„მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დეკადურად გამოანგარიშებისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“

მიღების თარიღი 27.11.1998
ძალის დაკარგვა 16.01.2001
გამომცემი ორგანო ეროვნული ბანკის გამგეობა
ნომერი №15
სარეგისტრაციო კოდი 090.009.003.412
გამოქვეყნების წყარო სსმ, 5, 07/12/1998
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 495 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.11.1998 მიღება
16.01.2001 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დეკადურად გამოანგარიშებისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება №15 1998 წლის 27 ნოემბერი ქ. თბილისი მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დეკადურად გამოანგარიშებისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ „საქართველოს ეროვნული ბანკის“ ორგანული კანონის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესასრულებლად, ამავე კანონის 73-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო ადგენს: 1. დამტკიცდეს მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დეკადურად გამოანგარიშებისა და გადახდის წესი. 2. ბანკების მიერ მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დეკადურად გამოანგარიშება და გადახდა განხორციელდეს 1998 წლის დეკემბრის თვის მე-2 დეკადის ბალანსის საფუძველზე. 3. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 1998 წლის 17 სექტემბრის №11 დადგენილების მე-3 მუხლი. საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარე                         ი. მანაგაძე მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დეკადურად გამოანგარიშების და გადახდის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ფულად-საკრედიტო პოლიტიკის განხორციელების პროცესში საქართველოს ეროვნული ბანკი კომერციული ბანკებისათვის აწესებს მინიმალურ სარეზერვო მოთხოვნებს, რომლებიც განისაზღვრება მოზიდულ სახსრებთან პროცენტული თანაფარდობით და ექვემდებარება ეროვნულ ბანკში სავალდებულო შენახვას. 2. მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ოდენობისა და მისი გაანგარიშების წესს ეროვნული ბანკი ადგენს ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური ვითარების შესაბამისად. 3. საქართველოს ეროვნულ ბანკში სავალდებულო რეზერვების ანგარიშზე დადგენილი ნორმით განკუთვნილი სახსრების შენახვა ხორციელდება ეროვნულ ვალუტაში, პროცენტების გადახდის გარეშე. 4. ეროვნულ ბანკს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის თანხაზე პროცენტების გადახდის შესახებ. 5. კომერციული ბანკები ვალდებულნი არიან წარმოუდგინონ ეროვნული ბანკის ზედამხედველობის სამმართველოს ბანკის ხელმძღვანელის ხელისმოწერით და ბეჭდით დამოწმებული დეკადური ბალანსები, ყოველი თვის 15, 25, 5 რიცხვებში. მუხლი 2🔗. მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დეკადურად გამოანგარიშება და გადახდა 1. კომერციული ბანკების მიერ მოზიდული სახსრების თვის განმავლობაში შესამჩნევი ცვლილების გათვალისწინებით, მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების გაანგარიშება წარმოებს დეკადურად, შედეგების კომერციული ბანკების, ასევე ეროვნული ბანკის შესაბამის ანგარიშებზე ასახვით. 2. მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დეკადურად გაანგარიშებისას მიიღება: 070, 071, 079, 086, 087, 089, 130-134, 141, 142, 144, 158, 177, 199, 200-609, 640-644, 695, 696, 700, 701, 703, 704, 707, 710, 711, 713-715, 717, 718, 721-724, 732-739, 810, 902, 904, 905, 932 საბალანსო ანგარიშებზე რიცხული საკრედიტო ნაშთი. 3. სავალდებულო რეზერვების ანგარიშზე დადგენილი ნორმით დეპონირებისათვის განკუთვნილი სახსრების ოდენობას, ბანკები გამოიანგარიშებენ ყოველი თვის თითოეული დეკადის ბოლო დღის მდგომარეობით ამ მუხლის მე-2 პუნქტით ჩამოთვლილ საბალანსო ანგარიშებზე რიცხული ნაშთის ჯამიდან. 4. საანგარიშგებო დეკადაში მოზიდული სახსრების ოდენობის წინა დეკადასთან შედარებით ზრდის შემთხვევაში, კომერციული ბანკები ვალდებულნი არიან დეკადის გასვლიდან ხუთი დღის განმავლობაში, სათანადო გაანგარიშების და ბუღალტრული გატარებების საფუძველზე, საქართველოს ეროვნულ ბანკში სავალდებულო რეზერვების ანგარიშზე გადარიცხონ დამატებით შესატანი თანხა. 5. საანგარიშგებო დეკადაში მოზიდული სახსრების წინა დეკადასთან შედარებით შემცირებისას, საქართველოს ეროვნული ბანკი ზედმეტად შეტანილ თანხას დაუბრუნებს კომერციულ ბანკს ბალანსის წარმოდგენიდან 1 დღის განმავლობაში მის მიერ წარმოდგენილი განცხადების და მასზე დართული გაანგარიშების მიხედვით, საბალანსო მონაცემებთან შედარების საფუძველზე. 6. რომელიმე კომერციული ბანკის საქმიანობის შეწყვეტისას ეროვნული ბანკი მთლიანად უბრუნებს მას სავალდებულო რეზერვების ანგარიშზე ჩარიცხულ თანხას. მუხლი 3🔗. დაჯარიმება და სანქციები სავალდებულო რეზერვების ნორმების დარღვევისას 1. კომერციული ბანკების მიერ თანხების საქართველოს ეროვნულ ბანკში სავალდებულო რეზერვების ანგარიშზე დაგვიანებით ჩარიცხვის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი მათ მიმართ გამოიყენებს საჯარიმო სანქციას და ვიდრე არ შეივსება ბანკის სარეზერვო ანგარიშზე დანაკლისი, ვადაგადაცილების თითოეული დღისათვის გადაახდევინებს გადასარიცხი თანხის 0,5 პროცენტს რთული პროცენტის გადახდევინების ჩათვლით. 2. თუ საჯარიმო სანქციამ არ გამოიღო შედეგი, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გამოიყენოს სხვა სახის სანქციები, სახელდობრ: ა) კომერციული ბანკის პასუხისმგებელ პირებს შეუჩეროს ხელმოწერის უფლება და მოითხოვოს მათი გათავისუფლება თანამდებობიდან; ბ) გააუქმოს საბანკო ოპერაციების წარმოების ლიცენზია.