საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 06.05.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს გენერალური პროკურორი
ნომერი №011
სარეგისტრაციო კოდი 110060000.70.082.016023
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/05/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.05.2020 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე | საქართველოს გენერალური პროკურორი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს გენერალური პროკურატურის კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გენერალური პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გენერალური პროკურატურის იუსტიციის სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს გენერალური პროკურორის
ბრძანება №011
2020 წლის 6 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებისა და მე-18 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს გენერალური პროკურატურის
სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის საქართველოს გენერალური პროკურატურის (შემდგომში – გენერალური პროკურატურა) სტრუქტურული დანაყოფი, რომელიც თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას წარმოადგენს გენერალურ პროკურატურას.
2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ამ დებულებით და სხვა სამართლებრივი აქტებით.
3. დეპარტამენტის მუშაობა წარიმართება პროკურატურის ორგანოებთან და გენერალური პროკურატურის სხვა სტრუქტურულ დანაყოფებთან კოორდინაციის პრინციპის საფუძველზე.
4. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს გენერალური პროკურორისა (შემდგომში – გენერალური პროკურორი) და გენერალური პროკურორის უფლებამოსილი მოადგილის წინაშე, რომელიც ახორციელებს მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონით დადგენილი წესით.
მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ამოცანები
დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობათა შესრულების უზრუნველყოფა;
ბ) უცხო სახელმწიფოს მიერ ძებნილი პირის დაკავების ან/და ექსტრადიციის ან დროებითი გადაცემის საკითხის განხილვის მიზნით, საქართველოს პროკურატურის კომპეტენციას მიკუთვნებული პროცედურების განხორციელება;
გ) საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირის ექსტრადიციის მიზნით დაკავების ან/და ექსტრადიციის ან დროებითი გადმოცემის შესახებ შუამდგომლობის მომზადება და მისი შესაბამის უცხო სახელმწიფოში გაგზავნა;
დ) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმის მასალების ან მათი სათანადოდ დამოწმებული ასლების უცხო სახელმწიფოში გადაგზავნასთან და უცხო სახელმწიფოდან მსგავსი მასალების ან მათი დამოწმებული ასლების საქართველოში გადმოგზავნასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელება;
ე) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებთან ქონების ჩამორთმევასთან და მის შემდგომ განაწილებასთან (გაყოფასთან) დაკავშირებით თანამშრომლობის ორგანიზება და ამ მიზნით პროკურატურის ორგანოებთან და გენერალური პროკურატურის სტრუქტურულ დანაყოფებთან კოორდინაციის უზრუნველყოფა;
ვ) საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილ პირთა ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნის გამოცხადების მიზნით შესაბამისი მასალების მომზადება და მათი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროსთვის მიწოდება;
ზ) საქართველოს პროკურატურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით დიპლომატიურ კორპუსთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საქართველოში შესაბამისი უცხო სახელმწიფოების სამართალდამცავი და საგამოძიებო ორგანოების წარმომადგენლებთან ურთიერთობების უზრუნველყოფა;
თ) სისხლის სამართლის საქმეთა წარმოების მიზნებისათვის მულტინაციონალურ ინტერნეტ სერვის პროვაიდერებთან თანამშრომლობის უზრუნველყოფა და ამ მიზნით ცენტრალური საკონტაქტო პირის ფუნქციის შესრულება;
ი) ევროინტეგრაციისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამმართველოს ფუნქციებში შემავალ საკითხებზე კომპეტენტურ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
კ) ევროკავშირთან ინტეგრაციის ინსტრუმენტების ფარგლებში საქართველოს პროკურატურის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების შესრულების კოორდინაცია და შესაბამისი ანგარიშების მომზადება;
ლ) საქართველოს პროკურატურის კომპეტენციის ფარგლებში, ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, შენიშვნებისა და წინადადებების მომზადება;
მ) საქართველოს პროკურატურის კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი შენიშვნებისა და წინადადებების მომზადება;
ნ) საქართველოს პროკურატურის კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ვალდებულებებთან და საერთაშორისო სტანდარტებთან საქართველოს კანონმდებლობის, ინსტიტუციური მოწყობის და პრაქტიკის შესაბამისობის დადგენა და ხარვეზების იდენტიფიცირება;
ო) ამ მუხლის „ნ“ ქვეპუნქტში მითითებულ საკითხებზე კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებების შესწავლა და, საქართველოს პროკურატურის კომპეტენციის ფარგლებში, ამ ორგანიზაციების რეკომენდაციების შესრულების უზრუნველყოფა;
პ) ამ მუხლის „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტებში მითითებულ საკითხებთან დაკავშირებით ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება, აგრეთვე ამ საკითხებთან დაკავშირებით სხვადასხვა უწყების მიერ შემუშავებული ნორმატიული აქტების პროექტებისა და თანმდევი დოკუმენტების სამართლებრივი შეფასება;
ჟ) ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებული ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის მიზნით შექმნილ სამთავრობო საკოორდინაციო მექანიზმში მონაწილეობა და ამ ფარგლებში მიღებული დავალებების შესრულების უზრუნველყოფა;
რ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, უწყებათაშორის კომისიებში და სამუშაო ჯგუფებში საქართველოს პროკურატურის წარმოდგენა;
ს) მინიჭებული ფუნქციების შესრულების მიზნით, საქართველოს პროკურატურის ორგანოებისა და გენერალური პროკურატურის შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფებისგან ინფორმაციის გამოთხოვა.
ტ) გენერალური პროკურატურის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
უ) გენერალური პროკურატურის სხვა სტრუქტურულ დანაყოფებში მომზადებულ სამართლებრივი აქტების პროექტებზე დასკვნის გაცემა;
ფ) საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სხვა ორგანოებიდან შესათანხმებლად შემოსული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტებზე შენიშვნებისა და წინადადების მომზადება;
ქ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოებიდან და სხვა ორგანიზაციებიდან შემოსული მომართვების განხილვა და მათზე შესაბამისი რეაგირება;
ღ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
ყ) სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე სასამართლოში პროკურატურის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;
შ) რეკეტირის, თანამდებობის პირის, ქურდული სამყაროს წევრის, ადამიანით მოვაჭრის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის, აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე ან/და 3311 მუხლით მსჯავრდებული პირის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავისა და დაკავშირებული პირის სარგებლობაში არსებული უკანონო და დაუსაბუთებელი ქონების, აგრეთვე რეკეტული ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე სარჩელის აღძვრა და სასამართლო პროცესზე წარმომადგენლობის უზრუნველყოფა; აღნიშნულ საქმეებზე პროკურორებისათვის, გამომძიებლებისათვის და პროკურატურის სხვა თანამშრომლებისათვის სავალდებულოდ შესასრულებელი მითითებებისა და განკარგულებების მიცემა;
მუხლი 3🔗. დეპარტამენტის სტრუქტურა
დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველო;
ბ) ევროინტეგრაციისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამმართველო;
გ) იურიდიული სამმართველო.
მუხლი 4🔗. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების ამოცანები
1. საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს ამოცანებია:
ა) სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოებიდან მიღებული შუამდგომლობების განხილვა და შესრულების ორგანიზაცია;
ბ) სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ საქართველოს კომპეტენტური ორგანოებიდან მიღებული შუამდგომლობების განხილვა და საზღვარგარეთის ქვეყნების კომპეტენტურ ორგანოებში გადაგზავნა;
გ) უცხო სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირის დაკავების ან/და ექსტრადიციის ან დროებითი გადაცემის საკითხის განხილვის მიზნით საქართველოს პროკურატურის კომპეტენციას მიკუთვნებული პროცედურების განხორციელება და ექსტრადიციის დასაშვებობის ეტაპზე სასამართლო განხილვებში მონაწილეობის მიღება;
დ) საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირის ექსტრადიციის მიზნით დაკავების ან/და ექსტრადიციის ან დროებითი გადმოცემისათვის საჭირო მასალების გამოთხოვა პროცესის მწარმოებელი ორგანოსაგან, შესაბამისი შუამდგომლობის მომზადება და მისი დანიშნულებისამებრ გადაგზავნა;
ე) სამმართველოს წარმოებაში არსებულ ექსტრადიციის საქმეებზე აღკვეთის ღონისძიების საკითხების განხილვის მიზნით სასამართლოში პროკურატურის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;
ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად სისხლის სამართლის საქმის მასალების ან მათი სათანადოდ დამოწმებული ასლების შემდგომი სამართალწარმოების განხორციელების მიზნით უცხო სახელმწიფოში გადაგზავნასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელება;
ზ) შემდგომი სამართალწარმოების განხორციელების მიზნით უცხო სახელმწიფოს მიერ მოწოდებული სისხლის სამართლის საქმის მასალების ან მათი დამოწმებული ასლების დანიშნულებისამებრ გადაგზავნა და უცხო სახელმწიფოს ინფორმირება მიღებულ შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით;
თ) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ქონების ჩამორთმევასთან და მის შემდგომ განაწილებასთან (გაყოფასთან) დაკავშირებით უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებიდან შემოსული შუამდგომლობის განხილვა და შესრულების მიზნით მისი პროკურატურის ორგანოებსა და გენერალური პროკურატურის სტრუქტურულ დანაყოფებში გადაგზავნა;
ი) ქონების ჩამორთმევასთან და მის შემდგომ განაწილებასთან (გაყოფასთან) დაკავშირებით პროკურატურის ორგანოებისა და გენერალური პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფების შუამდგომლობის განხილვა და მისი უცხო სახელმწიფოში გადაგზავნა;
კ) საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილ პირთა ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნის გამოცხადების მიზნით შესაბამისი მასალების მომზადება და მათი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროსთვის მიწოდება;
ლ) საქართველოს პროკურატურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით დიპლომატიურ კორპუსთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საქართველოში შესაბამისი უცხო სახელმწიფოების სამართალდამცავი და საგამოძიებო ორგანოების წარმომადგენლებთან ურთიერთობის უზრუნველყოფა;
