„სააქციო საზოგადოებების აქციების სპეციალიზებულ აუქციონზე ნულოვანი საწყისი ფასით გაყიდვისა და აუქციონის ჩატარების წესის შესახებ“
მიღების თარიღი 20.11.1998
გამომცემი ორგანო სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო
ნომერი №1-3/719
სარეგისტრაციო კოდი 020.012.003.408
გამოქვეყნების წყარო სსმ, 6, 24/12/1998
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.11.1998 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
„სააქციო საზოგადოებების აქციების სპეციალიზებულ აუქციონზე ნულოვანი საწყისი ფასით გაყიდვისა და აუქციონის ჩატარების წესის შესახებ“
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','sans-serif';}
.MsoPapDefault {margin-bottom:10.0pt; line-height:115%;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.0in 1.0in 1.0in;}
div.Section1 {page:Section1;}
საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის
ბრძანება 1-3/719
1998 წლის 20 ნოემბერი
ქ. თბილისი
სააქციო საზოგადოებების აქციების სპეციალიზებულ
აუქციონზე ნულოვანი საწყისი ფასით გაყიდვისა
და აუქციონის ჩატარების წესის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 12 ოქტომბრის №594 ბრძანებულების
მე-2 პუნქტის შესრულების მიზნით, ვბრძანებ:
1.დამტკიცდეს იმ სააქციო საზოგადოებების ჩამონათვალი, რომელთა აქციების გაყიდვა განხორციელდება სპეციალიზებულ ფულად აუქციონზე ნულოვანი საწყისი ფასით (დანართი№1).
2.აუქციონზე გადახდის საშუალებად მიიღება ეროვნული ვალუტა (ლარი) და აუქციონებში მონაწილეობის მისაღებად, გამომდინარე ნულოვანი აუქციონის პრინციპიდან, დასაშვებად ჩაითვალოს ლარის ნებისმიერი ოდენობის გადახდა.
3.სპეციალიზებულ აუქციონებზე ნულოვანი საწყისი ფასით თითოეული სააქციო საზოგადოების მიხედვით. გასაყიდად გამოტანილი აქციების რაოდენება განაწილდეს ამ აქციების შეძენის მიზნითყოველი ცალკეულად გადახდილი თანხის პროპორციულად. იმის გათვალისწინებით, რომ ნაშთად დარჩენილი აქციები დაემატება იმ მონაწილეს, რომელმაც ყველაზე დიდი თანხა შეიტანა ამ აქციების შესაძენად.
4. სპეციალიზებულ აუქციონებზე ცალკეული გადახდილი თანხის სანაცვლოდ გასაცემი აქციების რაოდენიბა იანგარიშება ფორმულით:
№ც=№მთლ*Vც/Vმთლ
სადაც:
№ც არის ცალკეული გადახდილი თანხის სანაცვლოდ გასაცემი აქციების რაოდენობა;
№მთლ არის გასაყიდად გამოტანილი კონკრეტული სააქციო საზოგადოების აქციების მთლიანი რაოდენობა;
Vც არის ამ აქციების შესასყიდად ცალკეული გადახდილი თანხა;
V მთლ არის ამ აქციების შესასყიდად გადახდილი მთლიანი თანხა;
თუ №ც მეტია ერთზე ან არ წარმოადგენს მთელ რიცხვს, მას ჩამოსცილდება წილადი ნაწილი და ცალკეული გადახდილი თანხის სანაცვლოდ გასაცემი აქციების რაოდენობა შეადგენს ამ რიცხვის მთელ ნაწილს.
როცა №ც ნაკლებია ერთზე, გაიცემა ერთი აქცია ნაშთად დარჩენილი აქციების ფარგლებში.
5. მე-4 პუნქტით გათვალისწინებული აქციების განაწილების გაანგარიშების შედეგად ნაშთად დარჩენილი აქციები საკუთრებაში მიეცემა აუქციონების იმ მონაწილეს, რომელმაც ყველაზე მეტი თანხა შეიტანა ამ სააქციო საზოგადოების აქციების შესაძენად, ხოლო თანაბარი თანხების შემთხვევაში აქციები განაწილდება თანაბარი რაოდენობით.
6. აუქციონზე გასაყიდი აქციების განლაგების და სააქციო საზოგადოებების ფინანსური და მატერიალურ- ტექნიკური მდგომარეობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მყიდველებმა შეუძლიათ მიიღონ უშუალოდ სააქციო საზოგადოებაში, ნუსხაში მითითებულ მისამართზე.
7. სააქციო საზოგადოების გენერალური დირექტორი ვალდებულია შეუფერხებლად უზრუნველყოს მყიდველისათვის აუცილებელი დამატებითი ინფორმაციის გაცნობა და მას ეკისრება პასუხისმგებლობა ამ ინფორმაციის სისწორეზე.
8. აუქციონებში მონაწილედ დაიშვება საქართველოს ან საზღვარგარეთის ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირები, თუ იურიდიულ პირთა საწესდებო კაპიტალში საქართველოს სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს (გარდამავალ პერიოდში მმართველობის ადგილობრივი ორგანოების) მონაწილეობის წილი შეადგენს 25%-ზე ნაკლებს.
