საქართველოს გენერალური პროკურატურის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 06.05.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს გენერალური პროკურორი
ნომერი №010
სარეგისტრაციო კოდი 110060000.70.082.016022
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/05/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.05.2020 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე | საქართველოს გენერალური პროკურორი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გენერალური პროკურატურის კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გენერალური პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს გენერალური პროკურატურის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს გენერალური პროკურორის
ბრძანება №010
2020 წლის 6 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს გენერალური პროკურატურის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებისა და მე-18 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს გენერალური პროკურატურის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს გენერალური პროკურატურის
საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. საქართველოს გენერალური პროკურატურის (შემდგომში – გენერალური პროკურატურა) საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) წარმოადგენს გენერალური პროკურატურის სტრუქტურულ დანაყოფს, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ამ დებულებით და სხვა სამართლებრივი აქტებით.
2. დეპარტამენტი თავის საქმიანობას წარმართავს კანონიერებისა და სამართლიანობის, ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის, პროკურატურის ორგანოებთან და გენერალური პროკურატურის სხვა სტრუქტურულ დანაყოფებთან კოორდინაციისა და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვის პრინციპებიდან გამომდინარე.
3. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს გენერალური პროკურორის (შემდგომში – პროკურორი) და გენერალური პროკურორის უფლებამოსილი მოადგილის წინაშე, რომელიც ახორციელებს მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონით დადგენილი წესით.
მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ამოცანები
დეპარტამენტის ამოცანებია:
ა) საქართველოს პროკურატურის (შემდგომში – პროკურატურა) საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
ბ) საზოგადოებრივი აზრის შესწავლის და ჩამოყალიბების მიზნით, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, კვლევითი და ანალიტიკური სამუშაოების ჩატარება, თემატური მასალების დამუშავება;
გ) პროკურატურის ხელმძღვანელობის ინფორმირება საზოგადოებრივი აზრის შესახებ;
დ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო, არასამთავრობო, საზოგადოებრივ, ჰუმანიტარულ და რელიგიურ ორგანიზაციებთან ურთიერთობების დამყარება;
ე) პროკურატურაში მიმდინარე პროცესების ამსახველი ინფორმაციის მომზადება და გავრცელება;
ვ) საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებთან თემატური შეხვედრების, პრესკონფერენციებისა და ბრიფინგების მოწყობა; საზოგადოებრივ მაუწყებელთან, კერძო სამაუწყებლო კომპანიებთან და სხვა მედიასაშუალებებთან ერთად ერთობლივი სატელევიზიო პროექტების შემუშავება;
ზ) ინფორმაციის გავრცელება საინფორმაციო არხების მეშვეობით; საზოგადოების ინფორმირებისათვის სოციალური ქსელების გამოყენება და მათი მხრიდან სოციალურ ქსელებში შემოსულ კითხვებზე რეაგირება კომპეტენციის ფარგლებში;
თ) პროკურატურის საქმიანობის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ყოველდღიური მედიამონიტორინგის განხორციელება;
ი) პროკურატურის ვებგვერდის საინფორმაციო უზრუნველყოფის მიზნით პროკურატუტრის ორგანოებისა და გენერალური პროკურატურის შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფისაგან ინფორმაციის გამოთხოვა;
კ) საქართველოს პროკურატურის ფოტო და ვიდეო არქივის შექმნა, დამუშავება და განახლება.
მუხლი 3🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი.
2. დეპარტამენტის უფროსი:
ა) წარმართავს და ხელმძღვანელობს დეპარტამენტის საქმიანობას, ახორციელებს ყოველდღიურ კონტროლს დეპარტამენტის მუშაობაზე და პასუხისმგებელია მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებაზე;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
გ) ახორციელებს კონტროლს დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე;
დ) ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
ე) გენერალურ პროკურორს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის თანამშრომელთა მატერიალური წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;
ვ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად;
ზ) შუამდგომლობს დეპარტამენტის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;
თ) ექვს თვეში ერთხელ გენერალურ პროკურორს წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ი) ყოველი წლის ბოლოს გენერალურ პროკურორს წარუდგენს წინადადებებს საზოგადოებასთან ანგარიშვალდებულებისა და პროკურატურის საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით მომავალში გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე;
კ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 4🔗. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი.
2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:
ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში;
ბ) დაკისრებული მოვალეობების შესაბამისად უზრუნველყოფს დეპარტამენტის მუშაობის ორგანიზაციას, კონტროლს უწევს სამსახურებრივი და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას;
გ) დეპარტამენტის უფროსთან შეთანხმებით, გენერალური პროკურორის წინაშე აყენებს საკითხს თანამშრომლების წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;
დ) იხილავს დეპარტამენტში შემოსულ წერილებს, განცხადებებსა და საჩივრებს;
ე) ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში;
ვ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს გენერალური პროკურორის ბრძანებების, მითითებების, დავალებების შესრულებას;
ზ) დეპარტამენტის უფროსის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს;
თ) ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას, დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში.
მუხლი 5🔗. დეპარტამენტის თანამშრომლები
1.დეპარტამენტში შრომით საქმიანობას ეწევიან:
ა) მრჩევლები;
ბ) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი.
2. დეპარტამენტის თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი.
3. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი უზრუნველყოფს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფუნქცია-მოვალეობების შესრულებას.
4. დეპარტამენტის თანამშრომელთა საქმიანობის კონკრეტული მიმართულებები, დეპარტამენტის ამოცანათა შესაბამისად, განისაზღვრება დეპარტამენტის უფროსის ზეპირი ან წერილობითი დავალებით.
საქართველოს გენერალური პროკურორიირაკლი შოთაძე