„ხე-ტყის ნედლეულის მოპოვების დამადასტურებელი საბუთის ფორმის, აღრიცხვისა და გაცემის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 270.013.003.404.

საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის თავ მ ჯდომარის

ბრძანება №10/124

1998 წ ლის11 ნოემბერი

ქ. თბილისი

„ხე-ტყის ნედლეულის მოპოვების დამადასტურებელი საბუთის ფორმის, აღრიცხვისა და გაცემის წესის შესახებ დებულების“დამტკიცების თაობაზე

საქართველოს ტერიტორიაზე ტყითსარგებლობის მოწესრიგების შესახებ საქართველოს 1998 წლის („საქართველოს რესპუბლიკა“, №173, 11 ივლისი, 1998 წ) კანონის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, ამავე კანონით დადგენილი სამართლებრივი ნორმების შესრულების მიზნით,ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული დებულება „ხე-ტყის ნედლეულის მოპოვების დამადასტურებელი საბუთის ფორმის, აღრიცხვისა და გაცემის წესის შესახებ“.

2. ეს ბრძანება ოფიციალურად გამოქვეყნდეს საქართველოს კანონმდებლობი თ დადგენილი წესით ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში შეტანიდან 7 დღის განმავლობაში.

3. „ნორმატიული აქტების შესახებ“საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, საკანონმდებლო დამატება – საქართველოს კანონები, 1997 წ., 19 ნოემბერი) 61-ე მუხლის შესაბამისად ამ ბრძანების ოფიციალურ გამოქვეყნებად ჩაითვალოს მისი სრული ტექსტის პირველი გამოქვეყნება გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“.

4. ეს ბრძანება ძალაში შევიდეს ოფიციალურად გამოქვეყნებისთანავე.

 

 გ. ჯაფარიძე

 

 

დებულება

ხე-ტყის ნედლეულის მოპოვების დამადასტურებელი საბუთის ფორმის, აღრიცხვისა და გაცემის წესის შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. ხე-ტყის ნედლეულის მოპოვების დამადასტურებელი საბუთის მიზანი და გამოყენების სფერო

1. დებულება შემუშავებულია „საქართველოს ტერიტორიაზე ტყითსარგებლობის მოწესრიგების შესახებ“საქართველოს 1998 წლის კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს ხე-ტყის ნედლეულის მოპოვების დამადასტურებელი საბუთის ფორმას, მისი აღრიცხვისა და გაცემის წესს.

2. ხე-ტყის ნედლეულის მოპოვების დამადასტურებელი საბუთის შემოღების მიზანია ექსპორტის ლიცენზირებას დაქვემდებარებული ხე-ტყის ნედლეულის მოპოვების სისწორის დადგენა.

3. ხე-ტყის ნედლეულის მოპოვების დამადასტურებელი საბუთი წარმოადგენს ექსპორტის ლიცენზირებას დაქვემდებარებული საგარეო ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 44-ე ჯგუფის 4401, 4403, 4404, 4406 და 4407 სასაქონლო პოზიციების, სუბპოზიციებისა და ქვესუბპოზიციების მიხედვით აღწერილი და კოდირებული ხე-ტყის ნედლეულზე საექსპორტო ლიცენზიის გაცემის საფუძველს.

4. ხე-ტყის ნედლეულის მოპოვების დამადასტურებელი საბუთის გადაცემა სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე აკრძალულია.

5. ხე-ტყის ნედლეულის მოპოვების დამადასტურებელი საბუთი ძალაშია მისი გაცემის დღიდან ერთი წლის განმავლობაში.

 

    მუხლი 2.დებულებაში გამოყენებული ტერმინების განმარტება

1. ხე-ტყით მოსარგებლე – იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც უშუალოდ ახორციელებს ხე-ტყის ნედლეულის მოპოვებას ტყეში სათანადო ნებართ ვ ის საფუძველზე.

2. ხე-ტყის ნედლეულის შემსყიდველი – იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელმაც განახორციელა ხე-ტყის ნედლეულის შეძენა სახელმწიფო სატყეო მეურნეობიდან ან ხე-ტყით მოსარგებლისაგან.

