„საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის საქართველოს ურბანული ტრანსპორტის გაუმჯობესების პროგრამა“ სასესხო შეთანხმება
მიღების თარიღი 29.11.2019
ძალაში შესვლა 28.04.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №28042020
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016608
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/05/2020
დამატებითი მეტამონაცემები (8)
| „ბენეფიციარები“ | გულისხმობს საპროექტო ხელშეკრულების მე-2 განრიგში ჩამოთვლილ საქართველოს თითოეულ მუნიციპალიტეტს და გადაცემის ხელშეკრულების მხარე. |
| „მსესხებლის უფლებამოსილი წარმომადგენელი“ | გულისხმობს მსესხებლის ფინანსთა მინისტრს ან მის მიერ წერილობით დამტკიცებულ პირს. |
| „სააღსრულებო პოლიტიკა და პროცედურები“ | გულისხმობს ბანკის სააღსრულებო პოლიტიკასა და პროცედურებს, რომელიც დათარიღებულია 2017 წლის 4 ოქტომბრით. |
| „რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო“ | გულისხმობს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს. |
| კატეგორია | გამოყოფილი თანხის ოდენობა სასესხო ვალუტაში |
| (1) ნაწილი A-ს საქონელი, სამუშაოები და მომსახურებები | 16,830,000 |
| (2) ადმინისტრირების საკომისიო | 170,000 |
| სულ | 17,000,000 |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
„საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის (ბაკურიანის მუნიციპალური მომსახურების პროექტი)“ სასესხო შეთანხმება „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (თბილისის ავტობუსების პროექტი)“ (საოპერაციო ნომერი 48098) სასესხო შეთანხმება (საქართველოში მყარი ნარჩენების მართვის პროექტი) საქართველოს და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის თარიღი 12 ივლისი 2016 სასესხო შეთანხმება (საქართველოში მყარი ნარჩენების მართვის პროექტი)საქართველოს და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის
თარიღი 12 ივლისი 2016 „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ბათუმის ავტობუსების პროექტი)“ „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის თბილისის ავტობუსების პროექტის გაგრძელება“ სასესხო შეთანხმება
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის საქართველოს ურბანული ტრანსპორტის გაუმჯობესების პროგრამა“ სასესხო შეთანხმება
სასესხო შეთანხმება
(საქართველოს ურბანული ტრანსპორტის გაუმჯობესების პროგრამა)
საქართველოსა და
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის
დათარიღებულია 2019 წლის 29 ნოემბრით
„საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის საქართველოს ურბანული ტრანსპორტის გაუმჯობესების პროგრამა“ სასესხო შეთანხმება
სასესხო შეთანხმება
შეთანხმება დათარიღებულია 2019 წლის 29 ნოემბრით და ფორმდება საქართველოსა (შემდგომში „მსესხებელი“) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (შემდგომში „ბანკი“) შორის.
პრეამბულა
ვინაიდან ბანკი დაარსდა კონკრეტული პროექტების დასაფინანსებლად ღია საბაზრო სისტემაზე ორიენტირებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებისათვის გადასვლის პროცესის ხელშეწყობისა და კერძო და სამეწარმეო წამოწყებების წახალისების მიზნით გარკვეულ ქვეყნებში, რომლებმაც აიღეს ვალდებულება და იცავენ მრავალპარტიული დემოკრატიის, პლურაზმისა და საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს;
ვინაიდან მსესხებელი და ბენეფიციარები (როგორც ეს განმარტებულია ქვემოთ) აპირებენ პროექტის განხორციელებას განრიგი 1-ში აღწერილის თანახმად, რომელიც შეიქმნა ბენეფიციარებისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურებების გასაუმჯობესებლად, დიზელის საწვავზე მომუშავე თანამედროვე ავტობუსის შესყიდვის გზით ბენეფიციარებისთვის სარგებლის მისაღებად;
ვინაიდან პროექტს განახორციელებს პროექტის ორგანიზაცია (როგორც განმარტებულია ქვემოთ) და ბენეფიციარები, მსესხებლისგან ფინანსური მხარდაჭერის გზით და საპროექტო შეთანხმების შესაბამისად, რომელიც გაფორმდება ბანკსა და პროექტის ორგანიზაციას შორის ამ დოკუმენტში მითითებული თარიღით (შემდგომში „საპროექტო შეთანხმება“), როგორც ეს განმარტებულია სტანდარტულ ვადებსა და პირობებში;
ვინაიდან მსესხებელმა დახმარება ითხოვა ბანკისგან პროექტის ნაწილის დასაფინანსებლად;
ვინაიდან ბანკი თანახმაა განახორციელოს ტექნიკური თანამშრომლობის ფონდების უზრუნველყოფა გრანტის საფუძველზე, რათა დახმარება გაწიოს მსესხებელს პროექტის „ბ“ ნაწილის განხორციელებაში; კერძოდ, კორპორაციული განვითარების პროგრამისა და სატრანსპორტო რეფორმის კვლევის მომზადებაში, (როგორც განმარტებულია ქვემოთ) 1,500,000 ევრომდე ოდენობით და გენდერის საკითხებზე საკონსულტაციო მომსახურებების პროგრამის მომზადებაში (როგორც განმარტებულია ქვემოთ) 500,000 ევრომდე ოდენობით, და მათი განხორციელებაში საგრანტო შეთანხმებეში მოცემული ვადებითა და პირობებით;
ვინაიდან ბანკი თანახმაა, მათ შორის, ზემოაღნიშნულის საფუძველზე სესხი გამოუყოს მსესხებელს 17,000,000 ევროს ოდენობით, წინამდებარე შეთანხმებით განსაზღვრული ან წინამდებარე შეთანხმებაში და საპროექტო ხელშეკრულებაში მითითებული ვადებითა და პირობებით.
ამჟამად, შესაბამისად, მხარეები თანხმდებიან შემდეგზე:
მუხლი I - სტანდარტული ვადები და პირობები; განმარტებები
ნაწილი 1.01. სტანდარტული ვადებისა და პირობების გათვალისწინება
ბანკის 2018 წლის 1 ოქტომბრით[1] დათარიღებული სტანდარტული ვადებისა და პირობების ყველა დებულება აქვეა გათვალისწინებული და გამოიყენება წინამდებარე შეთანხმებაში იმავე ძალითა და ეფექტით, როგორც უშუალოდ წინამდებარე შეთანხმებაში იქნებოდა სრულად განსაზღვრული.
ნაწილი 1.02. განმარტებები
წინამდებარე შეთანხმებაში (მათ შორის პრეამბულასა და განრიგებში) გამოყენებული ტერმინები იმ შემთხვევების გარდა, თუ სხვა რამ არ არის მითითებული ან კონტექსტი სხვაგვარად მოითხოვს, განმარტებულია პრეამბულაში მითითებული მნიშვნელობებით, ხოლო სტანდარტულ ვადებსა და პირობებში განსაზღვრული ტერმინები – იქვე მითითებული მნიშვნელობებით და ქვემოთ მოყვანილი ტერმინები განიმარტება შემდეგნაირად:
„ბენეფიციარები“
გულისხმობს საპროექტო ხელშეკრულების მე-2 განრიგში ჩამოთვლილ საქართველოს თითოეულ მუნიციპალიტეტს და გადაცემის ხელშეკრულების მხარე.
„მსესხებლის უფლებამოსილი წარმომადგენელი“
გულისხმობს მსესხებლის ფინანსთა მინისტრს ან მის მიერ წერილობით დამტკიცებულ პირს.
