„ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ დაწესებულებებში მოხელეთა რეზერვის შესახებ“

მიღების თარიღი 28.09.1998
გამომცემი ორგანო ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო
ნომერი №29/კს§4
სარეგისტრაციო კოდი 220.012.003.382
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, -, 28/09/1998
matsne.gov.ge 126 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

„ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ დაწესებულებებში მოხელეთა რეზერვის შესახებ“ საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის ბრძანება № 29/კს §4 1998 წლის 28 სექტემბერი ქ. თბილისი ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ დაწესებულებებში მოხელეთა რეზერვის შესახებ საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“ და საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 25 მარტის №173 ბრძანებულების თანახმად, ვბრძანებ: 1. ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ საქვეუწყებო დაწესებულებებში შეიქმნას მოხელეთა რეზერვი საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 25 მარტის №173 ბრძანებულებით დამტკიცებული „მოხელეთა რეზერვის“ დებულების დაცვით. 2. დაევალოს: 2.1. კადრების, სამედიცინო პერსონალის გადამზადების, დასაქმებისა და საორგანიზაციო მუშაობის დეპარტამენტის უფროსს ნ. სააკაშვილს; 2.1.1. გააცნოს აღნიშნული ბრძანება ყველა სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელს. 2.1.2. საკითხის განხილვა მინისტრის საბჭოს სხდომებზე. 2.2. ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელებს შექმნან მოხელეთა რეზერვი ზემოთ აღნიშნული ბრძანებულების თანახმად: 3. კონტროლს ბრძანების შესრულებაზე განვახორციელებ პირადად. 4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნების დღიდან. ა. ჯორბენაძე