„ეკომარკირების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“
მიღების თარიღი 15.01.1999
გამომცემი ორგანო გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო
ნომერი №03
სარეგისტრაციო კოდი 300.012.003.455
გამოქვეყნების წყარო სსმ, 5(12), 12/02/1999
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.01.1999 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
„ეკომარკირების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:"Geo ABC";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 66.25pt 63.8pt 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომერი 300.012.003.455
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის
ბრძანება №3
1999 წლის 15 იანვარი
ქ. თბილისი
„ეკომარკირების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე
„გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 10 დეკემბრის კანონის (პარლამენტის უწყებანი, საკანონმდებლო დამატება – საქართველოს კანონები, 1997 წ., №1-2), მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ამავე კანონის მე-19 მუხლის შესრულების მიზნით ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს დებულება „ეკომარკირების შესახებ“;
2. ეს ბრძანება ძალაში შევიდეს მისი სახელმწიფო რეესტრში შეტანიდან მე -10 დღეს;
3. ეს ბრძანება გამოქვეყნდეს მისი სახელმწიფო რეესტრში შეტანიდან 7 დღეში.
ნ. ჩხობაძე
დებულება ეკომარკირების შესახებ
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულება
1. ეკომარკა წარმოადგენს ნიშანს-გრაფიკულ გამოსახულებას, რომელიც მიენიჭება საქართველოში წარმოებულ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას და რომელიც დაიტანება საბოლოო პროდუქციის (შეფუთვის ჩათვლით) გარე, თვალსაჩინო ადგილას. ეკომარკირება ხორციელდება ნებაყოფილობით საწყისებზე. მისი მიზანია მომხმარებელთა უკეთ ორიენტირება და აღნიშნული პროდუქციის წარმოების სტიმულირება.
2. ეკომარკა ენიჭება მხოლოდ იმ პროდუქციას, რომელიც საბოლოო მოხმარებისათვის არის განსაზღვრული (და არა იმას, რომელიც გამოიყენება ნახევარფაბრიკატად წარმოების პროცესში).
3. ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას ეკომარკას ანიჭებს გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან არსებული ეკომარკირების საუწყებათაშორისო კომისია.
მუხლი 2🔗. ეკომარკირების საუწყებათაშორისო კომისია
1. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან არსებული ეკომარკირების საუწყებათაშორისო კომისია წარმოადგენს საეკომარკო პროდუქციის დამდგენ, ნებართვის პირობების მიმღებ, შემცვლელ, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციაზე ეკომარკის მიმნიჭებელ, შემწყვეტ, შემაჩერებელ და ჩამომრთმევ ორგანოს.
2. ეკომარკირების საუწყებათაშორისო კომისიის პერსონალური შემადგენლობა განისაზღვრება 15 კაცის ოდენობით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი.
3. ეკომარკირების საუწყებათაშორისო კომისიას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც ამტკიცებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი.
4. საუწყებათაშორისო კომისია შედგება გარემოს დაცვის, ჯანმრთელობის დაცვის და სხვა შესაბამისი სამთავრობო დაწესებულებების, დაინტერესებული უწყებებისა და საზოგადოებრივი ორგანოზაციების წარმომადგენლებისაგან.
5. განხილული საკითხების სპეციფიკიდან გამომდინარე, საუწყებათაშორისო კომისიასთან იქმნება ექსპერტთა ჯგუფები, რომლის წევრებად სათათბირო ხმის უფლებით შეიძლება მოწვეულ იქნენ შესაბამისი კვალიფიკაციის სპეციალისტები. მათ კონკრეტულ რაოდენობასა და პერსონალურ შემადგენლობას დღის წესრიგთან ერთად ამტკიცებს კომისია.
6. საუწყებათაშორისო კომისია განიხილავს ექსპერტთა ჯგუფისაგან მიღებულ დოკუმენტაციას და იღებს შესაბამის დასკვნას ეკომარკის მინიჭების შესახებ.
7. საუწყებათაშორისო კომისია პერიოდულად ამოწმებს ეკომარკირებულ პროდუქციას ეკომარკით სარგებლობის ვადის გასვლამდე არაუმეტეს ერთ წელიწადში ორჯერ.