„კორპორაციული განვითარების პროგრამა და სატრანსპორტო რეფორმის კვლევა“
გულისხმობს კორპორატიული განვითარების პროგრამასა და სატრანსპორტო რეფორმის კვლევას, რომელიც მომზადდება საერთაშორისო და ადგილობრივი კონსულტანტების მიერ და პროექტთან მიმართებაში პროექტის ორგანიზაციასთან (როგორც ეს განმარტებული ქვემოთ) თანამშრომლობით, დაფინანსებული იქნება დონორ(ებ)ის მიერ და განხორციელდებ ბენეფიციარების და შესაბამისი სატრანსპორტო კომპანიების მეშვეობით; ასეთი პროგრამა და კვლევა დაეხმარება პროექტის ბენეფიციარებს მხარი დაუჭირონ ინსტიტუციონალურ გაძლიერებას საოპერაციო და ფინანსური გაუმჯობესების კუთხით და ავტობუსების ოპერირების მდგრადობის და საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემის რეფორმის უზრუნველსაყოფად სატარიფო გეგმისა და შესაბამისი საბილეთო სისტემის გაცნობით და დაეხმარება ბენეფიციარებს გარემოსდაცვითი და სოციალური სამოქმედო გეგმის („ESAP”) განხორციელებაში და პროექტის ორგანიზაციასთან შესაბამის ანგარიშგებაში.
„სააღსრულებო პოლიტიკა და პროცედურები“
გულისხმობს ბანკის სააღსრულებო პოლიტიკასა და პროცედურებს, რომელიც დათარიღებულია 2017 წლის 4 ოქტომბრით.
„გენდერის საკითხებზე საკონსულტაციო მომსახურების პროგრამა“
გულისხმობს პროგრამას, რომელიც საერთაშორისო და ადგილობრივი კონსულტანტების გუნდის დახმარებით გაუწევს ტექნიკურ დახმარებას ბენეფიციარებს გენდერზე ორიენტირებული, ინკლუზიური და თანაბარუფლებიანი სატრანსპორტო მომსახურების შესაქმნელად, სატრანსპორტო კომპანიებში დასაქმებულთა გენდერული თანასწორობის წასახალისებლად და ოპერაციებისთვის და რეგიონული ჩართულობის გასაზრდელად ქვეყნის ნაკლებად განვითარებულ რეგიონებში ტრანსპორტის სექტორში ცოდნის ხელმისაწვდომობის გზით, სატრანსპორტო დაგეგმვის, ადამიანური რესურსების, ჯანდაცვის და უსაფრთხოების, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის, ტრეინინგის და ცოდნის გაზრდის პოლიტიკის და პრაქტიკის განხილვით და იდენტიფიცირება გაუკეთოს შეფასებით საოპერაციო რეკომენდაციებს ინკლუზიური სატრასპორტო სამოქმედო გეგმების სახით, რომელიც დამტკიცებული იქნება თითოეულ შესაბამის სატრანსპორტო კომპანიაში და დაეხმარება ბენეფიციარებს გარემოსდაცვითი და სოციალური სამოქმედო გეგმის („ESAP”) განხორციელებაში და პროექტის ორგანიზაციასთან შესაბამის ანგარიშგებაში.
„რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო“
გულისხმობს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს.
„პროექტის აქტივები“
გულისხმობს თანამედროვე, დიზელის საწვავზე მომუშავე ავტობუსებს, რომელთა შესყიდვაც უნდა განხორციელდეს სასესხო თანხით და გამოყენებისთვის გადაეცეთ ბენეფიციარებს ან მათ ნებისმიერ სამართალმემკვიდრეს თანხის გადაცემის შეთანხმებების შესაბამისად.
„პროექტის ორგანიზაცია“
არის საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, - საჯარო სამართლის იურიდიული პირი (ან მისი ნებისმიერი სამართალმემკვიდრე) სარეგისტრაციო ნომრით 206074193, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ოქტომბრის განკარგულებით N.558 და რომელიც მთლიანად ექვემდებარება მსესხებელს.
„ქვესასესხო შეთანხმება“
გულისხმობს ქვესასესხო შეთანხმებას ბანკისთვის მისაღები ფორმითა და შინაარსით, რომელიც უნდა გაფორმდეს მსესხებელის ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და პროექტის ორგანიზაციას შორის ნაწილის 3.01(ა) შესაბამისად, რაც მსესხებლის ფინანსთა სამინისტროს მიერ გადასესხებულ იქნება პროექტის ორგანიზაციისთვის.
