„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 25 ნოემბრის №54/2015 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/2020
სარეგისტრაციო კოდი
010190030.15.008.016474
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/04/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია  –

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება  №2/2020

2020 წლის 30 აპრილი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 25 ნოემბრის №54/2015 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 77-ე მუხლის  მე-5 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 25 ნოემბრის №54/2015 დადგენილებით (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე”, ვებგვერდი – www.matsne.gov.ge, 26/11/2015, 010190030.15.008.016218) დამტკიცებული რეგლამენტის:

1. მე-16 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს 11 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„11. პასუხისმგებელია ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი ელექტრონული სისტემის ფუნქციონირებასა და მასში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ინფორმაციის ასახვაზე.”;

ბ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. უზრუნველყოფს ცესკოს აპარატის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დაკავების მიზნით ღია, დახურული და შიდა კონკურსის, ასევე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურსის ორგანიზებულად ჩატარებას და ამ საკითხებზე შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას;”.

მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი