დუშეთის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტით ა(ა)იპ „დუშეთის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანებისათვის“ გათვალისწინებულ ასიგნებათა ფარგლებიდან წარმატებული სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების წახალისების წესის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 18.05.2020
ძალის დაკარგვა 03.07.2023
გამომცემი ორგანო დუშეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №12
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.152.016399
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/05/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ინაშვილი | დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
დოკუმენტის ტექსტი
დუშეთის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტით ა(ა)იპ „დუშეთის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანებისათვის“ გათვალისწინებულ ასიგნებათა ფარგლებიდან წარმატებული სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების წახალისების წესის დამტკიცების თაობაზე
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №12
2020 წლის 18 მაისი
ქ. დუშეთი
დუშეთის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტით ა(ა)იპ „დუშეთის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანებისათვის“ გათვალისწინებულ ასიგნებათა ფარგლებიდან წარმატებული სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების წახალისების წესის დამტკიცების თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის პირველი, მე-2 პუნქტების, მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 61-ე მუხლის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს დუშეთის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტით ა(ა)იპ „დუშეთის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანებისათვის“ გათვალისწინებული ასიგნებათა ფარგლებიდან წარმატებული სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების წახალისების წესი დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „დუშეთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტით ა(ა)იპ „დუშეთის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანებისათვის“ გათვალისწინებულ ასიგნებათა ფარგლებიდან წარმატებული სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების წახალისების წესის დამტკიცების თაობაზე“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 19 აპრილის №-12 დადგენილება (matsne.gov.ge, 24 /04 2019, ს/კ 010250000.35.152.016371).
მუხლი 3🔗
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ინაშვილი
დანართი
დუშეთის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტით ა(ა) ბიუჯეტით ა(ა)იპ „დუშეთის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანებისათვის“ გათვალისწინებული ასიგნებათა ფარგლებიდან წარმატებული სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების წახალისების წესი
მუხლი 1🔗
1. წინამდებარე წესი არეგულირებს წარმატებული სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების წახალისების და სპორტის განვითარების ხელშეწყობისათვის დუშეთის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული დახმარების გაცემის პირობებს, მიმღებთა კატეგორიებს, მათ მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებსა და დახმარების გასაცემი თანხის ოდენობებს.
2. დაფინანსების საბიუჯეტო პროგრამის დასრულების ვადაა 2020 წლის 31 დეკემბერი.
მუხლი 2🔗
1. ერთჯერადი ფულადი ჯილდო გადაეცემათ შემდეგი კატეგორიის სპორტსმენებს, შემდეგი ოდენობით:
ა) სპორტსმენი, რომელიც მიმდინარე წელს გახდა/გახდება საქართველოს ჩემპიონი სპორტის ინდივიდუალურ სახეობაში, გადაეცემა ერთჯერადი ფულადი ჯილდო 600 (ექვსასი) ლარის ოდენობით, თუ იგი აკმაყოფილებს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ პირობას;
ა.ა) ჩემპიონატში მონაწილეობის მომენტში ირიცხება ა(ა)იპ „დუშეთის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანების“ ფილიალის სასპორტო სკოლის მოსწავლედ;
ა.ბ) ჩემპიონატში მონაწილეობის მომენტში მისი პირველი მწვრთნელია ა(ა)იპ „დუშეთის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანების“ ფილიალის სასპორტო სკოლის მწვრთნელის პოზიციაზე მომუშავე პირი (სასპორტო სკოლის მწვრთნელი) და ჩემპიონატში მონაწილეობს დუშეთის მუნიციპალიტეტის სახელით;
ბ) სპორტსმენი, რომელიც მიმდინარე წელს გახდა/გახდება საქართველოს მეორე ადგილის პრიზიორი სპორტის ინდივიდუალურ სახეობაში, გადაეცემა ერთჯერადი ფულადი ჯილდო 400 (ოთხას) ლარის ოდენობით, თუ იგი დააკმაყოფილებს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ პირობას:
ბ.ა) ჩემპიონატში მონაწილეობის მომენტში ირიცხება ა(ა)იპ „დუშეთის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანების“ ფილიალის სასპორტო სკოლის მოსწავლედ;
ბ.ბ )ჩემპიონატში მონაწილეობის მომენტში მისი პირველი მწვრთნელია ა(ა)იპ „დუშეთის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანების“ ფილიალის სასპორტო სკოლის პოზიციაზე მომუშავე პირი (სასპორტო სკოლის მწვრთნელი) და ჩემპიონატში მონაწილეობს დუშეთის მუნიციპალიტეტის სახელით;
გ) სპორტსმენი, რომელიც მიმდინარე წელს გახდა/გახდება საქართველოს მესამე ადგილის პრიზიორი სპორტის ინდივიდუალურ სახეობაში, გადაეცემა ერთჯერადი ფულადი ჯილდო 300 (სამასი) ლარის ოდენობით, თუ იგი დააკმაყოფილებს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ პირობას:
გ.ა) ჩემპიონატში მონაწილეობის მომენტში ირიცხება ა(ა)იპ „დუშეთის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანების“ ფილიალის სასპორტო სკოლის მოსწავლედ;
გ.ბ) ჩემპიონატში მონაწილეობის მომენტში მისი პირველი მწვრთნელია ა(ა)იპ „დუშეთის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანების“ ფილიალის სასპორტო სკოლის მწვრთნელის პოზიციაზე მომუშავე პირი (სასპორტო სკოლის მწვრთნელი) და ჩემპიონატში მონაწილეობს დუშეთის მუნიციპალიტეტის სახელით;
დ) სპორტსმენი, რომელიც მიმდინარე წელს გახდა/გახდება საქართველოს ჩემპიონი სპორტის გუნდურ სახეობაში გადაეცემა ერთჯერადი ფულადი ჯილდო 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, თუ იგი დააკმაყოფილებს შემდეგ პირობას:
დ.ა) ჩემპიონატში მონაწილეობის მომენტში ირიცხება ა(ა)იპ „დუშეთის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანების“ ფილიალის სასპორტო სკოლის მოსწავლედ.
2. ა(ა)იპ „დუშეთის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანებაში“ დასაქმებულ, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ სპორტსმენთა მწვრთნელებს (პირველი მწვრთნელი) წახალისების სახით მიეცეთ ერთჯერადი ფულადი ჯილდო (პრემია) სპორტსმენისთვის განსაზღვრული ფულადი ჯილდოს ნახევრის ოდენობით.
მუხლი 3🔗
1. გადაწყვეტილებას ერთჯერადი ფულადი ჯილდოს გაცემის თაობაზე იღებს დუშეთის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „დუშეთის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანების“ ხელმძღვანელობაზე და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი – დირექტორი.
2. ერთჯერადი ფულადი ჯილდოს მიღების მსურველმა პირმა უნდა წარუდგინოს ა(ა)იპ – დუშეთის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანების დირექტორს განცხადება და სათანადო დოკუმენტაცია, რომლითაც დადასტურდება ნაჩვენები სპორტული შედეგი და ამ წესის მე-2 მუხლით განსაზღვრულ პირობებთან შესაბამისობა.
მუხლი 4🔗
წინამდებარე წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა შესაძლებელია დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.