„თანხის გადაცემის შეთანხმება“
გულისხმობს შეთანხმებას პროექტის ორგანიზაციასა და თითოეულ ბენეფიციარს შორის პროექტის ორგანიზაციის მიერ ბენეფიციარებისთვის პროექტის შესაბამისი აქტივის გადაცემასთან დაკავშირებით, რომელი შეთანხმებაც უნდა მოიცავდეს ბენეფიციარების საპროექტო შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს.
ნაწილი 1.03. ინტერპრეტაცია
სხვაგვარად განსაზღვრული შემთხვევების გარდა, წინამდებარე შეთანხმების კონკრეტულ მუხლზე, ნაწილზე ან განრიგზე მითითება გულისხმობს ამ შეთანხმების განსაზღვრულ მუხლზე, ან ნაწილზე ან განრიგზე მითითებას.
მუხლი II - სესხის ძირითადი პირობები
ნაწილი 2.01. თანხა და ვალუტა
ბანკი თანახმაა მსესხებელს გამოუყოს თანხა 17,000,000 (ჩვიდმეტი მილიონი) ევროს ოდენობით წინამდებარე შეთანხმებაში განსაზღვრული ვადების და პირობების საფუძველზე.
ნაწილი 2.02. სესხის სხვა ფინანსური პირობები
(ა) თანხის ჩამორიცხვის ცალკეული მინიმალური ოდენობა უნდა შეადგენდეს 100,000 ევროს.
(ბ) თანხის წინსწრებით გადახდის მინიმალური ოდენობა უნდა შეადგენდეს 2,000,000 ევროს.
(გ) გაუქმების მინიმალური ოდენობა უნდა შეადგენდეს 2,000,000 ევროს.
(დ) პროცენტის გადახდის თარიღები - ყოველი წლის 20 თებერვალი და 20 აგვისტო.
(ე) (1) მსესხებელმა სესხი უნდა დაფაროს 14 თანაბარ (ან შეძლებისდაგვარად თანაბარ) ნაწილად, ნახევარწლიური გადარიცხვის საშუალებით - ყოველი წლის 20 თებერვალს და 20 აგვისტოს, სესხის პირველი გადახდის თარიღი იქნება 2023 წლის 20 თებერვალი, ხოლო ბოლო გადახდის თარიღი იქნება 2029 წლის 20 აგვისტო.
(2) ყოველივე ზემოაღნიშნულის მიუხედავად, იმ შემთხვევაში, როდესაც (i) მსესხებელი არ ჩამორიცხავს მთელ სესხის თანხას ნაწილში 2.02(ე) მითითებული სესხის გადახდის პირველ თარიღამდე და (ii) ბანკი გაახანგრძლივებს ნაწილში 2.02(ვ) მითითებული სესხის თანხის ხელმისაწვდომობის პერიოდს, სესხის დაფარვის პირველი თარიღის იმ თარიღამდე, რომელიც იწყება სესხის დაფარვის პირველი თარიღის მერე და შემდეგ ყოველ ჯერზე ჩამორიცხული თანხა, რომელიც დაემთხვევა ან გასცდება სესხის გადახდის პირველ თარიღს, თანაბრად გადანაწილდება სესხის გადახდის თარიღებზე თანხის ამგვარი ჩამორიცხვის თარიღის შემდგომ (ბანკი თანხების კორექტირებას მოახდენს საჭიროებისამებრ, რათა სრულად მიიღოს სარგო თანხა ყოველ ცალკეულ ჯერზე). ბანკი დროდადრო აცნობებს მსესხებელს ამგვარი გადანაწილების შესახებ.
(ვ) სესხის ხელმისაწვდომობის ბოლო ვადა იქნება 2022 წლის 20 დეკემბერი, ან უფრო გვიანი თარიღი, რომელსაც ბანკი საკუთარი შეხედულებისამებრ განსაზღვრავს და აცნობებს მსესხებელს.
(ზ) წლიური პროცენტი აუთვისებელ თანხაზე შეადგენს 0.5%-ს.
