„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა შეფასების მიზნით შეფასების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 3 აპრილის №9159 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი (1)
დოკუმენტის ტექსტი
ბრძანება №11925
2020 წლის 30 აპრილი
ქ. თბილისი
1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა შეფასების მიზნით შეფასების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 3 აპრილის №9159 ბრძანებით დამტკიცებულ „სსიპ შემოსავლების სამსახურის თანამშრომლის შეფასების წესსა და პირობებს“ (დანართი №1) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-16 მუხლი:
„მუხლი 16. შეფასების განხორციელება 2020 წელს
1. 2020 წელს განსახორციელებელი შეფასების მიზნებისათვის:
ა) თანამშრომელი, გარდა გამოსაცდელი ვადით მიღებული პირისა, შეფასებას ექვემდებარება წელიწადში ერთხელ;
ბ) ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შესაფასებელი პერიოდია 2019 წლის 1 დეკემბრიდან 2020 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდი, ხოლო შეფასების ვადაა 2020 წლის 1 დეკემბრიდან ამავე წლის 21 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი.
2. 2020 წლის 1 დეკემბრიდან ამავე წლის 21 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში განსახორციელებელი შეფასების მიზნებისათვის:
ა) შეფასებას არ ექვემდებარება თანამშრომელი, რომელთანაც ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შესაფასებელ პერიოდში ჯამურად ექვს თვეზე მეტი ვადით არის შეჩერებული შრომითი ურთიერთობა დროებითი შრომისუუნარობის, ანაზღაურებად შვებულებაში ყოფნის, ანაზღაურების გარეშე შვებულებაში ყოფნის ან/და ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებაში ყოფნის საფუძვლით;
ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შესაფასებელ პერიოდში:
ბ.ა) თანამშრომლის უშუალო ხელმძღვანელის ცვლილებისას მისი საქმიანობის შეფასებას ახორციელებს ახალი უშუალო ხელმძღვანელი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ იგი თანამშრომლის უშუალო ხელმძღვანელს წარმოადგენს 6 თვეზე ნაკლები ხნის განმავლობაში, თანამშრომლის საქმიანობის შეფასებას ახორციელებს ზემდგომი თანამდებობის პირი;
ბ.ბ) თანამშრომლის თანამდებობის ცვლილებისას შეფასდება მის მიერ განხორციელებული საქმიანობა იმ თანამდებობაზე, რომელზეც იმყოფებოდა 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში.“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
სამსახურის უფროსი ლევან კაკავა