„უმაღლესი განათლების მქონე სამედიცინო პერსონალის სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდების შესახებ სპეციალობაში „ზოგადი ჰიგიენა“
მიღების თარიღი 28.10.1998
გამომცემი ორგანო ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო
ნომერი №414/ო
სარეგისტრაციო კოდი 220.012.003.396
გამოქვეყნების წყარო სსმ, 3, 29/10/1998
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.10.1998 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (2)
| თვე | განცხადებისა და საბუთების მიღების ვადები |
| დეკემბერი | 7-10 |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
„უმაღლესი განათლების მქონე სამედიცინო პერსონალის სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდების შესახებ სპეციალობაში „ზოგადი ჰიგიენა“
საქართველოს ჯანმრთელობის
დაცვის მინისტრის ბრძანება №414/ო
1998 წლის 28 ოქტომბერი
ქ. თბილისი
უმაღლესი განათლების მქონე სამედიცინო პერსონალის სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდების შესახებ სპეციალობაში „ზოგადი ჰიგიენა“
საქართველოს კანონის „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ 154-ე მუხლის შესაბამისად და სანიტარული ზედამხედველობის სამსახურის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდების ცხრილი სპეციალობაში „ზოგადი ჰიგიენა“ თანდართული გრაფიკის მიხედვით (დანართი №1).
2. დამტკიცდეს სახელმწიფო სასერტიფიკაციო საგამოცდო დარგობრივი კომისიის შემადგენლობა სპეციალობაში „ზოგადი ჰიგიენა” (დანართი №2).
3. დაევალოს სახელმწიფო სასერტიფიკაციო საგამოცდო დარგობრივ კომისიას სპეციალობაში „ზოგადი ჰიგიენა „ზოგადი პროფილის ექიმი პროფილაქტიკოსის I, II, III ეტაპების არსებული პროგრამის მოდელირება საგამოცდო მოთხოვნათა შესაბამისად.
4. დაევალოს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზირების დეპარტამენტს, უმაღლესი და საშუალო სამედიცინო და ფარმაცევტული პერსონალისათვის სახელმწიფო სერტიფიკატისა და სახელმწიფო ლიცენზიის მიმნიჭებელი საბჭოს მოთხოვნათა შესაბამისად, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდების ორგანიზაციისათვის შესაბამისი მასალების მომზადება დამტკიცებული გრაფიკის მიხედვით.
5. დაევალოს ჯანდაცვის მართვის ნაციონალურ ცენტრს (ო. ვასაძე) გამოცდების ჩატარების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა.
6. სასერტიფიკაციო გამოცდების ხარჯების დაფარვა მოხდეს სამედიცინო მეცნიერებისა და განათლების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამიდან.
7. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის პირველ მოადგილეს ბატონ ა. გამყრელიძეს.
8.ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ „მედიცინაში“.
ა. ჯორბენაძე
დანართი №1
სახელმწიფო სასერტიფიკაციო საგამოცდო ცხრილი სპეციალობაში
„ზოგადი ჰიგიენა“
თვე
განცხადებისა
და საბუთების მიღების ვადები
ქალაქების რაიონების და
ორგანიზაციების დასახელება
I ეტაპის თარიღი
II და III ეტაპების თარიღი
დეკემბერი
1-3
1. სახსანზედამხედველობისა და ჰიგიენური ნორმირების დეპარტამენტი
8
1
2. სახსანზედამხედველობის ცენტრალური ინსპექცია
3. ჰიგიენური სერტიფიკაციისა და რეგისტრაციის
სამმართველო
4. ქ. თბილისის სახსანზედამხედველობის ინსპექცია
5. ქ. ფოთის სახსანზედამხედველობის ინსპექცია
6. იმერეთის მხარის სახსანზედამხედველობის ინსპექციები: ქუთაისი, ხონი, ჭიათურა, საჩხერე, ვანი, თერჯოლა, წყალტუბო, ზესტაფონი, ტყიბული, სამტრედია ხარაგაული ბაღდადი
7. ქვემო ქართლის მხარის
