მუხლი 27. ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ჯარიმის დაკისრებისა და გადახდის წესი
თავი VII — პასუხისმგებლობა ამ კანონის მოთხოვნების დარღვევისთვის
1. ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ჯარიმის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს და შესაბამის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენს სამინისტრო.
2. დამრღვევმა ამ კანონის 26-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა უნდა გადაიხადოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, დაჯარიმების შესახებ დადგენილების მისთვის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.
3. დაკისრებული ჯარიმის ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევს დაეკისრება საურავი დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილებით განსაზღვრული ჯარიმის თანხის 0,01%-ის ოდენობით. ჯარიმისა და საურავის საურავის დაკისრებიდან 1 თვის ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრული ჯარიმა და საურავი დაუყოვნებლივ მიექცევა აღსასრულებლად.
4. ამ კანონით (გარდა ამ კანონის 26-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტებისა) გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა პირს არ ათავისუფლებს დარღვევის გამოსწორების ვალდებულებისგან. დარღვევის 6 თვის ვადაში გამოუსწორებლობის შემთხვევაში პირი დაჯარიმდება ჯარიმის თანხის სამმაგი ოდენობით.
თავი VIII. გარდამავალი და დასკვნითი დებულებე
მთავარი მონაცემები
ვადა30 დღის ვადაში
ვადა1 თვის ვადაში
ვადა6 თვის ვადაში
განაკვეთი0,01%
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (21.05.2020).
მუხლი 8. ჯარიმის გადახდა— ნარჩენების მართვის კოდექსის 31-35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილით და 46-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 8. ჯარიმის გადახდა— ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე-35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა- ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 8. ჯარიმის გადახდა— საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ და საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევებზე საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მათი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 8. ჯარიმის გადახდა— საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ გათვალისწინებულ შემთხვევებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