რკ ,,საკრედიტო კავშირი ხუცუბანის’’ ლიკვიდაციის პროცესის შეწყვეტისა და რკ ,,საკრედიტო კავშირი ხუცუბანისთვის“ საქმიანობის საგნის ცვლილებასა და გარდაქმნაზე თანხმობის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
რკ ,,საკრედიტო კავშირი ხუცუბანის’’ ლიკვიდაციის პროცესის შეწყვეტისა და რკ ,,საკრედიტო კავშირი ხუცუბანისთვის“ საქმიანობის საგნის ცვლილებასა და გარდაქმნაზე თანხმობის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის
პრეზიდენტის №216
2020 წლის 11 მაისი
ქ. თბილისი
რკ ,,საკრედიტო კავშირი ხუცუბანის’’ ლიკვიდაციის პროცესის შეწყვეტისა და რკ ,,საკრედიტო კავშირი ხუცუბანისთვის“ საქმიანობის საგნის ცვლილებასა და გარდაქმნაზე თანხმობის შესახებ
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 16 ოქტომბრის №266 ბრძანებით დამტკიცებული ,,არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების გადახდისუუნაროდ და გაკოტრებულად გამოცხადების წესის“ მე-19 მუხლის და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 28 იანვრის №13/04 ბრძანების საფუძველზე:
მიეცეს თანხმობა რკ ,,საკრედიტო კავშირი ხუცუბანს“ საქმიანობის საგნის ცვლილებასა და არასადეპოზიტო-არასაკრედიტო საქმიანობის საზოგადოებად გარდაქმნაზე.
შეწყდეს რკ ,,საკრედიტო კავშირი ხუცუბანის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 246955530) ლიკვიდაციის პროცესი და ლიკვიდატორის თანამდებობიდან გათავისუფლდეს ნატო გოგმაჩაძე (პირადი ნომერი: 61004000829);
ეს განკარგულება გაეგზავნოს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრს;
ეს განკარგულება 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე;
აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6), მისი ოფიციალურად გაცნობიდან ერთი თვის ვადაში;
ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის მისი გაცნობისთანავე.
პაპუნა ლეჟავა
ვიცე-პრეზიდენტი
საქართველოს ეროვნული ბანკი