⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (22.09.2020)
გაუქმებულია:

სამართლებრივი რეფორმისა და ქართული იურიდიული ტერმინოლოგიის დამდგენი სახელმწიფო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 01.10.1998
ძალის დაკარგვა 22.09.2020
გამომცემი ორგანო იუსტიციის სამინისტრო
ნომერი №158
სარეგისტრაციო კოდი 010.012.003.386
გამოქვეყნების წყარო სსმ, 57, 26/10/1998
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,951 სიტყვა · ~10 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
01.10.1998 მიღება
22.09.2020 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

სამართლებრივი რეფორმისა და ქართული იურიდიული ტერმინოლოგიის დამდგენი სახელმწიფო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:"Geo ABC";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.0in 1.0in 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.012.003.386 საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №158 1998  წლის  1 ოქტომბერი ქ. თბილისი სამართლებრივი რეფორმისა და ქართული იურიდიული ტერმინოლოგიის დამდგენი სახელმწიფო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე     მუხლი 1🔗 საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 4 მარტის №124 ბრძანებულების მე-6 მუხლის შესაბამისად დამტკიცდეს სამართლებრივი რეფორმისა და ქართული იურიდიული ტერმინოლოგიის დამდგენი სახელმწიფო კომისიის დებულება (დანართი №1).     მუხლი 2🔗 1. სამართალშემოქიედებითი საქმიანობის შემდგომი განვითარების მიზნით საქართველოს იუსტიციის სამინისტროში შეიქმნას ექვსი სამუშაო ჯგუფი. 2. დამტკიცდეს დებულება საქართველოს იუსტიციის სამინისტროში სამუშაო ჯგუფების შექმნის და მათი საქმიანობის შესახებ (დანართი №2).     მუხლი 3🔗 დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მთ. ბუღალტერს (ლ. ვადაჭკორია) უზრუნველყოს კომისიის და სამუშაო ჯგუფების საქმიანობის ანაზღაურება. ლ. ჭანტურია სამართლებრივი რეფორმისა და ქართული იურიდიული ტერმინოლოგიის დამდგენი სახელმწიფო კომისიის დებულება I. ზოგადი დებულებანი 1. სამართლებრივი რეფორმისა და ქართული იურიდიული ტერმინოლოგიის დამდგენი სახელმწიფო კომისია (შემდგომში – კომისია) შექმნილია საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 4 მარტის №124 ბრძანებულებით და „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს 1997 წლის 7 აპრილის კანონის 42-ე მუხლის თანახმად წარმოადგენს სპეციალისტების კომისიას. 2. კომისია თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის აქტების და ამ დებულების შესაბამისად. 3. სამართლებრივი რეფორმისა და ქართული იურიდიული ტერმინოლოგიის დამდგენი სახელმწიფო კომისიის მუშაობის ძირითად მიმართულებად, საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 4 მარტის №124 ბრძანებულების მე-3 მუხლის თანახმად, განისაზღვროს საქართველოს საკანონმდებლო აქტების სრულყოფა, ქართული კონსტიტუციონალიზმისა და საბაზრო ეკონომიკის მოთხოვნათა გათვალისწინებით იურიდიული ტერმინოლოგიის დადგენა, ქართული იურიდიული ლექსიკონის, საქართველოს კანონთა წიგნისა და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნესათვის" შესაბამისი მასალების მომზადება. II. კომისიის უფლებამოსილებანი კომისიის კომპეტენციას განეკუთვნება: ა) საქართველოს მოქმედი ნორმატიული აქტების პრაქტიკული და მეცნიერული ანალიზის საფუძველზე წინადადებების მომზადება მათი სრულყოფის მიზნით; ბ) სამუშაო ჯგუფების მიერ მომზადებული დასკვნების, სამართლებრივი აქტების პროექტების განხილვა; გ) ქართული იურიდიული ტერმინოლოგიის დადგენა; დ) ქართული იურიდიული ლექსიკონისათვის მასალების მომზადება; ე) საქართველოს კანონთა წიგნისა და "საქართველოს საკანონმდებლო მაცნესათვის" სამუშაო ჯგუფების მიერ მომზადებულ საკითხებზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება; ვ) საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, იუსტიციის სამინისტროში სამართლებრივ ექსპერტიზაზე შემოსული აღმასრულებელი ხელისუფლების სამართლებრივი აქტების პროექტების განხილვა; ზ) საქართველოს პრეზიდენტის დავალებათა შესრულება კომისიის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე; თ) მოქმედი კანონმდებლობის შესრულების საერთო მდგომარეობის პერიოდულად განხილვა და მისი მოთხოვნების შეუსრულებლობის მიზეზების გაანალიზება; ი) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში სახელმწიფო, ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოების მიერ სამართალშემოქმედებითი საქმიანობის განხორციელებისათვის ხელის შეწყობა; კ) რეგიონალური და გაცვლითი სემინარების მოწყობა თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე; ლ) საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლისა და საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილების გაზიარების მიზნით კომისიისა და სამუშაო ჯგუფების წევრთა საზღვარგარეთ მივლინება, მათი ანგარიშის მოსმენა გაწეული მუშაობის შესახებ; მ) დაქვემდებარებული სამუშაო ჯგუფების გეგმებისა და პროგრამების განხილვა, მათი ანგარიშის მოსმენა; ნ) კომისიის კომპეტენციაში შემავალ სხვა საკითხების განხილვა და მათზე გადაწყვეტილების მიღება. III. კომისიის შემადგენლობა 1. კომისიის შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი. 2. კომისიას ხელმძღვანელობს თავჯდომარე – საქართველოს იუსტიციის მინისტრი. 3. კომისიის თავჯდომარეს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. 4. კომისიის თავჯდომარე: ა) წარმართავს კომისიის მუშაობას; ბ) დადგენილი წესით ამტკიცებს კომისიის დებულებას; გ) კომისიის მუშაობის ეფექტიანად წარმართვისათვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროში სამუშაო ორგანოს სახით კომისიასთან ქმნის სამუშაო ჯგუფებს და განსაზღვრავს მათ რაოდენობას და შექმნის წესს; დ) ნიშნავს სამუშაო ჯგუფების წევრებს; ე) საჭიროების შემთხვევაში, კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად იწვევს პირებს, რომლებიც კომისიის შემადგენლობაში არ არიან; ვ) განსაზღვრავს კომისიის სხდომების დღის წესრიგსა და დროს; ზ) თავჯდომარეობს კომისიის სხდომებს; თ) კომისიის სახელით საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს კომისიის დასკვნებსა და წინადადებებს; ი) დებს ხელშეკრულებებს მოწვეულ სპეციალისტებთან; კ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. ლ) კომისიის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის წინაშე. 5. კომისიის წევრის კომისიის სხდომებზე დასწრება სავალდებულოა. 6. კომისიის წევრის მიერ კომისიის სხდომების სისტემატურად, არასაპატიო მიზეზით გაცდენის შემთხვევაში კომისიის თავჯდომარე უფლებამოსილია საქართველოს პრეზიდენტთან დასვას საკითხი კომისიის წევრის შეცვლის შესახებ. 7. კომისიისა და სამუშაო ჯგუფების საქმიანობის ოპერატიულად უზრუნველყოფისათვის კომისიასთან იქმნება სამდივნო. 8. სამდივნო უზოუნველყოფს: ა) კომისიაზე განსახილველი ნორმატიული აქტების სამუშაო ჯგუფების მეშვეობით სამართლებრივ ექსპერტიზას და მის მომზადებას კომისიაზე განსახილველად; ბ) იუსტიციის სამინისტროს აპარატის მიერ მომზადებული ნორმატიული აქტების ექსპერტიზას სამართლებრივი და იურიდიული ტექნიკის თვალსაზრისით; გ) აღმასრულებელი ხელისუფლების იმ ნორმატიული აქტების კომისიაზე განსახილველად მომზადებას, რომლებიც საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე შეიძლება განიხილოს კომისიამ; დ) კომისიის სხდომის ჩატარებას და კომისიის წევრებისათვის ინფორმაციის მიწოდებას; ე) კომისიის დღის წესრიგის მომზადებას და თავჯდომარისათვის დასამტკიცებლად წარდგენას; ვ) კომისიის წევრებისათვის კომისიის სხდომის  დღის წესრიგისა და განსახილველი საკითხების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას კომისიის დღემდე ხუთი დღით ადრე; ზ) კომისიის სხდომის ჩატარების ტექნიკურ უზრუნველყოფას. 