(თ) სესხი ექვემდებარება ცვალებად საპროცენტო განაკვეთს. ყოველივე ზემოხსენებულის მიუხედავად, მსესხებელმა შეიძლება, მთლიან სესხზე ან მის გადასახდელ ნებისმიერ ნაწილზე ცვალებადი საპროცენტო განაკვეთის გადახდის ალტერნატივის სახით აირჩიოს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთის გადახდის ვარიანტი სტანდარტული ვადებისა და პირობების ნაწილის 3.04(გ) შესაბამისად.
ნაწილი 2.03. ჩამორიცხვები
(ა) ხელმისაწვდომი თანხა შეიძლება, დროდადრო ჩამორიცხულ იქნეს განრიგი 2-ში მითითებული პირობების შესაბამისად და შემდეგი დანახარჯების დასაფინანსებლად: (1) გაწეული ხარჯები (ან გასაწევი ხარჯები თუ ბანკი თანხმობას განაცხადებს) პროექტისთვის საჭირო საქონლის, სამუშაოებისა და მომსახურების ხარჯების დასაფარად და (2) ადმინისტრირების საკომისიო.
(ბ) მსესხებელი წინამდებარე დოკუმენტით ანიჭებს უფლებამოსილებას ბანკს, ხელმისაწვდომი თანხიდან მოითხოვოს ადმინისტრირების საკომისიოს ტოლი ოდენობა და საკუთარ თავს მსესხებლის სახელით გადაუხადოს ხსენებული ადმინისტრირების საკომისიო.
მუხლი III - პროექტის განხორციელება
ნაწილი 3.01. პროექტის სხვა მტკიცებითი პირობები
სტანდარტული ვადებისა და პირობების მუხლებში IV და V განსაზღვრულ ზოგადი ვალდებულებებთან ერთად, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც ბანკთან სხვაგვარად არის შეთანხმებული, მსესხებელი:
(ა) თანახმაა, ქვესასესხო შეთანხმების თანახმად, პროექტის ორგანიზაციისათვის ხელმისაწვდომი გახადოს სესხის თანხა ბანკისთვის მისაღები პირობებით;
(ბ) ქვესასესხო შეთანხმების ფარგლებში ახორციელებს საკუთარ უფლებამოსილებებს იმგვარად, რომ დაიცვას მსესხებლისა და ბანკის ინტერესები, რათა შესაბამისობაში იყოს წინამდებარე შეთანხმების დებულებებთან და მიაღწიოს დასახულ მიზნებს, რისთვისაც გამოიყო სესხი;
(გ) სხვას არ გადასცემს, არ შეცვლის, არ გააუქმებს ან არ მოახდენს ქვესასესხო შეთანხმების რომელიმე დებულების ანულირებას;
(დ) თავისი კომპეტენციისა და უფლებამოსილების ფარგლებში მიიღებს ყველა საჭირო ზომას, რომ ბენეფიციარებმა
1. შეასრულონ საპროექტო შეთანხმების ნაწილში 2.01 განსაზღვრული ვალდებულებები;
2. არაუგვიანეს ავტობუსების ოპერირების დაწყების თარიღიდან მეორე წლის თავისა, ან არსებული ავტობუსების ოპერირების შემთხვევაში, პროექტის ქონების მიწოდებიდან მეორე წლის თავისა, მიიღოს ახალი სატარიფო სისტემა, რომელიც შესაბამისობაში იქნება კორპორატიული განვითარების პროგრამისა და სატრანსპორტო რეფორმის კვლევის რეკომენდაციებთან; და
3. არაუგვიანეს ავტობუსების ოპერირების დაწყების თარიღიდან მესამე წლისთავისა, ან არსებული ავტობუსების ოპერირების შემთხვევაში, პროექტის ქონების მიწოდებიდან მესამე წლისთავისა, შესაბამისი საბილეთო სისტემის შემოღება, რაც მოცემული იქნება ბენეფიციარების საჭიროებისთვის შექმნილი კორპორატიული განვითარების პროგრამისა და სატრანსპორტო რეფორმის კვლევის რეკომენდაციებში.
