მუხლი 44. სახელმწიფო ტყის ფართობით სპეციალური სარგებლობის განხორციელების მიზნით ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესი
თავი V — ტყით სპეციალური სარგებლობა
1. ამ კოდექსით განსაზღვრული ტყით სპეციალური სარგებლობის განსახორციელებლად სახელმწიფო ტყის ფართობი გაიცემა ელექტრონული აუქციონის საფუძველზე. ტყის არამერქნული რესურსების, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დასამზადებლად (გარდა ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩითა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობისა), ფუტკრის დროებითი სადგომის მოსაწყობად სასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყითსარგებლობის განსახორციელებლად, სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო მიზნებით ტყითსარგებლობის განსახორციელებლად ან განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის განსახორციელებლად სახელმწიფო ტყის ფართობი გაიცემა უფლებამოსილი პირის მიერ პირდაპირი წესით, აუქციონის გარეშე, ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების მინიჭების საფუძველზე, ხოლო თევზის მეურნეობის ან/და სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზნით ტყითსარგებლობის განსახორციელებლად − საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ლიცენზიის/ნებართვის საფუძველზე.
2. ელექტრონული აუქციონის საფუძველზე სახელმწიფო ტყის ფართობი გაიცემა იმ პირობით, რომ ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების მიმღები გადაიხდის სათანადო საფასურს და დაიცავს შესაბამისი ხელშეკრულებით დადგენილ სხვა პირობებს.
3. ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესი და პირდაპირი წესით ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების მინიჭების წესი დგინდება „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულებით.
საქართველოს 2021 წლის 15 დეკემბრის კანონი №1098 – ვებგვერდი, 24.12.2021წ.
თავი VI
სამეურნეო ჭრით ხეტყის დამზადე
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.12.2021-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (28.05.2020 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 44. სახელმწიფო ტყის ფართობით სპეციალური სარგებლობის განხორციელების მიზნით ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესი 1. ამ კოდექსით განსაზღვრული ტყით სპეციალური სარგებლობის განსახორციელებილად ს მიზნით სახელმწიფო ტყის ფართობი გაიცემა ელექტრონული აუქციონის საფუძველზე. ტყის არამერქნული რესურსების, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხო-ვანი მასალების დასამზადებლად (გარდა ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩითა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობისა), ფუტკრის დროებითი სადგომის მოსაწყობავდ სასოფლო-სამეურნეო მიზნებით ტყითსარგებლობის განსახორციელებლად, სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო მიზნებით ტყითსარგებლობის განსახორციელებლად ან განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის განსახორციელებილად ს მიზნით სახელმწიფო ტყის ფართობი გაიცემა უფლებამოსილი პირის მიერ პირდაპირი წესით, აუქციონის გარეშე, ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების მინიჭების საფუძველზე, ხოლო თევზის მეურნეობის ან/და სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზნით ტყითსარგებლობის განსახორციელებლად − საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ლიცენზიის/ნებართვის საფუძველზე. 2. ელექტრონული აუქციონის საფუძველზე სახელმწიფო ტყის ფართობი გაიცემა იმ პირობით, რომ ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების მიმღები გადაიხდის სათანადო საფასურს და დაიცავს შესაბამისი ხელშეკრულებით დადგენილ სხვა პირობებს. 3. ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესი და პირდაპირი წესით ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების მინიჭების წესი დგინდება „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულებით. თავი VI სამეურნეო ჭრით ხეტყის დამზადება