„საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ნარკოტიკებზე კონტროლის ინსპექციის მუდმივმოქმედი საექსპერტო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“
მიღების თარიღი 30.11.1998
ძალის დაკარგვა 15.11.2022
გამომცემი ორგანო ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო
ნომერი №465/ო
სარეგისტრაციო კოდი 220.012.003.410
გამოქვეყნების წყარო სსმ, 6, 24/12/1998
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ნარკოტიკებზე კონტროლის ინსპექციის მუდმივმოქმედი საექსპერტო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“
საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის
ბრძანება №465/ო
1998 წლის 30 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ნარკოტიკებზე კონტროლი ინსპექციის მუდმივმოქმედი საექსპერტო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
გაეროს 1961, 1971 და 1988 წლების „ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების შესახებ“ კონვენციებიდან გამომდინარე, საქართველოს კანონის „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ და საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის 1998 წლის 18 მაისის №2192/ო ბრძანების“ საქართველოში ნარკოტიკულ და ფსიქოტროპულ ნივთიერებათა ლეგალურ ბრუნვაზე კონტროლის გამკაცრების ღონისძიებათა შესახებ შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ნარკოტიკებზე კონტროლის ინსპექციის მუდმივმოქმედი საექსპერტო კომისიის თანდართული დებულება.
2. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ნარკოტიკებზე კონტროლის ინსპექციის მუდმივმოქმედმა საექსპერტო კომისიამ თავისი საქმიანობა წარმართოს აღნიშნული დებულების შესაბამისად.
3. დაევალოს წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტს (ბატონი თ. გერსამია) უზრუნველყოს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ნარკოტიკებზე კონტროლის ინსპექციის მუდმივმოქმედი საექსპერტო კომისიისათვის საქართველოში დასარეგისტრირებლად შემოტანილი მედიკამენტების შესახებ ინფორმაციის რეგულარული მიწოდება.
4. ეთხოვოს საქართველოს უშიშროების სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და საბაჟო დეპარტამენტს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ნარკოტიკებზე კონტროლის ინსპექციის მუდმივმოქმედ საექსპერტო კომისიას ყოველკვარტალურად მიაწოდოს ინფორმაცია არალეგალური ბრუნვიდან ამოღებული პრეკურსორების, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების შესახებ.
5. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის პირველ მოადგილეს ბატონ ა. გამყრელიძეს.
ა. ჯორბენაძე
საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ნარკოტიკებზე კონტროლის ინსპექციის მუდმივმოქმედი საექსპერტო კომისიის დებულება
I. ზოგადი დებულებანი
1. ნარკოტიკებზე კონტროლის ინსპექციის მუდმივმოქმედი საექსპერტო კომისია, (შემდგომში საექსპერტო კომისია), შეიქმნა საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის 1998 წლის 18 მაისის № 192/ო ბრძანებით, საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების და პრეკურსორების ლეგალურ ბრუნვაზე კონტროლის გამკაცრების მიზნით. მისი საქმიანობა რეგულირდება საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით, საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის ბრძანებებით გაეროს 1961, 1971, 1988 წლების შესაბამისი კონვენციების რეკომენდაციებით, ნარკოტიკებზე კონტროლის ინსპექციის დებულებით და წინამდებარე დებულებით.
2. საექსპერტო კომისიის შემადგენლობას და კომისიის თავმჯდომარეს ამტკიცებს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი.
3. საექსპერტო კომისია ანგარიშვალდებულია ნარკოტიკებზე კონტროლის ინსპექციის და ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის წინაშე.
II. მიზანი და ამოცანები
4. საექსპერტო კომისიის მიზანი და ამოცანებია საქართველოს ტერიტორიაზე ნარკოტიკულ და ფსიქოტროპულ ნივთიერებათა ლეგალურ ბრუნვაზე კონტროლის მექანიზმების სრულყოფის, გაეროს შესაბამისი კონვენციებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების შესახებ წინადადებების შემუშავება.
III. უფლებამოვალეობანი
5. გაეროს ნარკოტიკებზე კონტროლის საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნისა და რეკომენდაციების, ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული საშუალებების, ნივთიერებების და პრეპარატების სიებში სათანადო დამატებების ან ცვლილებების შეტანის შესახებ წინადადებების მომზადება.
6. საქართველოში სპეციალურ 1კონტროლს დაქვემდებარებული საშუალებების, ნივთიერებების და პრეპარატების ჩამონათვალის სისტემატური განახლებისა და გამოცემის შესახებ წინადადებების მომზადება.
7. საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების და პრეკურსორების ლეგალური ბრუნვის მარეგლამენტებელი ნორმატიული დოკუმენტების პროექტების შემუშავება.
8. საქართველოში დასარეგისტრირებლად შემოტანილი ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული მედიკამენტების და პრეკურსორების საჭიროების განსაზღვრის და რეგისტრაციისათვის შესაბამისი დასკვნის გაცემის შესახებ წინადადებების მომზადება.
9. საქართველოში შემოსატანი ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების ასორტიმენტის განსაზღვრის თაობაზე წინადადებების მომზადება.
10. საქართველოში ნარკოტიკულ და ფსიქოტროპულ სამკურნალო საშუალებებზე მოთხოვნის განსაზღვრის შესახებ წინადადებების მომზადება.
11. ნარკოტიკული საშუალებების ან ფსიქოტროპული ნივთიერებების ანალოგების, პრეკურსორების რაობის დადგენის თაობაზე მასალების მომზადება, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზისათვის აუცილებელი მეთოდური წერილების პროექტების მომზადება.
12. სასამართლო-საგამოძიებო პრაქტიკის, ნარკოსიტუაციისა და ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით კონკრეტულ ნივთიერებათა, კონტროლირებადი ნივთიერებების სიებისათვის მიკუთვნების, მათი გამოწერისა და გაცემის წესის განსაზღვრის შესახებ წინადადებების შემუშავება.
13. დასარეგისტრირებელი ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი კომბინირებული მედიკამენტების ბრუნვის კონტროლის რეჟიმის განსაზღვრის თაობაზე წინადადებების მომზადება.
14. ადგილობრივი პირობების და საერთაშორისო მოთხოვნების გათვალისწინებით,ჰუმანიტარული დახმარებით შემოტანილი მედიკამენტების შენახვის, აღრიცხვის, განაწილების ან გამოყენების წესების პროექტის შემუშავება.
IV. კომისიის მუშაობის წესი
15. საექსპერტო კომისიის სხდომები ტარდება საჭიროების მიხედვით, მაგრამ არა ნაკლებ თვეში ერთხელ.
16. საექსპერტო კომისია გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით.