„მგზავრის გარდაცვალებისას/სხეულის დაზიანებისას, მგზავრის გადაყვანის ან/და ბარგის გადაზიდვის შეფერხებისას, ბარგის დაკარგვისას, დაზიანებისას ან განადგურებისას საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის მფლობელის მოვალეობების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 14 ივნისის №96 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№85
სარეგისტრაციო კოდი
310150000.54.066.016181
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/05/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება  №85

2020 წლის 8 მაისი

ქ. თბილისი

 

„მგზავრის გარდაცვალებისას/სხეულის დაზიანებისას, მგზავრის გადაყვანის ან/და ბარგის გადაზიდვის შეფერხებისას, ბარგის დაკარგვისას, დაზიანებისას ან განადგურებისას საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის მფლობელის მოვალეობების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 14 ივნისის №96 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„მგზავრის გარდაცვალებისას/სხეულის დაზიანებისას, მგზავრის გადაყვანის ან/და ბარგის გადაზიდვის შეფერხებისას, ბარგის დაკარგვისას, დაზიანებისას ან განადგურებისას საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის მფლობელის მოვალეობების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 14 ივნისის №96 ბრძანებით (სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, 15/06/2017, 310150000.54.066.016118) დამტკიცებულ „მგზავრის გარდაცვალებისას/ სხეულის დაზიანებისას, მგზავრის გადაყვანის ან/და ბარგის გადაზიდვის შეფერხებისას, ბარგის დაკარგვისას, დაზიანებისას ან განადგურებისას საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის მფლობელის მოვალეობების განსაზღვრის წესში“ შეტანილ იქნეს ცვლილება და დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორილევან კარანაძე



დანართი

 

მგზავრისთვის ხელმისაწვდომი ინფორმაცია

1. მგზავრის გარდაცვალების ან სხეულის დაზიანების შემთხვევაში არ არსებოს ავიაგადამზიდველის/მომსახურე ავიაგადამზიდველის ფინანსური პასუხისმგებლობის ზღვარი. ავიაგადამზიდველს/მომსახურე ავიაგადამზიდველს არ აქვს უფლება, უარყოს ან სადავო გახადოს კომპენსაციის გადახდის მოთხოვნა, თუ მისი ოდენობა არ აღემატება 128 821 SDR-ს. თუ კომპენსაციის გადახდის მოთხოვნა აღემატება აღნიშნულ ოდენობას, ავიაგადამზიდველი/მომსახურე ავიაგადამზიდველი უფებამოსილია სადავო გახადოს იგი და ამტკიცოს, რომ ზიანი არ დამდგარა მისი ბრალეული ქმედების შედეგად.

2. მგზავრთა გადაყვანის შეფერხების შემთხვევაში კომპენსაცია შეიძლება განისაზღვროს 5346 SDR-მდე ოდენობით.

3. ბარგის გადაზიდვის შეფერხების შემთხვევაში კომპენსაცია შეიძლება განისაზღვროს 1288 SDR-მდე ოდენობით.

4. ბარგის  დაკარგვის, დაზიანების ან განადგურების კომპენსაცია შეიძლება განისაზღვროს 1288 SDR-მდე ოდენობით. თუ ბარგი რეგისტრირებულია, ავიაგადამზიდველი/მომსახურე ავიაგადამზიდველი  პასუხისმგებელია მისი ბრალეულობის არარსებობის შემთხვევაშიც, თუ ბარგი გადაზიდვამდე არ იყო დაზიანებული. არარეგისტრირებული ბარგის შემთხვევაში ავიაგადამზიდველი/მომსახურე ავიაგადამზიდველი პასუხისმგებელია მხოლოდ მისი ბრალეულობის შემთხვევაში.

5. ავიაგადამზიდველის/მომსახურე ავიაგადამზიდველის პასუხისმგებლობა დგება იმ შემთხვევაში, თუ იგი ვერ დაამტკიცებს, რომ ყველა ზომა მიიღო ზიანის თავიდან ასაცილებლად ან მისი აცილება შეუძლებელი იყო. ასეთი მტკიცებულების წარდგენამდე მიიჩნევა, რომ ბარგის დაზიანება, შეფერხება, დაკარგვა და განადგურება მოხდა ავიაგადამზიდველის/მომსახურე ავიაგადამზიდველის მიზეზით.

6. რეგისტრაციამდე შესაბამისი განცხადების გაკეთების შემთხვევაში და დამატებითი თანხის გადახდისას, მგზავრს შეუძლია ისარგებლოს კომპენსაციის მაღალი  ოდენობით.

7. ბარგის დაზიანების, შეფერხების, დაკარგვის ან განადგურების შემთხვევაში მგზავრმა დაუყოვნებლივ უნდა განუცხადოს ამის თაობაზე ავიაგადამზიდველს/მომსახურე ავიაგადამზიდველს. რეგისტრირებული ბარგის დაზიანების შემთხვევაში მგზავრმა უნდა განაცხადოს 7 დღის განმავლობაში, ხოლო ბარგის შეფერხების შემთხვევაში – 21 დღის განმავლობაში, ორივე შემთხვევაში იმ თარიღიდან, როდესაც ბარგი გადავიდა მგზავრის განკარგულებაში.

8. თუ ავიაგადამზიდველი და მომსახურე ავიაგადამზიდველი არ არის ერთი და იგივე პირი, მგზავრი უფლებამოსილია მოსთხოვოს ზიანის ანაზღაურება ნებისმიერ მათგანს.

9. სარჩელი ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, წარდგენილი უნდა იყოს შესაბამის სასამართლოში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჰაერო ხომალდის ჩამოფრენის ან გადაყვანა-გადაზიდვების დღიდან ორი წლის განმავლობაში.