„საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№764
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.025833
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/05/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 764         

2020  წლის 5 მაისი         

ქ. თბილისი

საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებსაქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების დანართის მე-4 მუხლის:

ა) მე-8 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) მისი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოს ამ დანართის მე-4 მუხლის „86“ და „87“ პუნქტების საფუძველზე სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ავიაკომპანიასთან გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულების ფარგლებში გაყიდული ბილეთების ფასების შესახებ ავიაკომპანიის მიერ მიწოდებული ინფორმაციის, კერძოდ, გაყიდული ბილეთების შესახებ ინფორმაციის (წარდგენილი უნდა იქნეს სიის სახით და შეიცავდეს მგზავრებისა და გაყიდული ბილეთების ფასის შესახებ ინფორმაციას), მიწოდებული გაყიდული ბილეთების ელექტრონული ასლებისა და შესაბამისი საბანკო ტრანზაქციების დამადასტურებელი ელექტრონული ასლების ურთიერთდადარება და შედეგების შესახებ სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმირება ოფიციალური წერილის სახით, რომელიც იქნება „86“ და „87“ პუნქტებით განსაზღვრული ნაწილობრივი სუბსიდირების საფუძველი.“;

ბ) 86 პუნქტის  შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „87“ პუნქტი:

„87) სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ უზრუნველყოს კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის საერთაშორისო ფრენებზე დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე უცხო ქვეყნებში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების საქართველოში დაბრუნების მიზნით თბილისი-რიადი-ამანი-თბილისის მიმართულებით დაგეგმილი საერთაშორისო რეისის ნაწილობრივი სუბსიდირება არაუმეტეს 45 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით, „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გამოყოფილი ასიგნებების პროგრამული კოდი: 24 05 – „ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა“ ფარგლებში. აღნიშნული ნაწილობრივი სუბსიდირების თანხის ოდენობა მცირდება შესაბამისი ავიაკომპანიის მიერ ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის ჯამის ოდენობით.“.

პრემიერ-მინისტრი                                                                           გიორგი გახარია