სახსანზედამხედველობის ინსპექციები: რუსთავი, მარნეული, თეთრიწყარო, ბოლნისი, გარდაბანი, წალკა, დმანისი
8. სახელმწიფო საზღვრებზე სახსანზედამხედველობის სამსახური
(სახსანზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ დამტკიცებული სიის მიხედვით
9. სამეგრელოს მხარის
სახსანზედამხედველობის ინსპექციები ზუგდიდი, აბაშა, სენაკი, ხონი, ჩხოროწყუ, წალენჯიხა, მარტვილი
10. გურიის მხარის სახ
სანზედამხედველობის ინსპექციები: ოზურგეთი, ჩოხატაური, ლანჩხუთი
დეკემბერი
7-10
11. რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო
სვანეთის მხარის სახანზედამხედველობის ინსპექციები: ამბროლაური, ონი, ცაგერი, ლენტეხი
12. მესტიის სახსანზედამხედველობის ინსპექცია
13 სამცხე – ჯავახეთის მხარის სახსანზედამხედველობის ინსპექციები: ახალციხე, ბორჯომი, ახალქალაქი, ადიგენი, ასპინძა, ნინოწმინდა
14. შიდა ქართლის მხარის სახსანზედამხედველობის ინსპექციები გორი, კასპი, ხაშური ქარელი
15. აჭარის ა/რ სახსანზედამხედველობის ინსპექციები: რესპუბლიკური: ქ. ბათუმი, ქობულეთი, ხელვაჩაური, ქედა, შუახევი, ხულო
16.სახელმწიფო საზღვრებზე სახსანზედამხედველობის სამსახური
17. მცხეთა-თიანეთის მხარის სახსანხედამხედველობის ინსპექციები: მცხეთა, დუშეთი, თიანეთი, ყაზბეგი ახალგორი
18. კახეთის მხარის სახსანზედამხედველობის
ინსპექციები: თელავი, სიღნაღი, ახმეტა, ყვარელი, გურჯაანი, საგარეჯო, დედოფლისწყარო, ლაგოდეხი
19. ცხინვალის სახსანზედამხედველობის ინსპექცია
დანართი №2
სახელმწიფო სასერტიფიკაციო საგამოცდო დარგობრივი კომისიის შემადგენლობა სპეციალობაში „ზოგადი ჰიგიენა“
1. გელაშვილი კლარა – თსსუ-ის კომუნალური და რადიაციული ჰიგიენის კათედრა,
მ.მ.დ. პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე)
2. აბდუშელიშვილი გივი – საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს
გ. ნათაძის სახელობის სანიტარიისა და ჰიგიენის ს/კ ინსტიტუტი, მ.მ.დ. პროფესორი
3. გერზმავა ოთარი – თსსუ-ის სოციალური მედიცინის და მენეჯმენტის კათედრა, მ.მ.დ. პროფესორი
4. გოგოლი ავთანდილი – საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს გ. ნათაძის სახელობის სანიტარიისა და ჰიგიენის ს/კ ინსტიტუტი, მ.მ.დ. პროფესორი
5. ვეფხვაძე ნინო – თსსუ-ის პრევენციული მედიცინის კათედრა. მ.მ.დ.
6. ზურაბაშვილი მაყვალა – თსსუ-ის პრევენციული მედიცინის კათედრა, მ.მ.დ. პროფესორი
7. თოდუა თინა – თსსუ-ის პრევენციული მედიცინის კათედრა, მ.მ.კ. დოცენტი
8. კაციტაძე გურამი – საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლის ცენტრი, მ.მ.დ. პროფესორი
9. კვერენჩხილაძე რევაზი – თსსუ-ის შრომის ჰიგიენის და პროფესიულ დაავადებათა კათედრა, მ.მ.დ. პროფესორი
10. კიკნაძე გურამი – საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, მ.მ.დ.
11. მამაცაშვილი მედეა – საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს გ. ნათაძის სახელობის სანიტარიისა და ჰიგიენის ს/კ ინსტიტუტი, მ.მ.დ. პროფესორი.
12. მჭედლიშვილი ირაკლი – თსსუ-ის ეპიდემიოლოგიის კათედრა, მ.მ.კ. დოცენტი
13. სააკაძე ვადიმი – თსსუ-ის შრომის ჰიგიენის და პროფესიულ დაავადებათა კათედრა, მ.მდ.
14. ქურხული მიხეილი – თსსუ-ის კომუნალური და რადიაციული ჰიგიენის კათედრა, მ.მ.დ. პროფესორი.
15. ხაზარაძე რევაზი – საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს გ. ნათაძის სახელობის სანიტარიისა და ჰიგიენის ს/კ ინსტიტუტი, მ.მ.დ. პროფესორი.
16. ყურაშვილი მელენტი – თსსუ-ის შრომის ჰიგიენის და პროფესიულ დაავადებათა კათედრა, მ.მ.დ. პროფესორი.