მ) სისხლის სამართლის საქმეთა წარმოების მიზნებისათვის მულტინაციონალურ ინტერნეტ სერვის პროვაიდერებთან თანამშრომლობის უზრუნველყოფა და ამ მიზნით ცენტრალური საკონტაქტო პირის ფუნქციის შესრულება;
ნ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში საჩივრებისა და განცხადებების განხილვა.
2. ევროინტეგრაციისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამმართველოს ამოცანებია:
ა) სამმართველოს ფუნქციებში შემავალ საკითხებზე კომპეტენტურ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
ბ) ევროკავშირთან ინტეგრაციის ინსტრუმენტების ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების შესრულების კოორდინაცია და შესაბამისი ანგარიშების მომზადება;
გ) საქართველოს პროკურატურის კომპეტენციის ფარგლებში, ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, შენიშვნებისა და წინადადებების მომზადება;
დ) საქართველოს პროკურატურის კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი შენიშვნებისა და წინადადებების მომზადება;
ე) საქართველოს პროკურატურის კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ვალდებულებებთან და საერთაშორისო სტანდარტებთან საქართველოს კანონმდებლობის, ინსტიტუციური მოწყობის და პრაქტიკის შესაბამისობის დადგენა და ხარვეზების იდენტიფიცირება;
ვ) ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში მითითებულ საკითხებზე კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებების შესწავლა და, საქართველოს პროკურატურის კომპეტენციის ფარგლებში, ამ ორგანიზაციების რეკომენდაციების შესრულების უზრუნველყოფა;
ზ) ამ პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებში მითითებულ საკითხებთან დაკავშირებით ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება, აგრეთვე ამ საკითხებთან დაკავშირებით სხვადასხვა უწყების მიერ შემუშავებული ნორმატიული აქტების პროექტებისა და თანმდევი დოკუმენტების სამართლებრივი ექსპერტიზა;
თ) ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებული ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის მიზნით შექმნილ სამთავრობო საკოორდინაციო მექანიზმში მონაწილეობა და ამ ფარგლებში მიღებული დავალებების შესრულების უზრუნველყოფა;
ი) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, უწყებათაშორის კომისიებში და სამუშაო ჯგუფებში საქართველოს პროკურატურის წარმოდგენა;
კ) მინიჭებული ფუნქციების შესრულების მიზნით, საქართველოს პროკურატურის ორგანოებისა და გენერალური პროკურატურის შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფებისგან ინფორმაციის გამოთხოვა.
3. იურიდიული სამმართველოს ამოცანებია:
ა) გენერალური პროკურატურის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
ბ) გენერალური პროკურატურის სხვა სტრუქტურულ დანაყოფებში მომზადებულ სამართლებრივი აქტების პროექტებზე დასკვნის გაცემა;
გ) საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სხვა ორგანოებიდან შესათანხმებლად შემოსულ საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების პროექტებზე შენიშვნებისა და წინადადებების მომზადება;
დ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
ე) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოებიდან და სხვა ორგანიზაციებიდან შემოსული მომართვების განხილვა და მათზე შესაბამისი რეაგირება;
ვ) სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე სასამართლოში პროკურატურის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;
ზ) რეკეტირის, თანამდებობის პირის, ქურდული სამყაროს წევრის, ადამიანით მოვაჭრის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის, აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე ან/და 3311 მუხლით მსჯავრდებული პირის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავისა და დაკავშირებული პირის სარგებლობაში არსებული უკანონო და დაუსაბუთებელი ქონების, აგრეთვე რეკეტული ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე სამოქალაქო სარჩელის აღძვრა და სასამართლო პროცესზე წარმომადგენლობა;
თ) რეკეტირის, თანამდებობის პირის, ქურდული სამყაროს წევრის, ადამიანით მოვაჭრის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის, აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე ან/და 3311 მუხლით მსჯავრდებული პირის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავისა და დაკავშირებული პირის სარგებლობაში არსებული უკანონო და დაუსაბუთებელი ქონების, აგრეთვე რეკეტული ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემასთან დაკავშირებულ სამოქალაქო საქმეებზე პროკურორებისათვის, გამომძიებლებისა და პროკურატურის სხვა თანამშრომლებისთვის შესასრულებლად სავალდებულო მითითებებისა და განკარგულებების მიცემა;
ი) გენერალური პროკურორის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანოების – კარიერის მართვის, ეთიკისა და წახალისების საბჭოსა და სტრატეგიული განვითარებისა და სისხლის სამართლის პოლიტიკის საბჭოს სამდივნოს ფუნქციის შესრულება.
