თავშესაფრის მაძიებლის თითის ანაბეჭდების აღების და ამ პერსონალური მონაცემების დამუშავების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 03.06.2020
ძალის დაკარგვა 01.12.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №79
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.017010
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/06/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (9)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- თავშესაფრის პროცედურის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 28.11.2025
📋 აუქმებს — 1 აქტი
- თავშესაფრის მაძიებლის თითის ანაბეჭდების აღების და ამ პერსონალური მონაცემების დამუშავების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 30.01.2017
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
დოკუმენტის ტექსტი
თავშესაფრის მაძიებლის თითის ანაბეჭდების აღების და ამ პერსონალური მონაცემების დამუშავების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება
№79
2020 წლის 3 ივნისი
ქ. თბილისი
თავშესაფრის მაძიებლის თითის ანაბეჭდების აღების და ამ პერსონალური მონაცემების დამუშავების წესის დამტკიცების შესახებ
„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-7 პუნქტის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის №3024-რს კანონის მე-2 მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თავშესაფრის მაძიებლის თითის ანაბეჭდების აღების და ამ პერსონალური მონაცემების დამუშავების თანდართული წესი.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თავშესაფრის მაძიებლის თითის ანაბეჭდების აღების და ამ პერსონალური მონაცემების დამუშავების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის30 იანვრის №82 ბრძანება (www.matsne.gov.ge, 01/02/2017; სარეგისტრაციო კოდი: 010140020.22.029.016390).
მუხლი 3🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური
თავშესაფრის მაძიებლის თითის ანაბეჭდის აღების და ამ პერსონალური მონაცემების დამუშავების წესი
მუხლი 1🔗. მიზანი
1. თავშესაფრის მაძიებლის თითის ანაბეჭდის აღების და ამ პერსონალური მონაცემების დამუშავების წესი (შემდგომ – წესი) განსაზღვრავს, თავშესაფრის პროცედურის სამართლიანი, სრულყოფილი, ეფექტიანი და თანმიმდევრული განხორციელების მიზნით, „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თავშესაფრის მაძიებლის თითის ანაბეჭდის აღებისა და ამ პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცედურას.
2. წესით გათვალისწინებული პერსონალური მონაცემი მუშავდება თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის, ან დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის იდენტიფიცირებისა და მის მიმართ პარალელური პროცედურების თავიდან აცილების მიზნით.
მუხლი 2🔗. რეგულირების სფერო
წესი არეგულირებს:
ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) მიერ „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე თითის ანაბეჭდის აღების, შედარების, შენახვის, ამ პერსონალურ მონაცემებზე წვდომის, წაშლისა და განადგურების პროცედურას;
ბ) თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის, ან დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის თითის ანაბეჭდის დამუშავების პროცედურაში უფლებამოსილი თანამდებობის პირის უფლებებსა და მოვალეობებს.
მუხლი 3🔗. ტერმინთა განმარტება
1. წესის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) თითის ანაბეჭდი – თავშესაფრის მაძიებლის ბიომეტრიული მონაცემი, რომელიც უნიკალური და მუდმივია თითოეული ფიზიკური პირისათვის და რომლითაც შესაძლებელია ამ პირის იდენტიფიცირება;
ბ) მონაცემთა ბაზა – თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა მონაცემთა ბაზა, რომლის ადმინისტრირებასაც ახორციელებს სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი (შემდგომ – დეპარტამენტი);
გ) თითის ანაბეჭდის თანმდევი მონაცემი – წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები, რომლებიც თავშესაფრის მაძიებლის თითის ანაბეჭდის აღებისას თითის ანაბეჭდთან ერთად შეიტანება მონაცემთა ბაზაში;
დ) თითის ანაბეჭდის აღება – ბიომეტრიული სისტემის სენსორების საშუალებით ბიომეტრიული მონაცემების დაფიქსირება და ციფრულ ფორმატში გარდაქმნა, რის შემდეგაც ციფრულ ფორმატში არსებული მონაცემი გარდაიქმნება თითის ანაბეჭდის კომპაქტურ ნიმუშად;
ე) თითის ანაბეჭდის შედარება – პროცედურა, რა დროსაც მონაცემთა ბაზა ზომავს და ახდენს თითის ანაბეჭდის ნიმუშის შედარებას მონაცემთა ბაზაში არსებულ სხვა თითის ანაბეჭდების ნიმუშებთან, რის საფუძველზეც იღებს გადაწყვეტილებას, რამდენად შეესაბამება წარმოდგენილი ნიმუში მონაცემთა ბაზაში არსებულ სხვა ნიმუშებს;
ვ) თანხვედრა – თითის ანაბეჭდის შედარების შედეგი, როდესაც შესადარებელი თითის ანაბეჭდის ნიმუში ემთხვევა მონაცემთა ბაზაში არსებულ თითის ანაბეჭდის ნიმუშს;
ზ) თანხვედრის უარყოფა – თითის ანაბეჭდის შედარების შედეგი, როდესაც შესადარებელი თითის ანაბეჭდის ნიმუში არ ემთხვევა მონაცემთა ბაზაში არსებულ არცერთ თითის ანაბეჭდის ნიმუშს;
თ) წაშლა – შენახვის ვადის გასვლის შემდეგ ან ვადის გასვლამდე, მონაცემთა ელექტრონულ მატარებელზე არსებული თითის ანაბეჭდისა და მისი თანმდევი მონაცემის ისეთი ფორმით გასუფთავება, როდესაც ამ მონაცემის შინაარსის აღდგენა შეუძლებელია;
ი) განადგურება – შენახვის ვადის გასვლის შემდეგ ან ვადის გასვლამდე, პირად საქმეში არსებული ინფორმაციის მატერიალური მატარებლის ან მასზე არსებული თითის ანაბეჭდისა და მისი თანმდევი მონაცემის ისეთი ფორმით განადგურება, როდესაც ამ მონაცემის შინაარსის აღდგენა შეუძლებელია.
2. წესში გამოყენებულ ყველა სხვა ტერმინს აქვს „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობა.
მუხლი 4🔗. უფლებამოსილი თანამდებობის პირის ვალდებულებები
1. წესით გათვალისწინებული თითის ანაბეჭდის აღებასა და შედარებას ახორციელებს დეპარტამენტის საერთაშორისო დაცვის საკითხთა სამმართველოს უფლებამოსილი თანამდებობის პირი, რომელსაც გავლილი აქვს შესაბამისი მომზადება თითის ანაბეჭდის აღების წესსა და ამ მონაცემის დამუშავებასთან დაკავშირებით.
2. უფლებამოსილი თანამდებობის პირი, წესის შესაბამისად, უზრუნველყოფს:
ა) თითის ანაბეჭდის აღებას;
ბ) აღებული თითის ანაბეჭდისა და მისი თანმდევი მონაცემის (სახელი და გვარი) ურთიერთ შესაბამისობას და მათ მონაცემთა ბაზაში შეყვანას;
გ) თითის ანაბეჭდის მონაცემთა ბაზაში არსებულ ყველა თითის ანაბეჭდთან შედარებასა და მონაცემთა ბაზაში შენახვას.
მუხლი 5🔗. თითის ანაბეჭდის აღების წესი
1. თითის ანაბეჭდის აღებამდე, თავშესაფრის მაძიებელს უნდა მიეწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია თითის ანაბეჭდების აღების მიზნისა და მისი შენახვის ვადის შესახებ.
2. დეპარტამენტისათვის საერთაშორისო დაცვაზე განცხადებით მიმართვისა და განცხადების რეგისტრაციის შემდეგ, თავშესაფრის მაძიებლის ცნობის გაცემამდე, უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა უნდა აიღოს თავშესაფრის მაძიებლის მარჯვენა და მარცხენა ხელის თითების ანაბეჭდები, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტისა და წესის მე-9 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
3. თითის ანაბეჭდის აღებამდე, უფლებამოსილი თანამდებობის პირი ადგენს თითის ანაბეჭდის აღებაზე და თითის ანაბეჭდის თანმდევი მონაცემის დამუშავების თაობაზე თავშესაფრის მაძიებლის თანხმობის ოქმს (დანართი №1), რომელიც თან დაერთვის საერთაშორისო დაცვაზე თავშესაფრის მაძიებლის განცხადებას.
4. დაუშვებელია 14 წელს მიუღწეველი თავშესაფრის მაძიებლის თითის ანაბეჭდის აღება. იმ შემთხვევაში, თუ თავშესაფრის მაძიებელს თავშესაფრის პროცედურის მიმდინარეობისას შეუსრულდა 14 წელი, მისი თითის ანაბეჭდების აღება ხორციელდება წესის შესაბამისად. ამ შემთხვევაში, თითის ანაბეჭდის აღება ხდება 14 წლის ასაკის შესრულებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში.
5. იმ შემთხვევაში, თუ თავშესაფრის მაძიებელი იმყოფება პენიტენციურ დაწესებულებაში ან დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში და მისი თითის ანაბეჭდის აღება ვერ ხერხდება ამ მუხლით გათვალისწინებული წესის შესაბამისად, უფლებამოსილი თანამდებობის პირი თავშესაფრის მაძიებლის თითის ანაბეჭდს გამოითხოვს ამ დაწესებულებებიდან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, რომელიც ინახება წესის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით.
6. სამინისტრო უფლებამოსილია ამ მუხლით გათვალისწინებული წესით თითის ანაბეჭდი აუღოს დროებითი დაცვის ქვეშ მყოფ პირს.
7. თითის ანაბეჭდის ხარისხი უნდა იძლეოდეს მისი შედარების შესაძლებლობას.
8. იმ შემთხვევაში, თუ ტექნიკური ხარვეზის არსებობის გამო, ვერ ხერხდება თითის ანაბეჭდის აღება ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული წესის შესაბამისად, თითის ანაბეჭდის აღება შეიძლება გადაიდოს ხარვეზის აღმოფხვრამდე, მაგრამ არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა.
მუხლი 6🔗. თითის ანაბეჭდის თანმდევი მონაცემი
1. უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ თითის ანაბეჭდთან ერთად მონაცემთა ბაზაში მიეთითება შემდეგი ინფორმაცია:
ა) თავშესაფრის მაძიებლის სახელი და გვარი;
ბ) თავშესაფრის მაძიებლის წარმოშობის ქვეყანა;
გ) თავშესაფრის მაძიებლის დაბადების თარიღი;
დ) თავშესაფრის მაძიებლის სქესი;
ე) საერთაშორისო დაცვაზე განაცხადის გაკეთების თარიღი;
ვ) თითის ანაბეჭდის აღების თარიღი და დრო;
ზ) თითის ანაბეჭდის ამღები უფლებამოსილი თანამდებობის პირის ვინაობა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტში მითითებული ინფორმაცია მონაცემთა ბაზაში აისახება მას შემდეგ, რაც წესის მე-7 მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შედეგად დადგინდება, რომ მონაცემთა ბაზაში არ არსებობს იდენტური თითის ანაბეჭდი.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ინფორმაცია მონაცემთა ბაზაში არ მიეთითება წესის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
მუხლი 7🔗. თითის ანაბეჭდების შედარების პროცედურა
1. თითის ანაბეჭდების შედარების მიზანია თავშესაფრის მაძიებლის იდენტიფიცირება და მის მიერ წარსულში საერთაშორისო დაცვაზე განცხადებით მიმართვის ფაქტის დადგენა.
2. დაუშვებელია თითის ანაბეჭდების შედარების პროცედურისას დამუშავდეს მონაცემთა ბაზაში არსებული სხვა მონაცემი, გარდა თითის ანაბეჭდის ნიმუშისა ან/და თითის ანაბეჭდის თანმდევი მონაცემისა.
3. შედარების პროცედურა სრულდება მას შემდეგ, რაც მონაცემთა ბაზა ავტომატურად შეატყობინებს უფლებამოსილ თანამდებობის პირს თითის ანაბეჭდის მონაცემის თანხვედრის ან თანხვედრის უარყოფის შესახებ.
4. თანხვედრის შემთხვევაში, უფლებამოსილი თანამდებობის პირი ეცნობა შესაბამისი თითის ანაბეჭდის თანმდევ მონაცემს, რასთან დაკავშირებითაც ადგენს თითის ანაბეჭდის შედარების შესახებ ოქმს (დანართი №2), რომელიც თან დაერთვის თავშესაფრის მაძიებლის საერთაშორისო დაცვაზე განცხადებას.
5. თითის ანაბეჭდის შედარების პროცედურა უნდა განხორციელდეს თითის ანაბეჭდის აღებისთანავე.
6. წესის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, თითის ანაბეჭდების გამოთხოვის შემთხვევაში თითის ანაბეჭდების შედარების პროცედურა ხორციელდება დეპარტამენტის მიერ თითის ანაბეჭდების მიღებისთანავე.
7. ამ მუხლით გათვალისწინებული პროცედურის განხორციელების შემდეგ თითის ანაბეჭდი, თითის ანაბეჭდის შედარების შედეგი, თითის ანაბეჭდის შედარების ოქმი და თითის ანაბეჭდის თანმდევი მონაცემი ინახება მონაცემთა ბაზაში.
8. თითის ანაბეჭდის თანხვედრის შემთხვევაში, მონაცემთა ბაზაში აისახება თითის ანაბეჭდის ის თანმდევი მონაცემი, რომელიც დადგინდება საერთაშორისო დაცვაზე განცხადებაზე გადაწყვეტილების მიღების შემდგომ.
მუხლი 8🔗. თავშესაფრის მაძიებლის უარი თითის ანაბეჭდის აღებაზე
1. თუ თავშესაფრის მაძიებელი უარს აცხადებს თითის ანაბეჭდის აღებაზე, თითის ანაბეჭდების აღების მიზნით უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა თავშესაფრის მაძიებელს დეტალურად უნდა განუმარტოს „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თითის ანაბეჭდის აღების და თანამშრომლობის ვალდებულების შესახებ, ასევე თითის ანაბეჭდის აღებაზე უარის თქმის შედეგები.
2. იმ შემთხვევაში, თუ თავშესაფრის მაძიებელი უარს აცხადებს თითის ანაბეჭდების აღებაზე, უფლებამოსილი თანამდებობის პირი აღნიშნულთან დაკავშირებით ადგენს თითის ანაბეჭდის აღების თაობაზე თავშესაფრის მაძიებლის უარის ოქმს (დანართი №3), რომელიც თან დაერთვის თავშესაფრის მაძიებლის საერთაშორისო დაცვაზე განცხადებას.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განხორციელებული პროცედურის შემდეგ, თავშესაფრის მაძიებლის მიერ თითის ანაბეჭდის აღებაზე უარის თქმის შემთხვევაში, უფლებამოსილი თანამდებობის პირი იღებს გადაწყვეტილებას საერთაშორისო დაცვაზე გაკეთებული განცხადების განხილვის შეწყვეტის თაობაზე, „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
მუხლი 9🔗. თითის ანაბეჭდის აღების შეუძლებლობა
1. თავშესაფრის მაძიებლის მიერ თითების დაზიანების ან სხვა ობიექტური საფუძვლით თითის ანაბეჭდის აღების შეუძლებლობის შემთხვევაში, უფლებამოსილი თანამდებობის პირი თავშესაფრის მაძიებლის თითის ანაბეჭდს იღებს ასეთი საფუძვლების აღმოფხვრისთანავე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, თითის ანაბეჭდის აღების პროცედურა ხორციელდება პერიოდულად, გონივრული ვადის ინტერვალით, რათა დადგინდეს, კვლავ არსებობს თუ არა საფუძველი, რის გამოც ვერ ხერხდება თითის ანაბეჭდის აღება.
3. გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც პირის ფიზიკური ნაკლის ან სხვა სამედიცინო მდგომარეობის გამო შეუძლებელია თავშესაფრის მაძიებლის თითის ანაბეჭდის აღება უფლებამოსილი თანამდებობის პირი ადგენს თავშესაფრის მაძიებლისთვის თითის ანაბეჭდის აღების შეუძლებლობის თაობაზე ოქმს (დანართი №4), სადაც მიეთითება თითის ანაბეჭდის აღების შეუძლებლობის მიზეზები, რომელიც თან დაერთვის თავშესაფრის მაძიებლის საერთაშორისო დაცვაზე განცხადებას.
4. იმ შემთხვევაში, თუ თითის ანაბეჭდების აღება ვერ ხერხდება თავშესაფრის მაძიებლის ფსიქიკური აშლილობის გამო, უფლებამოსილი თანამდებობის პირი აღნიშნულთან დაკავშირებით ადგენს თავშესაფრის მაძიებლის ფსიქიკური აშლილობის გამო თითის ანაბეჭდის აღების შეუძლებლობის თაობაზე ოქმს (დანართი №5), რომელიც თან დაერთვის თავშესაფრის მაძიებლის საერთაშორისო დაცვაზე განცხადებას.
5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მაძიებლის საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვა არ შეწყდება.
მუხლი 10🔗. მონაცემთა შენახვა, წაშლა და განადგურება
1. თითის ანაბეჭდი ელექტრონულად ინახება თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა შესახებ მონაცემთა ბაზაში, ხოლო მატერიალურად – თავშესაფრის მაძიებლის პირად საქმეში.
2. თითის ანაბეჭდი და წესის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული თითის ანაბეჭდის თანმდევი მონაცემები მონაცემთა ბაზაში და თავშესაფრის მაძიებლის პირად საქმეში ინახება საერთაშორისო დაცვაზე განცხადების რეგისტრაციიდან 10 წლის ვადით.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ვადის გასვლის შემდეგ, მონაცემთა ბაზაში დაცული მონაცემები ავტომატურად იშლება, ხოლო მატერიალური ფორმით არსებული პერსონალური მონაცემები ნადგურდება მათი დაწვით, დაჭრით ან სხვა ისეთი გზით, რაც შეუძლებელს ხდის მათი აღდგენის შესაძლებლობას.
მუხლი 11🔗. მონაცემების ვადაზე ადრე განადგურების საფუძვლები
1. თითის ანაბეჭდი და მისი თანმდევი მონაცემები წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლამდე ნადგურდება, თუ:
ა) პირმა მიიღო საქართველოს მოქალაქეობა;
ბ) პირი გარდაიცვალა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში თითის ანაბეჭდი და მისი თანმდევი მონაცემები ნადგურდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, აღნიშნული ინფორმაციის მიღებიდან 10 სამუშაო დღეში.
მუხლი 12🔗. თავშესაფრის მაძიებლის უფლებები თითის ანაბეჭდის აღებისას
1. თავშესაფრის მაძიებელს უფლება აქვს:
ა) მოითხოვოს ინფორმაცია თითის ანაბეჭდის აღების საჭიროებისა და მიზნების შესახებ;
ბ) ჰქონდეს წვდომა დეპარტამენტში მის შესახებ არსებულ თითის ანაბეჭდის თანმდევ მონაცემებზე;
გ) მოითხოვოს მასთან დაკავშირებით არასწორად ან უკანონოდ დამუშავებული მონაცემების გასწორება ან წაშლა/განადგურება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებების შესახებ პირს ინფორმაცია უნდა მიეწოდოს თითის ანაბეჭდის აღებამდე. არასრულწლოვანი თავშესაფრის მაძიებლის შემთხვევაში, მას ინფორმაცია უნდა მიეწოდოს მისი ასაკისა და განვითარების დონის გათვალისწინებით.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებების შესაბამისად პირს მონაცემები უნდა მიეწოდოს მოთხოვნისთანავე, დაუყოვნებლივ.
მუხლი 13🔗. მონაცემთა ბაზის უსაფრთხოება
1. თავშესაფრის მაძიებლის თითის ანაბეჭდის დამუშავებისას უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა უნდა მიიღოს ყველა შესაბამისი ზომა ამ მონაცემთა უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის უზრუნველსაყოფად.
2. თითის ანაბეჭდის დამუშავების მიზნით, მონაცემთა ბაზაზე წვდომა აქვს მხოლოდ იმ უფლებამოსილ თანამდებობის პირს, რომლის სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისთვისაც აუცილებელია ბაზაში დაცული ინფორმაციის დამუშავება.
3. მონაცემთა ბაზაზე უფლებამოსილ თანამდებობის პირს წვდომა აქვს მხოლოდ იმ მოცულობის მონაცემებზე, რაც აუცილებელია წესით გათვალისწინებული მოქმედებების განსახორციელებლად.
4. მონაცემთა ბაზაზე უფლებამოსილ თანამდებობის პირს შესაძლოა ჰქონდეთ შემდეგი სახის დაშვება:
ა) დაშვება დათვალიერების ფუნქციით;
ბ) დაშვება ველების შევსების ფუნქციით;
გ) დაშვება ველების რედაქტირების ფუნქციით.
5. მონაცემთა ბაზაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირის დაშვება შესაძლებელია მხოლოდ უნიკალური მომხმარებლის სახელისა და პაროლის გამოყენებით.
6. უფლებამოსილი თანამდებობის პირის დაშვების დონე და მონაცემთა მოცულობა, რომელზეც აქვს დაშვება, განსაზღვრულია მინისტრის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით.
მუხლი 14🔗. პასუხისმგებლობა თითის ანაბეჭდების არამართლზომიერი გამოყენებისთვის
1. დაუშვებელია თითის ანაბეჭდის ან თითის ანაბეჭდის თანმდევი მონაცემის დამუშავება წესით გათვალისწინებული პროცედურის დარღვევით.
2. მონაცემთა ბაზაზე არასანქცირებული წვდომის ან მონაცემთა არასანქცირებული გამოყენების შესახებ საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს დაშვების ბლოკირება დეპარტამენტის საერთაშორისო დაცვის საკითხთა სამმართველოს უფროსის მიერ და აღნიშნულის შესახებ მან უნდა აცნობოს დეპარტამენტის დირექტორსა და სამინისტროს გენერალურ ინსპექციას (დეპარტამენტი).
მუხლი 15🔗. თითის ანაბეჭდის ან თითის ანაბეჭდის თანმდევი მონაცემის გამჟღავნება
1. დაუშვებელია წესის შესაბამისად დამუშავებული თითის ანაბეჭდისა და თითის ანაბეჭდის თანმდევი მონაცემის რაიმე ფორმით გამჟღავნება სხვა ორგანიზაციებისთვის, მასმედიისთვის, წარმოშობის ქვეყნის სახელმწიფო უწყებებისა და მოქალაქეებისთვის, ასევე საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის, თავშესაფრის მაძიებელთა ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა წერილობითი თანხმობის გარეშე.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული მონაცემების გადაცემა სხვა სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციისათვის შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს თავშესაფრის მაძიებლის წერილობითი თანხმობა და მონაცემების გადაცემა არ ეწინააღმდეგება „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს.
3. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, თავშესაფრის მაძიებლის ან სტატუსის მქონე პირის თითის ანაბეჭდის ან თითის ანაბეჭდის თანმდევი მონაცემის გაცემა შესაძლებელია სხვა საჯარო დაწესებულებისთვის მხოლოდ პირის იდენტიფიცირების მიზნით და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.
დანართი №1
ოქმი
თითის ანაბეჭდის აღებაზე და თითის ანაბეჭდის თანმდევი მონაცემის დამუშავების თაობაზე თავშესაფრის მაძიებლის თანხმობა
მე, --------------- მოქალაქეს/მოქალაქეობის არმქონე პირს --------------- (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი), განმემარტა თითის ანაბეჭდის აღების საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულების შესახებ, ასევე თითის ანაბეჭდების აღებაზე უარის სამართლებრივი შედეგები, კერძოდ, „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თითის ანაბეჭდების აღებაზე უარის საფუძველზე საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის შეწყვეტის შესაძლებლობის შესახებ. ასევე:
¤ ინფორმირებული ვარ იმის შესახებ, რომ თითის ანაბეჭდი და თითის ანაბეჭდის თანმდევი მონაცემი წარმოადგენს კონფიდენციალურ ინფორმაციას და იგი არ გამჟღავნდება სხვა ორგანიზაციებთან, მასმედიასთან, წარმოშობის ქვეყნის სახელმწიფო უწყებებსა და მოქალაქეებთან, ასევე საქართველოს მოქალაქეებსა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირებთან, ჩემი წერილობითი თანხმობის გარეშე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევებისა;
¤ ინფორმირებული ვარ, რომ თითის ანაბეჭდები ან თითის ანაბეჭდების თანმდევი მონაცემი დამუშავდეს „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
¤ წინამდებარე ოქმი (რომელიც ითარგმნა თარჯიმან ---------------------- მიერ) შევსებულია ჩემი კარნახით, ვეთანხმები და მის სინამდვილეს ვადასტურებ ხელის მოწერით.
თავშესაფრის მაძიებელი
/ /_______________
უფლებამოსილი თანამდებობის პირი
/ /_______________
თარჯიმანი
/ /_______________
კანონიერი წარმომადგენელი/მეურვე/მზრუნველი/მხარდამჭერი
/ /_______________
თარიღი
/ /_______________
დანართი №2
ოქმი
თითის ანაბეჭდის შედარების შესახებ
----------------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------
აღნიშნულს ხელმოწერით ვადასტურებთ:
თავშესაფრის მაძიებელი
/ /_______________
უფლებამოსილი თანამდებობის პირი
/ /_______________
თარჯიმანი
/ /_______________
კანონიერი წარმომადგენელი/მეურვე/მზრუნველი/მხარდამჭერი
/ /_______________
თარიღი
/ /_______________
დანართი №3
ოქმი
თითის ანაბეჭდის აღების თაობაზე თავშესაფრის მაძიებლის უარი
მე, --------------- მოქალაქეს/მოქალაქეობის არმქონე პირს --------------- (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი), განმემარტა თითის ანაბეჭდების აღებაზე უარის თქმის სამართლებრივი შედეგები, ასევე, თავშესაფრის მინიჭების თაობაზე განცხადების განხილვის შეწყვეტის სამართლებრივი შედეგები – თითის ანაბეჭდების აღებაზე ჩემი უარის საფუძველზე მიიღება გადაწყვეტილება საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის შეწყვეტის შესახებ. სრულად ვაცნობიერებ თითის ანაბეჭდების აღებაზე ჩემი უარის საფუძველზე საქართველოში საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის საქმის წარმოების შეწყვეტით გამოწვეულ შედეგებს.
ინფორმაციის მიღებას ვადასტურებთ ხელმოწერით:
თავშესაფრის მაძიებელი
/ /_______________
უფლებამოსილი თანამდებობის პირი
/ /_______________
თარჯიმანი
/ /_______________
კანონიერი წარმომადგენელი/მეურვე/მზრუნველი/მხარდამჭერი
/ /_______________
თარიღი
/ /_______________
დანართი №4
ოქმი
თავშესაფრის მაძიებლისთვის თითის ანაბეჭდის აღების შეუძლებლობის თაობაზე
----------------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------
აღნიშნულს ხელმოწერით ვადასტურებთ:
თავშესაფრის მაძიებელი
/ /_______________
უფლებამოსილი თანამდებობის პირი
/ /_______________
თარჯიმანი
/ /_______________
კანონიერი წარმომადგენელი/მეურვე/მზრუნველი/მხარდამჭერი
/ /_______________
თარიღი
/ /_______________
დანართი №5
ოქმი
თავშესაფრის მაძიებლის ფსიქიკური აშლილობის გამო თითის ანაბეჭდის აღების შეუძლებლობის თაობაზე
----------------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------
აღნიშნულს ხელმოწერით ვადასტურებთ:
თავშესაფრის მაძიებელი
/ /_______________
უფლებამოსილი თანამდებობის პირი
/ /_______________
თარჯიმანი
/ /_______________
კანონიერი წარმომადგენელი/მეურვე/მზრუნველი/მხარდამჭერი
/ /_______________
თარიღი
/ /_______________