საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტში ცვლილების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
პლენუმის
დადგენილება №122/1
ქ. ბათუმი
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი
ა დ გ ე ნ ს :
1. საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 273 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მხარის რწმუნებულება შესაძლებელია დამოწმდეს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ, მხარის მიერ რწმუნებულებაზე სასამართლოს თანამშრომლის თანდასწრებით ხელმოწერის შემთხვევაში. რწმუნებულება შესაძლებელია ასევე შედგენილ იქნეს ელექტრონული დოკუმენტის ფორმით, რომელზეც შესრულებულია „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და დასმულია ამავე კანონით აღიარებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპი.“.
2. პირველი პუნქტით გათვალისწინებული ცვლილება ამოქმედდეს მისი საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნებისთანავე.
3. ეს დადგენილება გაეგზავნოს „საქართველოს საკანონდებლო მაცნეს“.
საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე
საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს მდივანი მანანა კობახიძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტში ცვლილების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის დადგენილება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტში ცვლილების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 20.05.2020.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტში ცვლილების შესახებ“?
- „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტში ცვლილების შესახებ“ მიღებულია 20.05.2020. მიმღები ორგანო — საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო. დოკუმენტის ნომერი — №122/1.
- სად არის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტში ცვლილების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.05.2020 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის დადგენილება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტში ცვლილების შესახებ“, №122/1, 20.05.2020 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.05.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4876701/