პირობით მსჯავრდებულთა და პირობით ვადამდე გათავისუფლებულ პირთა მიმართ კანონმდებლობით დადგენილი რეჟიმის დაცვის ზოგადი პროცედურებისგან განსხვავებული დროებითი წესის განსაზღვრის თაობაზე
მიღების თარიღი 25.05.2020
ძალის დაკარგვა 15.07.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №545
სარეგისტრაციო კოდი 080040030.22.027.017040
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/05/2020
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
პირობით მსჯავრდებულთა და პირობით ვადამდე გათავისუფლებულ პირთა მიმართ კანონმდებლობით დადგენილი რეჟიმის დაცვის ზოგადი პროცედურებისგან განსხვავებული დროებითი წესის განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება
№545
2020 წლის 25 მაისი
ქ. თბილისი
პირობით მსჯავრდებულთა და პირობით ვადამდე გათავისუფლებულ პირთა მიმართ კანონმდებლობით დადგენილი რეჟიმის დაცვის ზოგადი პროცედურებისგან განსხვავებული დროებითი წესის განსაზღვრის თაობაზე
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 453 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით დამტკიცებული წესების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
1. საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით და ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ოჯახური დანაშაულისა და ოჯახში ძალადობის ჩადენისათვის პირობით მსჯავრდებული და პირობით ვადამდე გათავისუფლებული პირები პრობაციის ბიუროში გამოცხადდნენ კანონმდებლობით განსაზღვრული ზოგადი წესით, პრობაციის ოფიცრის მიერ დადგენილი რეჟიმის შესაბამისად.
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე-170-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის პირობით მსჯავრდებული და პირობით ვადამდე გათავისუფლებული პირები, 2020 წლის 15 ივნისიდან, პრობაციის ბიუროში გამოცხადდნენ კანონმდებლობით განსაზღვრული ზოგადი წესით, პრობაციის ოფიცრის მიერ დადგენილი რეჟიმის შესაბამისად.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე, 179-ე, 181-ე, 223-ე, 2231, 225-ე, 229-ე, 236-ე, 237-ე, 238-ე, 2381, 239-ე, 323-ე, 328-ე, 353-ე, 3531, 378-ე და 3781 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის პირობით მსჯავრდებული და პირობით ვადამდე გათავისუფლებული პირები, 2020 წლის 29 ივნისიდან, პრობაციის ბიუროში გამოცხადდნენ კანონმდებლობით განსაზღვრული ზოგადი წესით, პრობაციის ოფიცრის მიერ დადგენილი რეჟიმის შესაბამისად.
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის პირობით მსჯავრდებული და პირობით ვადამდე გათავისუფლებული პირები, 2020 წლის 6 ივლისიდან, პრობაციის ბიუროში გამოცხადდნენ კანონმდებლობით განსაზღვრული ზოგადი წესით, პრობაციის ოფიცრის მიერ დადგენილი რეჟიმის შესაბამისად.
5. ამ ბრძანების პირველი-მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულის გარდა სხვა დანაშაულებისთვის პირობით მსჯავრდებული და პირობით ვადამდე გათავისუფლებული პირები, 2020 წლის 25 მაისიდან 15 ივნისამდე, სსიპ – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოდან წინასწარი სატელეფონო შეტყობინების მიღების შემდეგ პრობაციის ბიუროში გამოცხადდნენ ეტაპობრივად.
6. ამ ბრძანების მე-5 პუნქტით განსაზღვრული პირობით მსჯავრდებული და პირობით ვადამდე გათავისუფლებული პირები, 2020 წლის 15 ივნისიდან, პრობაციის ბიუროში გამოცხადდნენ კანონმდებლობით განსაზღვრული ზოგადი წესით, პრობაციის ოფიცრის მიერ დადგენილი რეჟიმის შესაბამისად.
7. ამ ბრძანების მე-2-მე-6 პუნქტებში მითითებული თარიღების დადგომამდე, ამავე პუნქტებით გათვალისწინებული პირობით მსჯავრდებული და პირობით ვადამდე გათავისუფლებული პირები გათავისუფლდნენ „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პრობაციის ოფიცრის მიერ დადგენილი რეჟიმით რეგისტრაციისა და აღრიცხვაზე აყვანის მიზნით გამოცხადების ვალდებულებისაგან.
8. დაევალოთ სსიპ – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოებს – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროებს, ამ ბრძანების მე-2-მე-6 პუნქტებით განსაზღვრული თარიღის დადგომამდე, გარკვეული კატეგორიის საქმეებზე, პრობაციის ოფიცრის მიერ წინასწარი სატელეფონო შეტყობინების შემდეგ განახორციელონ დადგენილი რეჟიმის შესაბამისად პირობით მსჯავრდებულთა და პირობით ვადამდე გათავისუფლებულ პირთა კონტროლი საცხოვრებელ მისამართზე. წინასწარი სატელეფონო შეტყობინებისა და საცხოვრებელ მისამართზე ვიზიტის შესახებ დგება შესაბამისი ოქმები.
9. მსჯავრდებულის საცხოვრებელ მისამართზე ვიზიტის დროს პრობაციის ოფიცერი ვალდებულია დაიცვას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული რეკომენდაციები.
10. თუ წინასწარი სატელეფონო შეტყობინების შემდეგ მსჯავრდებული პრობაციის ოფიცერს მოთხოვნილ დროს არ დახვდება საცხოვრებელ მისამართზე, ის დაჯარიმდება „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად.
11. მსჯავრდებულები, რომლებიც საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის ვადის ამოწურვის მიუხედავად, ვერ მოახერხებენ საქართველოში დაბრუნებას მსოფლიოში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, თავისუფლდებიან „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლით დადგენილი ვალდებულებისაგან.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება მოქმედებს 2020 წლის 15 ივლისამდე და ვრცელდება 2020 წლის 23 მაისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი