საქართველოს გენერალური პროკურატურის ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 06.05.2020
ძალის დაკარგვა 30.09.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს გენერალური პროკურორი
ნომერი №025
სარეგისტრაციო კოდი 110060000.70.082.016038
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/05/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,111 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.05.2020 მიღება
30.09.2025 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე საქართველოს გენერალური პროკურორი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს გენერალური პროკურატურის ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება №025 2020 წლის 6 მაისი ქ. თბილისი საქართველოს გენერალური პროკურატურის ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებისა და მე-18 მუხლის  შესაბამისად,  ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს გენერალური პროკურატურის ეკონომიკური დეპარტამენტის თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს გენერალური პროკურორიირაკლი შოთაძე საქართველოს გენერალური პროკურატურის ეკონომიკური დეპარტამენტის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. საქართველოს გენერალური პროკურატურის ეკონომიკური დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის საქართველოს გენერალური პროკურატურის (შემდგომში – გენერალური პროკურატურა) სტრუქტურული დანაყოფი და თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას წარმოადგენს გენერალურ პროკურატურას. 2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, გენერალური პროკურატურის დებულებით, ამ დებულებით, სხვა სამართლებრივი აქტებით. 3. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს გენერალური პროკურორისა (შემდგომში – გენერალური პროკურორი) და გენერალური პროკურორის უფლებამოსილი მოადგილის წინაშე, რომელიც ახორციელებს მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას, კანონით დადგენილი წესით. 4. დეპარტამენტის მუშაობა წარიმართება პროკურატურის ორგანოებთან და გენერალური პროკურატურის სტრუქტურულ დანაყოფებთან კოორდინაციის პრინციპის საფუძველზე. მუხლი 2🔗. დეპარტამენტის მიზნები დეპარტამენტის მიზნებია საქართველოს პროკურატურის (შემდგომში – პროკურატურა) სისტემის მატერიალურ-ტექნიკური და ლოჯისტიკური უზრუნველყოფა, საქართველოს პროკურატურის საფინანსო-ეკონომიკური, სამეურნეო და საბუღალტრო საქმიანობის წარმართვა. მუხლი 3🔗. დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები 1. დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია: ა) პროკურატურის სისტემაში საბიუჯეტო პოლიტიკის განსაზღვრა; ბ) პროკურატურის ეკონომიკური და ფინანსური საქმიანობის კოორდინაცია და მართვა წლიური საბიუჯეტო კანონით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში; გ) ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების დანიშნულებისამებრ და მიზნობრივად ხარჯვის უზრუნველყოფა; დ) არაფინანსური აქტივების მიღების, აღრიცხვის, შენახვის, გაცემის და ინვენტარიზაციის ჩატარების უზრუნველყოფა; ე) საბუღალტრო საქმისწარმოების ორგანიზება; ვ) ლოჯისტიკური საქმიანობის მართვა; ზ) კანონით დადგენილი წესით, სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა და შესყიდვის შედეგად დადებული ხელშეკრულებების პირობების შესრულებაზე კონტროლი. მუხლი 4🔗. დეპარტამენტის სტრუქტურა 1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია: ა) სახელმწიფო შესყიდვების სამმართველო; ბ) საფინანსო-საბიუჯეტო სამმართველო; გ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო. 2. სახელმწიფო შესყიდვების სამმართველო უზრუნველყოფს: ა) სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის შედგენას, საჭიროების შემთხვევაში მასში ცვლილებების განხორციელებასა და კანონმდებლობით დადგენილი წესით წარდგენას; ბ) სახელმწიფო შესყიდვების გეგმის ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელებას, კანონმდებლობის შესაბამისად მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარებას, სავარაუდო ფასების განსაზღვრას, შესყიდვის საშუალების შერჩევასა და შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენას; გ) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად სატენდერო და საკონკურსო პროცედურების წარმართვას, სატენდეტო და საკონკურსო პირობებისა და წინადადებების, აგრეთვე სხვა დოკუმენტაციის მიღება-გაცემასა და აღრიცხვას; დ) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების პროექტების და საჭიროების შემთხვევაში მათში განსახორციელებელი ცვლილებების მომზადებას; ე) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე ანგარიშების წარდგენას, კანონმდებლობით დადგენილი წესით; ვ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას. 3. საფინანსო-საბიუჯეტო სამმართველო უზრუნველყოფს: ა) პროკურატურის საბიუჯეტო პოლიტიკის მიმართულებების განსაზღვრას; ბ) პროკურატურის ბიუჯეტის პროექტის შემუშავებას, საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარდგენას შემდგომი დამტკიცების მიზნით. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურისთვის დამტკიცებული ბიუჯეტის პარამეტრების განსაზღვრას; გ) პროკურატურის ორგანოებთან და გენერალური პროკურატურის სტრუქტურულ დანაყოფებთან ერთად, წლიური საბიუჯეტო კანონის, აგრეთვე, ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის შემუშავებაში მონაწილეობას; დ) პროკურატურისათვის დამტკიცებული საბიუჯეტო პარამეტრების მიხედვით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, განწერის შემუშავებას და დანიშნულებისამებრ წარდგენას; ე) წლიური საბიუჯეტო კანონის შესაბამისად, პროკურატურის დამტკიცებულ გეგმაში ცვლილების მომზადებასა და დანიშნულებისამებრ წარდგენას; ვ) წლიური საბიუჯეტო კანონით პროკურატურისათვის გათვალისწინებული ასიგნებების პერიოდული შესრულების ანგარიშის მომზადებას და კანონმდებლობით დადგენილი წესით წარდგენას; ზ) საბუღალტრო აღრიცხვას და ფინანსურ ანგარიშგებას საფინანსო-საბუღალტრო საქმიანობის აღრიცხვის სისწორის დაცვით; ოპერაციული ინფორმაციის, ბუღალტრული და საფინანსო ანგარიშების დროულად შედგენასა და შესაბამის უწყებებში წარდგენას; თ) ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების დანიშნულებისამებრ და მიზნობრივად ხარჯვას, შრომის ანაზღაურების გაანგარიშებასა და გაცემას; ი) საბუღალტრო საბუთების წარმოებას, გაფორმებას, შენახვასა და დადგენილი წესით მათ არქივში ჩაბარებას; კ) მონაწილეობის მიღებას ინვენტარიზაციის პროცესში და ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვაში ინვენტარიზაციის შედეგების ასახვას, ინვენტარის აფასების, ჩამოწერის და დაკავშირებული საკითხების ორგანიზებას; ლ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ცნობების გაცემას; მ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ზ–კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახორციელებს მთავარი ბუღალტერი. 5. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო უზრუნველყოფს: ა) პროკურატურის სისტემაში კაპიტალური, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების მოცულობის განსაზღვრას, შესაბამისი პროექტებისა და ხარჯთაღრიცხვების განხილვას, წინადადებების წარმოდგენას, სამუშაოების ორგანიზებასა და ზედამხედველობას; ბ) პროკურატურის ადმინისტრაციული შენობების სწორ ექსპლუატაციას; შენობებისა და ეზოს მოვლა-პატრონობასა და მოწესრიგებას; გ) პროკურატურის ადმინისტრაციული შენობების სათბობ-ენერგეტიკული საშუალებებითა და წყალმომარაგების შეუფერხებლად მოწოდებასა და სამეურნეო ინფრასტრუქტურის გამართულ და შეუფერხებელ ფუნქციონირებას; დ) პროკურატურის შენობების სახანძრო უსაფრთხოებას; ე) პროკურატურის ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების დაცვას; ვ) პროკურატურის სასაწყობე მეურნეობის მართვას; ზ) პროკურატურის მოთხოვნათა შესაბამისად, მომარაგების მიზნით, საოფისე ტექნიკა-მოწყობილობების, საკანცელარიო და სხვა აუცილებელი ინვენტარისა და ნივთების მოცულობისა და მონაცემების წარდგენას დეპარტამენტის საფინანსო-საბიუჯეტო სამმართველოსთვის – პროკურატურის ბიუჯეტის დაგეგმარების მიზნებისათვის და სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოსთვის – სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების მიზნებისათვის; თ) პროკურატურის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით უზრუნველყოფას, მათ ცენტრალიზებულ აღრიცხვას და ტექნიკურ გამართულობას; ი) პროკურატურის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების სათადარიგო ნაწილების გაცემასა და ჩამოწერას; კ) პროკურატურის ბალანსზე რიცხული და შესყიდული ძირითადი საშუალებებისა და მცირეფასიანი ინვენტარის მიღებასთან, აღრიცხვასთან, დასაწყობებასთან და გადაცემასთან დაკავშირებული დოკუმენტების წარმოებას, კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებების შესრულებისა და სხვა საკითხების ორგანიზებას; ლ) მონაწილეობის მიღებას ძირითადი საშუალებების და სასაქონლო მატერიალური ფასეულობის ინვენტარიზაციის ორგანიზებისა და ჩატარების პროცესში; მ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას. მუხლი 5🔗. დეპარტამენტის უფროსი 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი. 2. დეპარტამენტის უფროსი: ა) ახორციელებს დეპარტამენტის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას; ბ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის თანამშრომლებს შორის; გ) ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს; დ) აკონტროლებს დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ მათთვის დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებასა და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას; ე) გენერალური პროკურორისა და გენერალური პროკურორის უფლებამოსილი მოადგილის წინაშე აყენებს საკითხს დეპარტამენტის თანამშრომელთა სამსახურებრივი წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ; ვ) გენერალური პროკურატურის ხელმძღვანელობასთან შეაქვს წინადადებები დეპარტამენტის თანამშრომლების პროფესიული უნარების განვითარებისათვის განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ; ზ) აკონტროლებს გენერალური პროკურორის ბრძანებების, ინსტრუქციებისა და მითითებების შესრულებას; თ) იხილავს დეპარტამენტში შემოსულ წერილებს და განცხადებებს; ი) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში შუამდგომლობს პროკურატურის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ: კ) პასუხისმგებელია დეპარტამენტისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ლ) გენერალური პროკურორის უფლებამოსილ მოადგილესთან შეთანხმებით, გენერალურ პროკურორს წარუდგენს კანდიდატურებს დეპარტამენტის ვაკანტურ თანამდებობებზე დასანიშნად; მ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად; ნ) ექვს თვეში ერთხელ გენერალურ პროკურორს წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების შესახებ; ო) ყოველი წლის ბოლოს გენერალურ პროკურორს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდისა და მომავალში გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე; პ) ასრულებს გენერალური პროკურორისა და გენერალური პროკურორის უფლებამოსილი მოადგილის ცალკეულ დავალებებს. მუხლი 6🔗. სამმართველოს უფროსი 1. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი. 2. სამმართველოს უფროსი: ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას; ბ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს თანამშრომელთა შორის. უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზებას; გ) აკონტროლებს სამმართველოს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივ და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას; დ) ხელს აწერს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს; ე) სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში, აკონტროლებს გენერალური პროკურორის ბრძანებების, გენარალური პროკურორისა და დეპარტამენტის უფროსის მითითებების შესრულებას; ვ) ახორციელებს ანალიტიკურ მუშაობას სამმართველოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე და დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს წინადადებებს სამმართველოს კომპეტენციაში შემავალი საკითხების მოწესრიგებისა და გაუმჯობესების მიზნით; ზ) იხილავს დეპარტამენტში შემოსულ წერილებს და განცხადებებს; თ) ასრულებს ზემდგომ თანამდებობის პირთა ცალკეულ დავალებებს; ი) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 7🔗. დეპარტამენტის თანამშრომლები 1. დეპარტამენტში შრომით საქმიანობას ეწევიან: ა) დეპარტამენტის მრჩევლები; ბ) დეპარტამენტის სპეციალისტი; გ) მთავარი ბუღალტერი; დ) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები. 2. დეპარტამენტის თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი. 3. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი უზრუნველყოფს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფუნქცია-მოვალეობების შესრულებას. 4. დეპარტამენტის თანამშრომელთა საქმიანობის კონკრეტული მიმართულებები, დეპარტამენტის ამოცანათა შესაბამისად, განისაზღვრება დეპარტამენტის უფროსის ზეპირი ან წერილობითი დავალებით.