მუხლი 5🔗. დეპარტამენტის უფროსი
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი.
2. დეპარტამენტის უფროსი:
ა) ახორციელებს დეპარტამენტის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილესა და დეპარტამენტის თანამშრომლებს შორის;
გ) ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
დ) აკონტროლებს დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ მათთვის დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებას და შრომის დისციპლინის დაცვას;
ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით გენერალური პროკურატურის ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ვ) აუცილებლობის შემთხვევაში უზრუნველყოფს სამმართველოს პროკურორების მონაწილეობას სასამართლო ინსტანციებში საქმეების განხილვისას;
ზ) შეაქვს საჩივრები სასამართლო გადაწყვეტილებებზე;
თ) აკონტროლებს დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში გენერალური პროკურორის ბრძანებების, მითითებებისა და დავალებების შესრულებას;
ი) ექვს თვეში ერთხელ გენერალურ პროკურორს წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების შესახებ;
კ) ყოველი წლის ბოლოს გენერალურ პროკურორს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტის საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, მომავალში გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე;
ლ) ასრულებს გენერალური პროკურორის და მისი მოადგილეების ცალკეულ დავალებებს;
მ) ახორციელებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობითა და „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.
მუხლი 6🔗. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი.
2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:
ა) დეპარტამენტის უფროსთან შეთანხმებით ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტში შემავალ სამმართველოებს შორის;
ბ) ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
გ) აკონტროლებს დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ სამსახურებივი მოვალეობების შესრულებას და შრომის დისციპლინის დაცვას;
დ) დეპარტამენტის უფროსის წინაშე აყენებს საკითხებს დეპარტამენტის თანამშრომელთა სამსახურებრივი წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ;
ე) აკონტროლებს დეპარტამენტის კომპეტენციის მიკუთვნებულ საკითხებზე გენერალური პროკურორის ბრძანებების, მითითებებისა და დავალებების, გენერალური პროკურორის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსის დავალებების შესრულებას;
ვ) ასრულებს გენერალური პროკურორის, გენერალური პროკურორის მოადგილის და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებს;
ზ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 7🔗. სამმართველოს უფროსი
1. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი.
2. სამმართველოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს თანამშრომლებს შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზაციას; აკონტროლებს სამმართველოს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას;
გ) ხელს აწერს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;
დ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, კონტროლს უწევს გენერალური პროკურორის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, გენერალური პროკურორის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსის დავალებების შესრულებას;
ე) ასრულებს პროკურატურის ზემდგომ თანამდებობის პირთა ცალკეულ დავალებებს;
ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 8🔗. დეპარტამენტის თანამშრომლები
1. დეპარტამენტში შრომით საქმიანობას ეწევიან:
ა) სამმართველოს უფროსი პროკურორები;
ბ) სამმართველოს პროკურორები;
გ) დეპარტამენტის სტაჟიორი;
დ) დეპარტამენტის მრჩევლები;
ე) სამმართველოს მრჩევლები;
ვ) დეპარტამენტის სპეციალისტი;
ზ) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები.
2. დეპარტამენტის თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი.
3. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი უზრუნველყოფს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფუნქცია-მოვალეობების შესრულებას.
4. დეპარტამენტის თანამშრომლების საქმიანობის კონკრეტული მიმართულებები დეპარტამენტის ამოცანათა შესაბამისად განისაზღვრება დეპარტამენტის უფროსის ზეპირი ან წერილობითი დავალებით.
საქართველოს გენერალური პროკურორიირაკლი შოთაძე