საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამხედრო-საექიმო და სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 11.05.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №69
სარეგისტრაციო კოდი 140030000.22.034.017001
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/05/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,404 სიტყვა · ~12 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (5)
1 2
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
დაავადებათა ცხრილის გრაფა თანამდებობათა კატეგორია, რომელზე დანიშვნის შემთხვევაში მისაღები კანდიდატი/მოსამსახურე ექვემდებარება სამედიცინო შემოწმებას/ექსპერტიზას
I გრაფა სპეციალური დანიშნულების და ობიექტების დაცვის ფუნქციების განმახორციელებელი სტრუქტურული ქვედანაყოფები (გარდა ორგანიზაციული, სამეურნეო და ანალიტიკური ფუნქციის განმახორციელებელი თანამდებობისა).
დაავადებათა ცხრილის გრაფა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დანაყოფთა/თანამდებობათა კატეგორია, სადაც დანიშვნის შემთხვევაში მისაღები კანდიდატი/მოსამსახურე ექვემდებარება სამედიცინო შემოწმებას/ექსპერტიზას
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ან/და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების/ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 90% 02.07.2025 ავიასამედიცინო ცენტრის, ავიასამედიცინო ექსპერტის სერტიფიცირების და ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 90% 08.01.2019 ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციების კონტროლის სისტემის ფუნქციონირების შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ 89% 08.09.2020 საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 87% 21.03.2022 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორიდან პენიტენციური დაწესებულებისთვის ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან დაკავშირებული სამედიცინო ხასიათის ინფორმაციის მიწოდების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 86% 12.03.2020

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამხედრო-საექიმო და სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება  №69 2020 წლის 11 მაისი ქ. თბილისი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამხედრო-საექიმო და სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის 6​1 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ფ.რ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამხედრო-საექიმო და სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების თანდართული წესი. მუხლი 2🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამხედრო-საექიმო და სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა (შემდგომ – სამინისტრო) და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში (შემდგომ – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური) სამხედრო-საექიმო და სამედიცინო ექსპერტიზის ორგანიზებასა და ჩატარების წესს. 2. ექსპერტიზის/სამედიცინო შემოწმების ჩატარების მიზანია ამ წესის შესაბამისად, სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მისაღებ პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების უზრუნველყოფა სამსახურთან ვარგისიანობის/შესაბამისობის დადგენის მიზნით, ასევე მიღებული მოსამსახურეების სამედიცინო შემოწმება მათი შემდგომი სამსახურებრივი საქმიანობისათვის ვარგისიანობის/შესაბამისობის დადგენის მიზნით. მუხლი 2🔗. ჯანმრთელობის შემოწმება 1. სამინისტროში ჯანმრთელობის შემოწმება ხორციელდება: ა) სამხედრო-საექიმო ექსპერტიზის გავლის გზით (შემდგომ – ექსპერტიზა); ბ) სამედიცინო შემოწმების გავლის გზით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ექსპერტიზას ექვემდებარებიან (შემდგომ – ექსპერტიზას დაქვემდებარებული პირები): ა) სამინისტროში ან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სამხედრო ან სპეციალური წოდებით მისაღები