თავი II

ძირითადი დებულებანი

    მუხლი 3. ხე-ტყის ნედლეულის მოპოვების დამადასტურებელი საბუთის ფორმა

ხე-ტყის ნედლეულის მოპოვების დამადასტურებელი საბუთი შეიცავს შემდეგ მონაცემებს:

1. მთავარი სარგებლობის ჭრებით ხე-ტყის ნედლეულის დამზადების შემთხვევაში (დანართი №1):

ა) ხე-ტყის ნედლეულის მოპოვების დამადასტურებელი საბუთის ნომერს და გაცემის თარიღს;

ბ) იმ კონკრეტული სატყეო მეურნეობის, სატყეოს, კვარტ ა ლის და უბნის დასახელებას, სადაც დამზადდა ხე-ტყის ნედლეული და დამზადების ვადას;

გ) დამზადებული ხე-ტყის ნედლეულის ოდენობას კუბურ მეტრებში მერქნიანი სახეობის და სორტიმენტის მიხედვით;

დ) სალიცენზიო საექსპორტო საბჭოს მიერ გაცემული ლიცენზიის ნომერს და თარიღს;

ე) ტყით მოსარგებლის იურიდიულ მისამართს და რეკვიზიტებს.

2. მოვლითი სახის ჭრებით ხე-ტყით ნედლეულის დამზადების ან დამზადებული ხე-ტყის ნედლეულის შესყიდვის შემთხვევაში (დანართი № 2):

ა) ხე-ტყის ნედლეულის მოპოვების დამადასტურებელი საბუთის ნომერს და გაცემის თარიღს;

ბ) იმ კონკრეტული სატყეო მეურნეობის, სატყეოს, კვარტ ა ლის და უბნის დასახელებას, სადაც მოვლითი სახის ჭრებით დამზადდა ხე-ტყის ნედლეული და დამზადების ვადას;

გ) მომხმარებლის მიერ მოვლითი სახის ჭრებით დამზადებული ან შესყიდული ხე-ტყის ნედლეულის ოდენობას კუბურ მეტრებში მერქნიანი სახეობის და სორტიმენტის მიხედვით;

დ) სატყეო მეურნეობიდან მოვლითი სახის ჭრებით დამზადებული ხე-ტყის შესყიდვის დამადასტურებელი მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების ნომერს და თარიღს;

ე) ხე-ტყის პროდუქციის დამამზადებლის გამყიდველის მისამართს და რეკვიზიტებს.

 

    მუხლი 4. ხე-ტყის ნედლეულის მოპოვების დამადასტურებელოი საბუთის აღრიცხვა

1. ხე-ტყის ნედლეულის მოპოვების დამადასტურებელი საბუთი წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს.

2. ხე-ტყის ნედლეულის მოპოვების დამადასტურებელი საბუთის გაცემის რეგისტრაცია წარმოებს ზონარგაყრილ და დალუქულ ჟურნალში,საქართველოს სატყეო მერუნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის ტყითსარგებლობის სამმართველოს მიერ.

3. ხე-ტყის ნედლეულის მოპოვების დამადასტურებელი საბუთი და მისი გაცემისათვის საჭირო დოკუმენტაციები ინახება საბუთის გამცემ სტრუქტურაში ხუთი წლის განმავოლობაში.

 

    მუხლი 5. ხე-ტყის ნედლეულის მოპოვების დამადასტურებელი საბუთის გაცემის წელი

1. ხე-ტყის ნედლულის მოპოვების დამადსტურებელი საბუთი გაიცემა საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ.

2. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ადმინისტრაციულ საზღვრებში ხე-ტყის ნედლეულის დამზადების შემთხვევაში ხე-ტყის ნედლეულის მოპოვების დამადასტურებელ საბუთს გასცემენ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სატყეო მეურნეობის დეპარტამენტები.

3. ხე-ტყის ნედლეულის მოპოვების დამადასტურებელი საბუთი გაიცემა ტყით მოსარგებლეზე ან მისგან ხე-ტყის ნედლეულის შემსყიდველ პირებზე.

4. ხე-ტყის ნედლეულის მოპოვების დამადასტურებელი საბუთი გაიცემა ხე-ტყის ნედლეულის შემდეგ სახეებზე:

ა) სათბობი (საშეშე) მერქანი ხის ღეროს გადანაჭრების (კოტრების), ნაპობის, ტოტების, ფიჩხის კონების ან ანალოგიური სახით; ხის ნაფოტი ან ბურბუშელა, ხე-ტყის ნახერხი და ანარჩენები, ბლოკებად დაპრესილი ან დაუპრესავი, ჯირკის სახით, ბრიკეტების, წახნაგოვანი ან ანალოგიური სახით - საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 44-ე ჯგუფი (სასქონლო პოზიციის კოდი 4401);

ბ) ხე-ტყე დამამუშავებელი ან გაუქერქავი, შავად დაძელაკებული ან დაუძელაკებელი – საგარეო ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 44-ე ჯგუფი (სასქონლო პოზიციის კოდი 4403);

გ) საკასრე ხე-ტყე: დაპობილი ბალანსები, წამახვილებული, სიგრძივად გაუხერხავი სარები და ხიმინჯები; თლილი, მაგრამ გაუჩარხავი, გაუღუნავი ან სხვა მეთოდით დაუმუშავებელი ხე-ტყის მასალა, რომელიც გამოიყენება ხელჯოხების, შოლტების, ინსტრუმენტების სახელურებისა და სხვა მსგავსი ნაკეთობების დასამზადებლად; მერქანი შლილი (გახდილი) და გაშალაშინებული კალათებისა და დანარჩენი ნაწარმისათვის – საგარეო ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 44-ე ჯგუფი (სასქონლო პოზიციის კოდი 4404);

დ) საგარეო ეკონომიკური საქმიანობის სასქონლო ნომენკლატურის 44-ე ჯგუფის 4406 სას ა ქონლო პოზიციით აღწერილი და კოდირებული ხე-ტყის ნედლეული:

4406 - ხის განძელები რკინიგზისა და ტრამვაის ლიანდაგებისათვის

4406 10000 - გაჟღენთილი

4406 9 0000 - სხვადასხვა.

ე) საგარეო ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 44-ე ჯგუფის 4407 სასქონლო პოზიციით აღწერილი და კოდირებული ხე-ტყის ნედლეული;

4407 - ხე-ტყე გრძივად დახერხილი ან დაპობილი, გაშალაშინებული, ანათალი (გახდილი) გათლილი ან გაუთლელი, გახეხილი ან გაუხეხავი, რომლებსაც აქვთ ან არა აქვთ შემაერთებელი ამონათალი, სისქით 6 მმ-ზე ზევით

4407 10 - წიწვიანი

4407 10100 - შეერთებული ამონაღარში, გაშალაშინებული ან გაუშალაშინებელი, გახეხილი ან გაუხეხავი

4407 10300 - გაშალაშინებული

4407 10500 - გახეხილი

4407 10710 - წვრილზომის ფიცრები ფანქრების დასამზადებლად

4407 10790 - ხე-ტყის სიგრძით 125 სმ ან ნაკლები და სისქით 12,5 მმ-ზე ნაკლები

4407 10910 - ჩვეულებრივი ნაძვი ან ევროპული თეთრი სოჭი

4407 10930 - ჩვეულებრივი ფიჭვი

4407 10990 სხვადასხვა

4407 21310 ძელაკები, თამასები და იატაკის საპარკეტე ფრიზა, აუკრებავი

4407 92 - წიფლის

4407 91 - მუხის

4407 99930 - კაკლის მორის

5. ხე-ტყის ნედლეულის მოპოვების დამად ა სტურებელი საბუთი გაიცემა ორ ცალად. საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროს წარედგინება მხოლოდ პირველი ეგზემპლარი.

6. ხე-ტყის მოპოვების დამად ა სტურებელი საბუთის გაცემის საფუძველს წარმოადგენს მომხმარებლის მიერ წარმოდგენილი განცხადება, რომელსაც თან უნდა ახლდეს შემდეგი საბუთები:

ა) საექსპორტო - სალიცენზიო საბჭოს მიერ გაცემული ლიცენზია (ასლი);

ბ) ბუნებრივი რესურსის გადასახადის გადახდის დამად ა სტურებელი დოკუმენტი;

გ) მთავარი სარგებლობის ტყეკაფის გამოყოფის ღირებულების გადახდის დამად ა სტურებელი დოკუმენტი;

დ) მოვლითი ჭრებით დამზადებული ხე-ტყის ნედლეულის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი, გაცემული სატყეო მეურნეობის მიერ სატყეოს, კვარტ ა ლის, უბნის ჩვენებით.

ე) შეძენილი ხე-ტყის ნედლეულის ღირებულების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ) საბუთის გაცემის მომსახურეობის გადახდის ქვითარი.

7. ხე-ტყის ნედლეულის მოპოვების დამადასტურებელი საბუთი გაიცემა არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა განცხადების რეგისტრაციიდან. საბუთის გაცემაზე უარი უნდა იყოს მოტივირებული (განმცხადებლის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში უარის მოტივაცია მას ეცნობება წერილობით). ამ შემთხვევაში განმცხადებელს არ გადახდება საბუთის გაცემის მომსახურების თანხა.

8. ხე-ტყის ნედლეულის მოპოვების დამადასტურებელი საბუთის დაკარგვის შემთხვევაში მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე გაიცემა მისი დუბლიკატი.