9. ამ ბრძანებით გათვალისწინებულ აუქციონებში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია ეროვნული ბანკის მიერ უფლებამოსილ, განსაზღვრულ, საბანკო დაწესებულებებში, ან საზღვარგარეთის ქვეყნების ბანკებში ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით 1998 წლის 7 დეკემბრიდან 21 დეკემბრის ჩათვლით შეიტანოს თანხა, რომლის გადახდის დამადასტურებელი, თანხის მიმღები საბანკო დაწესებულებების ბეჭდით დამოწმებული საბუთი (ქვითარი) წარმოადგენს განაცხადს აუქციონებში მონაწილეობის შესახებ და თანხმობას გადახდილი თანხის სანაცვლოდ აქციების მიღებაზე აუქციონების შედეგების შესაბამისად.
ამასთან, ლარების ჩარიცხვა უნდა მოხდესსაქართველოს ეროვნული ბანკის საოპერაციო სამმართველოში პრივატიზაციის №098700136 სატრანზიტო ანგარიშზე (კოდი 220101107), ხოლო უცხოური ვალუტისა № 000070469 სპეცანგარიშზე.
10. გადახდის ქვითარში აღნიშნული უნდა იყოს:
ა) მონაწილე ფიზიკური პირისათვის - სახელი, გვარი, პასპორტის სერია და ნომერი ან პირადობის მოწმობის ნომერი მისამართი, ხოლო იურიდიული პირისათვის ძირითადი რეკვიზიტები;
ბ) სააქციო საზოგადოების დასახელება და ბრძანებაზე თანდართულ სიაში მითითებული ნომერი, რომლის აქციების შეძენაზეც ფორმდება ქვითარი;
გ) შეტანილი თანხის ოდენობა.
11. ეთხოვოს საქართველოს ეროვნულ ბანკს:
ა) სპეციალიზებულზაუქციონებზე თანხების შეტანის დაწყებიდან აუქციონში მონაწილეობის მიზნით შეტანილი თანხების შესახებ მიღებული ყოველდღიური ინფორმაციის დამუშავების გარეშე დალუქვა, აუქციონებზე თანხების მიღების დამთავრების დღიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში მიღებული ინფორმაციისდამუშავება და აუქციონების შედეგების შეჯამების მიზნით თანხების გადახდის შესახებ რეესტრის წარმოდგენა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროში მაგნიტური დისკეტებით და დოკუმენტალური სახით;
ბ) თანხების მიღების დამთავრების მეორე დღესსახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად შერჩევით გადაამოწმოს საბანკო დაწესებულებების მიერ სპეციალიზებულ აუქციონებზე ნულოვანი საწყისი ფასით თანხების შეტანის დამთავრების მდგომარეობა სათანადო აქტების შედგენით.
12. დაევალოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ბრძანებით შექმნილ კომოსიას ეროვნული ბანკიდან ინფორმაციის მიღებიდან 10 დღის ვადაში უზრუნველყოს აუქციონების შედეგების შეჯამება თანხების გადახდის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ წარმოდგენილი რეესტრის საფუძველზე, ამ ბრძანების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესით.
13. ამ აუქციონში მონაწილეობის მიზნით საბანკო დაწესებულებებში თანხების მიღება განხორციელდეს 1998 სლის 7 დეკემბრიდან 1998 წლის 21 დეკემბრის ჩათვლით. დადგენილი ვადის დაგვიანებით გადახდილი თანხა აუქციონის შედეგების გაანგარშებისას მხედველობაში არ მიიღება.
14. დაევალოს სახელმწიფო ქონების მართვის ტერიტორიულ ორგანოებს უზრუნველყონ შესაბამისი რაიონების საბანკო დაწესებულებები ამ ბრძანებით, თანდართული ნუსხებითა და სააქციო საზოგადოებებზე რიცხული დავალიანების შესახებ სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია.
ტერიტორიულმა ორგანოებმა აუქციონებზე თანხების მიღების დამთავრებიდან 3 დღის ვადაში წარმოადგინონ სამინისტროში ინფორმაცია საბანკო დაწესებულებებში შეტანილი თანხების შესახებ, რომელიც უნდა შეიცავდეს თითოეული სააქციო საზოგადოების მიხედვით შეტანილი თანხების ოდენობას,შემტანთა რეკვიზიტებს და დამოწმებული უნდა იყოს საბანკო დაწესებულებების და ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელთა ხელმოწერებითა და მრგვალი ბეჭდით.
15. დაევალოს ტერიტორიულ ორგანოებთან ურთიერთობის, ანალიზისა და ინფორმაციის დეპარტამენტს ამ ბრძანების, შესაბამისი განცხადებისა და აუქციონების შედეგების შესაბამისად თითოეული სააქციო საზოგადოების მიხედვით აუქციონების კურსის ინფორმაციების გამოქვეყნება გაზეთ „მესაკუთრეში“.
16. აუქციონების კურსი განისაზღვრება თითოეული სააქციო საზოგადოების მიხედვით ერთ ლარზე მოსული აქციების რაოდენობით და იანგარიშება აუქციონზე გამოტანილი აქციების რაოდენობის შეტანილ თანხაზე გაყოფით.
17. ბრძანების შესრულებაზე კონტროლო დაევალოს მინისტრის პირველ მოადგილეს ქალბატონ ირმა ქავთარაძეს.
მ. უკლება