9. სამდივნოს მუშაობას ხელმძღვანელობს კომისიის პასუხისმგებელი მდივანი, რომელიც სამდივნოს მიერ გაწეულ საქმიანობაზე ანგარიშვალდებულია კომისიის წინაშე. 10. სამდივნოში სამუშაოდ სახელშეკრულებო საფუძველზე შეიძლება მოწვეულ იქნენ სპეციალისტები. 11. სამდივნოს საშტატო რაოდენობას და პერსონალურ შემადგენლობას განსაზღვრავს კომისიის თავჯდომარე – საქართველოს იუსტიციის მინისტრი (დანართი №2). IV. კომისიის მუშაობის ორგანიზაცია 1. კომისია თავის უფლებამოსილებას ახორციელებს სხდომებზე. 2. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის შემადგენლობის ორი მესამედი. 3. სხდომაზე გადაწყვეტილების მიღება ხდება კომისიის დამსწრე წევრების ხმათა უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავჯდომარის ხმა. 4. კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება კომისიის სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერს კომისიის თავჯდომარე და კომისიის პასუხისმგებელი მდივანი. 5. კომისიის მიერ განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხებზე მიღებულ დასკვნებსა და გადაწყვეტილებებს კომისიის თავჯდომარე წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს. 6. კომისიის სხდომაზე დღის წესრიგით გაუთვალისწინებელი საკითხის განხილვა შეიძლება მხოლოდ სხდომის დამსწრე წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით ან განსაკუთრებულ შემთხვევებში, კომისიის თავჯდომარის გადაწყვეტილებით. 7. კომისიის სხდომის ჩატარებისა და სხდომის დღის წესრიგის შესახებ კომისიის წევრს უნდა ეცნობოს კომისიის სხდომის თარიღამდე არა უგვიანეს სამი დღისა. V. კომისიის დაფინანსება კომისიის დაფინანსება ხდება საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 4 მარტის №124  ბრძანებულებით დადგენილი წესით. VI. კომისიის რეორგანიზაცია, გაუქმება და დებულებაში ცვლილებების შეტანა 1. კომისიის რეორგანიზაცია, გაუქმება და მასში ცვლილებების შეტანა ხდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით. 2. კომისიის დებულებასა და სტრუქტურაში ცვლილებების შეტანა ხდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. დებულება საქართველოს იუსტიციის სამინისტროში სამუშაო ჯგუფების შექმნისა და მათი საქმიანობის შესახებ 1. საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 4 მარტის №124 ბრძანებულების მე-6 მუხლის თანახმად, სამართლებრივი რეფორმისა და ქართული იურიდიული ტერმინოლოგიის დამდგენი სახელმწიფო კომისიის საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით საქართველოს იუსტიციის სამინისტროში შეიქმნას ექვსი სამუშაო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით: ა) პენიტენციალური კანონმდებლობის ჯგუფი რ. გილიგაშვილი  – იუსტიციის მინისტრის მოადგილე ჯგუფის ხელმძღვანელი ლ. ხვედელიანი – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის დეპარტამენტის უფროსი ზ. თინიკაშვილი     – საქართველოს საგარეო   საქმეთა სამინისტროს საკონსულო   დეპარტამენტის საპასპორტო-სავიზო  სამმართველოს უფროსის მოადგილე ალ. შუშანაშვილი – საქართველოს პროკურატურის სასწავლო ცენტრის დირექტორი გ. ყვარელაშვილი    – საქართველოს შს სამინისტროს სასჯელაღსრულებითი დეპარტამენტის უფროსი ვ. ხუციშვილი – თსუ იურიდიული ფაკულტეტის სისხლის სამართლის  პროცესისა და კრიმინალისტიკის კათედრის  უფროსი ლაბორანტი ბ) სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის ჯგუფი