მუხლი 3🔗. ექსპერტთა ჯგუფი
1. ექსპერტთა ჯგუფი არსებობს ეკომარკირების საუწყებათაშორისო კომისიასთან და შედგება გარემოს დაცვის, მეწარმეთა და მომხმარებელთა სფეროს წარმომადგენლობისა და სხვადასხვა დარგის კვალიფიციური ექსპერტებისაგან. სამინისტროს ოფიციალური მიმართვის საფუძველზე, ექსპერტების მოწვევა ხდება შესაბამისი უწყებებისა და ორგანიზაციების მიერ კონკრეტული კანდიდატების წარდგენით.
2. ექსპერტთა ჯგუფის ფუნქციაა ეკომარკით სარგებლობის უფლების მისანიჭებლად შეწყვეტა-შენარჩუნების ან ჩამორთმევის შესახებ წარმოდგენილი განცხადებების, კანონმდებლობით გათვაალისწინებული სხვა დოკუმენტებისა და მასალების შემოწმება, განხილვა და შეფასება.
3. ექსპერტთა ჯგუფი იქმნება ყოველი ახალი პროდუქციისათვის, რომელზეც განცხადებულია ეკომარკის მინიჭების მოთხოვნა.
4. ექსპერტთა ჯგუფს ევალება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, დაინტერესებულ უწყებათა და ორგანიზაციათა და მომხმარებელთა სფეროს და მეწარმეთა კავშირის მიერ ერთობლივად შემუშავებული წინადადებების და საეკომარკო პროდუქციის ნუსხის (სათანადო მაჩვენებლებითა და პარამეტრებით) პროექტის შედგენა.
5. ექსპერტთა ჯგუფის მუშაობის ანაზღაურება ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. საექსპერტო ჯგუფის წევრთა შრომის ანაზღაურება განისაზღვრება საათობრივად - 1 საათში 3 ლარის ოდენობით.
მუხლი 4🔗. ეკომარკირებისათვის განკუთვნილი პროდუქციის დადგენა
1. იმ პროდუქციისათვის, რომლებზეც განცხადებულია ეკომარკის მინიჭების მოთხოვნა, აუცილებელია საერთო შეფასება. შეფასება მოიცავს ნედლეულის მოპოვების და გადამუშავების, პროდუქციის წარმოების, მოხმარების, უტილიზაციის, მოხმარების შემდგომ განთავსების ანუ მისი წარმოების და მოხმარების სრული ციკლის შედგენის გავლენას გარემოზე.
2. პროდუქციის შეფასებისათვის ძირითად კრიტერიუმად გამოიყენება:
ა) ნედლი მასალისა და ენერგიის გამოყენება (ტექნოლოგია, ტექნიკა, ეკონომია);
ბ) შემცველი მასალის ტოქსიკურობა;
გ) ემისია (აქროლადი აირი, წყალი, ხმაური და ა.შ.);
დ) ხელახალი გამოყენება, რეციკლირება.
ე) შეფუთვა, შეფუთვის მასალები;
ვ) გასაღებისა და ტრანსპორტირების (მოთხოვნის მიხედვით) პირობები;
ზ) ხარისხი;
პროდუქციის შეფასების საფუძველზე ხდება ეკომარკის მინიჭების საკითხის გადაწყვეტა.
მუხლი 5🔗. ეკომარკის მოქმედება
1. ეკომარკა პროდუქციას მიენიჭება სამ წლამდე ვადით.
2. პროდუქციისათვის მინიჭებული ეკომარკის შეცვლა ან ამოღება შესაძლებელია გამოწვეული იქნეს მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარებაში მომხდარი არსებითი ცვლილებებით ან რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედებებით.
მუხლი 6🔗. ეკომარკით სარგებლობა
1. ეკომარკა მიენიჭება პროდუქციას, რომელიც მზადდება საქართველოში.
2. ეკომარკის მინიჭების შესახებ განცხადების გაკეთება შეუძლია ნებისმიერ მეწარმე ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელიც პროდუქციას საქართველოში ამზადებს;
3. წინადადებები ეკომარკის მოთხოვნის შესახებ შეიძლება დაისვას მხოლოდ პროდუქციის სარეალიზაციოდ გამზადების შემდეგ.
მუხლი 7🔗. ეკომარკის მინიჭებისათვის საჭირო
დოკუმენტაცია და მისი დამტკიცება
1. განცხადებას ეკომარკის მინიჭების მოთხოვნის შესახებ თან ერთვის შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) პროდუქციის მწაორმოებლის (ეკომარკის მინიჭების მსურველის) იურიდიული სახელწოდება და მისამართი.
ბ) საქმიანობის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლი;
გ) იმ პროდუქციის დასახელება, რომელზედაც მოთხოვნილია ეკომარკის მინიჭება;
დ) მონაცემები (დოკუმენტები), რომლებიც სარწმუნოს ხდიან და ამტკიცებენ, რომ პროდუქცია დადგენილ სტანდარტებსა და ტექნიკურ ნორმებს შეესაბამება. აღნიშნულ დოკუმენტს გასცემს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიის და სერტიფიკაციის დეპარტამენტი და ის ორგანიზაციები, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასეთი დოკუმენტის გაცემის უფლება აქვთ;
ე) მონაცემები გამოყენებული მასალის (ნედლეულის) წარმოშობისა და ტექნოლოგიური ციკლის, ასევე დამადასტურებელი მასალა ენერგოეფექტურობის შესახებ;
2. ეკომარკირების საუწყებათაშორისო კომისიის მიერ განისაზღვრება შემოწმების ჩატარების მეთოდები და მოთხოვნები, აგრეთვე შემოწმების ჩამტარებელი (დასკვნის გამცემი) სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა;
3. ყველა მოთხოვნა და დასკვნა ეგზავნება ექსპერტთა ჯგუფს განსახილველად, რომელიც განხილვის შემდეგ უგზავნის მათ საუწყებათაშორისო კომისიას (თუ საჭირო დოკუმენტაცია შეესაბამება მოთხოვნებს).
4. განცხადება ეკომარკის მინიჭების შესახებ განიხილება ყველა საჭირო დოკუმნტის წარმოდგენიდან არაუგვიანეს ორი თვისა;
5. საბოლოო გადაწყვეტილებას ეკომარკის მინიჭების შესახებ მინისტრი იღებს ერთ კვირაში;
6. ეკომარკირების საუწყებათაშორისო კომისიის უარყოფითი დასკვნა შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.
მუხლი 8🔗. ეკომარკით სარგებლობა.
1. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და განმცხადებელს შორის დგება კონტრაქტი ეკომარკირებით სარგებლობის შესახებ ეკომარკირების საუწყებათაშორისო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე.
2. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და განმცხადებლებს შორის ეკმარკით სარგებლობის შესახებ კონტრაქტი შეიცავს მხარეთა უფლებებსა და მოვალეობებს (პირობებს) ეკომარკით სარგებლობისას.
3. ეკომარკით სარგებლობის კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაში ხდება საუწყებათაშორისო კომისიის მიერ ეკომარკით სარგებლობის უფლებამოსილების შეწყვეტა ან შეჩერება იმ გარემოებისა და პირობების აღდგენამდე, რაც კონტრაქტითაა გათვალისწინებული.
4. ეკომარკით სარგებლობის უფლების ვადამდე ჩამორთმევა ხდება მაშინ, როცა:
ა) პროდუქცია აღარ შეესაბამება საეკომარკო პროდუქციის მოთხოვნებს, არ ექვემდებარება მეორად გადამუშავებას, დარღვეულია ტექნოლოგიური პროცესი, შეფუთვის სტანდარტები და სხვა;
ბ) კომისია ყალბი ინფორმაციით შეცდომაში იქნა შეყვანილი;
გ) პროდუქციის შემადგენლობა არასწორადაა დასახელებული (გაყალბებულია);
დ) ეკომარკა გამოყენებული იქნა სხვა პროდუქციისათვის უნებართვოდ (სარგებლობის უფლების უკანონო დელეგირება);
ე) გაჭიანურებული ან შეფერხებული იქნა კონტროლის განხორციელება ეკომარკით სარგებლობის პირობებზე, რაც დადასტურებულია საოქმო ჩანაწერებით.
5. კომისია უფლებამოსილია ნებისმიერი მოტივირებული განცხადების საფუძველზე მეწარმეს ჩამოართვას ეკმარკით სარგებლობის უფლება;
6. ეკომარკით სარგებლობის დროის გასვლამდე ერთი თვით ადრე დასმული უნდა იქნეს მისი ვადის გაგრძელების წინადადება.
მუხლი 9🔗. ცვლილებები და დამატებები
წინამდებარე დებულებაში ცვლილებები და დამატებები დაიშვება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 10🔗. პასუხისმგებლობა ეკომარკით უკანონო
სარგებლობისათვის
ეკომარკით უკანონო სარგებლობა ისჯება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.