პირი, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ბ) სამინისტროს სასწავლო დაწესებულებების მსმენელი; გ) სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე; დ) სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მოსამსახურე; ე) სამინისტროში საჯარო მოხელედ, შტატგარეშე მოსამსახურედ მისაღები პირი ამ წესის მე-7 მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სამედიცინო შემოწმებას ექვემდებარება (შემდგომ – სამედიცინო შემოწმებას დაქვემდებარებული პირები): ა) სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში საჯარო მოხელედ ან სამოქალაქო პირად ახლად მისაღები პირი, გარდა ამ წესით გათვალისწინებული გამონაკლისებისა; ბ) სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დამხმარე მოსამსახურედ მისაღები კანდიდატი და საჭიროებრისამებრ შტატგარეშე მოსამსახურედ მისაღები პირი. მუხლი 3🔗. ჯანმრთელობის შემოწმების ჩამტარებელი დაწესებულება 1. ჯანმრთელობის შემოწმების ჩატარებას, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახური (შემდგომ – ჯანმრთელობის დაცვის სამსახური), მის ბაზაზე არსებული სპეციალური კომისიების მეშვეობით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომისიებია: ა) ცენტრალური სამხედრო საექიმო კომისია (ცსსკ) (შემდგომ – ცსსკ); ბ) პოლიკლინიკის (სამმართველო) ბაზაზე არსებული კომისია. 3. ექსპერტიზის ჩატარებას უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომისია. 4. სამედიცინო შემოწმების ჩატარებას უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომისია. მუხლი 4🔗. ექსპერტიზა ექსპერტიზა წარმოადგენს ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომისიის მიერ ექსპერტიზას დაქვემდებარებული პირების ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებას ამ წესის დანართი №2-ით გათვალისწინებული დაავადებათა ცხრილების შესაბამისად სამსახურთან ვარგისიანობის/შესაბამისობის დადგენის მიზნით. მუხლი 5🔗. სამედიცინო შემოწმება სამედიცინო შემოწმებას დაქვემდებარებული პირები სამსახურში მიიღებიან ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (ფორმა №IV-100/ა) საფუძველზე, გარდა ამ წესის მე-7 მუხლის მე-14-მე-16 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევისა. მუხლი 6🔗. სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთა შემოწმება სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ვადიანი სამხედრო მოსამსახურეების ექსპერტიზის ჩატარება ცსსკ-ს მიერ ხორციელდება  საქართველოს თავდაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტით დადგენილი სტანდარტით. მუხლი 7🔗. ჯანმრთელობის შემოწმებისთვის გაგზავნა 1. ექსპერტიზას/სამედიცინო შემოწმებას დაქვემდებარებული პირი, ექსპერტიზის/სამედიცინო შემოწმების ჩატარების მიზნით ჯანმრთელობის დაცვის სამსახურში ექსპერტიზის/სამედიცინო შემოწმების გასავლელად იგზავნება სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემის შესაბამისი ადამიანური რესურსების მართვის ან საკადრო ქვედანაყოფის/დანაყოფის დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით მიმართვის საფუძველზე. 2. სამინისტროში ექსპერტიზას დაქვემდებარებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მოცულობა განისაზღვრება, მისი თანამდებობისთვის გათვალისწინებული ფუნქცია-მოვალეობის მიხედვით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად: დაავადებათა ცხრილის გრაფა თანამდებობათა კატეგორია, რომელზე დანიშვნის შემთხვევაში მისაღები კანდიდატი/მოსამსახურე ექვემდებარება სამედიცინო შემოწმებას/ექსპერტიზას 1 2 I გრაფა სპეციალური დანიშნულების, განსაკუთრებულ დავალებათა, საბრძოლო-მოიერიშე, სახელმწიფო საზღვრის დაცვის, სახანძრო-სამაშველო, ობიექტების დაცვის (სსიპ – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის გარდა), ფარული ოპერატიულ – სამეთვალყურეო უზრუნველყოფის ფუნქციების განმახორციელებელი თანამდებობები. II გრაფა საგამოძიებო, ოპერატიულ-სამძებრო, საპატრულო საექსპერტო-კრიმინალისტიკური საქმიანობის