(ე) ყველა საჭირო ნაბიჯს გადადგამს, რათა უზრუნველყოს, რომ პროექტის ორგანიზაციამ შეასრულოს საპროექტო შეთანხმებით მასზე დაკისრებული ყველა ვალდებულება, მათ შორის შეზღუდვის გარეშე ის ვალდებულებები, რომლებიც უკავშირდება:
(1) საპროექტო შეთანხმების ნაწილით 2.03 განსაზღვრული პროექტის ჯგუფის განსაზღვრას და ფუნქციონირებას;
(2) საპროექტო შეთანხმების ნაწილით 2.04 განსაზღვრული საქონლის, სამუშაოებისა და მომსახურებების შესყიდვას პროექტისთვის;
(3) საპროექტო შეთანხმების ნაწილით 2.05 განსაზღვრული გარემოს დაცვისა და სოციალურ საკითხებს;
(4) საპროექტო შეთანხმების ნაწილით 2.06 განსაზღვრულ კონსულტანტების დაქირავებას და დახმარების მიზნით გამოყენებას პროექტის B ნაწილის განხორციელების პროცესში;
(5) კორპორაციული განვითარების პროგრამისა და სატრანსპორტო რეფორმის კვლევის მომზადებას და განხორციელებას;
(6) საპროექტო შეთანხმების ნაწილით 2.07 განსაზღვრულ, პროექტთან და პროექტის ორგანიზაციის და ბენეფიციარების საქმიანობასთან დაკავშირებული ანგარიშების მომზადებას და წარდგენას; და
(7) საპროექტო შეთანხმების ნაწილით 2.01 განსაზღვრული პროცედურების, ჩანაწერებისა და ანგარიშების წარმოებას, ფინანსური ანგარიშგების შედგენას, აუდიტს და ბანკში წარდგენას პროექტთან ან პროექტის ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ სხვა შესაბამის ინფორმაციასთან ერთად.
(ვ) გადადგამს ყველა საჭირო ნაბიჯს, რათა პროექტის ორგანიზაციამ შეასრულოს თანხის გადაცემის შეთანხმებით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება; და
(ზ) განახორციელებს ან უზრუნველყოს რომ განხორციელდეს ყველა დამატებითი მოქმედება პროექტის დასრულებისთვის აუცილებელი შესაბამისი სახსრების უზრუნველსაყოფად.
მუხლი IV - შეჩერება, დაჩქარება, გაუქმება
ნაწილი 4.01. შეჩერება
შემდეგი განმარტებები მითითებულია სტანდარტული ვადებისა და პირობების ნაწილი 7.01(ა)(xvii) მიზნებისათვის:
(ა) მსესხებლის ტერიტორიაზე სატრანსპორტო სექტორში მოქმედი საკანონმდებლო და მარეგულირებელ სისტემაში ცვლილებებია შესული, შეჩერებულია, ჩანაცვლებულია, გაუქმებულია ან ანულირებულია იმგვარად, რომ ეს საგრძნობლად და უარყოფითად მოქმედებს პროექტის ორგანიზაციის ან ბენეფიციარების შესაძლებლობებზე განახორციელონ პროექტი;
(ბ) პროექტის ორგანიზაციის წესდებაში ცვლილებებია შეტანილი, შეჩერებულია, ჩანაცვლებულია, გაუქმებულია ან ანულირებულია იმგვარად, რომ ბანკის შეხედულებით, რომელიც მოქმედებს რაციონალურად, მატერიალურ და საზიანო გავლენას ახდენს პროექტის ორგანიზაციის საქმიანობაზე ან მის მიერ პროექტის განხორციელების შესაძლებლობაზე;
(გ) კონტროლი პროექტის ორგანიზაციაზე გადაეცა მესამე მხარეს, მაგრამ არა მსესხებელს;
(დ) პროექტის ორგანიზაციამ ვერ შეძლო ქვესასესხო შეთანხმების ან თანხის გადაცემის შეთანხმების ფარგლებში მასზე დაკისრებული რომელიმე ვალდებულების შესრულება; ან
(ე) პროექტის რომელიმე ბენეფიციარმა ვერ შეძლო შესაბამისი თანხის გადაცემის შეთანხმებით განსაზღვრული რომელიმე ვალდებულების შესრულება.
