„საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№287
სარეგისტრაციო კოდი
120160030.10.003.021999
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/05/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №287

2020 წლის 4 მაისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/03/2020, 120160030.10.003.021892) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1.  დადგენილების 14 მუხლი ამოღებულ იქნეს.

2.  დადგენილების 15 მუხლი ამოღებულ იქნეს.

3. დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების:“

ა) 21 მუხლის სათაური და პირველი პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2​1. ქ. თბილისისა და ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტებში შესვლისა და გასვლის შეზღუდვა

1. აიკრძალოს ქ. თბილისისა და ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტებში შესვლა და ამ მუნიციპალიტეტებიდან გასვლა.“;

ბ) მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ნებისმიერი სახის სამშენებლო-ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულებას.“;

გ) მე-7 მუხლის პირველი პუნქტის:

გ.ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, ნავთობის და  ნავთობპროდუქტების(მათ შორის, ბენზინის და დიზელის), წყლის რეალიზაციისა/წარმოებისა/შესყიდვისა/გადაცემისა/განაწილებისა/მიწოდებისა, თხევადი აირის მიწოდება/რეალიზაციისა, ასევე სატელეკომუნიკაციო, საფოსტო და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მომსახურების მიწოდებისა; ასევე ელექტროენერგიის გამომუშავებისათვის საჭირო მოწყობილობა/დანადგარების წარმოება;“;

გ.ბ) „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ) ავტომობილების, მოტოციკლეტების, მოპედების და ველოსიპედების ტექნიკური მომსახურების გამწევი სუბიექტების საქმიანობის, მათ შორის, ავტოსამრეცხაოების საქმიანობისა, ასევე, ამავე სუბიექტების მიერ ტექნიკური მომსახურების გასაწევად აუცილებელი ნაწილების/აქსესუარების/მასალის ადგილზე რეალიზაციისა;“;

გ.გ) „ქ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ღ“ და „ყ“ ქვეპუნქტები:

„ღ) სამშენებლო-სარემონტო საქმიანობისა, ასევე, სამშენებლო ზედამხედველობასთან დაკავშირებული საქმიანობისა;

ყ) სამშენებლო მასალებისა და ხისა და მინის ნაწარმის წარმოებისა, რომელიც დაკავშირებულია მშენებლობასთან.“.

4. დანართები №1, №2, №3 ჩამოყალიბდეს ამ დადგენილების დანართის  შესაბამისად.

5. დანართი №4  და დანართი №5 ამოღებულ იქნეს.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 04.05.2020.
როდის იქნა მიღებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 04.05.2020. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №287. სარეგისტრაციო კოდი — 120160030.10.003.021999.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 04.05.2020 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №287, 04.05.2020, სარეგისტრაციო კოდი 120160030.10.003.021999 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.05.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4864476/