უზრუნველყოფის, დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის, ობიექტების დაცვის (მხოლოდ სსიპ – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის), ოპერატიულ-სამორიგეო და სატრანსპორტო საშუალების მართვის (გარდა I გრაფით გათვალისწინებული თანამდებობისა) ფუნქციების განმახორციელებელი თანამდებობები. III გრაფა თანამდებობები გარდა I და II გრაფებით გათვალისწინებული ფუნქციების განმახორციელებელი თანამდებობისა. შენიშვნა: ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მოცულობა განისაზღვრება შემდეგნაირად: I გრაფა – მაღალი მოცულობა; II გრაფა - საშუალო მოცულობა; III გრაფა – სტანდარტული მოცულობა. 3. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ექსპერტიზას დაქვემდებარებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მოცულობა განისაზღვრება, შემდეგი ცხრილის შესაბამისად: დაავადებათა ცხრილის გრაფა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დანაყოფთა/თანამდებობათა კატეგორია, სადაც დანიშვნის შემთხვევაში მისაღები კანდიდატი/მოსამსახურე ექვემდებარება სამედიცინო შემოწმებას/ექსპერტიზას 1 2 I გრაფა სპეციალური დანიშნულების და ობიექტების დაცვის ფუნქციების განმახორციელებელი სტრუქტურული ქვედანაყოფები (გარდა ორგანიზაციული, სამეურნეო და ანალიტიკური ფუნქციის განმახორციელებელი თანამდებობისა). II გრაფა კონტრდაზვერვითი, ოპერატიულ-სამძებრო, საგამოძიებო, ვიზუალური კონტროლისა და დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის ფუნქციების განმახორციელებელი სტრუქტურული ქვედანაყოფები (გარდა ორგანიზაციული, სამეურნეო და ანალიტიკური ფუნქციის განმახორციელებელი თანამდებობისა). III გრაფა ორგანიზაციული, სამეურნეო და ანალიტიკური ფუნქციის განმახორციელებელი თანამდებობები, სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფები (გარდა I და II გრაფით გათვალისწინებული ფუნქციების განმახორციელებელი ქვედანაყოფისა) და სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირი. შენიშვნა: ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მოცულობა განისაზღვრება შემდეგნაირად: I გრაფა – მაღალი მოცულობა; II გრაფა – საშუალო მოცულობა; III გრაფა – სტანდარტული მოცულობა. 4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ცხრილის შესაბამისად, ექსპერტიზას დაქვემდებარებული პირები ექსპერტიზას გადიან ამ წესის დანართი №2 გათვალისწინებული შესაბამისი კატეგორიის მიხედვით. 5. ექსპერტიზას/სამედიცინო შემოწმებას დაქვემდებარებული პირი, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიმართვიდან 1 თვის ვადაში უნდა გამოცხადდეს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურში ექსპერტიზის/სამედიცინო შემოწმების გავლის მიზნით. 6. ექსპერტიზას დაქვემდებარებული სამინისტროს მოქმედი მოსამსახურე ექსპერტიზაზე შეიძლება გაიგზავნოს: ა) თანამდებობრივი გადაადგილების შემთხვევაში, თუ თანამდებობა ითვალისწინებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გრაფით ჯანმრთელობის უფრო მაღალი მოცულობით შემოწმებას; ბ) სამსახურის ვადის გაგრძელების შემთხვევაში ზღვრულ ასაკს ზემოთ 5 წლამდე ვადით; გ) მოსამსახურე იმყოფებოდა საავადმყოფო ფურცელზე და არსებობს ობიექტური მიზეზი რომელიც ქმნის მისი შემდგომი სამსახურისთვის შეუსაბამობის საფუძველს; დ) ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების შემთხვევაში; ე) არსებობს სხვა ობიექტური გარემოებები, რომელიც ქმნის მოსამსახურის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემდგომი სამსახურისთვის შეუსაბამობის ობიექტურ საფუძველს. 7. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოქმედი მოსამსახურე ექსპერტიზაზე შეიძლება გაიგზავნოს: ა) თანამდებობრივი გადაადგილების შემთხვევაში, თუ თანამდებობა ითვალისწინებს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გრაფით ჯანმრთელობის უფრო მაღალი მოცულობით შემოწმებას ან/და თუ განიხილება მოსამსახურისათვის სამსახურის ვადის გაგრძელება ზღვრულ ასაკს ზემოთ 5 წლამდე ვადით, აღნიშნული პირები ექსპერტიზას გადიან ამ წესის დანართი №2-ით გათვალისწინებული „შემდგომი სამსახურისათვის“ ვარგისიანობის/შესაბამისობის კატეგორიის მიხედვით; ბ) მოსამსახურე იმყოფებოდა საავადმყოფო ფურცელზე და არსებობს ობიექტური მიზეზი რომელიც ქმნის მისი შემდგომი სამსახურისთვის შეუსაბამობის საფუძველს; გ) ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების შემთხვევაში; დ) არსებობს სხვა ობიექტური გარემოებები, რომელიც ქმნის მოსამსახურის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემდგომი სამსახურისთვის შეუსაბამობის ობიექტურ საფუძველს. 8. თანამდებობრივი გადაადგილების შემთხვევაში, თუ თანამდებობა ითვალისწინებს ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული გრაფით ჯანმრთელობის უფრო მაღალი მოცულობით შემოწმებას, ასევე მოსამსახურისათვის სამსახურის ვადის გაგრძელების შემთხვევაში მოსამსახურე ექსპერტიზაზე იგზავნება ამ წესის დანართი №2-ით გათვალისწინებული „შემდგომი სამსახურისათვის“ ვარგისიანობის/შესაბამისობის კატეგორიის მიხედვით ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესით. 9. სამედიცინო შემოწმებას დაქვემდებარებული პირის აგრეთვე, ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ქვეპუნქტით, ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ან მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული კანდიდატის ექსპერტიზაზე/სამედიცინო შემოწმებაზე დადგენილ ვადაში არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში ისინი მოიხსნებიან ექსპერტიზიდან/სამედიცინო შემოწმებიდან, რაც წარმოადგენს მათი სამსახურში არ მიღების/თანამდებობრივ გადაადგილებაზე უარის თქმის საფუძველს. 10. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“-„ე“ ან მე-7 პუნქტის „ბ“-„დ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მოსამსახურის ჯანმრთელობის მდგომარეობის სამსახურის გავლასთან შეუსაბამობის საფუძვლების არსებობის თაობაზე სამინისტროს მოსამსახურის უშუალო ხელმძღვანელი მოტივირებული პატაკით მიმართავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს/კურატორ მინისტრის მოადგილეს, ხოლო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურის უშუალო ხელმძღვანელი − საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს/კურატორ უფროსის მოადგილეს. 11. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“-„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევაში ექსპერტიზას დაქვემდებარებული პირის მიერ, დადგენილ ვადაში ექსპერტიზაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა ან ექსპერტიზისთვის თავის არიდება წარმოადგენს სამინისტროდან მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნის საფუძველს. 12. სამინისტროს ყოფილი მოსამსახურეები (თუ დათხოვნიდან გასულია 1 წელზე მეტი) რომლებსაც გავლილი აქვთ სამინისტროში ექსპერტიზა შესაბამისი გრაფით, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მოსამსახურეები ექსპერტიზას გადიან წესის დანართი №2 გათვალისწინებული „შემდგომი სამსახურისათვის“ ვარგისიანობის/შესაბამისობის კატეგორიის მიხედვით. ხოლო, სამინისტროს ის ყოფილი მოსამსახურეები, რომელთა დათხოვნიდან არ არის გასული 1 წელი, ექსპერტიზის გავლას არ ექვემდებარებიან. 13. სპეციალური ან სამხედრო წოდების მქონე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მოსამსახურე (თუ დათხოვნიდან გასულია 1 წელზე მეტი), ასევე სამინისტროს ყოფილი მოსამსახურეები ექსპერტიზას გადიან წესის დანართი №2 გათვალისწინებული ,,შემდგომი სამსახურისთვის“ ვარგისიანობის/შესაბამისობის კატეგორიის მიხედვით. ხოლო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ის ყოფილი მოსამსახურეები, რომელთა დათხოვნიდან არ გასულა 1 წელი, ექსპერტიზის გავლას არ ექვემდებარებიან. 14. სამინისტროს შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე საჯარო მოხელედ/სამოქალაქო პირად მისაღები კანდიდატი, ასევე საჭიროებისამებრ შტატგარეშე მოსამსახურედ მისაღები პირი ექვემდებარება ექსპერტიზას მხოლოდ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ცხრილის I-II გრაფებით განსაზღვრული ფუნქციების განმახორციელებელ თანამდებობებზე დანიშვნის შემთხვევაში. 