ნაწილი 4.02. გადახდის ვადის დაჩქარება
სტანდარტული ვადებისა და პირობების ნაწილის 7.06(ვ) მიზნებისთვის შემდეგი საკითხები განიმარტება: ნაწილში 4.01 განსაზღვრული ნებისმიერი მოვლენის დადგომის შემთხვევაში, რომელიც ბანკის მიერ მსესხებლისათვის გაგზავნილი შეტყობინებიდან ოცდაათი (30) დღის განმავლობაში გამოუსწორებლად გრძელდება.
მუხლი V - ძალაში შესვლა
ნაწილი 5.01. ძალაში შესვლის წინაპირობები
შემდეგი პირობები განსაზღვრულია სტანდარტული ვადებისა და პირობების ნაწილი 9.02(გ)-ის მიზნებისათვის დამატებითი პირობების სახით, ამ შეთანხმების და საპროექტო შეთანხმების ძალაში შესვლისთვის:
(ა) ქვესასესხო შეთანხმება, ბანკისთვის მისაღები ფორმითა და შინაარსით, შესრულებული და მიწოდებულია, ამოქმედების ყველა წინაპირობა ან თანხების გამოთხოვაზე პროექტის ორგანიზაციის უფლება, წინამდებარე შეთანხმების ამოქმედების გარდა ყველა სხვა შემთხვევაში, შესრულებულია; და
(ბ) ბანკმა მიიღო პროექტის ორგანიზაციის წესდების დამოწმებული ასლები.
ნაწილი 5.02. სამართლებრივი დასკვნები
(ა) სტანდარტული ვადების და პირობების ნაწილის 9.03(ა) მიზნებისთვის
1. სასესხო შეთანხმებისთვის სამართლებრივი დასკვნა მსესხებლის სახელით უნდა გაიცეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ; და
2. ქვესასესხო ხელშეკრულებასთან მიმართებით წერილი უნდა გაიცეს მსესხებლის ფინანსთა სამინისტროს მიერ EBRD-თვის, რაც მოიცავს:
(A) ქვესასესხო ხელშეკრულება უფლებამოსილია და მიწოდებული მსესხებლის ფინანსთა სამინისტროს მიერ და წარმოადგენს ქმედით და მსესხებლის ფინანსთა სამინისტროსთვის იურიდიულად დამავალდებულებელი ძალის მქონე მოთხოვნებს, რომელიც მასში განსაზღვრული პირობების შესაბამისად შესრულდება.
(ბ) სტანდარტული ვადებისა და პირობების ნაწილის 9.03(გ) მიზნებისთვის, სამართლებრივი დასკვნა ან დასკვნები გაიცემა პროექტის ორგანიზაციის სახელით პროექტის ორგანიზაციის იურიდიული დეპარტამენტის ხელძღვანელის მიერ და შემდეგი წარმოადგენს დამატებით საკითხებს განისაზღვრება ბანკისადმი მიწოდებულ დასკვნაში გასათვალისწინებლად:
(1) ქვესასესხო შეთანხმება უფლებამოსილია ან ხელმოწერილი და შესრულებული და მიწოდებულია პროექტის ორგანიზაციის სახელით, წარმოადგენს ქმედით და პროექტის ორგანიზაციისათვის იურიდიულად სავალდებულო ძალის მქონე ვალდებულებას, რომელიც ექვემდებარება აღსრულებას მასში განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
ნაწილი 5.03. შეთანხმების შეწყვეტა ამოქმედების განუხორციელებლობის მიზეზით
წინამდებარე შეთანხმების თარიღიდან 180 დღე განისაზღვრება სტანდარტული ვადებისა და პირობების ნაწილის 9.04 მიზნებისთვის.
მუხლი VI - სხვადასხვა
ნაწილი 6.01. შეტყობინებები
სტანდარტული ვადებისა და პირობების ნაწილის 10.01 მიზნებისთვის განისაზღვრება შემდეგი მისამართები:
მსესხებლისთვის:
საქართველო
ფინანსთა სამინისტრო
გორგასლის ქ. 16
0114 თბილისი
საქართველო
ადრესატი: სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტი
ბანკისთვის:
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი
გაერთიანებული სამეფო, ლონდონი
საფოსტო ინდექსი EC2A 2JN
საფონდო ბირჟის მოედანი N1
ადრესატი: საოპერაციო ადმინისტრაციული დეპარტამენტი
ფაქსი: +44-20-7338-6100
რის დასტურადაც, შეთანხმების მხარეები მათი ჯეროვნად უფლებამოსილი წარმომადგენლების მეშვეობით, ხელს აწერენ წინამდებარე შეთანხმების სამ ეგზემპლარს (ორი ბანკისათვის და ერთი მსესხებელისთვის) თბილისში, ზემოთ მითითებულ დღესა და წელს.
საქართველო
ხელმომწერი: ______________________________
სახელი: ივანე მაჭავარიანი
თანამდებობა: ფინანსთა მინისტრი
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი
ხელმომწერი: ______________________________
სახელი: კატარინა ბიორლინ ჰანსენი
თანამდებობა: კავკასიის რეგიონული დირექტორი
განრიგი 1 - პროექტის აღწერა
1. პროექტის მიზანია მსესხებლის და ბენეფიციარების მხარდაჭერა ბენეფიციარების საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურებების გაუმჯობესების მიზნით, ბენეფიციარებისთვის დიზელის საწვავზე მომუშავე ავტობუსის შეძენით.
2. პროექტი შედგება შემდეგი ნაწილებისაგან, რაც დროდადრო შესაძლოა, შეიცვალოს ბანკისა და მსესხებლის შეთანხმების შედეგად:
ნაწილი A: კაპიტალური ხარჯები:
დიზელის საწვავზე მომუშავე თანამედროვე ავტობუსები
ნაწილი B: ტექნიკური თანამშრომლობა
კორპორაციული განვითარების პროგრამა და სატრანსპორტო რეფორმის კვლევა
გენდერის საკითხებზე საკონსულტაციო მომსახურების პროგრამა
3. პროექტის დასრულების მოსალოდნელი თარიღია 2023 წლის 20 დეკემბერი.
განრიგი 2 - კატეგორიები და გადმორიცხვები
1. ამ განრიგს თან ერთვის ცხრილი, რომელშიც განსაზღვრულია კატეგორიები, თითოეულ კატეგორიისათვის სესხიდან გამოყოფილი თანხა და ხარჯების პროცენტული მაჩვენებელი თითოეულ კატეგორიაში.
2. ზემოთ მოცემული პირველი პარაგრაფის დებულების მიუხედავად, თანხების ჩამორიცხვა არ მოხდება
(ა) სასესხო შეთანხმების ხელმოწერამდე გაწეული ხარჯების დასაფინანსებლად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ჩამორიცხვის თანხა ჯამში არ აღემატება სესხის 20%-ს, და შეიძლება, გამოიყოს კატეგორია (1)-თვის.
(ბ) (1) კატეგორიით გათვალისწინებული ხარჯების დასაფინანსებლად, ვიდრე ბანკი არ მიიღებს და დაამტკიცებს გარემოს დაცვისა და სოციალურ სამოქმედო გეგმას; და
(გ) ვიდრე არ მოხდება საპროექტო შეთანხმების ნაწილი 2.03-ში მითითებული პროექტის ჯგუფის განსაზღვრა რომელიც უზრუნველყოფილი იქნება ადეკვატური რესურსებით და დაკომპლექტებული იქნება შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე კადრებით.
განრიგი 2-ის დანართი
კატეგორია
გამოყოფილი თანხის ოდენობა სასესხო ვალუტაში
დაფინანსებული დანახარჯების პროცენტული მაჩვენებელი
(1) ნაწილი A-ს საქონელი, სამუშაოები და მომსახურებები
16,830,000
შეთანხმების ღირებულების 100% -მდე, გადასახადების გამოკლებით
(2) ადმინისტრირების საკომისიო
170,000
100%
სულ
17,000,000