გივი გაჩეჩილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

მიღების თარიღი 29.04.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ნომერი №2/5/1446
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.016494
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 14/05/2020
matsne.gov.ge 792 სიტყვა · ~4 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს მოქალაქე ირაკლი ხვედელიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 96% 02.03.2018 რუსუდან ქარჩავა, ქეთევან ბაშელეიშვილი, მარიამ მჭედლიძე და სხვები (სულ 18 მოსარჩელე) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 96% 12.07.2024 თბილისის საქალაქო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2163, 2164, 2165 მუხლებისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის მე-3 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობის თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს სასამართლოს მიერ პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების შესახებ საკითხის შუამდგომლობის სახით განხილვას საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 96% 26.02.2021 გიორგი კუპრეიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 96% 11.07.2024 გია ფოლადიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 96% 11.12.2020

დოკუმენტის ტექსტი

გივი გაჩეჩილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომის განჩინება №2/5/1446 გივი გაჩეჩილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ 2020 წლის 29 აპრილი ქ. ბათუმი კოლეგიის შემადგენლობა: თეიმურაზ ტუღუში – სხდომის თავმჯდომარე; ირინე იმერლიშვილი – წევრი; მანანა კობახიძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე; თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი. სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე. საქმის დასახელება: გივი გაჩეჩილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. დავის საგანი: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 59-ე მუხლის მე-3 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით. I აღწერილობითი ნაწილი 1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 11 სექტემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1446) მომართა გივი გაჩეჩილაძემ. №1446 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2019 წლის 12 სექტემბერს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2020 წლის 29 აპრილს. 2. №1446 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა” ქვეპუნქტი, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 31​1 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი. 3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად : „სასამართლოს, რომელმაც გამოიტანა საქმეზე გადაწყვეტილება, უფლება აქვს, მხარეთა თხოვნით, მათი ქონებრივი მდგომარეობისა და სხვა გარემოებათა გათვალისწინებით, ერთჯერადად, 3 თვემდე ვადით გადადოს ან ერთ წლამდე ვადით გაანაწილვადოს გადაწყვეტილების აღსრულება, აგრეთვე შეცვალოს მისი აღსრულების საშუალება და წესი“. 4. საქართველოს კონსტიტუციის 59-ე მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადების შესაბამისად, „მართლმსაჯულებას ახორციელებენ საერთო სასამართლოები“. 5. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ სადავო ნორმა ადგენს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების წესისა და საშუალების ცვლილების შესაძლებლობას, რაც ფაქტობრივად უთანაბრდება სრულიად ახალი გადაწყვეტილების მიღებას სასამართლოს მიერ. აღნიშნული კი წინააღმდეგობაში მოდის თავად მართლმსაჯულების ცნებასთან. 6. მოსარჩელის არგუმენტაციით, სადავო ნორმით დადგენილი ინსტიტუტი საფრთხეს უქმნის სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობას და წარმოშობს კორუფციის ხელშეწყობის რისკებს. იმ პირობებში კი, როდესაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლის მე-2 ნაწილი სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, სადავო ნორმით დადგენილი გადაწყვეტილების აღსრულების საშუალებისა და წესის ცვლილების შესახებ განცხადებები განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე, ზემოხსენებული საფრთხე უფრო მაღალია. 7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე სადავო ნორმას არაკონსტიტუციურად მიიჩნევს. 8. №1446 კონსტიტუციურ სარჩელში, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტზე დაყრდნობით, მოსარჩელე შუამდგომლობს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე. მისი მითითებით, სადავო ნორმით განსაზღვრული ინსტიტუტი წარმოშობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ქონებრივ მდგომარეობაზე უარყოფითი ზეგავლენის რისკს და მათ მიმართ შეუქცევადი ზიანის დადგომის საფრთხეს. II სამოტივაციო ნაწილი 1. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ ის აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31​3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნაა, რომ კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი იყოს უფლებამოსილი პირის ან ორგანოს (სუბიექტის) მიერ. 2. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება ფიზიკურ/იურიდიულ პირებს აქვთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი. ამგვარად, მოსარჩელე ფიზიკური/იურიდიული პირები უფლებამოსილი არიან, იდავონ ნორმატიული აქტის მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით გარანტირებულ უფლებებთან შესაბამისობის საკითხებზე. 3. №1446 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 59-ე მუხლის მე-3 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით, რომელიც, თავის მხრივ, საქართველოს კონსტიტუციის მეექვსე თავშია მოქცეული. შესაბამისად, მოსარჩელე ფიზიკური პირი არ არის უფლებამოსილი, მოითხოვოს ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა კონსტიტუციის ხსენებულ დებულებასთან მიმართებით (იხ. მაგ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 28 მაისის №2/8/1317 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „გივი კაპანაძე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-7,8; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 28 მაისის №2/9/1351 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „ციალა პერტია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5,6; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 7 თებერვლის №2/1/1322 განჩინება საქმეზე „ნიკოლოზ ლომიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5,6). 4. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31​3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი. კერძოდ, კონსტიტუციური სარჩელი არ არის შემოტანილი უფლებამოსილი სუბიექტის მიერ. შესაბამისად, იგი არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად. III სარეზოლუციო ნაწილი საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 27​1 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 31​1 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 31​2 მუხლის მე-8 პუნქტის, 31​3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 31​5 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 31​6 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ა დ გ ე ნ ს: 1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1446 კონსტიტუციური სარჩელი („გივი გაჩეჩილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). 2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება. 3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“. კოლეგიის შემადგენლობა: თეიმურაზ ტუღუში ირინე იმერლიშვილი მანანა კობახიძე თამაზ ცაბუტაშვილი.