15. სამინისტროში შტატგარეშე მოსამსახურედ, სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის დეპარტამენტში უმცროსი ინსპექტორის შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე სამოქალაქო პირად კანდიდატი მიიღება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სამედიცინო დაწესებულებების მიერ მისაღებ კანდიდატზე გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (ფორმა №IV-100/ა) საფუძველზე. 16. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში შტატგარეშე მოსამსახურედ პირი მიიღება სამედიცინო დაწესებულებების მიერ მისაღებ კანდიდატზე გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (ფორმა №IV-100/ა) საფუძველზე. 17. სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის იმ მოსამსახურეებს, რომლებსაც სამინისტროში, გავლილი აქვთ „საქართველოს სამხედრო ძალებში სამხედრო-საექიმო წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 1996 წლის 26 დეკემბრის № 360 ბრძანების დანართით გათვალისწინებული დაავადებათა ცხრილის III და IV გრაფებით სამხედრო-საექიმო შემოწმება, ამ წესის შესაბამისად „შემდგომი სამსახურისთვის“ ვარგისიანობის კატეგორიით ექსპერტიზას გაივლიან ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ცხრილების III გრაფით. მუხლი 8🔗. ჯანმრთელობის შემოწმება 1. ექსპერტიზას/სამედიცინო შემოწმებას დაქვემდებარებული პირის ექსპერტიზის/სამედიცინო შემოწმების ჩატარების საფუძველია სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემის შესაბამისი ადამიანური რესურსების მართვის ან საკადრო დანაყოფის მიმართვა და ექსპერტიზას/სამედიცინო შემოწმებას დაქვემდებარებული პირის წერილობითი თანხმობა. 2. ექსპერტიზის/სამედიცინო შემოწმების გასასვლელად წარდგენილმა კანდიდატმა უნდა შეავსოს წერილობითი ინფორმირებული თანხმობის ბლანკი ექსპერტიზის/სამედიცინო შემოწმების გავლისა (სამხედრო-საექიმო არსისა საჭიროების შესახებ, ცსსკ-ის გავლისა და შემდგომი შედეგების შესახებ, განზრახული სამედიცინო და ფსიქოლოგიური კვლევების შესახებ, სამედიცინო კვლევებზე უარის თქმის შესახებ, კვლევების პროცესში დაშვებული აუდიო-ვიზუალური კონტროლის შესახებ (გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისებისა)) და მისი პერსონალური მონაცემების, შენახვის, გაცვლის ან სხვაგვარად დამუშავებაზე თანხმობის შესახებ (წესის დანართი №3). 3. ექსპერტიზის ჩატარებისას ექიმ-სპეციალისტები ხელმძღვანელობენ ამ წესის დანართი №2-ით გათვალისწინებული დაავადებათა ცხრილებითა და წესის დანართი № 1-ით გათვალიწინებული მითითებებით. 4. ერთი ექიმი-სპეციალისტის მიერ სამუშაო დღეებში შემოწმებულთა რიცხვი არ უნდა აღემატებოდეს 50 პირს. 5. ექსპერტიზას დაქვემდებარებულ პირებს უტარდებათ: ა) გულმკერდის ორგანოების რენტგენოლოგიური გამოკვლევა; ბ) სისხლის საერთო ანალიზი (ედს, ჰემოგლობინის, ლეიკოციტების განსაზღვრა); გ) სისხლის გამოკვლევა (ჯგუფზე და რეზუს ფაქტორზე, ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსზე, B ჰეპატიტის ვირუსზე, C ჰეპატიტის ვირუსზე, ათაშანგზე); დ) შარდის საერთო ანალიზი (ხვედრითი წონა, PH, ცილა, გლუკოზა); ე) სიმაღლისა და სხეულის მასის გაზომვა (საჭიროების შემთხვევაში კისრის, მუცლის, თეძოს გარშემოწერილობა და საჭიროების შემთხვევაში, სხვა ანთროპომეტრიული გამოკვლევები). 6. ექსპერტიზას დაქვემდებარებულ პირს უტარდება ზოგადი ქირურგის, შინაგანი მედიცინის სპეციალისტის, ნევროპათოლოგის, ფსიქიატრის, ოფთალმოლოგის, ოტორინოლარინგოლოგის, სტომატოლოგის, დერმატო-ვენეროლოგის, ფთიზიატრია-პულმონოლოგიის სპეციალისტის, ორთოპედ-ტრავმატოლოგის და ქალი კანდიდატებისთვის მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია. ორმოც წელს გადაცილებული ექსპერტიზას დაქვემდბარებული პირს უტარდება ელექტრო კარდიოგრაფია, და თვალის შიდა წნევის გაზომვა. 