საქართველოს გენერალური პროკურატურის პროგრამული უზრუნველყოფის, უსაფრთხოებისა და ტექნიკური მხარდაჭერის ცენტრის (სამმართველო) დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 06.05.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს გენერალური პროკურორი
ნომერი №024
სარეგისტრაციო კოდი 110060000.70.082.016036
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/05/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 475 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე საქართველოს გენერალური პროკურორი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს გენერალური პროკურატურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება 95% 06.05.2020 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება 93% 06.05.2020 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება 93% 06.05.2020 საქართველოს გენერალური პროკურატურის იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება 93% 25.12.2025 საქართველოს გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება 93% 10.03.2020

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს გენერალური პროკურატურის პროგრამული უზრუნველყოფის, უსაფრთხოებისა და ტექნიკური მხარდაჭერის ცენტრის (სამმართველო) დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება №024 2020 წლის 6 მაისი ქ. თბილისი საქართველოს გენერალური პროკურატურის პროგრამული უზრუნველყოფის, უსაფრთხოებისა და ტექნიკური მხარდაჭერის ცენტრის (სამმართველო) დებულების დამტკიცების შესახებ „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებისა და მე-18 მუხლის  შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს გენერალური პროკურატურის პროგრამული უზრუნველყოფის, უსაფრთხოებისა და ტექნიკური მხარდაჭერის ცენტრის (სამმართველო) თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს გენერალური პროკურატურის პროგრამული უზრუნველყოფის, უსაფრთხოებისა და ტექნიკური მხარდაჭერის ცენტრის (სამმართველო) დ ე ბ უ ლ ე ბ ა მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. საქართველოს გენერალური პროკურატურის პროგრამული უზრუნველყოფის, უსაფრთხოებისა და ტექნიკური მხარდაჭერის ცენტრი (სამმართველო), (შემდგომში – სამმართველო), არის საქართველოს გენერალური პროკურატურის (შემდგომში – გენერალური პროკურატურა) სტრუქტურული დანაყოფი, რომელიც თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას წარმოადგენს გენერალურ პროკურატურას. 2. სამმართველო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, ამ დებულებით და სხვა სამართლებრივი აქტებით. 3. სამმართველო ანგარიშვალდებულია საქართველოს გენერალური პროკურორისა (შემდგომში – გენერალური პროკურორი) და გენერალური პროკურორის უფლებამოსილი მოადგილის წინაშე, რომელიც ახორციელებს მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონით დადგენილი წესით. მუხლი 2🔗. სამმართველოს ამოცანები სამმართველოს ამოცანებია: ა) პროკურატურის სისტემის ელექტრონული უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ბ) თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვა და სისტემის გამართული ფუნქციონირების ხელშეწყობა; გ) სპეციალიზებული კომპიუტერული პროგრამების შექმნა, დანერგვა და განვითარება; დ) ელექტრონულ მონაცემთა ბაზების ფორმირება, სრულყოფაზე ზრუნვა და დაცვა; ე) პროკურატურის ვებგვერდის მართვა; ვ) ლოკალური კომპიუტერული ქსელის მონტაჟი და ადმინისტრირება; ზ) აპარატურისა და სპეციალიზებული პროგრამული უზრუნველყოფის განახლება და ინფორმაციულ ბაზათა ადმინისტრირება; თ) ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში სხვა სახელმწიფოთა გამოცდილების შესწავლა და განზოგადება, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დამყარება და მათთან თანამშრომლობა; ი) დაშვების ბარათებისა და ვიზუალური კონტროლის საშუალებების ტექნიკური უზრუნველყოფა; კ) სისხლის სამართლის საქმეებზე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებაში ტექნიკური დახმარების უზრუნველყოფა. მუხლი 3🔗. სამმართველოს უფროსი 1. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი. 2. სამმართველოს უფროსი: ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას; ბ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს თანამშრომელთა შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზაციას; აკონტროლებს სამმართველოს თანამშრომელთა მხრიდან სამსახურებრივი და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას; გ) ხელს აწერს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს; დ) სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს გენერალური პროკურორის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, გენერალური პროკურორის მოადგილეების დავალებების შესრულებას; ე) გენერალურ პროკურორს წარუდგენს წინადადებებს სამმართველოს თანამშრომელთა მატერიალური წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე; ვ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სამმართველოს ამოცანების შესასრულებლად; ზ) შუამდგომლობს სამმართველოს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ; თ) ექვს  თვეში ერთხელ გენერალურ პროკურორს წარუდგენს  ანგარიშს სამმართველოს საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებებისა და გატარებული ღონისძიებების შესახებ; ი)  ყოველი წლის ბოლოს გენერალურ პროკურორს წარუდგენს წინადადებებს სამმართველოს საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით მომავალში გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე; კ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 4🔗. სამმართველოს თანამშრომლები 1. სამმართველოში შრომით საქმიანობას ეწევიან: ა) მრჩევლები; ბ) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები. 2. სამმართველოს თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი. 3. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი უზრუნველყოფს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფუნქცია-მოვალეობების  შესრულებას. 4. სამმართველოს თანამშრომელთა საქმიანობის კონკრეტული მიმართულებები, სამმართველოს ამოცანათა შესაბამისად, განისაზღვრება სამმართველოს უფროსის ზეპირი ან წერილობითი დავალებით. საქართველოს გენერალური პროკურორიირაკლი შოთაძე