„ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემაში და გამანაწილებელ ქსელში ბუნებრივი გაზის ნორმატიული დანაკარგების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 24 მაისის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№15
სარეგისტრაციო კოდი
300380000.16.009.016365
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/05/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №15

2020 წლის 14 მაისი

ქ. თბილისი

 

„ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემაში და გამანაწილებელ ქსელში ბუნებრივი გაზის ნორმატიული დანაკარგების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 24 მაისის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე‑20 მუხლის მე‑4 პუნქტისა და „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 29‑ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის და 168-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დაადგინა:


მუხლი 1

„ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემაში და გამანაწილებელ ქსელში ბუნებრივი გაზის ნორმატიული დანაკარგების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 24 მაისის №8 დადგენილების (სსმ, ვებგვერდი, 01/62017, სარეგისტრაციო კოდი: 300380000.16.009.016209) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“  ქვეპუნქტი:

„მ) შპს „გოგოჭური და კომპანია“:

ა) 2020 წლის 1 ივლისიდან 2021 წლის 1 იანვრამდე პერიოდში 0.08%;

ბ) 2021 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 იანვრამდე პერიოდში 0.08%;

გ) 2022 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 იანვრამდე პერიოდში 0.08%.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედავით ნარმანია
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი
კომისიის წევრიგიორგი ფრუიძე