ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) 2020 წლის გამოცემის ქართულ ენაზე სამოქმედოდ შემოღების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№ნ-6
სარეგისტრაციო კოდი
350080000.64.076.016078
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/05/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის


ბრძანება №ნ-6
2020 წლის 6 მაისი
ქ. თბილისი

 

ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) 2020 წლის გამოცემის ქართულ ენაზე სამოქმედოდ შემოღების შესახებ
მუხლი 1
1. ქართულ ენაზე სამოქმედოდ შემოღებულ იქნეს ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს (IASB) მიერ მიღებული და გამოცემული ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები – 2020 წელი (შემდგომ – სტანდარტები).

2. სტანდარტების გამოყენება სავალდებულოა 2020 წლის პირველ იანვარს და შემდგომ დაწყებული საანგარიშგებო პერიოდისთვის.

3. სტანდარტები განთავსდეს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის (შემდგომ – სამსახური) ვებგვერდზე (www.saras.gov.ge).

4. ამ ბრძანებით სამოქმედოდ შემოღებული სტანდარტები სამსახურის მიერ განახლდეს სტანდარტების მოქმედი ინგლისურენოვანი რედაქციის განახლებიდან 6 თვის ვადაში.

5. სამსახური უზრუნველყოფს ამ ბრძანებით სამოქმედოდ შემოღებული სტანდარტების თარგმანის პერიოდულ რედაქტირებას, ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსიიური დოლიძე