„თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის 1998 წლის კურსდამთავრებულთა განაწილების შესახებ“

მიღების თარიღი 28.09.1998
გამომცემი ორგანო ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო
ნომერი №29/კს§1
სარეგისტრაციო კოდი 220.012.003.383
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, -, 05/10/1998
matsne.gov.ge 103 სიტყვა · ~1 წთ

დოკუმენტის ტექსტი

„თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის 1998 წლის კურსდამთავრებულთა განაწილების შესახებ“ საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის ბრძანება №29/კს§1 1998 წლის 28 სექტემბერი თბილისი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის 1998 წლის კურსდამთავრებულთა განაწილების შესახებ „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის 1998 წლის კურსდამთავრებულ ახალგაზრდა სპეციალისტების დასაქმებასთან დაკავშირებით ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. დაევალოს კადრების სამედიცინო პერსონალის გადამზადების, დასაქმებისა და საორგანიზაციო მუშაობის დეპარტამენტის უფროსს ბ-ნ ნ. სააკაშვილს მოიძიოს სამედიცინო დაწესებულებების მოთხოვნა ახალგაზრდა სპეციალისტებზე. 2. ეთხოვოს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორს ბ-ნ რ. ხეცურიანს უზრუნველყოს 1998 წლის კურსდამთავრებულთა ნებაყოფლობითი განაწილების ჩატარება წარმოდგენილი მოთხოვნების შესაბამისად. 3. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის პირველ მოადგილეს ბ-ნ ა. გამყრელიძეს. მინისტრი                                                           ა. ჯორბენაძე