გ. მეფარიშვილი – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავჯდომარის მოადგილე    ჯგუფის ხელმძღვანელი ალ. შუშანაშვილი   – საქართველოს პროკურატურის სასწავლო ცენტრის დირექტორი ნ. წერეთელი – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის დეპარტამენტის მრჩეველი დ. სულაქველაძე    – საქართველოს პარლამენტის საკონსტიტუციო იურიდიულ საკითხთა და კანონიერების კომიტეტის წამყვანი სპეციალისტი, იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი გ) სისხლის სამართლის კანონმდებლობის ჯგუფი გიორგი ტყეშელიაძე – თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სისხლის სამართლისა და კრმინოლოგიის კათედრის გამგე, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ჯგუფის ხელმძღვანელი ნ. გვენეტაძე   – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო  სამართლის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, იურიდიულ მეცნიერებათა  კანდიდატი მ. ტურავა – რ/კ იუსტიციის სასწავლო ცენტრის გამგეობის წევრი,   თბილისის ივანე ჯვახიშვილის სახელობის  სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სისხლის სამართლისა და  კრიმინოლოგიის კათედრის დოცენტი, სამართლის დოქტორი. ო. გამყრელიძე   – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახ. და სამართლის ინსტიტუტის სისხლის სამართლისა და  კრიმინოლოგიის განყოფილების უფროსი,    იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი დ) ადმინისტრაციული კანონმდებლობის ჯგუფი ვ. ლორია – თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამართლის საფუძვლების კათედრის გამგე, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ჯგუფის ხელმძღვანელი ლ. ხვედელიანი – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის დეპარტამენტის უფროსი დ. სულაქველიძე    – საქართველოს პარლამენტის საკონსტიტუციო, იურიდიულ საკითხთა და კანონიერების კომიტეტის წამყვანი სპეციალისტი, იურიდიულ მეცნიერებათა  კანდიდატი ზ. ადეიშვილი – საქართველოს პარლამენტის საკონსტიტუციო, იურიდიულ საკითხთა და კანონიერების კომიტეტის  წამყვანი სპეციალისტი ბ. ლოლაძე  – იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ე) შრომის კანონმდებლობის ჯგუფი ლ. ადეიშვილი   – თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამოქალაქო სამართლის კათედრის პროფესორი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი  ჯგუფის ხელმძღვანელი ლ. ხვედელიანი – საქართველოს იუსტიცის სამინისტროს საჯარო სამართლის დეპარტამენტის მრჩეველი ხ. კაპანაძე – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის დეპარტამენტის მრჩეველი თ. რაზმაძე – საქართველოს შრომის ინსპექციის მრეწველობისა  და სოფლის მეურნეობაზე ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ი. გეწაძე – შრომის ინსპექციის საგადასახადო განყოფილების უფროსი ლ. ებანოიძე – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის დეპარტამენტის მრჩეველი ვ) აღსრულების კანონმდებლობის ჯგუფი ალ. ტალიაშვილი    – საქართველოს მოადგილე, იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი  ჯგუფის ხელმძღვანელი ლ. ხვედელიანი – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის დეპარტამენტის უფროსი დ. თარხან-მოურავი – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასამართლო აქტების აღსრულების დეპარტამენტის უფროსი ნ. ხოფერია – რ/კ იუსტიციის სასწავლო ცენტრის გამგეობის წევრი 2. განისაზღვროს სამართლებრივი რეფორმისა და ქართული იურიდიული ტერმინოლოგიის დამდგენი სახელმწიფო კომისიის სამდივნოს შემდეგი შემადგენლობა: ლ. ხვედელიანი – კომისიის პასუხისმგებელი მდივანი, იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის დეპარტამენტის  უფროსი დ. ხვედელიანი – იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის დეპარტამენტის მრჩეველი ლ. ბაგაშვილი – იუსტიციის სამინისტროს საქმეთა მმართველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ნ. ჩიხლაძე  – იუსტიციის სამინისტროს საქმეთა მმართველობის დეპარტამენტის ოპერატორი 3. სამდივნო თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული სამართლებრივი რეფორმისა და ქართული იურიდიული ტერმინოლოგიის დამდგენი სახელმწიფო კომისიის დებულების III თავის მე-8 პუნქტით განსაზღვრული წესით. 4. სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელს, სამუშაო ჯგუფისა და სამდივნოს წევრებს ნიშნავს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. 5. სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი ჯგუფის სხდომაზე გამოტანილ ყოველ საკითხს წინასწარ უთანხმებს კომისიის პასუხისმგებელ მდივანს. 6. ჯგუფის ხელმძღვანელი, სამუშაო ჯგუფთან ერთად განსაზღვრავს ჯგუფის სამუშაო გეგმას და სამდივნოს მეშვეობით დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს იუსტიციის მინისტრს ამ ბრძანების გამოცემიდან ორი კვირის ვადაში. ჯგუფის სამუშაო გეგმის შეცვლის თაობაზე დაუყოვნებლივ ეცნობება საქართველოს იუსტიციის მინისტრს შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად. 7. ჯგუფის ხელმძღვანელი სამდივნოს მეშვეობით განსაზღვრავს ჯგუფის სამუშაო გრაფიკს და ამის შესახებ მოახსენებს საქართველოს იუსტიციის მინისტრს, რომელიც უფლებამოსილია დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს ჯგუფის მუშაობაში. 8. სამუშაო ჯგუფის მიერ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება ხდება სხდომაზე დამსწრე წევრთა მიერ, ხოლო წევრებს შორის უთანხმოების შემთხვევაში - ჯგუფის ხელმძღვანელი უთანხმოების შესახებ მოახსენებს საქართველოს იუსტიციის მინისტრს, რომელიც საკითხის თაობაზე იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას. 9. სამუშაო ჯგუფის სხდომები იმართება კვირაში ერთხელ, ხოლო საქართველოს იუსტიციის მინისტრის ან ჯგუფის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, შეიძლება დადგინდეს სამუშაო ჯგუფის სხდომის ჩატარების განსხვავებული გრაფიკიც. 10. სამუშაო ჯგუფს ევალება სხდომაზე შეიმუშაოს განსახილველი სამართლებრივი აქტების პროექტები და წინადადებები კანონმდებლობის სრულყოფის თაობაზე, გაანალიზოს სხვა ქვეყნების საკანონმდებლო გამოცდილება, შეიმუშაოს წინადადებები ახალი ქართული იურიდიული ტერმინოლოგიის დასადგენად, წინასწარ განიხილოს საქართველოს კანონთა წიგნის რედაქციის მიერ მომზადებული „საქართველოს კანონთა წიგნში" შესატანი ნორმატიული მასალები, მისცეს განმარტებები მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე და სხვ. 11. სამუშაო ჯგუფი, სხდომაზე დამსწრე წევრთაგან ირჩევს სხდომის მდივანს. სხდომის მდივანი ადგენს ჯგუფის სხდომის ოქმს, რომელსაც ხელს აწერს ჯგუფის ხელმძღვანელი და სხდომის მდივანი. 12. სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმი ინახება კომისიის სამდივნოში. 13. სამუშაო ჯგუფის სხდომაზე, განსახილველი საკითხის გადასაწყვეტად შეიძლება მოწვეულ იქნენ პირები დაინტერესებული სახელმწიფო ორგანოებიდან, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან და სხვა უწყებებიდან. 14. სამართლებრივი რეფორმისა და ქართული იურიდიული ტერმინოლოგიის დამდგენი სახელმწიფო კომისიის გადაწყვეტილებით, კომისიის სხდომაზე შეიძლება მოწვეულ იქნენ სამუშაო ჯგუფის სხვა წევრებიც. 15. საქართველოს იუსტიციის მინისტრი უფლებამოსილია სამუშაო ჯგუფს დაავალოს სამუშაო გეგმით გაუთვალისწინებელ საკითხთა განხილვა და განუსაზღვროს გადაწყვეტილების მიღების ვადები. 16. სამუშაო ჯგუფი ექვემდებარება უშუალოდ საქართველოს იუსტიციის მინისტრს და ანგარიშვალდებულია მის წინაშე.