7. გამოკვლევების, ექიმ-სპეციალისტთა კონსულტაციების, ანთროპომეტრიული მონაცემების, მედიკამენტებისა და სხვა ნივთიერებათა გადაუტანლობაზე (აწეულ მგრძნობელობაზე) მონაცემების შედეგები ფიქსირდება/აისახება კანდიდატის სამედიცინო შემოწმების აქტში (წესის დანართი №4). 8. სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ექსპერტიზას დაქვემდებარებული პირების სამსახურისათვის ვარგისიანობა განისაზღვრება ინდივიდუალური შეფასებით. 9. ექიმ-სპეციალისტის მიერ, კანდიდატის სამედიცინო შემოწმების აქტში (წესის დანართი №4) შესაბამის გრაფაში კეთდება ჩანაწერი დიაგნოზის შესახებ (დაავადების არარსებობის შემთხვევაში, კეთდება ჩანაწერი „ნორმის ფარგლებში”), აგრეთვე სამხედრო სამსახურისათვის ვარგისიანობის კატეგორიის დასკვნა და სამსახურისათვის განკუთვნის მაჩვენებელი. 10. სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ვადიან სამხედრო მოსამსახურეთა ექსპერტიზის ჩატარებისას ცსსკ ხელმძღვანელობს საქართველოს თავდაცვის მინისტრის შესაბამისი სამართლებრივი აქტებით. 11. ცსსკ-ის უფროსის (თავმჯდომარე) მოტივირებული წერილობითი გადაწყვეტილებით, შესაძლებელია კომისიის მიერ შემოწმებულ, ექსპერტიზას დაქვემდებარებულ პირთა გადამოწმება ან დამატებითი გამოკვლევებისა და განმეორებითი სამედიცინო შემოწმების ჩატარება. 12. ექიმ-სპეციალისტს გამოაქვს დასკვნები სამსახურისათვის ვარგისიანობის კატეგორიის შესახებ, შემდეგი ფორმულირებით: ა) ვარგისია/შესაფერისია როგორც ახლად მისაღები – „ა“; ბ) ვარგისია/შესაფერისია შემდგომი სამსახურისათვის – „ა“; გ) არ არის ვარგისი/შესაფერისი როგორც ახლად მისაღები – „ე“; დ) არ არის ვარგისი/შესაფერისი შემდგომი სამსახურისათვის – „ე“; ე) ვარგისია/შესაფერისია გამოჯანმრთელების შემდეგ (დროებით არ არის ვარგისი/შესაფერისი) – „დ“. 13. გამოკვლევის პროცესში, თუ პირს გამოუვლინდა ისეთი დაავადება, რომლის მიხედვითაც ამ წესის დანართი №2-ით გათვალისწინებული დაავადებათა ცხრილით გათვალისწინებულია ვარგისიანობის/შესაბამისობის კატეგორია - „ე“ არ არის ვარგისი სამხედრო სამსახურისათვის, შემოწმება შეწყდება და შედგება შესაბამისი დასკვნა. 14. გამოსაკვლევ პირს დიაგნოზის დაზუსტების მიზნით, საჭიროების შემთხვევაში უტარდება დამატებითი გამოკვლევები და სხვადასხვა ექიმ-სპეციალისტთა კონსულტაციები. ცსსკ-მ შესაძლებელია ისარგებლოს სპეციალიზებული სამედიცინო დაწესებულებების მომსახურებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 15. ამ წესის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გამოსაკვლევ პირს შესაბამისი გრაფით გათვალისწინებული მოცულობით ექსპერტიზის გავლისას თუ დაუდგინდა ამ მუხლის მე-12 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვარგისიანობის/შესაბამისობის კატეგორია, ასეთ შემთხვევაში ცსსკ, ამ პირს უტარებს ექსპერტიზას მის მიერ დაკავებული თანამდებობისთვის გათვალისწინებული ფუნქციის შესაბამისი გრაფის „შემდგომი სამსახურისთვის“ ვარგისიანობის კატეგორიის მიხედვით. 16. ექსპერტიზის შედეგად დგება დასკვნა სამსახურისათვის ვარგისიანობის შესახებ, მოწმდება ბეჭდით, დასკვნა ეგზავნება სამინისტროს ან/და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემის შესაბამის ადამიანური რესურსების მართვის ან საკადრო ქვედანაყოფს/დანაყოფს და მოთხოვნის შემთხვევაში, შემოწმებულ პირს. 17. თუ ექსპერტიზა ითვალისწინებს გაშიშვლებას, შესამოწმებელი პირის მოთხოვნისას, ექიმ-სპეციალისტი უნდა იყოს იმავე სქესის, რომელი სქესისაც არის ექსპერტიზას დაქვემდებარებული პირი. 18. გამოსაკვლევ პირს  შესაბამისი გრაფით გათვალისწინებული მოცულობით ექსპერტიზის გავლისას თუ დაუდგინდა ამ მუხლის მე-12 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვარგისიანობის/შესაბამისობის კატეგორია, აღნიშნული პირი იმავე გრაფით გათვალისწინებული მოცულობით ექსპერტიზის გავლისათვის შეიძლება გაიგზავნოს 6 თვის შემდეგ. მუხლი 9🔗. ცსსკ-ის შემადგენლობა და გადაწყვეტილების მიღების წესი 1. ცსსკ-ს ხელმძღვანელობს კომისიის უფროსი (თავმჯდომარე). 