„ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ დაწესებულებებში მოხელეთა რეზერვის შესახებ“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მოქმედი ჯანმრთელობა
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის

ბრძანება № 29/კს §4

1998 წლის 28 სექტემბერი

ქ. თბილისი

ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ დაწესებულებებში მოხელეთა რეზერვის შესახებ

საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“ და საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 25 მარტის №173 ბრძანებულების თანახმად,

ვბრძანებ:

1. ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ საქვეუწყებო დაწესებულებებში შეიქმნას მოხელეთა რეზერვი საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 25 მარტის №173 ბრძანებულებით დამტკიცებული „მოხელეთა რეზერვის“ დებულების დაცვით.

2. დაევალოს:

2.1. კადრების, სამედიცინო პერსონალის გადამზადების, დასაქმებისა და საორგანიზაციო მუშაობის დეპარტამენტის უფროსს ნ. სააკაშვილს;

2.1.1. გააცნოს აღნიშნული ბრძანება ყველა სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელს.

2.1.2. საკითხის განხილვა მინისტრის საბჭოს სხდომებზე.

2.2. ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელებს შექმნან მოხელეთა რეზერვი ზემოთ აღნიშნული ბრძანებულების თანახმად:

3. კონტროლს ბრძანების შესრულებაზე განვახორციელებ პირადად.

4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნების დღიდან.

 

ა. ჯორბენაძე

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ დაწესებულებებში მოხელეთა რეზერვის შესახებ“?
დიახ, სამართლებრივი აქტი „ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ დაწესებულებებში მოხელეთა რეზერვის შესახებ“ ამჟამად ძალაშია.
სად არის „ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ დაწესებულებებში მოხელეთა რეზერვის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).

როგორ დავიმოწმოთ

სამართლებრივი აქტი „ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ დაწესებულებებში მოხელეთა რეზერვის შესახებ“. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/48610/