„ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ საერთაშორისო დაცვის ან/და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში განსხვავებული წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 2 აპრილის №26 ბრძანებაში“ ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №47 |
|
2020 წლის 1 მაისი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 და 24-ე მუხლების, „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების“ მე-10 მუხლის მე-3 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ საერთაშორისო დაცვის ან/და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში განსხვავებული წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 2 აპრილის №26 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 02/04/2020, 140130000.22.034.016958) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების 21 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 22 და 23 მუხლები:
„მუხლი 22 1. სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ საგანგებო მდგომარეობის ვადით შეჩერდეს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის: ა) 52-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, იმავე კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რომელიმე საფუძვლით უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვის დაწყების მიზნით სასამართლოსთვის შუამდგომლობის წარდგენა; ბ) 53-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოდან უცხოელის გაძევების საკითხის განხილვის ვადები. აღნიშნული ვადის ხელახალი ათვლა დაიწყოს საგანგებო მდგომარეობის გაუქმებისთანავე; გ) 53-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით საქართველოდან გასაძევებელი უცხოელისათვის საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების წარდგენა; დ) 54-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ვადის დინება; ე) მე-60 მუხლით გათვალისწინებული საქართველოში დროებითი ყოფნის უფლების მინიჭებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოდან გაძევების მიზნით სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში განთავსებულ უცხოელებზე. 3. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, უცხოელის დაკავება განხორციელდეს მხოლოდ 64-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“, ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით, ასევე 61 პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში. მუხლი 23 1. იმ უცხოელს, რომლის მიმართაც უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე მისი საქართველოდან გაძევების თაობაზე და 2020 წლის 14 მარტამდე არ ამოწურვია იმავე კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის გადაწყვეტილების ფარგლებში მინიჭებული ქვეყნის ნებაყოფლობითი დატოვების ვადა, უფლებამოსილი ორგანოს მიერ მინიჭებული ნებაყოფლობითი ვადის ხელახალი ათვლა დაიწყოს საგანგებო მდგომარეობის გაუქმებისთანავე. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირს, რომელსაც, 2020 წლის 14 მარტისთვის ამოწურული ჰქონდა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტით უფლებამოსილი ორგანოს მიერ გადაწყვეტილებით განსაზღვრული საქართველოს ნებაყოფლობითი დატოვების ვადა და არ დატოვა საქართველოს ტერიტორია, იმავე კანონის 57-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ვადის ხელახალი ათვლა დაიწყოს საგანგებო მდგომარეობის გაუქმებისთანავე.“. |
| მუხლი 2 |
1. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ ბრძანების პირველი მუხლით გათვალისწინებული 22 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტების მოქმედება გავრცელდეს 2020 წლის 21 მარტიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
|