2. ცსსკ-ს შემადგენლობაში შედიან: კომისიის უფროსი (თავმჯდომარე), ექიმი-სპეციალისტი (არანაკლებ 5) და კომისიის მდივანი (ხმის უფლების გარეშე). 3. კომისიის შემადგენლობაში უნდა შედიოდნენ შემდეგი სპეციალობის ექიმი-სპეციალისტები: შინაგანი მედიცინა, ზოგადი ქირურგია, ნევროლოგია, ფსიქიატრია, ოტორინოლარინგოლოგია, ოფთალომოლოგია. 4. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაძლებელია ცსსკ-ს წევრად მოწვეულ იქნას სხვა ექიმი-სპეციალისტი. 5. ცსსკ კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს დასკვნებსა და სხვა გადაწყვეტილებებს, მათ შორის ცნობას (წესის დანართი №5), ავადმყოფობის მოწმობასა (წესის დანართი №6) და სამკურნალო შვებულების შესახებ ცნობას (წესის დანართი №7). 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებებს ცსსკ იღებს კოლეგიალურად ხმათა უმრავლესობით. 7. კომისიის უფროსის (თავმჯდომარის) ან ცსსკ-ის სხვა წევრის განსხვავებული აზრის შემთხვევაში განსხვავებული აზრი იწერება სამედიცინო შემოწმების აქტში (კომისიის სხდომის ოქმში), ხოლო გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით, ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია ცსსკ-ის უფროსის (თავმჯდომარე) ხმა. 8. ცსსკ შემოწმების შემდეგ ექსპერტიზას დაქვემდებარებული პირის შესახებ ადგენს დასკვნას სამსახურისათვის მისი ვარგისიანობის/შესაბამისობის თაობაზე ამ წესის მე-8 მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული კატეგორიების მიხედვით. მუხლი 10🔗. დაავადებებისა და დასახიჩრების სამსახურის გავლასთან მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენა ცსსკ-ის მიერ სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემის მოსამსახურეთა და სამსახურიდან დათხოვნილ პირთა დაავადებებისა და დასახიჩრების სამსახურის გავლასთან მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენას ხორციელდება ამ წესის დანართი №1-ით გათვალისწინებული მეთოდური მითეთებებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. მუხლი 11🔗. უწყებრივი გადაადგილება 1. სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოქმედი მოსამსახურეები, რომლებსაც გავლილი აქვთ სამინისტროში ექსპერტიზა შესაბამისი გრაფით, სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთი უწყებიდან მეორე უწყებაში მიღების შემთხვევაში აღარ გაივლიან ექსპერტიზას, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 2.  სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოქმედი მოსამსახურეები, ერთი უწყებიდან მეორე უწყებაში მიღების შემთხვევაში, თუ თანამდებობა ითვალისწინებს შესაბამისი გრაფით ჯანმრთელობის უფრო მაღალი მოცულობით შემოწმებას ექსპერტიზას გადიან ამ წესის დანართი №2-ით გათვალისწინებული ,,შემდგომი სამსახურისთვის“ ვარგისიანობის/შესაბამისობის კატეგორიის მიხედვით. მუხლი 12🔗. ექსპერტიზიდან/სამედიცინო შემოწმებიდან მოხსნა 1. ექსპერტიზას/სამედიცინო შემოწმებას დაქვემდებარებული პირი შეიძლება მოიხსნას ექსპერტიზიდან/სამედიცინო შემოწმებიდან ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით: ა) წესრიგის უხეშად დარღვევის შემთხვევაში; ბ) ექსპერტიზის/სამედიცინო შემოწმების გავლისა და მისი პერსონალური მონაცემების, შენახვის, გაცვლის ან სხვაგვარად დამუშავებაზე თანხმობის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში; გ) ამ წესის მე-7 მუხლის მე-9 და მე-11 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესით, ექსპერტიზას/სამედიცინო შემოწმებას დაქვემდებარებული პირის ექსპერტიზიდან/სამედიცინო შემოწმებიდან მოხსნის შემთხვევაში ეცნობება სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემის შესაბამის საკადრო ქვედანაყოფს/დანაყოფს. მუხლი 13🔗. ინფორმაციის შენახვის ვადა ამ წესით გათვალისწინებული დოკუმენტების, აგრეთვე ვიდეომეთვალყურეობის სისტემის ჩანაწერების შენახვის ვადები განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით. მუხლი 14🔗. პერსონალურ მონაცემთა დამუშავება პერსონალურ მონაცემთა დამუშავება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.