის წინაშე აყენებენ წინადადებებს მუშაობის გაუმჯობესების მიზნით; გ) აანალიზებენ მოქალაქეთა კანონიერი უფლებების დაცვის მდგომარეობას ადგილებზე გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის წარმოებისას; დ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის თანხმობით, შესასწავლად და შესამოწმებლად გამოითხოვენ სისხლის სამართლის საქმეებს, მასალებს და სხვა მონაცემებს დანაშაულის ჩადენის, გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე; ე) იძლევიან წერილობით მითითებებს საქმეთა გამოძიების დროს დანაშაულის გახსნის, დამნაშავეთა დადგენის და გამოძიების პროცესში; ვ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის დავალებით, მონაწილეობენ სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებაში, პირადად აწარმოებენ ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებს, იძიებენ სისხლის სამართლის საქმეებს; ზ) განიხილავენ შემოსული შუამდგომლობების საფუძვლიანობას და თავიანთ დასკვნებს წარუდგენენ დეპარტამენტის ხელმძღვანელობას; თ) განიხილავენ განცხადება-საჩივრებს გამოძიების საკითხებზე, ორგანიზებას უწევენ მათ შემოწმებას. წარმოებაში არსებულ საქმეებთან დაკავშირებით პირადად იღებენ წარმომადგენლებს; ი) აწარმოებენ გაწეული მუშაობის აღრიცხვას და დეპარტამენტის ხელმძღვანელობას წარუდგენენ ანგარიშს; კ) ასრულებენ დეპარტამენტის ხელმძღვანელობის ცალკეულ დავალებებს, წარუდგენენ მათ წინადადებებს დაქვემდებარებულ უწყებებში გამოძიების ეფექტიანობისა და სრულყოფის შესახებ; ლ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის დავალებით, მონაწილეობენ სხვადასხვა სასამართლო ინსტანციებში სისხლის სამართლის საქმეთა განხილვაში, მხარს უჭერენ სახელმწიფო ბრალდებას პირველ, სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოში; მ) წარადგენენ საჩივრებს სასამართლო გადაწყვეტილებებზე; ნ) ასრულებენ ხელმძღვანელობის ცალკეულ დავალებებს; ო) ახორციელებენ „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით მათთვის მინიჭებულ ფუნქციებს. 4. დეპარტამენტის სტაჟიორი ხელმძღვანელთან შეთანხმებით ახორციელებს უფროსი პროკურორის ანდა პროკურორისათვის საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებულ უფლებამოსილებებს. 5. დეპარტამენტის სპეციალისტი უზრუნველყოფს დეპარტამენტის საქმისწარმოებისა და დოკუმენტბრუნვის ორგანიზებას, ახდენს დეპარტამენტში შემოსული და გასული დოკუმენტების, ინფორმაციების და სხვა მასალების სისტემატიზაციასა და კომპიუტერიზაციას. საქართველოს გენერალური პროკურორიირაკლი შოთაძე