„საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№308
სარეგისტრაციო კოდი
120160030.10.003.022020
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/05/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №308

2020 წლის 15 მაისი

   ქ. თბილისი

 

„საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/03/2020, 120160030.10.003.021892) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების“:

1. 111 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

2. მე-14 მუხლის:

ა) 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების დროს სამუშაო ადგილებზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესრულებაზე მონიტორინგს ახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი (შემდგომში − შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი) უშუალოდ ან/და ამ დადგენილების მიზნებისათვის შემდეგი საზედამხედველო/სახელმწიფო უწყებების  დახმარებით:

ა) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ − სოციალური მომსახურების სააგენტო;

ბ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის  სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ − სურსათის ეროვნული სააგენტო;

გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი  სსიპ − შემოსავლების სამსახური;

დ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო;

ე) თვითმმართველი ქალაქისა და მუნიციპალიტეტის საზედამხედველო სამსახურები, ხოლო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში –  ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის საზედამხედველო სამსახურები;

ვ) სტომატოლოგიური დაწესებულების მიერ გადაუდებელი და გეგმური სტომატოლოგიური მომსახურების გაწევის დროს − საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული  სსიპ − სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 პუნქტები:

„21. შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტს, როგორც სამუშაო ადგილების, დასაქმებულთა, დამსაქმებელთა და სამუშაო სივრცეში მყოფ სხვა პირთა უსაფრთხოების ძირითად მაკონტროლებელს, მიეცეს უფლება, ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, უშუალოდ ან ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული უწყებების დახმარებით,   საქართველოს მთელ ტერიტორიაზე განახორციელოს კონტროლი სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულებაზე.

22. შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტისა და ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული უწყებების საქმიანობა და უფლებამოსილება განისაზღვრება  „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის  (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულებაზე მონიტორინგისა და კონტროლის განხორციელების წესისა და პროცედურების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით.“.  

მუხლი 2
ამ დადგენილების ამოქმედებამდე ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების მსურველი პირების მიერ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების მოტივით წარდგენილი განაცხადების განხილვა გაგრძელდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით  დადგენილი წესით, ხელახალი განცხადების წარდგენის გარეშე.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია