„თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის 1998 წლის კურსდამთავრებულთა განაწილების შესახებ“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის

ბრძანება №29/კს§1

1998 წლის 28 სექტემბერი

თბილისი

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის 1998 წლის კურსდამთავრებულთა განაწილების შესახებ

„თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის 1998 წლის კურსდამთავრებულ ახალგაზრდა სპეციალისტების დასაქმებასთან დაკავშირებით

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დაევალოს კადრების სამედიცინო პერსონალის გადამზადების, დასაქმებისა და საორგანიზაციო მუშაობის დეპარტამენტის უფროსს ბ-ნ ნ. სააკაშვილს მოიძიოს სამედიცინო დაწესებულებების მოთხოვნა ახალგაზრდა სპეციალისტებზე.

2. ეთხოვოს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორს ბ-ნ რ. ხეცურიანს უზრუნველყოს 1998 წლის კურსდამთავრებულთა ნებაყოფლობითი განაწილების ჩატარება წარმოდგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

3. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის პირველ მოადგილეს ბ-ნ ა. გამყრელიძეს.

მინისტრი                                                           ა. ჯორბენაძე

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის 1998 წლის კურსდამთავრებულთა განაწილების შესახებ“?
დიახ, სამართლებრივი აქტი „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის 1998 წლის კურსდამთავრებულთა განაწილების შესახებ“ ამჟამად ძალაშია.
სად არის „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის 1998 წლის კურსდამთავრებულთა განაწილების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).

როგორ დავიმოწმოთ

სამართლებრივი აქტი „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის 1998 წლის კურსდამთავრებულთა განაწილების შესახებ“. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/48616/